გვნებავს, რომ ეკლესიის მცირე გუნდში ორი ცოლშვილიანი მღვდელი მსახურობდეს და გალობდეს რუმინულად, რადგან ტაძრის ამ ადგილზე ადრე ხის ძველი სამრევლო ეკლესია იდგა. არ გვინდა, რომ ეს ორი, ქალაქის გარეუბანში მცხოვრები მღვდელი, ხელცარიელი დარჩეს, თანაც გარეუბანის მოსახლეობას მოძღვრის ყურადღება მოაკლდეს. ვადგენთ: თითოეულს ოც-ოცი ტალერი მიეცეს ჯამაგირად და საკვებად ექვს-ექვსი კილო პური; ხოლო ეკლესიის შემოსავლიდან, არც მონასტერში შესრულებული მსახურებებიდან მათ არაფერი ეკუთვნით, გარდა თითო ტალერისა, რომელსაც გადახდილი პანაშვიდებიდან მიიღებენ.