მონასტრის პირველ ეზოში ღვთისმსახურების აღსასრულებლად მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ შემდეგი პირები: იღუმენი, ორი ბერძენი მღვდელმონაზონი, რომლებიც დიდ გუნდში იგალობებენ ბერძნულ ენაზე, ერთი დიაკვანი, ერთი ბერი, შესაძლებელია მღვდელმონაზონი ეკლესიარქი, ერთი - პარაკლისიარქი, ერთი - სენაკის მნე, იღუმენის დასახმარებლად და ერთი მგალობელი - ბერი, ან უცოლშვილო ერისკაცი. და თუ რომელიმე პატიოსან ქრისტეს მოყვარე ქრისტიანს, თავადთა ან ვაჭართა წრის წარმომადგენელს, საკუთარი ნებით გაუჩნდება ბერ-მონაზვნური მოღვაწეობისა და მონასტერში ცხოვრების სურვილი-მიიღონ!
მეორე ეზოში უნდა იმყოფებოდნენ: ერთი ბერი-მეკლიტე, ერთი ხაბაზი, ორი უცოლშვილო ჭაბუკი-მსახურებისათვის, ორი მოჯამაგირე, ერთი მებაღე, ერთი მეჯინიბე და ერთი ბოშა ბავშვთან ერთად- სამზარეულოში საქმიანობისათვის. თუ იღუმენი, ან ეპიტროპნი დაინახავენ, რომ მონასტერს მსახურთა ეს რაოდენობა არ ყოფნის, დაუმატონ იმდენი, რამდენიც იქნება საჭირო, თან გაითვალისწინონ, რომ თითოეულმა მონასტერში უნდა იტრაპეზოს და მიიღოს ისეთი ხელფასი, რომელიც დააკმაყოფილებს.