ამბა დოროთე
წერილები
წერილი განსაცდელით შევიწროებული იმავე ძმის მიმართ
ჩემო ძმაო, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ღვთის განგება არ ვიცით და ამიტომ ვალდებული ვართ, რაც ჩვენ გვეხება, ყველაფრის განგება მას მივანდოთ. მით უმეტეს, ახლა გვმართებს ამგვარად მოქცევა. თუ კაცობრივი განზრახვით გსურს მოწეულის განსჯა, ნაცვლად იმისა, რომ მთელი შენი საზრუნავი ღმერთს მიანდო, მაშინ ამგვარი გულის ზრახვებით მხოლოდ დაშვრები. როცა საპირისპირო გულისსიტყვები შენ წინააღმდეგ აღსდგებიან და შეგავიწროვებენ. ღმერთს უნდა მოუხმო: ”უფალო, როგორც შენ გნებავს და უწყი, ისე განაგე ეს საქმე!“ რადგან ღვთის განგება ჩვენი საზრიანობისა და მოლოდინის მიღმა მოქმედებს. ზოგჯერ სხვაგვარად ხდება ის, რაც უწინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე განგვისაზღვრავს. ერთი სიტყვით, განსაცდელის დროს მოთმინება და ლოცვა გმართებს, როგორც აღვნიშნე, ნუ მოინდომებ და ნუ გადაწყვეტ, კაცობრივი გულის [154]სიტყვებით სძლიო საეშმაკო ზრახვებს. იცოდა ეს აბბა პიმენმა და თქვა, სიტყეები: ”ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს“ (მათ. 6.34), განსაცდელში მყოფ კაცს ეხებაო. |