მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 7.
მიცვალებულთა დაკრძალვისათვის

 

იმ ბოროტი ჩვეულების მოსაშლელად, როდესაც მიცვალებული ღარიბი ქალისა, თუ კაცის ცხედარს ქუჩა-ქუჩა დაატარებენ და მოწყალებას ითხოვენ, და რომელსაც უხოელები დასცინიან, ვადგენ: მონასტრის შემოსავლებიდან გამოიყოს 300 ბანი; 200 ბანით შეიძინონ სანთლები, სუდარა და დასაფლავებისათვის საჭირო სხვა ნივთები, ხოლო 100 ბანი გადაეცეს იმ მღვდელს, რომლის ეკლესიაშიც დაასვენებენ იმ ღატაკ ადამიანს,. მანვე გადაუხადოს სამი შეკვეთილი წირვა: ერთი გარდაცვალებიდან მესამე დღეს, მეორე-მეცხრე, და მესამე- მეორმოცე დღეს. იმ მღვდელს, რომელიც არ გადაიხდის შეკვეთილ წირვებს პასუხი საშინელი სამსჯავროს წინაშე მოეთხოვება.