მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 21.
შესაწირავი მიტროპოლიტისათვის

 

ყველა ძმას, რომელსაც ღმერთი ამ ქვეყნის მწყემსმთავრად დაადგენს, ღვთის სახელითა და ძმური სიყვარულით შევთხოვ, წყალობა იქონიოს ამ სახლის მიმარტ და ყოველთვის იყოს ყველაფერში მისი მხარდამჭერი და მცველი, რომ არ დაირღვეს ჩემს მიერ დადგენილი წესები და კანონები, რომ ყველაფერი შეუცვლელად რჩებოდეს, რომ ყოველთა წმინდათა მეოხებით ღმერთმა დალოცოს ის, და მომადლოს მშვიდობა მის სამოციქულო ტახტზე. ასევე ვთხოვ, რომ მოიღოს მოწყალება, ღვაწლი და წელიწადში ერთხელ დააყენოს წირვა ტაძრის დღესასწაულის დღესა და მეორე დღესაც, და მიიღოს დღესასწაულის დღეს შესაწირი 10 ტალერის ღირებულების ხალიჩა, მეორე დღეს-10 ტალერი და 5 ტალერის ღირებულების სირმის ძაფებით ნაქარგი ნაჭერი. მიტროპოლიტის ერთ მღვდელსა და ორ დიაკვანს დღესასწულს დღეს და მეორე დღესაც მიეცეთ: მღვდელს-ერთი ლეი, ერთ დიაკვანს ერთი ზლოტი, მეორეს-ერთი ტულტი. მაგრამ თუ მის ყოვლადუსამღვდელოესობას არ ექნება ხელშეწყობა, რომ ჩაატაროს ზემოთხსენებული წირვები, ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება მისცეს ეს ფული.იღუმენი ვალდებულია წელიწადში ოთხჯერ მიართვას ქვეყნის მიტროპოლიტს შესაწირი: ქრისტეშობას, აღდგომას, წმინდა კონსტანტინეს ხსენების დღეს და როდესაც მას ტაძრის დღესასწაულზე მიიწვევენ. ყოველ ჯერზე უნდა მიართვან ერთი ოყა ყავა, და ერთი ოყა შაქარი; მაგრამ ეს პროდუქტები თუ არ აღმოჩნდება, მაშინ მათი ღირებულების სხვა საქონელი მიართვან. იღუმენმა მიტროპოლიტს მიართვას შესაწირი წმინდა დიმიტრის ხსენების დღეს, ასევე ორი ოქროს მონეტა - ცოლშვილიან მღვდელს, რომელიც იმსახურებს ამ დღეს ეკლესიაში.