5. ეკლესიის შიგნით არსებული საფლავებისათვის
შიგნით ტაძარში არ გაკეთდეს მაღალი და წარწერიანი საფლავები. ასევე, არ დაუშვან, რომ შიგნით ტაძარში ხისა ან ქვის შანდლებზე ანთებდნენ სანთლებს, როგორც ეს იციან ხოლმე, არამედ ტაძარში მუდმივად ენთოს მხოლოდ ის კანდელები და იმ ადგილებში, რომლებიც სპეციალურად ამისათვის არის დადგენილი. ასევე ტაძრის შიგნით არ დაიდოს რაიმე ყუთები,ბან რაიმე ძონძები, რადგან ღვთის სახლი არ უნდა გადაიქცეს ვაჭრობის სახლად, არამედ ეკლესიაში ყველა ადგილი უნდა იყოს სუფთა და ნათელი.