იმ ადამიანთა სახელები, ვინც მოწყალებას გაიღებს ამ მონასტრისათვის ადგილ-მამულით, ფულით, ვერცხლით, საქონლით, ანდა სხვა რამით, ჩაიწეროს მოსახსენიებელში და მთელი წლის განმავლობაში ყოველ შაბათ დღეს გადახდილ იქნეს პანაშვიდი კოლიოთი, მოიხსენიონ ყველა მიცვალებული, პანაშვიდის დროს იგალობონ მიცვალებულთა მე-8 ხმის კანონი: „ქრისტე, სიკვდილითა სიკვდილისა...“, ამავდროულად, ყოველი თვის ხუთშაბათს ჩატარდეს შეკვეთილი წირვა ცოცხალთათვის, რადგანაც ისინიც ითვლებიან ქტიტორებად, რამეთუ ისინი ტაძრისათვის ნაყოფის შემომწირველები არიან. ხოლო იმ დღეს,გარდაიცლება უფასოდ გადაუხადონ შეკვეთილი წირვა.