მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 20.
მღვდელმთავართა დავანებისათვის

 

როდესაც ამ ქვეყნის რომელიმე მიტროპოლიტი, ან რომელიმე ეპარქიის ეპისკოპოსი მოხუცდება და დაუძლურდება და სურვილი გაუჩნდება დაბინავდეს ამ მონასტერში-მიღებულ იქნას და მიეგოს შესაბამისი პატივი ყველაფერში. მონასტერმა იზრუნოს მისი ოთხი მსახურისა და ორი ცხენის შენახვისათვის. ის მღდელმთავარი არ შეეხოს მონასტრის წესებსა და ტრადიციებს, არ შეცვალოს ისინი, არ ჩაერიოს მონასტრის მართვა-გამგეობაში. მისთვის ზრუნვას ვაწესებთ არა იმიტომ რომ მისი რაიმე ვალი ჰქონდეს მონასტერს, არამედ სიკეთის ქმისათვის, ღვთისმოსაობით.