1. არ უნდა იქნას აზრი ღვთის სამსჯავროს შესახებ უგულებელყოფილი, არამედ უნდა გვეშინოდეს მისი, თუმცა ზღვევა მყისვე არ ხდება.
ქრისტეს სიტყვები: და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად. არამედ გეშინოდნენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწმედად გეჰენიასა შინა (მთ.10,28)
– უკეთუ თქვას მონამან მან გულსა შინა თვისსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსვლად, და იწყოს გვემად მონათა და მხევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად. მოვიდეს უფალი იგი მონისაი მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი დადვას ურწმუნოთა თანა (ლუკა.12,45.46)
– აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იო.5,14).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნუცა ვინ გაცთუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა, რამეთუ ამისათვის მოიწევის რისხვაი ღვთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (ეფ.5,6)
2. ვინც შეიგნო პირველად ქმნილი ცოდვები და შენდობა მიიღო, თუ ხელახლა სცოდავს, თავს პირვანდელზე უფრო მძიმე მსჯავრს უმზადებს რისხვისა.
ქრისტეს სიტყვები: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იო.5,14)
3. როცა მავანთ ღვთის რისხვა ატყდებათ თავს, სხვები შიშით უნდა განისწავლონ.
მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთვის, რომელთაი სისხლი პილატემ შეჰრია მსხვერპლთა მათთა. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროის ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ. გეტყვი თქვენ: არა; არამედ უკეთუ არ შეინანოთ, ეგრეთვე სახითა მოსწყდეთ. ანუ იგი, რომელ ათვრამეტთა ზედა სოლოამს გოდოლი დაეცა და მოსწყვიდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი, ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროის ყოველთა კაცთა, რომელნი მკვიდრ არიან იერუსალიმს? გეტყვი თქვენ: არა; არამედ უკეთუ არა შეინანოთ, ყოველნი ეგრეთ წარსწყმდეთ. (ლუკა.13,1-5).
ვითარცა ესმნეს სიტყვანი ესე ანანიას, დაეცა და სულნი წარხდეს და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე (საქ.5,5).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნუცა ვდრტვინავთ, ვითარცა იგი მათგანი ვინმე დრტვინვიდეს და წარსწყმდეს მომსრველისა მისგან. (რიც.21,6)
ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღვრებოდ ჩვენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაი მოიწია. (Iკორ.10,10.11).
4. ხშირად მავანნი წარსული ბიწიერი ცხოვრების გამო სასჯელად წყვდიადის საქმეებს მიეცემა.
პავლე მოციქულის სიტყვა: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა
- აქვნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა. (რომ.1,28).
– და ყოველთა საცთურითა სიცრუისათა წარწყმედულთა მათ შორის. რამეთუ, ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი
არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგინი, ამისთვის მოუვლინეს მას ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა რწმენეს მათ ტყუილისა. (IIთეს.2,10.11).
5. წყალობისაკენ ღმერთს ცოდვილთა სიმრავლე კი არ მიდრეკს, არამედ სათნო მყოფელი ღვთისა, იქნება ეს კაცი, თუ ქალი.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ მრავალნი ქვრივნი იყვნენ მათ დღეთა ელიასათა ისრაელსა შორის, ოდეს-იგი დაეხშა ცაი სამ წელ და ექვს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქვეყანასა. და არავის მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონიაისა, დედაკაცისა ქვრივისა (ლუკა.4,25.26)
პავლე მოციქულის სიტყვა: არა მნებავს უმეცრებაი თქვენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩვენნი ყოველნი ღრუბელსა ქვეშე იყვნეს და ყოველნი ზღვასა განხდეს. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა, და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; და ყოველთა იგივე სასმელი სულიერი სუეს, რამეთუ სუმდეს იგი სულიერისა მის კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე. არამედ არა მრავალნი მათგანი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა. (Iკორ.10,1-5).