მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 25.
შემოსავლების მეათედისათვის

 

რა თანხაც არ უნდა ქონდეს მონასტერს ნებისმიერი შემოსავლის ნებისმიერი წყაროდან -იქნება ეს პანაშვიდები, სხვადასხვა შესრულებული წესები, მორწმუნეების მიერ გაღებული შემოწირულობანი, ღვინიდან, თაფლიდან ან სხვა ნებისმიერი წყაროდან ( შემოსული თანხები. რედ.), ვტოვებ ამ წყევლას : ჩემს შემდეგ ყველა მომავალ იღუმენს ქონდეს ვალდებულება, რომ ყველა შემოსავლიდან თანხის ერთი მეათედი გადადოს ეკლესიის ყულაბაში, რომელიც დაწესდა სპეციალურად ამისათვის . შემოსავალი 10 ბანიც რომ იყოს, ერთი- გადადის იმ ყულაბაში, რომ მონასტრისათვის განსაცდელების- გაჭირვებისა და დიდი უბედურების ჟამს, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელი იქნება მდგომარეობის შველა, მაშინ გაიხსნას, და აიღონ და გამოიყენონ ეს ფული. ხოლო თუ გარკვეული დროის შემდეგ, გამოჩნდება რამენაირი დახმარება, ან შემოწირულობა, ის თანხა, რომელიც იქნა დახარჯული თავისი მეათედით დაბრუნდეს ყულაბაში, რადგან როგორც ვთქვი გაჭირვებისა და უბედურების ჟამისათვის ყოველთვის არსებობდეს ეს თანხა. ამ უბედურებებსა და გაჭირვებაში, რომლებზეც ვწერთ ამ თავში, ვგულისხმობთ:(ღმერთმა დაგვიფაროს) მიწისძვრას, ხანძარს, ქარიშხალსა და სხვა მსგავსს სტიქიებს, რომლებსაც შეუძლიათ დიდი ზიანისა და ნგრევის მიყენება მონასტერს უნდა ქონდეს საშუალება აღადგინოს განადგურებული.