მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 11.
უცხოელთა მიმართ ზრუნვისათვის

 

სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სამი უცხოელი, რომლებიც ამ ქვეყანაში გაჭირვების გამო ჩამოვიდნენ, სამი დღის განმავლობაში შეინახოს მონასტერმა, ანუ მათ მიეცეთ საჭმელ-სასმელი, მესამე დღეს თითოეულს მიეცეს 30-30 ბანი; ხოლო ერთდროულად თუ სამზე მეტი უცხოელი მიაკითხავს მონასტერს - ნუ მიიღებთ. სამი დღის შემდეგ მათ უნდა დასტოვონ მონასტერი და სხვაგან სცადონ მოწყალების მიღება. მთლიანობაში ყველა ეს ხარჯი წელიწადში შეადგენს 78 ტალერს.