მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წერილები

[155]იმავე ძმის მიმართ, რომელიც მძიმედ დასნეულდა და სხვადასხვაგვარი დაბრკოლებები ჰქონდა

გთხოვ, ჩემო ძეო, მოითმინე და მადლობელი იყავი სნეულების ჟამს შემთხვეული დაბრკოლებისთვის, თანახმად ნათქვამისა: ”ყოველი, რაოდენი უკეთუ მოღებულ იყოს შენ ზედა, მიითვალე მადლობით“ (ზირ. 2.3), რათა, შვილო ჩემო, განგების განზრახვა მისი სურვილისამებრ აღსრულდეს შენზე. ამრიგად, მხნე იყავი და უფლის მიერ გაძლიერდი, იმედი გქონდეს, რომ შენზე ის იზრუნებს. ღმერთი იყოს შენთან!