2. მონასტრის შემოწირულობებისათვის
თუ რომელიმე ქრისტეს მოყვარე მორწმუნე, ვინც არ უნდა იყოს ის, მოისურვებს და თავისი სიცოცხლის ბოლოს, ყოველთაწმინდათა სახელობის მონასტერს შესწიროს დიდი თანხა, რომლის სანაცვლოდაც ამ მორწმუნეს ექნება სურვილი, რომ სანამ იარსებებს ეს ეკლესია, მანამ მონასტერი უკეთებდეს რაიმე წყალობას მისი სულის საცხოვნებლად, იღუმენი, რომელიც ჩვენს შემდეგ იქნება, ვალდებული იყოს ყველანაირი დაზარების გარეშე შეუსრულოს ყველაფერი, ყველა წლის განმავლობაში როგორც მოისურვებს ეს ადამიანი, რომელმაც შესწირა ეს დიდი თანხა. ფული, რომ არ იყოს გაჩერებული სარგებელის გარეშე და თუ რომელიმე ხელობის და (პროფესიის) ადამიანი მოისურვებს აიღოს სესხი იმ პირობით, რომ წელიწადში 100 ტალერზეGგადაიხადოს 7 ტალერი, მიეცეს მოთხოვნილი თანხა ხელწერილით და მოგებული ფულიდან იღუმენი უნდა ასრულებდეს გარდაცვლილი შემომწირველის სულის მოსახსენიებელ ანდერძს.