თუ ნოემბრის თვის პირველი დღე არ დაემთხვა ორშაბათს, არამედ სამშაბათი, ოთხშაბათი, ან სხვა რომელიმე დღე იქნა, ის კვირა გამოვტოვოთ და წირვების ჩატარება მომდევნო კვირის ორშაბათიდან დაიწყოს. ჩატარდეს შეკვეთილი წირვა:
ორშაბათს: ყველა ჩემი მასწავლებლისა და დამრიგებლისათვის. უპოვარებს დაურიგდეთ 40 ბანი.
სამშაბათს: ყველა ჩემი სულიერი მამებისათვის, რომლებიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემი მოძღვარნი იყვნენ. უპოვარებს დაურიგდეთ 40 ბანი.
ოთხშაბათს: ყველასთვის, ვინც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემი ნაცნობი, მეგობარი და კეთილისმყოფელი იყო. უპოვარებს დაურიგდეთ 40 ბანი.
ხუთშაბათს: ყველა მსახურისათვის, საეროცა და ბერიც, ვინც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მემსახურა. უპოვარებს დაურიგდეთ 40 ბანი.
პარასკევს: ყველა იმისათვის, ვისაც ჩემი ცხოვრების მანძილზე ვაწყენინე, უსამართლოდ მოვექეცი, ბოროტად დაველაპარაკე. უპოვარებს დაურიგდეთ 40 ბანი.
წყევლით ვტოვებ ამ ანდერძს, მათთვის, ვინც ხსენებულ წირვებსა და მოწყალებას არ შეასრულებს ყოველწლიურად, ვიდრე ეს ტაძარი იარსებებს.