მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 19.
დავთართა განახლებისათვის

 

იღუმენი ვალდებულია, რომ (მომავალში. რედ.) ყველა ჩვენს შემდგომ მთავარსა და მღვდელმთავარს სთხოვდეს წყალობასა და იმ ბრძანებათა წიგნების განახლებას, რომლებითაც მტკიცდება ამ მონასტრისათვის დადგენილი მართვა- გამგეობის ეს ტიპიკონი. ყველა წერილი, საბუთი, რომელშიც აღრიცხულ იქნება ადგილ-მამულები, ვენახები, ბოშები (იგულისხმება ყმები. რედ.) და სხვა ქონება, რომელიც ღვთისა და ქრისტიანობის წყალობით შეიძლება შეეძინა ამ სახლს, თითოეული ეს ანათვალი, დიდი, თუ მცირე, უნდა ჩაიწეროს მონასტრის დიდ დავთარში, რომელსაც ვტოვებთ ამ საქმისათვის, რათა არფერი არ დაიკარგოსა და არ გაიფანტოს. იღუმენმა სთხოვოს ყოველ (მომავალში არჩეულ რედ.)მთავარს დიდ დავთარში გაკეთებული ყველა ჩანაწერი თავისი მცირე ბეჭდით დაამტკიცოს. იმისათვის, რომ თუ რომელიმე შემოწირულობის ხელწერილი ოდესმე დაიკარგება, დავთარში აღრიცხული დარჩეს ის შემოწირული ქონება. ამიტომაა აუცილებელი ყველა ჩანაწერის მთავრის ბეჭდით დამტკიცება.