მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

პროტოპრესვიტერი
ალექსანდრე შმემანი


ბიოგრაფია

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი, საეკლესიო მოღვაწე, ღვთისმეტყველი და მქადაგებელი, დაიბადა რეველში 1921 წლის 13 სექტემბერს.

საშუალო განათლება პარიზში მიიღო. 1945 წელს დაამთავრა პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, რის შემდეგაც ამავე ინსტიტუტის ეკლესიის ისტორიის კათედრაზე დატოვეს.

1946 წელს მღვდლად ეკურთხა. 1951 წელს მიიწვიეს ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის სემინარიაში და ამავე წელს მეუღლესა და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

1959 წელს პარიზში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში. 1962 წლიდან მუშაობდა წმინდა ვლადიმირის სემინარიაში დეკანის თანამდებობაზე. იყო მრავალი ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ღვთის სიტყვის დაუღალავი მქადაგებელი.

გარდაიცვალა 1983 წლის 13 დეკემბერს.