მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

დარიგების სხვა თავები

 

3. რათა მონასტერში არ იქნეს დამალული უცხო ქონება


ჩვენს შემდეგ დადგენილმა იღუმენმა არ გაბედოს და რაიმე ხერხით არ დამალოს მონასტრის ქონებაში შინაური თუ უცხო ადამიანების საკუთრება, რომ იმათ თავი დაიხსნან გადასახადებისაგან. არ დამალოს სხვისი ცხვარი, ღორი, ფუტკრის სკები, ღვინო, პური ან ნებისმიერი სხვა რამ. ეს იმოტომ, რომ სავანეს არ გაუტყდეს სახელი, რის გამოც თავად მონასტერს შეიძლება დიდი ზიანი მიადგეს. ხოლო თუ გაბედავს მსგავსი რაიმეს ჩადენას, იმ იღუმენს თავს დაატყდეს ანათემა.