მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პროტოპრესვიტერი
ალექსანდრე შმემანი

 

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

 

მთარგმნელებისაგან

 

მე-20 საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწისა და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წინამდებარე წიგნი "მართლმადიდებლობის ისტორიული გზა" გამორჩეული ნაშრომია ეკლესიის ზოგადი ისტორიის შესახებ.

 

წიგნის გამორჩეულობა განპირობებულია ავტორის შესანიშნავი უნარით, ნათლად გადმოსცეს ის, რაც, მისი აზრით, უმთავრესია ეკლესიის ისტორიაში: ეკლესია ისტორიაში ცხოვრობს, ამ მუდმივ მოძრაობაში, ცვლილებებში; მდინარება და სიკვდილი და დრო სუფევს ქვეყნიერებაზე, მაგრამ მხოლოდ ეკლესიამ იცის, რომ ისტორიაში უკვე შესულია მარადისობა, რომ ნაპოვნია ლოდი, რომელიც ამ დაუსრულებელი მდინარებიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს, რათა დავამარცხოთ ის და საზრისი შევძინოთ მას. რადგან თავად ეკლესიაა ეს ლოდი და დაფუძნებულია ქრისტეს შეურყეველსა ზედა კლდესა. ქრისტე ცხოვრობს ეკლესიაში, ხოლო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე (ებრ. 13:8), და ქრისტეს ცხოვრებით ცხოვრებისას ეკლესია უკვე არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღმერთკაცობრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ის ერთდროულად გზაშია და ევნება გრძელი გზის ხვატისა და მტვრისაგან, მაგრამ უკვე სამშობლოშია; ჯერ კიდევ მიწაზეა, მაგრამ უკვე ზეცაშიცაა.

 

ტექსტის უკეთ აღქმისათვის წიგნს თან დავურთეთ ორი ლექსიკონი:
1) გეოგრაფიულ და ისტორიულ სახელთა ლექსიკონი;
2) მცირე ბიოგრაფიული ლექსიკონი.

 

პირველ ლექსიკონში განმარტებულია:
1. ვ. სოლოვიოვის ლექსიდან "Бедный друг, истомил тебя путь…" (მთარგმნელის შენიშვნა)
2. ანდრია კრიტელის დიდი კანონი (მთარგმნელის შენიშვნა)
3. ალექსანდრე შმემანი, ეკლესია და ისტორია (იხ. კრებული: Прот. Александр Шмеман, Собрание статей, 1947-1983., Москва, Русский путь 2009, с. 17-19) (მთარგმნელის შენიშვნა)

 

ძირითად ტექსტში მოხსენიებული ყველა გეოგრაფიული (მაგ. ოპტის უდაბნო, სმირნა, თესალონიკი და ა.შ.) და ისტორიული სახელი (მაგ. ბიზანტიის იმპერია, ნიკეის იმპერია და ა.შ.) პირთა ლექსიკონში მოცემულია ნაშრომში მოხსენიებულ პირთა მოკლე ბიოგრაფიები (ბასილი დიდი, გრიგოლ პალამა და ა.შ.) იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაცია ზოგიერთი პირის შესახებ სქოლიოშია ჩამოტანილი. ასევე სქოლიოში ჩამოვიტანეთ ყველა ის სიტყვა, სახელი თუ ტერმინი, რომელთა განმარტება აუცილებლად ჩავთვალეთ.

 

ლექსიკონებში სტატიები ანბანის რიგზეა დალაგებული; გამოყენებულია საცნობარო გამოცემებისათვის ჩვეული სისტემა: ამა თუ იმ სტატიაში კურსივითაა დაბეჭდილი იქ მოხსენიებული ის სიტყვა ან სახელი, რომელიც ანბანის რიგზე სპეციალური სტატიითაა წარმოდგენილი, ხოლო სტატიის ბოლოს, თუ ინფორმაციის სისრულისათვის ეს საჭიროდაა მიჩნეული, მითითებულია განმარტებული სიტყვის შინაარსთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც. ჩვენთვის, მთარგმნელებისათვის, უდიდესი სიხარული იყო მამა ალექსანდრეს წიგნის თარგმანზე მუშაობა; ვმადლობთ ყველას, ვისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა არაერთი ღირსებით გამორჩეული ამ წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა:

 

– სერგეი შმემანს, მამა ალექსანდრეს შვილს, რომელმაც უსასყიდლოდ მოგვანიჭა მამა ალექსანდრეს შრომების თარგმნისა და გამოცემის ექსკლუზიური უფლება საქართველოში;

 

რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსს იოანესა და ფერისცვალების დედათა მონასტრის მონაზვნებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ლიტურგიული ტექსტების ქართული შესატყვისების დაძებნაში;

 

ბატონ გოჩა საითიძეს – ისტორიულ-გეოგრაფიული ლექსიკონის რედაქტირებაში გაწეული დახმარებისთვის;
ქალბატონ მაგდა მჭედლიძეს – ამ გამოცემის რედაქტორს;
ქალბატონ ელიკო კავლელაშვილს – ყდის დიზაინის შექმნაში გაწეული კონსულტაციისთვის;
ქალბატონ ქეთევან მათიაშვილს – ზოგიერთი ტერმინის განმარტებაში გაწეული დახმარებისათვის;
ბატონ რევაზ ვაშაკიძეს – რომელმაც მოგვაპოვებინა წიგნის თარგმნისა და გამოცემის უფლება და რომლის გარეშეც ეს წიგნი ვერ გამოიცემოდა.

 

მკითხველს ვთხოვთ შენდობას უნებლიე შეცდომებისათვის. ყოველ შენიშვნას გულისხმიერებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ მომდევნო გამოცემებში.

 

მოგვწერეთ მისამართზე: otarzoidze@gmail.com, fsakvarelidze@yahoo.com

 

ოთარ ზოიძე, ფრიდონ საყვარელიძე