მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 10.
ქალიშვილის გათხოვებისათვის

 

ყოველ წელიწადს წმინდა დიმიტრის (თესალონიკელის) ხსენების მეორე დღეს ერთ გაჭირვებულ გოგონას, რომელიც დააპირებს გათხოვებას, ქორწინებისათვის მიეცეს 15 ტალერი. მაგრამ ეს გოგონა არ უნდა იყოს ერთერთი იმ სამთაგანთაგანი, რომლებზეც ზემოთ დავწერეთ. გოგონას გამორჩევა შემდეგნაირად უნდა მოხდეს: წმინდა დიმიტრის დღესასწაულამდე სამი კვირით ადრე, კვირის წირვის შემდეგ, იღუმენმა საჯაროდ უნდა გამოიხმოს გაჭირვებული გასათხოვარი გოგონა და სთხოვოს საკუთარი სახელისთქმა. თუ ასეთი სამი ან ოთხი გოგონა აღმოჩნდება, უთანხმოების თავიდან ასაცილებლად და მიკერძოების მცირეოდენი ეჭვიც რომ არ აღიძრას, უნდა იყაროს წილი. წილისყრით გამორჩეულ გოგონას იღუმენმა გადასცეს წერილი. ქორწინების ჟამს ამ გოგონამ მიაკითხოს იღუმენს და მიიღოს კუთვნილი თანხა.