ეს წმინდა ეკლესია, რომელიც ღვთის სადიდებლადა და ყოველთა წმინდანთა მოსახსენიებლად და თაყვანისცემისათვის აღვაშენე ჩემი მრავალი ღვაწლის ნაყოფია. მე იგი დიდი სიყვარულითა და ღირსებით შევწირე და დავუმორჩილე ჩვენს ღმერთსა და მაცხოვარ იესო ქრისტეს, რადგანაც ის არის ყოველთა ზე მბრძანებელი. გადავწყვიტეთ, რომ მონასტერი სრულად თავისუფალი იყოს: იგი არავის უნდა ემორჩილებოდეს და მასზედ არავინ უნდა მბრძანებლობდეს-არც ქვეყნის მთავარი, არც მღვდელთმთავარი, რომელიც ჩემს შემდეგ დადგება, და არცერთი თავადი. ხოლო თუ რომელიმე სასულიერო, ან საერო პირი (რაიმე მიზნით ანდა საშუალებით, რომელსაც მისი გონება გააჩენს) მაინც მოინდომებს მის დამორჩილებას და მონასტრის, ან მის კუთვნილებაში მყოფი რამე ნაწილის, ვინმესათვის შეწირვას, იგი შეჩვენებულ და შეუნდობელ იქნეს. ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ მიეცეს ანათემას ამ და საუკუნო ცხოვრებასა შინა და საშინელ სამსჯავროს ჟამს მხილებულ იქნეს ყველა წმინდანის მიერ.