1. ბოლო ცოდვისა – სიკვდილი.
ქრისტეს სიტყვები: რომელსა ჰრწმენეს ძე, აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი, არამედ რისხვაი ღვთისაი დადგრომილ არს მის ზედა. (იონ.3,36).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ, ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათვის აწ ეგერა გრცხვენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკვდილი არს. რამეთუ საგზალი ცოდვილისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი-ცხოვრებაი საუკუნო ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. (რომ.6,20.21.23).
– რამეთუ საწერტელ სიკვდილისა ცოდვაი, ხოლო ძალ ცოდვისა სჯული (Iკორ.15,56)
2. ბოლო ღვთის მცნებისა-მარადიული სიცოცხლე.
ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ ვინმე სიტყვაი ჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე (იონ.8,51).
– რამეთუ მე თავით თვისით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმენ მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაი, და უწყი, რამეთუ მცნებაი მისი ცხოვრებაი საუკუნოი არს (იონ.12,49.50)
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმრთისა, და გაქუს ნაყოფი თქვენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი (რომ.6,22).