ასევე გვსურს, რომ ჩვენს შემდეგ დადგენილმა იღუმენმა, რათა არ დაიმსახუროს წყევლა, წელიწადში ოთხჯერ, დიდი მარხვების დროს, ტიპიკონის ყველა თავი კვლავ წაიკითხოს და იზრუნოს მათი შესრულებისათვის, იმგვარად, როგორც წერილ არს ჩემს მიერ. ხოლო მოწყალე ღმერთმან ზეციური მადლით გაანათლოს ის იღუმენი, რომელიც ყოველივეს სიყვარულითა და მოშურნეობით აღასრულებს: (და როგორც დასაწყისშივე ითქვა, ეს ყოველივე. რედ. )გაიღებს მოწყალებას ღარიბ-ღატაკთათვის, იღვაწებს, ჩვენი და იმათი სულის ცხოვნებისათვის, ვინც ეხმარება და მომავალშიც ხელს გაუმართავს ამ წმინდა ადგილს, მის აღშენებასა და კეთილდღეობას.