1. ნურაფერს არევ ერთმანეთში შეუთავსებელს, ყოველ საქმეს თუ სიტყვას მარჯვე დრო უნდა მოეძებნოს.
მაშინ მოუხდეს მას (იესოს) მოწაფენი იოანესი და ეტყოდეს: რაისათვის ჩვენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენნი შენნი არა იმარხავენ? ჰრქუა მათ იესო: ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. (მთ.9,14.15).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჩვენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მხევლისანი, არამედ აზნაურისანი, აზნაურებითა მით, რომელითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურა, მტკიცედ დეგით ნუ კვალად უღელსა მას მონებისას თავს-იდებთ. (გალ.4,31.5,1).