მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 23.
იღუმენის დაკრძალვისათვის

 

თუ ჩემს შემდეგ, ყველა დადგენილ იღუმენს, ექნება ამ მონასტერში მოსვლამდე სხვაგან ნაშოვნი ცოტა, ან ბევრი პირადი ფული, და იგი საკუთარი კეთილი ნებით იგი საჭიროდ ჩათვლის, რომ გარდაცვალების შემდეგ ეს დანაზოგი სახლს დარჩეს-კარგი იქნება. რადგან ამ სახლში ყოფნისას მას მშვიდად ცხოვრობდა, ხოლო მონასტრის ტიპიკონში დადგენილია მისი სულის ცხონებისა და პატივისცემისათვის წესების აღსრულება. მაგრამ თუ გადაწყვეტს, რომ ეს ფული მოწყალებაში გასცეს სხვაგან, ან დაუტოვოს ნათესავებს, თუ ეყოლება, - მას თავისი ქონების განკარგვის სრული უფლება აქვს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მონასტრის ფული, რადგან ამ შემთხვევაში იგი ცოდვას ჩაიდენს და სასჯელს დაიმსახურებს. მითუმეტეს, რომ ტაძარს მისთვის არაფერი ცუდი, არანაირი ბოროტება არ გაუკეთებია არც ამ ცხოვრებაში, არც მერე, მისი გარდაცვალების შემდეგ ( გაუკეთებს.რედ), კეთილი და ქრისტიანი ადამიანი. ამას თავადვე შეიცნობს ტიპიკონის ამ თავს, რომ წაიკითხავს. ხოლო იღუმენის დაკრძალვის მზადების დროს, ხუთ ეპიტროპარს ქონდეთ ვალდებულებად ეახლონ მიტროპოლიტს და სთხოვონ, რომ შეწუხდესა და მობრძანდეს იმ 12 მღვდელთან, რომელთაც შეარჩევს და კიდევ ორ დიაკვანთან ერთად, რათა შეასრულონ დაკრძალვის მსახურება. ხოლო შეწუხებისათვის მის ყოვლადუსამღვდელოესობას მონასტრის თანხებიდან მიეცეს თითო ზლოტი და დიაკვნებს ორ-ორი ორცი. ასევე ეპიტროპებს ჰქონდეთ ვალდებულება, ვიდრე არ დადგინდება სხვა იღუმენი, დანიშნონ ადმინისტრატორი, რომელიც იზრუნებს მონასტრის საქმეებზე. ეპიტროპებმა დაარიგონ მღვდლები, რომლებიც ეკლესიაში მსახურებენ, შეასრულონ გარდაცვლილი იღუმენის სულის მოხსენიებისათვის ყველა აუცილებელი წესი, ანუ პანაშვიდი გადაიხადონ სრულად: კოლიოთი და ხუთი ოყას13 რაოდენობის სანთლების დარიგებით. წესისამებრ პანაშვიდები უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს, ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე. ხოლო სამი წლის გასვლის შემდეგ, ეპიტროპებმა მიაკითხონ ქვეყნის მღვდელმთავარს და სთხოვონ ოთხ მღვდელთან და ორ დიაკვანთან ერთად ჩაატაროს შეკვეთილი წირვა კოლიოთი, პანაშვიდის განახდით და ათი ოყას ოდენობის სანთლის დარიგებით. გარდაცვლილს ასევე წაეკითხოს შენდობის ლოცვა. ამ შეწუხებისათვის მიტროპოლიტს გადაეცეს შესაწირი 4 ოქროს მონეტა და სირმით ნაქარგი ნაჭერი, ხოლო ოთხ მღვდელს თითო ზლოტი და ორ დიაკვანს ორ- ორი ორცი.