მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 31.
მოწყალების გაორმაგებისათვის

 

თუ მაღალი ღმერთი, რომელიც ხან გლახაკად გაქცევს და ხან ამდიდრებს, ხან დაგამდაბლბს, და ხანაც აღამაღლებს, თავისი დიდი წყალობით ამ მონასტერს გაამდიდრებსა და აღამაღლებს, მონასტერს ექნება ბევრად დიდი შემოსავალი, ვიდრე ღვთისწყალობით აქვს ამჟამად. (ამ შემთხვევაში. რედ. ) ღატაკთათვის და სხვათათვის მოწყალების გაცემის ყველა წესი, რომელიც აღნიშნულია ამ ტიპიკონის თავებში უნდა გაორმაგდეს. ამას ვუბრძანებთ იმას, ვინც ჩვენს შემდეგ დადგება იღუმენად. ამას ღვთის ყოვლად წმინდა სახელის უფრო მეტად სადიდებლად ვადგენთ.