დიდი წყევლით ვტოვებ ამ ანდერძს მათთვის, ვინც ამ სახლში მსახურების პერიოდში მონასტრის მომსახურე პირს, კეთილსა, გინდაც ავ ადამიანს, დაუკავებს ჯამაგირს. ხოლო როდესაც იგი თავისი ნებით, დათქმულ დროზე დატოვებს სახლს, ან იმ შემთხვევაში, თუ მას იღუმენი დროზე ადრე გააგდებს- მიეცეს სრული ჯამაგირი და დამატებით კიდევ ერთი ტალერი და 3 პიტი-სამგზავრო ფულად. ხოლო თუ მოხდა ისე, რომ მოსამსახურე პირი გარდაიცვალა, მონასტერი ვალდებულია მისი დასაფლავებისათვის დახარჯოს 300 ბანი და გადაუხადოს სამი შეკვეთილი წირვა-გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს უსასყიდლოდ გადაუხადოს. იმ შემთხვევაში, თუ მას ასაღები დარჩება ჯამაგირი, მონასტერმა იგი არც მისი ტანსაცმლით, არც სხვა მისი კუთვნილი ნივთებით, მცირერიცხოვანი იქნება დანატოვარი, თუ არა, არ უნდა გადაიხადოს.
წყევლით ვტოვებ ამ ანდერძს. მონასტერმა მისი არცერთი კუთვნილი ნივთი არ დაიტოვოს. ისინი გადაეცეს ან მის მშობლებს, თუ ყავდა, ან სხვა ნათესავებს და მათ გადაწყვიტონ, თუ როგორ მოიქცნენ. ხოლო თუკი არცერთი ნათესავი არ ეყოლება, მისი ყველა ნივთი, რაც კი დარჩა, დაურიგდეს უპოვართ მისი სულის მოსახსენიებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი თავად, საკუთარი ნებით, მოისურვებს ყველა საკუთარი ნივთის მონასტრისათვის შეწირვას. თუმცა ამ შემთხვევაში, ავი საუბრების თავიდან ასაცილებლად ამ ნივთების ნაწილი მაინც გადაეცეს მის მშობლებს, ან ნათესავებს.