წყევლით ვტოვებ ანდერძს: არავინ გაბედოს რომელიმე იმ წიგნის გასხვისება, რომელსაც ვტოვებ ჩემს ბიბლიოთეკაში-ბერძნულს, თუ რუმინულს, და რომლებიც ჩამოწერილი მაქვს ეკლესიის იადგარში. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს რომელიმე (წიგნი.რედ.) დროებით დასჭირდება წასაკითხად, გადასაწერად, ან მასში რაიმეს მოსაძებნად-აიღოს ხელწერილით, სადაც პირობას დადებს, რომ დააბრუნებს წიგნს დადგენილ დროს. ხელწერილის გარეშე- არ მიეცეს. მონასტერმა იზრუნოს წიგნის უკან დაბრუნებაზე.