მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მღვდელმთავარი
ანთიმოზ ივერიელი

 

თ ა ვ ი 2.
ი ღ უ მ ე ნ თ ა თ ვ ი ს

 

მონასტერი უნდა იყოს გარედან და შიგნიდან მართული ერთი იღუმენის მიერ, რომელიც მომავალში, ჩემს შემდეგ იქნება. იღუმენი უნდა მართავდეს ღვთის შიშით, წინდახედულებითა და კეთილგონიერებით. ყოველთვის ფხიზლობდეს, ზრუნავდეს მონასტრის ძლიერებაზე, ამისათვის სიმდაბლით-სიზარმაცისა და დაუდევრობის გარეშე უნდა იღებდეს ყველა რჩევასა დარიგებას ეპიტროპთაგან, მათ შესახებ ქვემოთ იხილავთ, რათა მონასტერში სუფევდეს უფრო მეტი წესრიგი და სამართლიანობა. როგორც მაცხოვარი იესო ქრისტე ბრძანებს: „ერთი კარგია, მაგრამ ორი-უკეთესი“.