როგორც ტიპიკონის მესამე თავში ითქვა, ეპიტროპების მიერ იღუმენის მიერ წარმოდგენილი მონასტრის შემოსავლებისა და გასავლების ანგარიშების შეამოწმებისას თუ ზედმეტი თანხა აღმოჩნდება, არა აქვს მნიშვნელობა დიდი, თუ პატარა რაოდენობისა , და ამასობაში გამოჩნდება, რომ სასწრაფო საქმისათვის გარკვეული თანხაა საჭირო, ეპიტროპებმა იღუმენს ამ თანხის საჭიროებისამებრ უფლება უნდა მისცენ, ხოლო მორჩენილი თანხა ეპიტროპებმა ბეჭდებით უნდა დალუქონ და ეკლესიის ყულაბაში შეინახონ, იქ სადაც ინახება მეათედები. როდესაც იღუმენს მონასტრის რაღაცა საქმისათვის დასჭირდება გარკვეული თანხა, ეპიტროპების ნებართვის შემდეგ, მას შეუძლია ამოიღოს იგი ყულაბიდან, მაგრამ მეათედების თანხა ხელუხლებლად უნდა დარჩეს. როდესაც ეპიტროპები მონასტრის შემოსავლებს დათვლიან, მეათედების თანხები ცალკე გადათვალონ და ისე დალუქონ ცალკე ქისაში და შეინახონ იმავე ყულაბაში. ეპიტროპებმა ორ ცალად შეადგინონ დოკუმენტი, სადაც ყოველწლიურად ცალ-ცალკე აღინიშნება მეათედების თანხა და მონასტრის შემოსავლებიდან მორჩენილი ზედმეტი ფული. დოკუმენტის ერთი პირი შეინახონ ყულაბაში, მეორე ერთ-ერთ ეპიტროპთან, სხვა ეპიტროპთან ინახებოდეს ბეჭედი, რომლითაც დაილუქება ქისები, მესამესთან-ყულაბის გასაღები.