მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 3.
ე პ ი ტ რ ო პ თ ა თ ვ ი ს

 

იღუმენის დასახმარებლად, მონასტრისა და მისი შემოსავლების კეთილად მართვისათვის, ვადგენთ ჩვენი კეთილი ნებით შერჩეულ და დადგენილ ხუთ ეპიტროფს ვაჭართა ფენიდან. ესენი არიან: ყოფილი მამასახლისი ჟუპანი6 ნეაკშული, ჟუპანი ნიკა-მევახშე, ჟუპანი მანული აპოსტოლის ძე, ჟუპანი გეორგე ვასილის ძე- აბაგი7 და ჟუპანი შერბანი გროზის ძე-მათ ღვთისა და ეკლესიის სიყვარულით უნდა იღვაწონ, წელიწადში ორჯერ წმინდა გიორგისა და წმინდა დიმიტრის ხსენების დღეებში უნდა მიაკითხონ იღუმენს და მოსთხოვონ ანგარიშის ჩვენება სახლის (იგულისხება-მონასტერი) შემოსავლებისა და გასავლების შესახებ. ეს ყოველივე - მთელი შემოსავალი და გასავალი - მოკლედ და გასაგებად უნდა ჩაიწეროს დიდ წიგნში, იმისათვის რომ ყოველწლიური ჩანაწერებიდან ჩანდეს მონასტრის მოგება, თუ წაგება. ხოლო თუ ეპიტროფები დაინახავენ, რომ იღუმენის ცუდი მმართველობის გამო სახლს დანაკარგი აქვს, ვთხოვ მათ, რომ უფლის სახელითა და ძმური სიყვარულით დაეხმარონ და ასწავლონ იღუმენს გამოასწოროს საქმე, რათა სახლს აღარ ჰქონდეს დანაკარგი, არამედ მოგება ნახოს. ხოლო თუ ეპიტროფები დაინახავენ, რომ იღუმენი არ დაემორჩილა სამართლიან მოთხოვნას, არც დარიგებას და შემდგომ წელს მისი დაუდევრობის გამო სახლმა ისევ ზარალი ნახა, ეპიტროფებს ენიჭებათ უფლება ქვეყნის მთავარსა და მიტროპოლიტს შეატყობინონ (ეს ამბავი), გაადააყენონ ის იღუმენი და მის ადგილას დააყენონ, ის ვინც დაემორჩილება სამართალს და თავიდან ბოლომდე დაუჯერებს მათ. ხოლო ის დანაკარგი, რომელიც მონასტერს იღუმენის ცოდნითა თუ არცოდნით მიადგა, უნდა დაუბრუნდეს მონასტერს ამ იღუმენის მიერ, მას შემდეგ რაც ქვეყნის მთავარი და მღვდელმსახური გაიგებენ ამის შესახებ. ასევე უნდა დაისაჯოს ზარმაცი და ბოროტი მონა, რომელმაც დამალა თავისი ბატონის ტალანტი, ასევე დაისაჯოს, როგორც სიწმინდეთა ქურდი და ღატაკთა დამყაჩაღებელი, რათა სხვებმა დაინახონ და გამოსწორდნენ, სახლის ეს შემოსავალი ეკუთვნით უპოვართ, როგორც ამას ქვემოთ აღწერილში ნახავთ. ეპიტროპები მთელი ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ გასცემს თუ არა იღუმენი ამ მოწყალებათ. იღუმენი კეთილი მწყემსი უნდა იყოს, და არა დაქირავებული. ამიტომ, როგორც საყვარელ შვილებს, შევთხოვთ, რომ შეასრულონ მათზედ დაკისრებული მოვალეობა და მთელი ძალისხმევით აღასრულონ ჩვენს მიერ დადგენილი. ამით ღმერთისაგან მიიღებენ კუთვნილ საზღაურს საკუთარი შრომისათვის.