მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

დარიგების სხვა თავები

 

6. ეკლესიის პირველი ეზოს მოვლისათვის


მონასტრის პირველ ეზოში, ანუ ტაძრის გარშემო არ დაიმარხოს არავინ, ვინც არ უნდა იყოს და არ გაკეთდეს საფლავები გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილი ძალზედ საპატივცემულო ადამიანია, მაგრამ საფლავის ქვები მაინც არ დაედოს; რადგან ეზო არის ვიწრო და კიდევ უფრო დავიწროვდება. ხოლო ქრისტიანები დაიმარხონ საავადმყოფოს ეზოში,სადაც ყოველ შაბათ დღეს ერთმა მღვდელმა ჩაატაროს ხოლმე წირვა და წესისამებრ საზოგადოდ მოიხსენიოს ყველა მიცვალებული ქრისტიანი. ასევე არანაირი ჯიშის პირუტყვი არ შევიდეს ხოლმე პირელ ეზოში, არც კელიებში მიიღონ შესანახად ვაჭართა ან თუნდაც მონასტრის საქონელი, რადგან მონასტერში და კელიებში მუდმივად უნდა იყოს სისუფთავე. მაგრამ თუ მოხდება და ვინმე მოიტანს შესანახად საქონელს, მაშინ ეს საქონელი მეორე ეზოში შეინახონ.