მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წერილები

მისივე მიმართ

როგორც სხეულის თანამდევი ჩრდილია, ისე მცნებათა აღსრულებისა - განსაცდელნი. რადგან, თანახმად დიდი ანტონის ნათქვამისა, ვერავინ შევა ცათა სასუფეველში განსაცდელის გარეშე. ამრიგად, ჩემო შვილო, არ გაგიკვირდეს, თუ ცხონებაზე ზრუნვისას მწუხარება და განსაცდელი გეწვევა, მაგრამ აღუშფოთებლად მოითმინე და მადლობელმა ილოცე, რომ მცნებების აღსრულების გამოისობით განსაცდელის ღირსი გახდი სულიერი სწავლებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით. სახიერმა ღმერთმა მოგანიჭოს გონიერება და მოთმინება განსაცდელის ჟამს.