იღუმენი, მღვდელმონაზონნი და მღვდელნი, როგორც კი შეიტყობენ რომელიმე ადამიანის: შინაურისა, თუ უხცოსი, ქალისა, თუ კაცის, ამ, თუ სხვა უბნის მაცხოვრებლის, ავადმყოფობის შესახებ ვალდებულნი არიან მიაკითხონ, ან გააგზავნონ გამოცდილი მღვდელი, რომელსაც შეუძლია ნუგეში სცეს და დაარწმუნოს, რომ აუცილებელია აღსარების თქმა, შვიდგზის ზეთის ცხება, ანდერძის შედგენა იმ მცირე თუ დიდი ქონების თაობაზე, რომელიც ავადმყოფის მფლობელობაშია. ხოლო ანდერძი უნდა შედგეს ჩვენს მიერ დადგენილი წესისა და რიგის მიხედვით, რათა ავადმყოფის სული არ დამძიმდეს და არც მისი ნათესავები დაჩნენ უკმაყოფილონი. და ეს ანდერძი არ უნდა შედგეს მომხვეჭელობის, შურის და თვალთმაქცობის გარეშე, როგორც ამას ბევრი აკეთებს. ასევე ყოველგვარი საშუალებით სცადოს დაარწმუნოს ავადმყოფი საკუთარი ქონების ნაწილის შესწიროს მიტროპოლიტს, იმას რასაც იგი თავად ჩათვლის საჭიროდ, რადგან ასეთ შესაწირს ითხოვს სამართალი და წესი. რადგანაც მიტროპოლია არის ყველა ტაძრისა და ქალაქის დედა. ავადმყოფების მოკითხვა და მათ სულებზე ზრუნვა ბოშებისა და მათი შვილების შემთხვევაშიც არის საჭირო, რადგანაც დაისჯება ის მღვდელი, რომელიც არ მიაკითხავს მათ, რამეთუ, ისინიც მონათლულნი არიან წმინდა სამების სახელით და ჩვენსავით ქრისტიანები არიან.