ყოველ დიდ ხუთშაბათს, სამ გაჭირვებულ ყმაწვილს მიეცეს ერთი ლეის ღირებულების თითო ჩოხა და კაბა, თითოეული ტალერ ნახევრის ღირებულებისა და ასევე ტალერ ნახევრის ღირებულების წაღები, რაც სულ 9 ტალერს შეადგენს. ეს მოწყალება ერთი და იგივე ადამიანებზე არ უნდა გაიცეს, არამედ ყოველწლიურად მიეცეს სხვადასხვა ადამიანს, იმავე წესით, როგორც ეს უპოვართა მიმართ დავადგინეთ.