მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 28.
სკიტებისათვის

 

თუ მომავალში ქრისტესმოყვარე ადამიანები შესწირავენ ამ მონასტერს ადგილ-მამულებს და იქ სკიტები დაარსდება, იღუმენი, ჩემს შემდგომ ნაკურთხ მომავალ ეპისკოპოსებთან ერთად, ვალდებულია ისეთივე ღვთაებრივი მოშურნეობითა და ღვაწლით იზრუნოს სკიტების განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, როგორც ამ მონასტრისათვის იზრუნებს. იღუმენი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მიაკითხოს სკიტებს და შეამოწმოს მათი მდგომარეობა, და თუკი იგი აღმოაჩენს რაიმე სახის უწესრიგობას, დანაკარგს, მან ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად მთელ ძალისხმევას უნდა მოუხმოს, მაშინ ღმერთი მას სულიერ საზღაურს მიუზღებს.