1. წმინდა ზიარებისათვის
როდესაც მღვდელს ქრისტიანის საზიარებლად დაუძახებენ, გვნებავს, რომ მღვდელი ოლარითა და ფილონით შემოსილი წაბრძანდეს, წმინდა ტარიგი, მისთვის დაწესებულ ჭურჭელში, დიდი მოკრძალებითა და პატივით ქონდეს მკერდზე დაკიდებული. მის წინ, ამ საქმისათვის წინასწარ გამზადებული ანთებული სანთლებით ხელში ორმა ბავშვმა იაროს. მღვდელს უკან მოყვებოდეს კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც მორიგეობით იგალობებენ 144 ფსალმუნს: “ამაღლდი ღმერთო ჩემო”. ეს ბავშვები უნდა იყვნენ იმათგან, ვინც მოწყალების გამო სწავლობს მონასტერში.