მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 6.
ბავშვთა განათლებისათვის

 

სამ ღატაკ ბავშვს, რომელთაც სურთ სწავლა ყოველწლიურად კვებისათვის მიეცეთ ექვს-ექვსი ბანი; ასევე სააღდგომოდ მიეცეთ ორზლოტიანი ჩოხა, თითო პერანგი, თითო წყვილი წაღები. და ეს სამი ბავშვი ასაკით არ უნდა იყოს არც ათ წელზე უმცროსი, არც თხუთმეტ წელზე უფროსი. ეს მოწყალება მათ უნდა ეძლეოდეთ ოთხი წლის განმავლობაში; რადგან ამ დროის განმავლობაში ბავშვმა შესაძლებელია სლავურიცა და ბერძნულიც შეისწავლოს, ხოლო შემდეგ მათ ადგილზე მიიღონ სხვები. თუ რომელიმემ ბერად გახდომა და მონასტერში დარჩენა მოისურვა- მიიღონ!

 

განათლების დასრულების შემდეგ, იღუმენმა ყველას უნდა გადასცეს თითო წერილი, რომ როდესაც ვინმე დააპირებს დაოჯახებას შესძლოს მოსვლა და ქორწილისათვის დახმარების - 15 ტალერის მიღება, ხოლო თუ რომელიმე მღვდლად გახდომას დააპირებს, მას მიეცეს ცალკე სხვა-13 ტალერი; აქედან 8 ტალერი დიაკვნად და მღვდლად კურთხევისათვის, 5 ტალერი კი დარჩეს ხელზე იმისათვის, რომ თავად გადაიხადოს პანაშვიდი და მოიხსენიოს მთავარი, რომელიც იმჟამად ქვეყანას მართავს და კიდევ ეს ხუთი სახელი: იოანე, მარია, მღვდელმინაზონი მაკარი, მღვდელმთავარი თეოდოსი და ცოდვილი მღვდელმთავარი ანთიმოზი; ყველაფერი ეს ჯამში შეადგენს - 54 ტალერს.

 

ამ ორ დაოჯახებულ მღვდელთაგანი ერთერთი, რომელიც უფრო განათლებული იქნება ბავშვებს ასწავლოს საგნები და საეკლესიო წესები, ისე როგორც ეს სწავლა-განათლების გეგმითაა დადგენილი. ყოველ სამ მოსწავლეზე მიეცეს 20 ტალერი მინასტრის შემოსავლებიდან. იმისათვის რომ ამ ბავშვებმა ისწავლონ ღვთის შიში და ეკლესიური ცხოვრების წესი, ისინი ყოველდღე უნდა მოვიდნენ ეკლესიაში- მწუხრზე, ცისკარზე, წირვაზე. სასწავლო წიგნები ბავშვებს გადასცეს მონასტერმა. ესეც იყოს ცნობილი: სწავლების ორი წლის გასვლის შემდეგ, მღვდელმა კითხოს ბავშვებს, ხომ არ აპირებს რომელიმე გახდეს მღვდელი, და თუ მსურველი აღმოჩნდება, მღვდელმსახურებაც შეასწავლოს. ხოლო თუ ოთხი წლის დასრულებამდე, რომელიმე ბავშვმა არ მოისურვა სწავლის გაგრძელება, მას აღარ მიეცეს ის მოწყალება, რომელიც ზემოთ დავადგინე, ანუ არ მიეცეს ხელზე ხელწერილი, რომლითაც იგი შესძლებს მომავალში მოსვლას და 15 და 13 ტალერის მოთხოვნას. მიატოვეებს თუ არა ბავშვი სწავლას მაშინვე მის ადგილზე სხვა მიიღოს.