ნუმცა ვილოცავთ ფარისევლებრ, ჰოი, ძმანო, რამეთუ
რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი დამდაბლდეს. მოვედით დავმდაბლდეთ წინაშე
ღვთისა მარხვითა, და მეზვერისა ხმასა ვღაღადებდეთ სულთქმით და ლმობიერად:
ღმერთო, გვილხინე ჩვენ ცოდვილთა ამათ, და მოგვანიჭე ბრალთა შენდობა
მრავალ-მოწყალეო, და გვიხსენ მწარეთა მათგან სატანჯველთა საუკუნეთა.
ფარისეველი ზვაობისაგან მწარისა ძლეული, ხოლო მეზვერე იგი
სინანულისა მიერ ტკბილისა ლმობილი, შეგივრდეს შენ უფალო; არამედ ერთი იგი
სიქადულითა, განვარდა კეთილთაგან; ხოლო მეორე სიმდაბლისა მიერ, ღირს-იქმნა
მიმთხვევად ნიჭთა შენთა, რომლისა სულთქმანი დანერგენ გულთა შინა ჩვენთა ქრისტე,
მხოლოო კაცთ-მოყვარე.
ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, უწყი საღმრთო ძალი ცრემლთა;
რამეთუ ეზეკია სიკვდილისაგან იხსენ, და მეძავი იგი ბრალთა სიმრავლისაგან, და კვალად
მეზვერე ფარისეველისა უმეტეს განამართლე; ამის-თვისცა მეცა გევედრები: მათ-თანა
აღმრაცხე, სახიერ, და შემიწყალე მე.
ვევლტოდეთ ფარისეველისა მის სიმაღლესა, და ვისწავოთ
მეზვერისა იგი სიმდაბლეჲ, და სულთქმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვჰყოთ:
შეგვიწყალენ ჩუენ მხოლოო მრავალ მოწყალეო.
სულთქმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა, და მისსა მიმართ
მივეახლნეთ ჩუენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფესა, ნებავს ცხოვრება ყოველთა
კაცთა, და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩუენ-თვის განხორციელდა
ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.
მეზვერისა და ფარისეველისა განყოფილება გულის-ხმა-ჰყავ, სულო
ჩემო, ერთისა მის უკვე მოიძულე ამპარტავნებისა ხმა; ხოლო მეორისასა ჰბაძევდი ღვთისა
ლმობიერად ვედრებასა, და იტყოდე: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, და შემიწყალე
მე.
ფარისეველისა მის მოქადულისა ხმა მორწმუნენო მოვიძულნეთ,
ხოლო მეზვერისა კეთილად ლმობიერებით ვედრებასა ვბაძვიდეთ, ნუ მაღლად ვბრძნობთ,
არამედ თავნი ჩვენნი დავიმდაბლნეთ და ლმობიერებით ღაღად-ვჰყოთ: ღმერთო, გვილხინე
ცოდვათა ჩვენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.
საქმეთა სიქადულისა მიერ განიმართლებდა თავსა თვისსა, უფალო,
ფარისეველი იგი, ამისთვისცა დასაჯე, ხოლო მეზვერისა იგი სულ-თქმა სინანულითურთ
შეიწირე მხსნელო, და განამართლე; რამეთუ გძაგან მაღალნი გონებითა და გულითა, და
სულითა შემუსრვილითა არა შეურაცხ-ჰყოფ. რომლისათვის ჩვენცა შენ შეგივრდებით
სიმდაბლით და შემუსრვილებით: რომელმან ივნე ჩვენთვის ხორცითა, მოგვმადლე მოტევება
ცოდვათა ზეგარდამო, და მოგვანიჭე დიდი წყალობა.