მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წერილები

იმავე ძმისადმი

გაიხსენე, ჩემო შვილო, ის, ვინც თქვა: ”მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა დმრთისასა“ (საქმ. 14.22). არ დაუსახელებია, რამდენი ან სახელდობრ რომელი ჭირითო, არამედ ზოგადად - მრავლითა ჭირითაო. ასე რომ, მადლობით და გონივრულად დაითმინე მოწეული: თუ ცოდვები გაქვს - მოითმინე განსაცდელი, როგორც დამატკბობელი, ხოლო თუ არ გაქვს ცოდვები - მაშინ როგორც ვნებებისგან განმწმენდელი, ანუ როგორც შენთვის ზეციური სასუფევლის შუამდგომელი. დაე, კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთმა, ქართა და ზღვათა შემრისხველმა და დიდი მყუდროების მყოფელმა (შდრ. მათ.82.6), შეჰრისხოს შენი განსაცდელიც, ჩემო ძეო და მოგანიჭოს ვრცელი (მრავლის დამტევნელი - რედ.) გული, რათა მტრების მზაკვრობის გამოცნობა შეძლო, ამინ.