მთავარი მწყემსი კეთილი

 

† ნეტარი ავგუსტინე
ნამდვილი სიყვარულის შესახებ

 

სარჩევი

 

სიყვარული დროებითი სიგიჟეა, როგორც ვულკანი ისე ამოხეთქავს ხოლმე და შემდეგ ჩაცხრება. და როცა ეს მოხდება, მაშინ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება… დროა მიხვდეთ, არის თუ არა თქვენი ფესვები ისე მტკიცედ გადაწნული ერთმანეთში, რომ ვეღარაფერი შესძლებს მათ დაშორებას..

სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. იგი არ არის მუდმივი ვნება ან აღფრთოვანება. ეს გრძნობაა, რომელიც ყველა ჩვენგანმა შეიძლება შეიგრძნოს და გაითავისოს. ნამდვილი სიყვარულია ის, რაც რჩება მას შემდეგ, რაც დროებითი აღტაცება და ვნება ქრება და სწორედ ამაშია მისი ნამდვილი სილამაზე და ხელოვნება.

მე და დედაშენს გვქონდა ეს ყველაფერი. ჩვენც ყველაფერი გამოვცადეთ და ჩვენი ფესვებიც ერთ მიწაში იზრდებოდა.. და როცა ჩვენი ტოტებიდან ულამაზესი კვირტები წამოიზარდა, მაშინ მივხვდით, რომ უკვე ერთი ხე ვიყავით და არა ორი…

 

სარჩევი