მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 24.
ეპიტროპთა საქმიანობისათვის

 

ჩვენი მონასტრის თითოეულ ეპიტროპს ქონდეს მოვალეობა გარდაცვალების წინ დაასახელოს თავისი ადგილის შემცვლელი, ადამიანი, რომლის შესახებაც თავად ეცოდინება, რომ არის კეთილი და ღვთის მოშიში; იმისათვის, რომ დადგენილი წესი უცვლელად გაგრძელდეს, ვიდრე ეს ტაძარი იარსებებს. ხოლო თუ მოხდება ისე, რომ რომელიმე ეპიტროპს დაავიწყდება თავის ადგილზე შემცვლელის დასახელ ება, დანარჩენმა ოთხმა აირჩიოს მეხუთე ეპიტროფი, რათა არასდროს იყოს ხუთზე ნაკლები. ასევე ვთხოვ მათ, იქონიონ ამ მონასტრის მიმართ წყალობა და ყოველთვის იზრუნონ მისი აღორძინებისათვის; არ გაბედოს რომელიმე მათგანმა ამ ეკლესიისათვის დადგენილი რომელიმე წესისა და კანონის დარღვევა, რომ არ მიიღოს წერილობით დამტკიცებული მსოფლიოს ოთხი პატრიარქისა და ჩემი წყევლა და შეჩვენება. ამ წმინდა ადგილის აღორძინებისა და ღარიბ-ღატაკთა დახმარებისა და ნუგეშინისცემისათვის, ღვთის ვენახში იშრომოს თითოეულმა თავისი ძალებისა და „გულის სითბოს“ შესაბამისად. ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, (რომელმაც თქვა: როდესაც სიკეთეს უკეთებთ მცირეთაგან ძმას, ანუ მე მიკეთებთ), რომელიც არის კეთილმოწყალე, და თქვენს მიერ გაღებული ღვაწლის დიდად დამფასებელი, გიბოძებთ ყოველგვარ სიკეთეს, სულის ცხონებას და მომავალ ცხოვრებაში ყოველთა წმინდათა მეოხებით ცათა სასუფეველს ღირსს გაგხდით.