ფსალმუნნი მეფისა დავითისა
ერისკაცი სამჯერ დაიწერს პირჯვარს და ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს:
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
შემდგომ იტყვის: მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
პატიოსნისა წინასწარმეტყველისა შენისა მიერ, უფალო, ცაი ეკლესიად გამოაჩიინა, რათა კაცნი ანგელოზთა თანა ვიხარებდეთ, მისითა ვედრებითა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სოფელსა მშვიდობა გარდამოუვლინე, და ცხოვრება ესე ჩემი მშვიდობით განაგე, რათა გიგალობდე შენ: ალილუია.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩვენთანი, წმიდაო ღვთისმშობელო, შენდა მოვლტვით, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვთ წყალობასა, მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძეს შენსა და ღმერთსა ჩვენსა მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო.
ამის შემდეგ ერისკაცი ორმოცჯერ იტყვის უფალო შეგვიწყალენს.
შემდეგ დაიჩოქებს იმდენჯერ, რამდენჯერაც სული მოსთხოვს და შეეძლება და იტყვის წმიდისა და ცხოველსმყოფელი სამების ლოცვას:
ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, ერთღვთაებაო, შემოქმედო ყოვლისა სოფლისაო, შემწე მეყავ მე ჟამსა ამას, განახვენ გონებაი ჩემი გულისმისხყოფად, რათა გონიერად და გულსმოდგინედ ვიწყო აღსრულებად კეთილთა საქმეთა და აღმოვსთქვნე ღვთისმეტყველებანი ამის წიგნისანი, რომელიც სთქვენ სულითა შენითა წმიდითა პირითა დავითისითა, რომელ აწ მნებავს თქმად მე უღირსსა, რათა გონიერ ვიქმნა და ვსცნა ძლიერება შენი, ამისთვის შეგივრდები და გევედრები შენ, რათა მომიტევნე უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ შენ მიერ ვითხოვ შეწევნასა, უფალო, განაბრძვნე გონებაი ჩემი და დაამატკიცე გული ჩემი შიშსა შენსა, რათა დაუცხრომელად გაქებდე და გიგალობდე ბაგითა ჩემითა და ვსცნა საიდუმლონი ესე სიტყვანი, და სიხარულით განვემზადო კეთილთა საქმეთა ზედა, და ვისწავლნე მცენბანი შენნი, და აღვასრულო ნება შენი და საქმითა კეთილითა განბრწყინვებული ღირს ვიქმნე წარდგომად სამსჯავროსა მას საშინელსა, აღდგომად წმიდათა რჩეულთა შენთათა, აწ, მეუფეო, მაკურთხე, რათა სულთ ვითქვნე გონებითა და გიგალობდე ენითა ჩემითა და ვსთქვა ესრეთ:
მოვედით, თაყვანის ვჰსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის ვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
ამის შემდეგ მკითხველი მცირედ დადუმდება, გაირინდება და შინაგანად უმეტესად განეწყობა კითხვა-ლოცვისათვის, ხოლო იგრძნობს რა ღვთისგან კურთხევას, შემდგომ ამისა, დაიწყებს დავითნის კითხვას, არა აჩქარებით, არც ნელა და ზოზინით, არამედ საშუალოდ, მდაბლის ხმით, გარკვევით და თავადაც ყურს დაუგდებს სიტყვებს, მათს შინაარს.
დავითნს ვკითხულობთ სამი ძირითადი მიზეზით:
1. ვაქებთ ღმერთს და ვევედრებით მას, ვინანით ცოდვებს და ვმადლობთ მოწყალებისა გამო;
2. როცა საგანგებოდ ვინმეს საჯანმრთელოდ, ანუ კეთილწარმართებული ქრისტეანული ცხოვრება-მოღვაწეობისათვის ვლოცულობთ;
3. როცა მიცვალებულთა განსვენებისათვის ვლოცულობთ.
სამივე შემთხვევაში ასეთნაირად ვიწყებთ ლოცვას, ანუ კითხვას დავითნისას.
უკეთუ ვინმეს საჯანმრთელოდ ანუ განსვენებისათვის ვლოცულობთ, მაშინ დავითნში ჩავურთავთ დამატებით შესაბამის ლოცვებს.
დავითნის 150 ფსალმუნი 20 კანონად იყოფა, თითოეული კანონი კი სამ დიდებად, ანუ სამ ჯგუფად.
თითოეული დიდების დასასრულს ასე ვლოცულობთ:
წავიკითხეთ ფსალმუნები, შემდეგ ვამბობთ:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ამის შემდეგ, განვაგრძობთ ფსალმუნთა ანუ შემდეგი დიდების კითხვას.
უკეთუ ვინმეს უშუალოდ ვახსენებთ კითხვისას საჯანმრთელოდ ანუ განსვენებისათვის, მაშინ მიღებულ ლოცვებს ჩავურთავთ ან ყოველი დიდების შემდეგ, ან კანონის დასასრულს დიდების შემდეგ, როგორც მკითხველს ენებება.
ეს ასე ხდება:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აქ წავიკითხავთ საჭირო ლოცვას სახელდებით მოხსენებით იმათი, ვისთვისაც ვლოცულობთ, შემდეგ განვაგრძობთ:
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ამის შემდეგ, განვაგრძობთ ფსალმუნთა ანუ შემდეგი დიდების კითხვას.
უკეთუ ლოცვებს ჩავურთავთ კანონის დასასრულს, მაშინ ჩვეულებრივად დავასრულებთ დავითნის კანონს
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
სულ ბოლოს წავიკითხავთ ლოცვას
.ლოცვა მიცვალებულთათვის
მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთანი, მშობელთა ჩემთანი და ყოველთა ტომ-მონათესავეთა ჩემთანი, სულიერთა და ხორციელთანი (აქ მოიხსენებთ სახელებით მათ, ვისთვისაც ლოცულობთ), და სასოებით მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნოისა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა, დედათა და დათა, მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
ანუ ესე: წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა (აქ მოიხსენეთ სახელები), სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.
ლოცვა ცოცხალთათვის
აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი, ძმანი და ყოველნი ნათესავნი ჩემნი, სულიერნი და ხორციელნი (მოიხსენე სახელები), და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.
უკეთუ სასულიერო პირთათვის ევედრებოდეთ, იტყვით:
აცხოვნე, უფალო და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი, პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი (აქა თითოეული ხარისხის ხსენებისას ჩაურთავთ მათ სახელებს) და ყოველნივე ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა, ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე.
დავითნის წაკითხვა-ლოცვა შეიძლება სრულიად წლის განმავლობაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სახლში, ეკლესიაში და სხვა.
გამონაკლისია ბრწყინვალე შვიდეული, ანუ აღდგომიდან პირველი კვირა. იმ დღეებში დავითნის კითხვა დაიყენება. შეიძლება მხოლოდ მიცვალებულთათვის ლოცვა და მაშინაც სააღდგომო ცვლილებით ანუ შემდეგნაირად:
ვიტყვით ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ! ამინ!
შემდეგ სამჯერ ვიგალობებთ: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავებისა შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
აღარ ვიტყვით დასაწყის ლოცვებს “მეუფეო ზეცათაოს” და მის შემდგომს, “მამაო ჩვენოს” ჩათვლით.
დავითნის კითხვის დასასრულს ვიგალობებთ კვლავ სამჯერ: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავებისა შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
როცა დავითნს ვკითხულობთ საჯანმრთელოდ ანუ ზოგადად, მაშინ კითხვას ვიწყებთ პირველი კანონიდანვე, პირველი ფსალმუნით -“ნეტარ არს კაცი…”
უკეთუ მიცვალებულთათვის ვკითხულობდეთ, ქართულ ეკლესიაში ძველთაგანვე მიღებულია, რომ კითხვა დავიწყოთ მე-17 კანონიდან -“ნეტარ არიან უბიწონი”, რომლის დამთავრების შემდეგ კითხვას განვაგრძობთ უკვე პირველი კანონიდან და ასე დავასრულებთ დავითნს.
ყველა შემთხვევაში შეიძლება დავითნის ერთდროულად, მთლიანად წაკითხვა შეუსვენებლივ, ანდა დღეში ერთი ან რამოდენიმე კანონისა, ჟამგამოშვებით.
ასეთ შემთხვევაში, როცა დავითნის კითხვას ხელახლა ვიწყებთ, თითოეული წაკითხვის წინ ზემოთ აღნიშნულ მოსამზადებელ ლოცვებს ვკითხულობთ, რომლის შემდეგ კითხვას განვაგრძობთ იმ ადგილიდან, რა ადგილზეც შევწყვიტეთ კითხვა.
უკეთუ დავითნს ერთ ადგილზე ჯგუფურად, ანუ შენაცვლებით კითხულობდნენ, მაშინ დამწყები მკითხველი ილოცავს მოსამზადებელ ლოცვებს, სხვები გულისყურით მოისმენენ და თანაილოცვენ, შემდეგ ერთი წაიკითხავს დავითნის ერთ კანონს, მეორე წაიკითხავს შემდგომს და ასე შემდეგ, ე.ი. ასეთ დროს თითოეული განმაგრძელებელი კითხვისაი პირდაპირ განაგრძობს კითხვას, საგანგებოდ, ხელახალი სალოცავად მომზადების გარეშე.
ძველად მიღებული იყო და ახლაც შეიძლება, რომ ერისკაცებმა დავითნი წაიკითხონ მიცვალებულთან ახლოს, მის დაკრძალვამდე და მთლიანად ორმოცი დღის განმავლობაში.
ასეთ დროს დავითნს აკითხვინებენ პატიოსანი ცხოვრებით გამორჩეულ ერისკაცთ.
მიცვალებულს ორმოცი დღის განმავლობაში მოიხსენებენ ხოლმე როგორც ახლადმიცვალებულს, ორმოცის შემდეგ კი მარტო სახელით.
მიცვალებულებს ვახსენებთ მათი სასულიერო ხარისხით ან წოდებით, მაგალითად: კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი, არქიმანდრიტი ევარგი, დეკანოზი ბიქტორი, მღვდელი თომა, პროტოდიაკონი ამბროსი, იეროდიაკონი ნიკოლოზი, კერძო დიაკონი მიხეილი, ბერი ისაია, მონაზონი სალომე და სხვა.
ერისკაცებს მხოლოდ ვახსენებთ: მონა ღვთისა ნიკოლოზი, მხევალი ღვთისა მარიამი და სხვა.
ბავშვებს შვიდი წლის ასაკამდე ვახსენებთ: ჩვილი ნესტანი და სხვა.
ზოგი ლოცვის დროს ახსენებს ხოლმე-მხედარიო, წყალში დამხრჩვალიო და სხვა, მაგრამ მიცვალებულთა ასეთნაირად მოხსენება მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული არ არის.
აქ აღნიშნული წესით დავითნს კითხულობენ ერისკაცნი, მაგრამ ასევეა მიღებული წესი სასულიერო პირთათვისაც, ბერ-მონაზონთათვისაც, მორჩილთათვისა და განდეგილთათვისაც, უკეთუ ვინმე მათგანი ინებებს დავითნის თვისად კითხვას.
კანონის დამთავრებისას მლოცველი ამბობს:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაჲ ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები), მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა
განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად აღსრულებისა რომელთამე კანონთა ანუ სრულიად დავითნისა ან გალობათა ვგალობთ "ღირს არსს":
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ან "შენდამი იხარებს მიმადლებულო":
შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყუელო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განჴორციელდა და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშოჲ შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.
შემდგომ:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
შემდგომ იტყვის: მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
პატიოსნისა წინასწარმეტყველისა შენისა განცხრომითა უფალო, ცაი ეკლესიად გამოაჩინე, რათა კაცნი ანგელოზთა თანა ვიხარებდეთ, მისითა ვედრებითა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სოფელსა მშვიდობა გარდამოუვლინე, და ცხოვრება ესე ჩემი მშვიდობით განაგე, რათა გიგალობდე შენ: ალილუია.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩვენთანი, წმიდაო ღვთისმშობელო, შენდა მოვლტვით, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვთ წყალობასა, მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძეს შენსა და ღმერთსა ჩვენსა მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო.
უფალო შეგვიწყალენს 40-გზის.
და მეტანია, რაოდენიცა ძალ გედვას, ლოცვისა თანა: უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო. მერმე ითქმის ლოცვა ესე გულმოდგინებით:
მრავალმოწყალეო და ყოვლადძლიერო უფალო და ყოვლისა კეთილისა მომნიჭებელო, კაცთმოყვარეო და ყოვლისა სოფლისა მეფეთა და ერისა შენისა მფარველო, მეუფეო და უფალო შემიწყალე მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილი ვარი მე. მეშინის მოწოდებად საკვირველისა და საშინელისა, წმიდისა სახელისა შენისა, რომლისაგან ყოველნი ძალნი ზეცისანი ძრწიან და ეშინის, შიშით და მოწიწებით სდგანან წინაშე შენსა, ხოლო ქვეყანასა ზედა გამოუთქმელისა კაცთმოყვარებისა შენისა განგებულებასა ვადიდებ, მოვლინებითა საყვარელისა ძისა შენისა იესო ქრისტესითა, რომელი შენ დაუსაბამოსა მამისა საღმრთოთა წიაღთაგან განუშორებელ არს. რათა კაცნი ანგელოზთა თანა შეგვაერთნეს და ცხოველსმყოფელითა სიკვდილითა თვისითა სიკვდილისაგან მიხსნეს ჩვენ. აწცა უფალო იხილე მჭმუნვარება და დახსნილება ჩემი, რამეთუ თიხა და მტვერი ვარ მე, უგალობ შენსა გამოუთქმელსა ღვთაებასა, შეგვიწყალენ და იხსნენ სულნი ჩვენნი სიკვდილისაგან და შეგვაერთენ ჩვენ მათთანა, რომელთა იგი უღელი შენი ტკბილი აღიღეს და ჯვარი ძისა შენისა მხართა იტვირთეს და დიდებასა შენსა დაუსრულებელსა ღირს ჰყვენ იგინი და მათ მიერ ეშმაკი მაცდური დაითრგუნა. შემიწყალე მეცა მრავალთა ცოდვათა მიერ შებღალული, აღახვენ ბაგენი ჩემნი ქებად შენდა, დაამტკიცე გონება ჩემი შიშსა შენსა, რათა მარადის სურვილითა შენითა აღეგზნას, მოეც უფალო თვალთა ჩემთა წყარო ცრემლთა, რათა განვიბანო მწიკვლი სულისა ჩემისა, ხოლო აღსრულებასა ჩვენსა, ღირს მყავ დაუბრკოლებლად სათნომყოფელთა შენთა თანა დგომად. მოიხსენენ უფალო მოწყალებითა შენითა მშობელნი ჩემნი და ყოველნი მოყვარენი ჩემნი, ძმანი და მეგობარნი და მეცნიერნი ჩემნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი და მეცა მაცხოვნე ლოცვითა ყოველთა წმიდათა თანა და მიითვალე აღსარება ესე ჩემი, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, შენდა დიდებისა ღმრთისა და მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ყოვლადწმიდისა სულისა შენისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა
ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.
2. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.
3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა,
რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა
დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას.
4. არა ესრე უღმრთონი,არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან
ქუეყანისა.
5. ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი
ზრახვასა მართალთასა.
6. რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი
უღმრთოთაი წარწყმდეს.
1. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
2. შეითქუნეს მეფენი
ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა
მისისათვის.
3. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი
მათი.
4. რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან
შეურაცხ-ჰყუნეს იგინი.
5. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და
გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
6. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის
მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა.
7. თხრობად ბრძანებასა უფლისასა,
უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.
8. ითხოვენ
ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა
კიდენი ქუეყანისანი.
9. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა
ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
10. და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და
განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
11. ჰმონეთ უფალსა შიშით და
უგალობდით მას ძრწოლით.
12. მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და
წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის
წყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.
1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ
ზედა.
2. მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა
მიერ მისისა.
3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და
ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და
შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5. მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე,
რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა,
რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7. აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,
რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი
ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8. უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს
კურთხევაი შენი.
დიდებაი.
1. ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა
განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი.
2. ძენო კაცთანო,
ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ? რად გიყუარსთ ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა?
3.
და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდაი თვისი; უფალსა
შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.
4. განრისხნებოდეთ და ნუ
სცოდავთ; რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
5. შესწირეთ მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით უფალსა.
6. მრავალთა
თქვიან: ვინ გვიჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა
შენისაი, უფალო.
7. მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და
ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.
8. მშვიდობით მას ზედა დავწვე და
დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.
1. სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი.
2. მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ
შენდამი ვილოცო, უფალო.
3. განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად
წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.
4. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ,
ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.
5. არცა
დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი
უსჯულოებისანი.
6. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა;
კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.
7. ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა
შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა
შენითა.
8. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის
წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.
9. რამეთუ არა არს პირსა მათსა
ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა
მათითა ზაკუვიდეს.
10. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა
მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ
განგამწარეს შენ, უფალო.
11. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ,
უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი,
რომელთა უყუარს სახელი შენი.
12. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო,
ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.
1. უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა
მსწავლი მე.
2. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო,
რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.
3. და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და
შენ, უფალო, ვიდრემდის?
4. მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე
წყალობისა შენისათვის.
5. რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს
შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.
6. დავშუერი მე სულ-თქუმითა
ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი
დავალტო.
7. განრისხდა გულის წყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა
ზედა მტერთა ჩემთა.
8. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი
უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი;
9. ისმინა
უფალმან ვედრებისა ჩემისაი, უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა.
10.
ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და
ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.
დიდებაი.
1. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა
ჩემთაგან მიხსენ მე.
2. ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ
იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
3. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვჰყავ
ესე, ანუ არს უშჯულოებაი ხელთა ჩემთა;
4. ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა
მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;
5. დევნოს
სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაი ჩემი და
დიდებაი ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს.
6. აღსდეგ, უფალო, რისხვითა შენითა,
ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო,
ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.
7. და კრებული ერთაი გარე-მოგადგეს შენ და
ამისთვის მაღლად მოიქეც.
8. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო,
სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.
9. აღესრულნედ ძვირნი
ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა,
ღმერთო მართალო.
10. შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინის
წრფელნი გულითა.
11. ღმერთი მართლ-მსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელ არა
მოავლინის რისხვაი მისი მარადღე.
12. არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ
არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
13. და მის თანა
განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა.
14. აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაი და შუა უშჯულოებაი.
15.
ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას,
რომელიცა ქმნა.
16. მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი
თხემსა მისსა ზედა დაუხდეს.
17. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და
უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
1. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა
ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა.
2.
პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის,
რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურის-მგებელი.
3. რამეთუ ვიხილენ მე ცანი,
ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.
4.
რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?
5. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან
ჰყავ იგი.
6. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე
დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა.
7. ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და
პირუტყუნი ველისანი.
8. მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენნი
ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.
9. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს
სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა.
დიდებაი.
1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი
საკვირველებაი შენი.
2. ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა
შენსა მაღალო.
3. რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და
წარწყმდენ პირისაგან შენისა.
4. რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი
ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
5. შეჰრისხენ შენ
წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და
უკუნითი უკუნისამდე.
6. მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი
აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით;
7. და უფალი ჰგიეს
უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი.
8. და თავადმან
განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
9. ეყო უფალი
შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
10. და გესვიდენ შენ
ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი
შენნი, უფალო.
11. უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს,
მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
12. რამეთუ რომელი გამოეძიებს
სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი.
13.
მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან
აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა.
14. რაითა მიუთხრა მე ყოველი
ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა
შენითა.
15. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა
ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი.
16. განცხადებულ არს უფალი
ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი.
17. მიიქცენ
ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი.
18. რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა
წარწყმდეს სრულიად.
19. აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ
წარმართნი შენ წინაშე.
20. დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა;
გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
21. რად-მე, უფალო, დასდეგ
შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
22. ამპარტავანებასა
უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან
რომელთაცა ზრახავენ.
23. რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა
შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ.
24. განარისხა ცოდვილმან
უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი
წინაშე მისსა.
25. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან
სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი
ეუფლებინ.
26. რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი
თესლამდე თვინიერ ძვირისა.
27. წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს
პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი.
28. დაჯდეს იგი
მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა
ჰხედვენ;
29. მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი
მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
30. მახითა
თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი
გლახაკსა.
31. რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა,
გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად.
32. აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო,
ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
33. რად-მე
განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა
გამოიძიოს.
34. ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი,
რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა
შენ ეყავ მწე.
35. შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი
მისი და არა იპოოს.
36. უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი
უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
37. ნებაი გლახაკთაი
ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი.
38.
განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა
მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.
1. უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა
ვითარცა სირი?
2. რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და
განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა
წრფელთა.
3. რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან
რაი ჰყო?
4. უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი;
თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას
სძულს სული თვისი.
6. წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და
სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი.
7. რამეთუ მართალ არს უფალი
და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.
დიდებაი.
1. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს
ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
2. ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა
მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
3. ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი;
4. რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან;
და ვინ ჩუენდა უფალ არს?
5. ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის
დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე
მას ზედა.
6. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და
გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად.
7. შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და
დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
8. გარემოის უღმრთონი
ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.
1. ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ
პირსა შენსა ჩემგან?
2. ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და
სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი
ჩემზედა?
3. მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ
თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.
4. ნუსადა სთქუას მტერმან
ჩემმან: მრე ვეყავ მას;
5. მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.
6.
ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა,
უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა
მაღლისასა.
1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და
ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი.
2. უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ
ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3. ყოველთავე მიაქციეს
ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი,
არავინ არს მიერთადმდე.
4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან
უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა
ხადეს.
5. მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს
თესლთა შორის მართალთასა.
6. ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი
სასო მისსა არს.
7. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?
8. რაჟამს
მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს
ისრაელი.
დიდებაი.
1. უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა
წმიდასა შენსა.
2. რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის
ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა,
3. რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და
არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა
მოიღო.
4. შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს.
რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს.
5. ვეცხლი მისი არა მისცა
აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი
არა იძრას უკუნისამდე.
1. მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ.
2. ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი
ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს.
3. წმიდათაი რომელნი არიან
ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
4.
განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო
კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
5. უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ,
რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა.
6. საბელნი მხუდეს მე რჩეულთა
ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
7. ვაკურთხო
უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს
მე თირკუმელთა ჩემთა.
8. წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის,
რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
9. ამისთვის განიხარა გულმან
ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ
სასოებით.
10. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა
შენსა ხილვად განსახრწნელსა.
11. მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო
მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა
სრულიად.
1. ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა,
ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.
2. პირით შენით
განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;
3.
გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა
სიცრუვე.
4. რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის
ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5. დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი
ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6. მე ღაღად-ვჰყავ,
რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა
ჩემთაი.
7. საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა
მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8. დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი
თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე
9. პირისაგან
უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,
10.
და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11.
განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ
ქუეყანად.
12. შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა
ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.
13. აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და
დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან
ხელისა შენისათა.
14. უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი
ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი,
განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
15. ხოლო მე სიმართლითა
ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.
დიდებაი.
1. შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო,
2. უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და
შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ
მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი.
3. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
4. გარე მომადგეს მე
სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
5.
სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
6. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ;
შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე
მიიწიოს ყურთა მისთა.
7. და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი
მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
8. ახდა
კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და
ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან.
9. და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი
ქუეშე ფერხთა მისთა.
10. და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა
იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
11. და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის
მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
12.
ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და
ნაბერწყალი ცეცხლისაი.
13. და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი
თვისი.
14. მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და
შეაძრწუნნა იგინი.
15. და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს
საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა
რისხვისა შენისა.
16. გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე, და შემიწყნარა
მე წყალთაგან მრავალთა.
17. მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და
მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
18. მომეწიფნეს მე
დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
19. და
გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე.
20. და მომაგოს მე
უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე.
21. რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა
ჩემისაგან;
22. რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და
სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
23. და ვიყო მე უბიწო მის თანა და
დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
24. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა
ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა.
25.
წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო,
26. და
რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო.
27. რამეთუ შენ ერი
მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
28. რამეთუ შენ
აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
29.
რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ
გარდავხდე ზღუდესა.
30. ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი
უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას.
31. რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა
ჩუენისა?
32. ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ
გზაი ჩემი;
33. განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა
დამადგინა მე.
34. განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ჰყვენ მშვილდ
რვალისა მკლავნი ჩემნი.
35. და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაი და
მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად
და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
36. ფართო ჰყვენ სლვანი
ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
37. ვდევნე მტერნი
ჩემნი, და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
38. ვაჭირვო
მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა.
39. და
შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ
ზედა, ჩემ ქუეშე.
40. და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი
მოსრენ.
41. ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა
ისმინა მათი.
42. და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა
ქარისასა და ვითარცა თიხაი უბნისაი დავთრგუნე იგინი.
43. მიხსენ მე
ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა
ვიცოდე, მმონა მე,
44. მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი;
45. შვილნი
უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა
მათთაგან.
46. ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი
მაცხოვარებისა ჩემისაი.
47. ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და
დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე.
48. მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა
და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა
უკეთურისაგან მიხსნე მე.
49. ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო,
და სახელსა შენსა უგალობდე.
50. განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად
წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა
უკუნისამდე.
დიდებაი.
1. ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა
მიუთხრობს სამყაროი.
2. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა
მიუთხრობს მეცნიერებასა.
3. არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა
ესმა ხმაი მათი.
4. ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა
სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი;
5. და თავადი,
ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი
სრბად გზასა.
6. ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე
კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
7. შჯული უფლისაი
უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ
ჰყვნიან ყრმანი.
8. სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა;
მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა.
9. შიში უფლისაი
წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი
ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
10. გულის-სათქუმელ არიან
უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა
და გოლეულისა.
11. და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა
მოსაგებელ მრავალ.
12. შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა
ჩემთაგან განმწმიდე მე.
13. და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ
მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
14. და
იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი
შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო.
1.შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ
სახელი ღმრთისა იაკობისი.
2. მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით
გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3. მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და
ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4. მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ
შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5. ვიხარებდეთ ჩუენ
მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ
განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6. აწ გულისხმა-ვჰყავ,
რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით
მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7. ესენი ეტლებითა და
ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9.
უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
1. უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა
იშუებდეს ფრიად.
2. გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა
მისთაი არა დააკლე მას. 3. რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა,
დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4. ცხორებაი გთხოვა
შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5. დიდ არს დიდებაი
მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაი და დიდად შუენიერებაი დაადგა მას
ზედა;
6. რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას
სიხარულითა პირისა შენისაითა.
7. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა
მაღლისაითა არა იძრას.
8. იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და
მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9. რამეთუ დასხნე
იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა
მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10. ნაყოფი მათი
ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11. რამეთუ
მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ
დამტკიცებად.
12. რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის
განმზადო პირი მათი.
13. ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და
ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
დიდებაი.
1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს
არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
2. ღმერთო ჩემო, დღისი
ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის.
3.
ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი.
4. შენ
გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი;
5. შენდამი
ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
6. ხოლო მე მატლ
ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
7. ყოველნი, რომელნი
მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
8. ესვიდა
უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
9. რამეთუ შენ
ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან.
10. შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი
შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე
ჩემდა.
11. გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს
მე;
12. აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და
მყვირალმან.
13. ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი
ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.
14. განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და
მიწად სიკუდილისა შთამხადე მე.
15. რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ
და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და
ფერხნი ჩემნი.
16. და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და
განმიცადეს მე.
17. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა
ზედა განიგდეს წილი.
18. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა
ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ;
19. იხსენ მახვილისაგან სული
ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი;
20. მიხსენ მე პირისაგან
ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;
21. მიუთხრა სახელი
შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ.
22. მოშიშნი უფლისანი
აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან
ყოველსა ნათესავსა ისარელისასა.
23. რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა
ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა
მისა მიმართ ისმინა ჩემი.
24. შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა
დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.
25.
შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი,
ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე. 26. მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა
ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა
თესლებისათა;
27. რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა
წარმართთა.
28. შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის
წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა
ცხოველ არს.
29. და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი
მომავალი.
30. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა
უფალმან.
1. უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს.
2. ადგილსა მწუანვილსა მუნ
დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
3. მოაქცია
სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.
4.
ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან,
რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ
ნუგეშინისმცეს მე.
5. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა
ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა
ურწყულმან.
6. წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა
ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა
დღეთასა.
1. უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი
დამკვიდრებულნი მას შინა.
2. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი
და მდინარეთა ზედა განმზადა იგი.
3. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ
დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
4. უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა,
რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით
მოყუასსა თვისსა.
5. ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი
ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა,
ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
7. აღახუენით ბჭენი თქუენნი,
მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
8.
ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი
ბრძოლასა შინა.
9. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი
საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
10. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი?
უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი.
დიდებაი.
1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.
2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ
მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი.
3. და რამეთუ
ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი
უშჯულოებენ ცუდად.
4. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი
მასწავენ მე.
5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ
ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.
6. მოიხსენე
მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.
7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა
შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო.
8. რამეთუ ტკბილ და
წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა.
9. უძღუეს
მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი.
10. ყოველნი გზანი
უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა
მისთა და წამებათა მისთა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე
ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.
12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის
უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;
13. სულმან მისმან
კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი.
14.
ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ.
15. თუალნი ჩემნი
მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი.
16.
მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე.
17. ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.
18. იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი
ჩემნი.
19. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილითა ამაოდ
მომიძულეს მე.
20. იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე,
რამეთუ გესავ შენ.
21. უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე
შენ უფალო.
22. იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.
1. მისაჯე მე უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა
ვესევდ, რაითა არა მოუძლურდე.
2. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე,
გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.
3. რამეთუ წყალობაი შენი
წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.
4. არა
დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.
5.
მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უღმრთოთა თანა მე არ დავჯდე.
6. დავიბანნე
უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო:
7.
სმენად ჩემდა ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობად ყოველი საკვირველებაი შენი.
8. უფალო, შევიყუარე შუენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი
დიდებისა შენისაი.
9. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა
მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;
10. რომელთა ხელნი მათნი უშჯულოებასა
შინა არიან, მარჯუენაი მათი აღივსო ქრთამითა.
11. ხოლო მე უმანკოებითა
ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.
12. ფერხი ჩემი დადგა
სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.
1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი
შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?
2. მოახლებასა ჩემ
ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი -
იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
3. განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა
შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ
გესავ.
4. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა
სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა
შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი.
5. რამეთუ დამფარა მე
კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა
კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე.
6. და აწ ესერა აღამაღლა თავი
ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა
მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
7. ისმინე,
უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
8.
შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან;
პირი შენი, უფალო, მოვიძიო.
9. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ
მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე
და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
10. რამეთუ მამამან ჩემმან და
დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
11. შჯულიერ მყავ
მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა
ჩემთათვის.
12. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს
ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა.
13. მრწამს მე
ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
14. დაუთმე უფალსა; მხნე
იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
დიდებაი.
1. შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ
სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
2.
ისმინე, უფალო, ხმაი ვედრებისა ჩემისაი ვედრებასა ჩემსა შენდამი,
აღპყრობასა ხელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.
3. ნუ მიმზიდავ
მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანა-წარმწყმედ მე,
რომელნი იტყვიან მშვიდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა -
გულთა შინა მათთა.
4. მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ
საქმეთა მათთაისა; საქმეთაებრ ხელთა მათთაისა მიეც მათ და მიაგე
მისაგებელი მათი მათვე.
5. რამეთუ არა გულისხმა-ჰყვნეს საქმენი უფლისანი,
არცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიხედნეს; დაამხუნე იგინი და არა აღაშენნე.
6.
კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ხმაი ლოცვისა ჩემისაი.
7. უფალი შემწე
ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და
მხიარულ იქმნნეს ხორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.
8. უფალი
ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თვისისა.
9.
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და
აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.
1. შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა
ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.
2. შესწირევდით უფლისა
დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა
მისსა.
3. ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა
ზედა მრავალთა.
4. ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად
შუენიერებით.
5. ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან
ნაძუნი იგი ლიბანისანი.
6. და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი
ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი.
7. ხმამან
უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი.
8. ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და
შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი.
9. ხმამან უფლისამან
განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა
თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი.
10. უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის;
და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
11. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,
უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
1. აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა
ჩემთა ჩემ ზედა.
2. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვჰყავ შენდამი და განვიკურნო.
3. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან, რომელნი
შთავლენან მღვიმესა.
4. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით
სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
5. რამეთუ რისხვაი არს გულის წყრომასა
მისსა და ცხორებაი არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და
ცისკარსა სიხარულმან.
6. ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა
მე უკუნისამდე.
7. უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი;
გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
8. მე შენდამი, უფალო,
ხმა-ვჰყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
9. რაი-მე სარგებელ არს სისხლთა
ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ
უთხრასა ჭეშმარიტებაი შენი?
10. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი
იქმნა მწე ჩემდა.
11. მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი
ჩემი და გარე-შემარტყ მე სიხარული,
12. რაითა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი
და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.
დიდებაი.
1. შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა
მიხსენ და განმარინე მე.
2. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად
ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
3.
რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა
შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე.
4. და გამომიყვანო მე საფრხისა
ამისგან, რომელ დამირწყეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო.
5. და
ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
6. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვენ ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა
ვესავ.
7. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ
სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი;
8. და არა მიმცე მე ხელთა
მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი.
9. მიწყალე მე, უფალო,
რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი
ჩემი.
10. რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი
სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
11. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან
ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ
ჩემგან.
12. დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე
ვითარცა ჭურჭელი წყმედული.
13. რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი,
რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა,
მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს.
14. ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვსთქუ:
შენ ხარ ღმერთი ჩემი.
15. და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ
მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა.
16. გამოაჩინე პირი
შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
17. უფალო, ნუ
მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ
იგინი ჯოჯოხეთად.
18. უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან
მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.
19. ვითარ
მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა
შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა.
20. დაჰფარნე
იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი
კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა.
21. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ
საკვირველ ჰყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.
22. ხოლო მე ვსთქუ
განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა;
ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.
23.
შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი
და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა.
24. მხნე იყავნ და
განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.
1. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს
ცოდვანი.
2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა
არს პირსა მისსა ზაკუვაი.
3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი
ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;
4. რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ
ზედა ხელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
5.
ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ:
აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი.
6. ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაი ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო
რღუნაი წყალთა მრავალთაი მას არა მიეახლოს.
7. შენ ხარ შესავედრებელი ჩემი
ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან,
რომელთა გარე-მოუცავ მე.
8. გონიერ გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა
მას, რომელსაცა ხვიდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.
9. ნუ იყოფით
ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღვირითა
უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს.
10. მრავალ გუემა არიან
ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ.
11.
იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა.
დიდებაი.
1. იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი.
2.
აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.
3.
აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
4. რამეთუ
წრფელ არს სიტყუაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან.
5. უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს
ქუეყანაი.
6. სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა
მისისაითა, ყოველი ძალი მათი.
7. შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა
ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
8. ეშინოდენ უფლისა ყოველსა
ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი.
9. რამეთუ
მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
10. უფალმან
განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი
და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი.
11. ხოლო ზრახვაი უფლისაი
უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყუანი გულისა მისისანი, თესლითი თესლადმდე.
12. ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ
გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად.
13. ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა
ყოველნი ძენი კაცთანი.
14. განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა
ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა.
15. რომელმან დაჰბადნა მხოლოდ
გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ჰყვნის ყოველნი საქმენი მათნი.
16. არა
ცხოვნდების მეფე მრავლითა ძალითა თვისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა
ძალისა მისისაითა.
17. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა
არა განერეს.
18. აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი
ესვენ წყალობასა მისსა.
19. ხსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად
მათდა სიყმილსა.
20. ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და
მფარველ არს იგი ჩუენდა.
21. რამეთუ მისსა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და
სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.
22. იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ
ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.
1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.
2.
უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.
3. განადიდეთ
უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
4. გამოვიძიე უფალი და
ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.
5. მოვედით მისა და
განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.
6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და
უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.
7. დაიბანაკებს
ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.
8. განიცადეთ და
იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
9.
გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი
მოშიშთა მისთა.
10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ
უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
11. მოვედით, შვილნო,
ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ.
12. ვინ არს კაცი, რომელსა
ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
13. დააცხრვე ენაი შენი
ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა;
14. მოიქეც ბოროტისაგან
და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.
15. თუალნი უფლისანი
მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
16. პირი უფლისაი
მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი.
17. ხმობდეს
მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
18. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
19. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი
უფალმან.
20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა
შეიმუსროს.
21. სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს
მართალი, უშჯულოებენ.
22. იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა
სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.
დიდებაი.
1. საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;
2.
აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა.
3. განჰფინე მახვილი შენი და
შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი
ვარი მე.
4. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა;
მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
5. იქმენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან
აჭირვენ მათ.
6. იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან
უფლისამან დევნნეს იგინი.
7. რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი
საფრხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
8. ეწიენ მათ საფრხე,
რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და
საფრხესავე მათსა შეითხინედ.
9. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და
იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
10. ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო,
უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა
მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
11.
რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს
მე.
12. მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროებაი სულისა ჩემისაი
იზრახეს.
13. ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაი და
დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.
14. ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე
და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.
15. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს
ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განირყვნეს და არა შეინანეს.
16.
განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა
კბილნი მათნი.
17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა
მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი.
18. აღგიარო შენ ეკლესიასა
შინა დიდსა, და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.
19. ნუმცა უხარის ჩემ
ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და
თუალ-ჰყოფდეს თუალითა.
20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით
ზაკუვასა განიზრახვიდეს.
21. განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა,
ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.
22. იხილე უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ
განმეშორები ჩემგან.
23. განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა,
ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა.
24. მისაჯე მე, უფალო,
სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემზედა.
25. ნუ
იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტვიედ,
ვითარმედ: შთავნთქათ იგი.
26. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა
უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად
იტყოდეს ჩემ ზედა.
27. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა
ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა
მშვიდობაი მონისა შენისაი.
28. და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და
მარადღე ქებასა შენსა.
1. თქვის უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თვისსა, არა არს შიში ღმრთისაი
წინაშე თუალთა მისთა.
2. რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად
უშჯულოებისა თვისისა და სიძულილისა.
3. სიტყუანი პირისა მისისანი უშჯულოება
და ზაკუვა, არა ინება მან გულისხმის-ყოფაი კეთილისაი.
4. უშჯულოებაი
იზრახა საწოლსა ზედა თვისსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა და
ბოროტი მას არა მოეწყინა.
5. უფალო, ზეცას არს წყალობაი შენი და
ჭეშმარიტებაი შენი ვიდრე ღრუბელთამდე;
6. სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი
ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ კაცთა და საცხოვარსა
აცხოვნებ შენ, უფალო.
7. ვითარცა განამრავლე წყალობაი შენი, ღმერთო, ხოლო
ძენნი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.
8. დაითრვნენ იგინი
სიპოხითა სახლისა შენისაითა და ღუარი საშუებელისა შენისაი ასუა მათ.
9.
რამეთუ შენგან არს წყაროი ცხორებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ
ნათელი.
10. მოჰფინე წყალობაი შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი
წრფელთა გულითა.
11. ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერხი ამპარტავანებისაი და ხელი
ცოდვილისაი ნუ შემძრავნ მე.
12. მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი
უშჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად.
დიდებაი.
1. ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
2.
რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაი ადრე
დამოცვივენ.
3. ესევდ უფალსა და ჰყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრო ქუეყანასა და
დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.
4. იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს
შენ თხოვაი გულისა შენისაი.
5. განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ
მას და მან ჰყოს;
6. და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და
განკითხვაი შენი - ვითარცა დღე შუაი.
7. დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას
და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა,
რომელი იქმოდის უშჯულოებასა.
8. დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულის
წყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი.
9. რამეთუ უკეთურნი ადრე
მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი.
10. და
წუთღა, და არა იყოს უღმრთოი და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო;
11.
ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა.
12.
უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
13. ხოლო
უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაისწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.
14.
მახვილი იხადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშვილდსა მათსა დაცემად გლახაკისა
და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.
15.
მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ.
16. შჯობს
მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
17.
რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი
უფალმან.
18. იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკვიდრობაი მათი
უკუნისამდე ეგოს;
19. არა სირცხვილეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა
სიყმილისათა განძღენ. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ,
20. ხოლო მტერნი
უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი
განქარდენ.
21. ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და
მისცის.
22. რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი, ხოლო
მწყევარნი მისნი მოისრნენ.
23. უფლისა მიერ წარემართების სლვაი კაცისაი, და
გზაი მისი ენებოს ფრიად.
24. რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი
განამტკიცებს ხელსა მისსა.
25. ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე
მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.
26. მარადღე სწყალობს
და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.
27. მოიქეც
ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი და დაემკვიდრე უკუნითი უკუნისამდე.
28. რამეთუ
უფალსა უყუარს მსჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ
იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას.
29. ხოლო
მართალთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და დაემკვიდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას
ზედა.
30. პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის
მსჯავრსა.
31. შჯული ღმრთისა მისისაი არს გულსა შინა მისსა და არა
შეუბრკუმენ სლვანი მისნი.
32. ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებენ მას,
რაითამცა მოკლა იგი;
33. ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა
დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას.
34. დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი
მისი, და აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქუეყანისა, და მოსრვაი ცოდვილთაი
იხილო.
35. ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული ვიდრე
ნაძუთამდე ლიბანისათა.
36. და თანა-წარვხედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას
და არა იპოვა ადგილი მისი.
37. დაიცევ უმანკოებაი და იხილე სიწრფელე,
რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშვიდებელისაი.
38. ხოლო უშჯულონი მოისრნენ
ერთბამად, და ნეშტი უღრმთოთაი წარწყმდეს.
39. ხოლო ცხორებაი მართალთაი
უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.
40. და შეეწიოს მათ
უფალი და იხსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს
იგინი, რამეთუ ესვიდეს მას.
დიდებაი.
1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა
მსწავლი მე.
2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა
ხელი შენი.
3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა,
არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4. რამეთუ
უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე,
დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან
უგუნურებისა ჩემისა;
6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე
მწუხარე ვიდოდე;
7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს
კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ
სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი
გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10. გული ჩემი
შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა
არა დაადგრა ჩემ თანა.
11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე
მომეახლნეს და დადგეს.
12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და
მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს,
ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13. ხოლო
მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი
თვისი;
14. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა
მისსა სიტყუაი.
15. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი,
უფალო ღმერთო ჩემო.
16. რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა
ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17. რამეთუ მე
გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18.
რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19.
აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და
განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20. და რომელთა მომაგეს მე
ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21. ნუ
დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22. მოიხილე
შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
1. ვსთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაითა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ
საცოი პირსა ჩემსა, მიხდებოდა რაი ცოდვილი წინაშე ჩემსა.
2. დავყრუვდი და
დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან, და სალმობაი ჩემი განმიახლდა.
3.
განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი.
ვიტყოდე მე ენითა ჩემითა:
4. მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი
დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა უწყოდი, რაიღა მაკლს მე.
5. ესერა ზომით
ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაი ჩემი ვითარცა არარაი არს შენ წინაშე; რამეთუ
ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი.
6. დაღათუ მებრ ხატად ვალს
კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს
იგი.
7. და აწ ვინ-მე არს თმენაი ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე
ჩემი შენ მიერ არს.
8. ყოველთა უშჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ მე,
საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე.
9. დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი,
რამეთუ შენ ჰყავ.
10. განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა
ხელისა შენისაითა მე მოვაკლდი.
11. მხილებათა მიერ უშჯულოებისათვის
განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა
ამაო არს ყოველი კაცი.
12. შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, უფალო, და ვედრებისა
ჩემისაი ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ
წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.
13. მილხინე მე, რაითა
განმისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოო.
1. თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაი.
2.
და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა და
დაამტკიცა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარმართნა სლვანი ჩემნი.
3. და
აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა
და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა.
4. ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაი
სასო მისა არს და არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა.
5.
მრავალ ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საკვირველი შენი, და განზრახვათა
შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე და განმრავლდეს
უფროის რიცხვისა.
6. შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ხორცნი
დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათვის არა ითხოვე.
7. მაშინ ვჰსთქუ:
ესერა მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთვის.
8. ყოფად ნებისა შენისა,
ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა.
9. ვახარე სიმართლე
ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ
უწყი:
10. სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაი შენი
და მაცხოვარებაი შენი ვსთქუ, არა დავფარე წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი
შენი კრებულსა შორის დიდძალსა.
11. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ
მოწყალებათა შენთა ჩემგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან
მარადის შემიწყნარენ მე.
12. რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთაი არა არს
რიცხვი; მეწინეს მე უშჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად;
განმიმრავლდეს მე უფროის თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა
მე.
13. გთნდინ, უფალო, ხსნაი ჩემი; უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.
14.
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად
მას; მართლუკუნ-იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.
15. მიიღედ მეყუსეულად სირცხვილი მათი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
16. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო,
და სთქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი;
17.
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; უფალმან იღუაწოს ჩემთვის; შემწე და
მხსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი.
დიდებაი.
1. ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი,
დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან.
2. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი
და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა
მისთასა.
3. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი
სარეცელი მისი გარე-მიაქციე არა-ძლებასა შინა მისსა.
4. მე ვსთქუ: უფალო,
მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა.
5. მტერთა ჩემთა
თქუეს ბოროტი ჩემთვის: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.
6. და
შემო-თუ-ვიდის ხილვად, ამაოსა იტყვინ: გულმან მისმან შეიკრიბა უშჯულოებაი
თავისა თვისისაი; გარე-განვიდის გარე, და მასვე იტყვინ.
7. ჩემთვის
ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსა.
8. სიტყუაი
უშჯულოებისაი დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა
აღდგომაი?
9. და რამეთუ ამანცა, კაცმან მშვიდობისა ჩემისამან, რომელსა იგი
მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.
10. არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.
11.
ამით ვსცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ
ზედა.
12. ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ
წინაშე უკუნისამდე.
13. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან
და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!
1. ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ
სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!
2. სწყურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ
ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?
3.
იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე
მარადღე: სად არს ღმერთი იგი შენი?
4. ხოლო მე ესე მოვიხსენე და
ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა
საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და
აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა.
5. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო,
ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა
პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
6. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა;
ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.
7.
უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაითა; ყოველნი
განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამხდეს.
8. დღისი ამცნო
უფალმან წყალობაი მისი და ღამე გალობაი მისი; ჩემ მიერ, ლოცვაი ღმრთისა
მიმართ ცხორებისა ჩემისა.
9. ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ
მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაითა?
10. შემუსრვასა
ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყვიედ რაი იგინი მარადღე:
სადა არს ღმერთი იგი შენი?
11. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად
შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა
ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
1. მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაი ჩემი თესლისაგან არაწმიდისა კაცისა
ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე.
2. რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა
ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაითა?
3.
გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაი შენი, ესენი მიმიძღუეს და
მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა.
4. და შევიდე მე
წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა
სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო!
5. რად
მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე
აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
დიდებაი.
1. ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ
საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.
2. ხელმან
შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ
იგინი.
3. რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანაი და არცა
მკლავმან მათმან იხსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან
შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი.
4.
შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაი
იაკობისი.
5. შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ, და სახელითა შენითა
შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა.
6. რამეთუ არა
მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე.
7. რამეთუ შენ
მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხვინე.
8.
ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ
უკუნისამდე.
9. ხოლო აწ განმიშორენ და მარცხვინენ ჩუენ და არა გამოხუედ
ღმერთი ძალად ჩუენდა.
10. მართლუკუნ მაქციენ ჩუენ უფროის მტერთა ჩუენთასა
და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ.
11. მიმცენ ჩუენ ვითარცა
ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ.
12. მიეც ერი შენი
უსასყიდლოდ და არა იყო სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაი.
13. მყვენ ჩუენ
საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.
14.
მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.
15.
მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხვილმან პირისა ჩემისამან
დამფარა მე.
16. ხმისაგან მაყუედრებელისა და ძვირის-მეტყუელისა, პირისაგან
მტერისა და მდევარისა.
17. ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა
დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა;
18. და არცა
განდგა მართლუკუნ გული ჩუენი და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა.
19. რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან
სიკუდილისამან.
20. უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისაი და
გან-თუ-ვიპყრენით ხელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოისა.
21. არა ღმერთმან
სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოი გულისაი.
22. რამეთუ შენთვის
მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
23. განიღვიძე, რად გძინავს, უფალო? აღსდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.
24. რად გარე-მიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და
ჭირსა ჩუენსა?
25. რამეთუ დამდაბლდა მიწადმდე სული ჩუენი, და აღეკრა
ქუეყანასა მუცელი ჩუენი. v26. აღსდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიხსნენ ჩუენ
სახელისა შენისათვის.
1. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი
მეუფესა; ენაი ჩემი საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა.
2. შუენიერ სიკეთითა
უფროის ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთვის გაკურთხა შენ
ღმერთმან უკუნისამდე.
3. შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო.
4.
შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და
სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ
საკვირველად მარჯუენაი შენი.
5. ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი
შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.
6. საყდარი შენი, ღმერთო,
უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისაი და კუერთხი სუფევისა შენისაი.
7.
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაი; ამისთვის გცხო შენ ღმერთმან,
ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი უმეტეს მოყუასთა შენთა.
8. მური და
შტახსი და კასიაი სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოის ძუალისათა,
რომელთა გახარეს შენ.
9. ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი
მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქრო-ქსოვილითა შემკულ და შემოსილ
პირად-პირადად.
10. ისმინე, ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი; და
დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი.
11. და გულმან უთქუას მეუფესა
სიკეთისა შენისაი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი.
12. და
თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტვიროსისამან ძღუენითა; პირსა შენსა
ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.
13. ყოველი დიდებაი ასულისა მეუფისა
შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად.
14.
მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ
შენ.
15. მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი
ტაძარსა მეუფისასა.
16. მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინნე
იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.
17. მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა
შორის თესლსა და თესლსა; ამისთვის ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და
უკუნითი უკუნისამდე.
1. ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა
მპოვნეს ჩუენ ფრიად.
2. ამისთვის არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და
ცვალებასა მთათასა, გულთა ზღუათასა.
3. ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი
მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.
4. სლვაი მდინარეთაი ახარებს
ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან.
5. ღმერთი მის
შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.
6. შეძრწუნდეს
წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ხმაი თვისი მაღალმან და შეიძრა
ქუეყანაი.
7. უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი
იაკობისი.
8. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ჰქმნა ნიშები
ქუეყანასა ზედა.
9. დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა;
მშვილდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა.
10.
მოიცალეთ და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა
შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.
11. უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის
აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
დიდებაი.
1. ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა
მიმართ ხმითა სიხარულისაითა.
2. რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და
მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
3. დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და
წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა.
4. გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი,
შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა.
5. ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და
უფალი ხმითა საყვირისაითა.
6. უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით;
უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით.
7. რამეთუ მეუფე არს ყოვლისა
ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.
8. სუფევს ღმერთი წარმართთა
ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.
9. მთავარნი ერთანი
შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად
ამაღლდეს.
1. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა
წმიდასა მისსა.
2. ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი
სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი.
3. ღმერთი
ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას.
4. რამეთუ
ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად.
5. მათ იხილეს
ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს.
6. და ძრწოლამან შეიპყრნა
იგინი; მუნ სალმობაი, ვითარცა შობადისაი.
7. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე
ნავნი თარშისანი.
8. ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა
ძალთაისა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე.
9. შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა.
10. ვითარცა არს
სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაი შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა;
სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი.
11. იხარებდინ მთაი სიონი და იშუებდედ
ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო.
12. მოადეგით სიონსა
და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა.
13. დასხენით გულნი
თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაითა მიუთხრათ
ნათესავსა სხუასა.
14. რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი
უკუნისამდე და ამან დამმწყსნნეს ჩუენ უკუნისამდე.
1. ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი
დამკვიდრებულ ხართ სოფელსა.
2. ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი,
ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.
3. პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და
ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა.
4. მივყო იგავსა ყური ჩემი და
აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი.
5. რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა,
უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარე-მომიცვას მე.
6. რომელნი ესვენ
ძალსა თვისსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თვისისასა იქადიან.
7. ძმამან
ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისა თვისისაი.
8. და სასყიდელი სახსრად სულისა თვისისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე.
9.
და ცხოვნდეს სრულიად, არა იხილოს მან განსახრწნელი.
10. რაჟამს იხილნეს
ბრძენნი სიკუდილად; ერთბამად უგუნური და უცნობოი წარწყმდენ და დაუტეონ
უცხოთა სიმდიდრე მათი.
11. და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე
და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.
12. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა
უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
13. ესე გზაი არს საცთურებისა მათისაი მათდა
მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.
14. ვითარცა
საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ
წრფელნი განთიად და შეწევნაი მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან
განვარდენ.
15. ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა,
რაჟამს შემიწყნარებდეს მე.
16. ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და
რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაი.
17. რამეთუ არა სიკუდილსა
მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაი მისი მის თანა.
18.
რამეთუ სული მისი ცხოურებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს
კეთილი უყო მას.
19. შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე
უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.
20. კაცი პატივსა შინა იყო და არა
გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
დიდებაი.
1. ღმერთი ღმერთთაი უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან
მზისაით ვიდრე დასავალადმდე.
2. სიონით გამო არს შუენიერებაი ჰაეროვნებისა
მისისაი.
3. ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი
მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა ნიავქარი ფრიად.
4. მოუწოდოს ზეცასა
ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თვისისა.
5. შემოკრიბენით მისა
წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.
6. და
უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.
7. ისმინე, ერო
ჩემო და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი
მე.
8. არა თუ მსხუერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი
ჩემ წინაშე არიან მარადის.
9. არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან
ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა;
10. რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი
ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი.
11. ვიცნი მე ყოველნი
მფრინველნი ცისანი, და შეუნიერებაი ველთაი ჩემ თანა არს.
12.
შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი
მისი.
13. ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა?
14.
შეჰსწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი
შენნი.
15. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ
მადიდო მე.
16. ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობ
შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?
17. შენ
ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი.
18.
იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი.
19. პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა.
20. შჯდი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა
დასდვი საცთური.
21. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაი
ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინე ცოდვანი შენნი
წინაშე პირსა შენსა.
22. გულისხმა-ჰყავთ ესე ყოველთა, რომელთა
დაგივიწყებიეს ღმრთისაი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ
თქუენდა.
23. მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი სადა
უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა
მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე
უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ
უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ
მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან
შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და
ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი
შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7.
მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა
განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი
დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი
უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და
სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან
და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული
მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13.
ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე
სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი
სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი
უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი
შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს
სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა
შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ
ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი,
შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა
ზუარაკნი.
დიდებაი.
1. რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე?
2. სიცრუვესა
ზრახავს ენაი შენი; ვითარცა მახვილი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკუვაი.
3.
შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა
სიტყვისა.
4. შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაი დაქცევისაი და ენაი მზაკუარი.
5.
ამისთვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგხადოს შენ
საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაით.
6. იხილონ
მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
7. აჰა ესერა კაცი,
რომელმან არა ჰყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა
სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა.
8. ხოლო მე
ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა
ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
9. აღგიარო შენ უკუნისამდე,
რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა
შენთა.
1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და
შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი.
2. ღმერთმან
ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე
გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3. ყოველთავე მიაქციეს
ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი, არავინ
არს მიერთადმდე.
4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა,
რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა
ხადეს.
5. მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან
განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან
შეურაცხ-ჰყვნა იგინი.
6. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს
მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს
ისრაელი.
1. ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.
2.
ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.
3. რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა
შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.
4. აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და
უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.
5. მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა;
ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.
6. და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი
შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ.
7. რამეთუ
ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან
ჩემმან.
1. ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა
ჩემსა.
2. მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა
და შევძრწუნდი.
3. ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ
მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.
4. გული ჩემი
შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.
5. შიში და
ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.
6. და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე
ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.
7. ესერა
განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
8. მოველოდე ღმერთსა,
მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.
9. დაანთქენ, უფალო, და
მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა
შინა.
10. დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი
და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.
11. და არა მოაკლდა უბნებსა მისსა
აღნადგინები და ზაკუვაი.
12. რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა,
მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა,
და-მცა-ვემალე მისგან.
13. ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო
და მეცნიერო ჩემო.
14. რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი,
რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.
15. მოვედინ სიკუდილი მათ
ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო
სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
16. მე ღმრთისა მიმართ
ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი.
17. მწუხრი, დილეულ და სამხრად
მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.
18. იხსნეს სული ჩემი
მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.
19. ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა;
რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
20. მიყო ხელი
მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი. 21. განიყუნეს
იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს
სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.
22.
მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს
შერყევაი უკუნისამდე მართალსა.
23. ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი
მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ
დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.
დიდებაი.
მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა
მაჭირვა მე.
2. დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან,
რომელნი მრბძვანან მე მაღლით.
3. დღისი არა მეშინოდეს მე, რამეთუ მე შენ
გესავ.
4. ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა
შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან?
5. მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს,
ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.
6. მწირ იქმნენ და
დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა
ჩემსა.
7. ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე.
8.
ღმერთო, ცხორებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე,
ვითარცა აღმითქუ მე.
9. მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა
გხადოდი შენ, აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.
10.
ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი
ჩემნი.
11. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან?
12.
შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაი.
13. რამეთუ
იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი
ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.
1. მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი და
საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარხდეს უშჯულოებაი.
2.
ხმა-ვჰყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველის მოქმედისა ჩემისა.
3.
გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი
ჩემნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაი მისი და ჭეშმარიტებაი მისი.
4. და
იხსნა სული ჩემი შორის მხეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი,
კბილნი მათნი ჭურ და ისარ, და ენანი მათნი ვითარცა ხრმალნი ლესულნი.
5.
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი.
6. მახე განჰმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს
წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს.
7. განმზადებულ არს
გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და
გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა.
8. განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე
საფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღვიძო განთიად.
9. აღგიარო შენ ერსა
შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის.
10. რამეთუ განდიდნა
ცამდე წყალობაი შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაი შენი.
11. ამაღლდი ცათა
შინა, ღმერთო და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი.
1. ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო;
2. და რამეთუ გულსა შინა უშჯულოებასა იქმთ ქუეყანასა ზედა, სიცრუვესა
ხელნი თქუენნი ნივთებენ.
3. უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოითგან შესცთეს
მუცლითგან და იტყოდეს სიცრუვესა.
4. გულის წყრომაი მათი მსგავს არს გუელისა
და ასპიტისა ყრუისა, რომელსა დაეყვნიან ყურნი მისნი.
5. რომელმან არა
ისმინის ხმაი მსახრვალისაი და წამლისაი მწამლველისაგან ბრძნისა.
6.
ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი
შეფქვნა უფალმან.
7. შეურაცხ იქმნენ იგინი ვითარცა წყალი დათხეული,
გარდააცუას მშვილდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ.
8. ვითარცა ცვილი რაი
დადნის, ეგრე მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე.
9.
ვიდრე არა თანა-იყოს ეკალთა თქუენთა ძეძვი, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა
რისხვით შთანთქნეს იგინი.
10. იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს
შურის-გებაი, ხელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისაითა.
11. და თქუას
კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისაი; და არს სამე ღმერთი, რომელმან
საჯნეს იგინი ქუეყანასა ზედა.
დიდებაი.
1. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო და მათგან, რომელნი აღდგომილ
არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.
2. მიხსენ მე მოქმედთაგან უშჯულოებისათა და
კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე.
3. რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი,
და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უშჯულოებაი ჩემი, არცა ცოდვაი ჩემი,
უფალო.
4. უცოდველად ვრბიოდე და წარვმართე, განიღვიძე შემთხუევად ჩემდა და
იხილე.
5. და შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე
მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა
უშჯულოებისათა.
6. მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ
ქალაქსა.
7. ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახვილი ბაგეთა შინა
მათთა, ვითარმედ ვის ესმა?
8. და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყუნე
ყოველნი წარმართნი.
9. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი,
მწე ჩემდა ხარ.
10. ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო;
ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთაი.
11. ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე
დაივიწყონ შჯული შენი, განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამხუენ იგინი,
მფარველო ჩემო უფალო.
12. ცოდვაი პირისა მათისაი სიტყუაი ბაგეთა მათთაი, და
შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა
უთხრობდენ.
13. აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და
გულისხმა-ჰყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა.
14. მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა.
15.
იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ დრტვინვიდენცა.
16. ხოლო მე
ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ
მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა.
17. მწე
ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი
შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო.
1. ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამხუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ
ჩუენ.
2. შეარყიე ქუეყანაი და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაი მისი,
რამეთუ შეიძრა.
3. უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღვინოი
ლმობიერებისაი.
4. მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან
მშვილდისა.
5. რაითა იხსნნე საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა
შენითა და შეგესემინ ჩემი.
6. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო
და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო.
7. ჩემი არს გალაად და
ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეფე
ჩემი.
8. მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი; იდუმიადმდე წარვიმართო სლვაი
ჩემი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს.
9. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას
ძნელსა. ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე.
10. არა თუ შენ, ღმერთმან,
რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
11. მომეც
ჩუენ შეწევნაი ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაი კაცისაი.
12. ღმრთისა მიერ
ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ჰყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.
1. შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.
2.
კიდითგან ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა;
კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე.
3. და იყავ ჩემდა სასო; გოდოლ
მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.
4. დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა
უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.
5. რამეთუ შენ,
ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა
შენისათა.
6. დღითი-დღე შესძინნე მეფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე
ნათესავითი ნათესავად.
7. დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი
და ჭეშმარიტებაი მისი, ვინ გამოიძიოს იგი.
8. ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა
უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე.
დიდებაი.
1. ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი, რამეთუ მის მიერ არს
ცხორებაი ჩემი.
2. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი,
შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროის.
3. ვიდრემდის დაესხმით
კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და
ღობესა დაჭენებულსა.
4. ხოლო პატივისა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და
რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს.
5. გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაი ჩემი.
6. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი
და მე არ შევირყიო.
7. ღმრთისა მიმართ არს ცხოურებაი ჩემი და დიდებაი ჩემი;
ღმერთი შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ.
8. ესევდით
მას ყოველი კრებული ერისაი, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ
ღმერთი მწე თქუენდა არს.
9. ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი
კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე ამაოებით არიან
ურთიერთას.
10. ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ
გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა.
11. ერთჯერ თქუა ღმერთმან და
ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე.
12. და შენი არს, უფალო
წყალობაი, რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.
1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა
ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა,
უგზოსა და ურწყულსა?
2. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე
ძალი და დიდებაი შენი.
3. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის
საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4. ესრეთ გაკურთხევდე შენ,
ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5. ვითარცა
ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ
პირი ჩემი.
6. უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა
გევედრებოდე შენ.
7. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა
შენთასა ვიხარებდე.
8. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია
მარჯუენეი შენი.
9. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი
ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10. მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად
მელთა იყუნენ იგინი.
11. ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს
ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა
სიცრუვესა.
1. შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი,
შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი.
2. დამიფარე მე ამბოხისაგან
უკეთურთაისა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა.
3. რომელთა აღილესნეს
ვითარცა მახვილნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშვილდსა მათსა საქმე
სიმწარისაი.
4. რაითამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოი; მყის
სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ.
5. განიმტკიცეს თავისა თვისისა სიტყუაი
უკეთური, მიუთხრეს დარწყუმაი მახისაი და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?
6.
გამოიძიეს უშჯულოებაი, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა, წარდგეს
კაცი სიღრმითა გულისაითა.
7. და ამაღლდეს ღმერთი. ისარ ჩჩვილთა იქმნნეს
წყლულებანი მათნი.
8. და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს
ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ.
9. და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს
მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისხმა-ჰყვნეს.
10.
იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნენ ყოველნი წრფელნი
გულითა.
დიდებაი.
1. შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი
იერუსალემს.
2. შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს.
3. სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან
შენ მილხინო.
4. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს
ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს
ტაძარი შენი.
5. საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო,
მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან
ზღუათა შინა შორს.
6. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა,
გარე-შერტყმულმან ძლიერებითა.
7. რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა,
ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი.
8. და ეშინოდის
მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და
მწუხრისასა მხიარულებაი.
9. მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე
განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი
მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი.
10. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე
ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.
11. აკურთხო
გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ
სიპოხითა.
12. განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა
შეიმოსონ.
13. შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი,
ღაღადებდენ და გალობდენ.
1. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით სახელსა მისსა,
მიეცით დიდებაი ქებულებასა მისსა.
2. არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან
საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.
3.
ყოველი ქუეყანაი თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა
შენსა, მაღალო.
4. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ
არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კაცთასა.
5. რომელი გარდააქცევს ზღუასა
ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ.
6.
რომელი-იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა
ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თვისით.
7.
აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ჰყავთ ხმაი ქებისა
მისისაი.
8. რომელმან დადვა სული ჩემი ცხოურებად და არა სცა ძრვაი ფერხთა
ჩემთა.
9. რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომახურვენ ჩუენ, ვითარცა
გამოიხურვების ვეცხლი.
10. შემიყვანენ ჩუენ საფრხესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა
ჩუენთა.
11. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და
წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად.
12. შევიდე სახლსა შენსა
მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი.
13. რომელ აღთქუეს ბაგეთა
ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.
14. საკუერთხები ტვინოანი
შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და
ვაცები.
15. მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა
ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა.
16. მისა მიმართ პირითა ჩემითა
ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა.
17. სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა
შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.
18. ამისთვის შეისმინა ჩემი ღმერთმან
და მოხედნა ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
19. კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან
არა განიშორა ლოცვაი ჩემი და არცა წყალობაი მისი ჩემგან.
1. ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ
ზედა და მიწყალენ ჩუენ.
2. ცნობად ქუეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველსა
თესლებსა შორის მაცხოვარებაი შენი.
3. აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო,
აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.
4. მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი,
რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი.
5. აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.
6.
ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თვისი; მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო, ღმერთმან
ჩუენმან.
7. მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა
კიდეთა ქუეყანისათა.
დიდებაი.
1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ
მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ,
და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი
პირისაგან ღმრთისა.
3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე
ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა.
4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით
სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს
სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.
5. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან,
რომელ-იგი მამა არს ობოლთაი და მსაჯული ქურივთაი; ღმერთი ადგილსა წმიდასა
მისსა.
6. ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი
სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ
არიან სამარებსა.
7. ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და
წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ.
8. ქუეყანაი შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს
პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა.
9. წვიმაი
ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო
შენ და-ვე-ამტკიცო იგი.
10. და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა;
განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო.
11. უფალმან სცეს სიტყუაი,
რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.
12. მეუფე ძალთაი საყუარელისაი,
შუენიერებითა სახლისაითა განყოფად ნატყუენავისა.
13. უკუეთუ დაიძინოთ შორის
ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა
ოქროისაითა.
14. რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა,
განთოვლდენ იგინი სელმონს.
15. მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი
და მთაი პოხილი.
16. რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაი ესე,
რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა
დაიმკვიდროს იგი სრულიად.
17. ეტლნი ღმრთისანი ბევრ-წილ არიან და ათასეულნი
წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა.
18.
აღჰხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა
ურჩნიცა სამკვიდრებელად იყუნენ.
19. უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს
ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან.
20. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი
სიკუდილისანი.
21. ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი თხემით
თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა.
22. თქუა უფალმან: ბასანით
მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა.
23. რაითა შეიღებოს ფერხი შენი
სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ.
24. გამოჩნდეს
სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა.
25. იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა.
26. ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.
27. მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა; მთავარნი იუდაისნი წინამძღუარნი
მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი.
28. ბრძანე, ღმერთო,
ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის.
29.
ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შესწირონ მეფეთა ძღუენი.
30. შეჰრისხენ შენ
მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად
გამოცდილთა ვეცხლითა; განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი.
31.
მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა.
32. მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა.
33.
რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი,
ხმაი ძლიერებისაი.
34. მიეცით დიდებაი ღმერთსა, ისრაელსა ზედა დიდ
შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა.
35. საკვირველ არს ღმერთი
წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა
თვისსა, კურთხეულ არს ღმერთი.
დიდებაი.
1. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე.
2.
დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაი, მოვედ მე სიღრმესა
ზღვისასა და მოქცევამან დამნთქა მე.
3. დავშუერი მე ღაღადებითა, და დამხდა
ხმაი ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.
4.
განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად;
განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაი-იგი არა
მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.
5. ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაი ჩემი, და
შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.
6. ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო,
რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო, ნუცა ჰკდემებინ ჩემ ძლით,
რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაელისაო.
7. რამეთუ შენთვის დავითმინე
ყუედრებაი და დაფარა სირცხვილმან პირი ჩემი.
8. უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა
და სტუმარ-ძეთა დედისა ჩემისათა.
9. რამეთუ შურმან სახლისა შენისამან
შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
10.
და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ.
11. ვყავ
სამოსლად ჩემდა ძაძაი და ვექმენი მათ იგავ.
12. ჩემთვის ზრახვიდეს, რომელნი
სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღვინოსა.
13. ხოლო მე
ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა
მოწყალებისა შენისაითა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა
შენისაითა.
14. მიხსენ მე თიხისაგან, რაითა არა დავინთქა; განვერი მე
მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა.
15. ნუ დამნთქამნ მე მორევი
წყალთაი, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული
პირისა მისისა.
16. ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი;
მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა.
17. ნუ გარე-მიიქცევ პირსა
შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი.
18.
მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე.
19.
რამეთუ შენ უწყი ყუედრებაი ჩემი და სირცხვილი ჩემი და კდემაი ჩემი; შენ
წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი.
20. ყუედრებაი დაითმინა სულმან
ჩემმან და გლახაკობაი და ველოდე მე თანა-მჭუვარსა, და არა იყო; და
ნუგეშინის-მცემელსა, და არა ვპოვე.
21. და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი
და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.
22. იქმენინ ტაბლაი მათი მათ წინაშე
საფრხე და მისაგებელ და საცთურ.
23. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაითა არა
ხედვიდენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე.
24. მიჰფინე მათ ზედა რისხვაი
შენი, და გულის წყრომაი რისხვისა შენისაი ეწიენ მათ.
25. იყავნ
სამკვიდრებელი მათი ოხერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკვიდრი;
26.
რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა
შესძინეს.
27. შესძინე უშჯულოებაი უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ
იგინი სიმართლესა შენსა;
28. აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაისა და
მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ.
29. გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო,
მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე.
30. ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა
გალობითა და განვადიდო იგი ქებითა;
31. და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროის
ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.
32. იხილონ
გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი.
33.
რამეთუ ესმა დავრდომილთაი უფალსა და პყრობილნი მისნი არ შეურაცხ-ჰყუნა.
34.
აქებდით მას ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი ვალს მას შინა.
35.
რამეთუ ღმერთმან იხსნეს სიონი, და აღაშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და
დაეშენნენ მუნ და დაიმკვიდრონ იგი;
36. და ნათესავმან მონათა შენთამან
დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკვიდრონ მას შინა.
1. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
2.
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ
და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
3. მიიქცენ
მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
4. გალობდენ
და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ
მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.
5. ხოლო მე
გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი
ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
დიდებაი.
1. შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე.
2. სიმართლითა
შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.
3.
მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ
სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.
4. ღმერთო ჩემო, მიხსენ მე
ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა.
5. რამეთუ შენ
ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან.
6. შენდამი
განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი;
შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის.
7. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და
შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.
8. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე
დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
9. ნუ განმაგდებ
მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ
მე.
10. რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი
ზრახვა-ყვეს ერთბამად.
11. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და
ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა.
12. ღმერთო ჩემო, ნუ
განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.
13.
ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი
და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის.
14. ხოლო მე მარადის გესვიდე
შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.
15. პირი ჩემი უთხრობდეს
სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე
მწიგნობრებისაი.
16. შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო
სიმართლე შენი მხოლოისაი.
17. ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით
ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა.
18. და
მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის
მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა.
19. ძლიერებაი შენი და
სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი,
ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?
20. რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და
ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა
აღმომიყვანე მე.
21. განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და
ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე.
22.
და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა
ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო.
23.
იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი
იხსენ.
24. უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს
ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა.
1. ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა.
2. განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.
3.
მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე.
4. განიკითხნეს
გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის
მწამებელი.
5. და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი
ნათესავადმდე.
6. გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა
ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა.
7. გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე
და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.
8. და უფლებდეს იგი
ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
9. მის წინაშე პირველად
ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.
10. მეფეთა თარშისათა
და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი
მიართუან მას.
11. და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და
ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას.
12. რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან
და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.
13. ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა
და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს.
14. აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს
სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.
15. და ცხოვნდეს და
მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ,
ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.
16. იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა
ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან
ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი.
17. იყოს სახელი მისი კურთხეულ
უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი
მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი
თესლები ჰნატრიდეს მას.
18. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი,
რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან.
19. და კურთხეულ არს სახელი წმიდაი
დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა
მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.
დიდებაი.
1. ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის.
2. ხოლო ჩემი
კნინღა და შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი.
3.
რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ.
4. რამეთუ არა
არს ახილვაი სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
5.
შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
6.
ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი
და სიცრუვე თვისი.
7. და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი,
რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა.
8. განიზრახეს და იტყოდეს
უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს.
9. დადვეს ცათა შინა პირი მათი,
და ენაი მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.
10. ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე,
და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.
11. და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა
ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა?
12. აჰა ესერა ესე
ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე. v13. და
ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი
ჩემნი.
14. და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად.
15. და ვსთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა
აღუთქუ.
16. და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე.
17.
ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისხმა-ვჰყო აღსასრული მათი.
18. ხოლო ზაკუვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი
ამპარტავანებასა ოდენ მათსა.
19. ვითარღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა,
მოაკლდეს, და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათვის?
20. ვითარცა სიზმარი
განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო.
21. რამეთუ
აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს.
22. და მე შეურაცხ
ვიქმენ და არა გულისხმა-ვჰყავ; ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე.
23.
და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი.
24. და ზრახვითა
შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.
25. რამეთუ რაი ძეს ჩემი
ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა?
26. მოაკლდა გულსა ჩემსა
და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი
უკუნისამდე.
27. რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან,
იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.
28. ხოლო
ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაი
ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.
1. რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი
შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა.
2. მოიხსენე კრებული შენი, რომელ
მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი
ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა.
3. აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა
მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა.
4. და
იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი
სასწაულად, და არა ჰსცნეს.
5. ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა;
6. ვითარცა
მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და
წერაქვითა დაამხუეს იგი.
7. დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა
შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი.
8. თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა
მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი
ქუეყანით.
9. რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს
წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა.
10. ვიდრემდის, ღმერთო,
გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად.
11. რად
გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად.
12. ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი
შორის ქუეყანასა.
13. შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე
თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა;
14. შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც
იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
15. შენ გამოადინენ წყარონი და
მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი.
16. შენი არს დღე და შენი
არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
17. შენ შეჰქმნენ ყოველნი
საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
18. ესე მოიხსენე:
მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი.
19. ნუ
მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ
დაივიწყებ სრულიად.
20. მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს
სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი.
21. ნუ მიიქცევინ დამდაბლებული
სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა.
22. აღსდეგ,
ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან
მარადღე.
23. ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა
შენთაი ამაღლდა მარადის.
დიდებაი.
1. აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა,
მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა;
2. რაჟამს მოვიღო ჟამი, მე
სიწრფოებასა ვშჯიდე.
3. განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე
დავამტკიცენ სუეტნი მისნი.
4. ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა:
ნუ აღიმაღლებთ რქასა;
5. ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით
ღმრთისათვის სიცრუვესა.
6. რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა
უდაბნოთაგან მთათაისა.
7. რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე
აღამაღლის.
8. რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა
სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა
წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.
9. ხოლო მე
ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.
10. და ყოველნი რქანი
ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი.
1. განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი
მისი.
2. იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს.
3.
რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი.
4. განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა.
5. შეძრწუნდეს ყოველნი
უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა
სიმდიდრისაი ხელითა მათითა.
6. მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო,
ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა.
7. შენ საშინელ ხარ, და ვინ
წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი.
8. რაჟამს ზეცით სასმენელ
ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა.
9. რაჟამს აღდგებოდა ღმერთი
სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა.
10. რამეთუ ზრახვამან
კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა.
11. ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან
გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი.
12. საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის
სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა.
1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა
მიმართ, და მომხედნა მე.
2. დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო,
ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი
სულსა ჩემსა.
3. მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე
იქმნა სული ჩემი.
4. მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და
არა ვიტყოდე.
5. ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი
მოვიხსენენ.
6. და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ
იყო სული ჩემი.
7. ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს
სათნოებად მერმე.
8. ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა
სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე?
9. ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი
ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?
10. და ვსთქუ:
აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი.
11. მოვიხსენე
საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა
შენთაი.
12. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა
შენთა მიმართ ვზრახვიდე.
13. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს
ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?
14. შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი
საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი.
15. და იხსენ მკლავითა შენითა ერი
შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.
16. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო,
გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი.
17. დიდ-ძალითა
ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.
18. ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა,
შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი.
19. ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი
და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ
იქმნენ.
20. უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და
აჰრონისითა.
დიდებაი.
1. ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა
პირისა ჩემისათა.
2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა
დასაბამისათა.
3. რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს
ჩუენ.
4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს
ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ
ქმნა.
5. და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა
შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა.
6. რაითა
ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და
მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა.
7. რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი
მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
8. რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და
განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა
სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი.
9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და
მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
10. არა იმარხეს
მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი.
11. და
დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ
უჩუენნა მათ.
12. წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი
ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.
13. განაპო ზღუაი და
წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა.
14. და უძღოდა მათ
ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა.
15. განაპო კლდე
უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
16. გამოადინა წყალი
კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.
17. და
შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.
18.
და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის.
19.
და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი
უდაბნოსა შინა.
20. ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და
მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი
ერსა თვისსა?
21. ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა
იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა.
22. რამეთუ არა ჰრწმენა მათ
ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.
23. და უბრძანა ღრუბელთა
ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა.
24. და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და
პური ცათაი მოსცა მათ.
25. და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი
მოუვლინა მათ განსაძღებელად.
26. აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა
ძალითა თვისითა ჩრდილოი.
27. და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და
ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი.
28. და დაცვიოდა შორის
ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა.
29. და ჭამეს და განძღეს ფრიად
და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ.
30. და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა
მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა,
31. და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ
ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა.
32. ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი.
33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.
34.
რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ
ღმრთისა მიმართ.
35. და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი
მაღალი მხსნელ მათდა არს.
36. და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა
მათითა ეცრუვნეს მას.
37. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ,
არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა.
38. არამედ იგი თავადი არს მოწყალე და
ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის
წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.
39. და მოიხსენა,
რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.
40. რაოდენ გზის
განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა.
41.
და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს.
42.
არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან
მაჭირვებელთა მათთაისა.
43. ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი
მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა.
44. და გარდააქცინა სისხლად
მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან.
45. მიავლინა მათდა
ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.
46. და
მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა.
47. მოსრა სეტყვითა
ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა.
48. მისცა სეტყუასა
საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა.
49. მიავლინა მათდა რისხვაი
გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა
ანგელოზთა მიერ ბოროტთა.
50. გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა
სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.
51. და
დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა
მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;
52. და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა
თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ,
53. და უძღოდა მათ
სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.
54. და
შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო
მარჯუენემან მისმან;
55. და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და
განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები
ისრაელისაი.
56. და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი
მისნი არა დაიცვნეს.
57. და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა
მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად.
58. განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა
მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას.
59. ესმა ღმერთსა და
უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი.
60. და განიშორა მისგან კარავი
სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა.
61. და მისცა ტყუედ
ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა.
62. და შეაყენა მახვილსა ერი
თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო.
63. ჭაბუკნი მათნი შეჭამნა
ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.
64. მღვდელნი მათნი მახვილითა
დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.
65. და განიღვიძა ვითარცა
მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა.
66. და
დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.
67.
განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;
68.
არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა.
69.
და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა
იგი უკუნისამდე.
70. და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა
იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა.
71. და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან
გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა
თვისისა.
72. და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა
ხელთა მისთაითა უძღოდა მათ.
დიდებაი.
1. ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი
წმიდაი შენი;
2. დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილის საცავი; დასხეს მძორები
მონათა შენთაი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი -
მხეცთა ქუეყანისათა.
3. დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს
იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა.
4. ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ
მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.
5. ვიდრემდის,
უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?
6.
მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ და მეფეთა ზედა,
რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს;
7. რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი
მისი მოაოხრეს.
8. ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად
მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
9.
შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა;
უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა
შენისათვის.
10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და
განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი
სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია.
11. შევედინ შენ წინაშე
სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა
მოკლულთასა.
12. მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება
მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.
13. ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და
ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და
თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.
1. რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა
იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.
2. წინაშე ეფრემ და
ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა.
3. ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
4. უფალო
ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?
5.
მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;
6. მყვენ
ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ.
7.
უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და
ვცხონდეთ.
8. ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი.
9.
გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი.
10.
დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი.
11.
მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი.
12. აწ
რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი
გზისანი?
13. განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძვინვარემან
მოძოა იგი.
14. ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და
იხილე და მოხედე ვენახსა ამას;
15. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა
მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
16.
მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ.
17.
იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ
განაძლიერე შენდა.
18. და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან, მაცხოვნენ ჩუენ, და
სახელსა შენსა ვხადოდით.
19. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და
გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.
1. ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი
განიკითხნეს.
2. ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?
3. უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ.
4.
განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი.
5.
არა სცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი
საფუძველნი ქუეყანისანი.
6. მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი
მაღლისანი თქუენ ყოველნი.
7. ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და
ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით.
8. აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი,
რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.
1. ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები,
ღმერთო.
2. რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზრახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს
თავი.
3. ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა
შენთათვის;
4. და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა
მოიხსენოს სახელი ისრაელისაი.
5. რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და
შენთვის აღთქუმა-ჰყუეს.
6. ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ
და აგარიანთა;
7. გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკვიდრებულთა
თანა ტვიროსისათა.
8. და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს
თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა.
9. ყუენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და
ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა.
10. მოისრნეს იგინი აენდორს შინა და
იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაი.
11. დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა
ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი.
12. რომელთა
თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი.
13. ღმერთო ჩემო, ჰყუენ
იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.
14.
ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან რომელმან შეწუნის
მთანი.
15. ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა
შეაძრწუნნე იგინი.
16. აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი,
უფალო.
17. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ
იქმნედ და წარწყმდედ.
18. და ჰსცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ
მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
1. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
2. ჰსურის და
მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი
იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
3. და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა
თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი;
საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
4. ნეტარ
არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე
გაქებდენ შენ.
5. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს;
აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.
6. ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას,
რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.
7. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი
სიონს.
8. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო
იაკობისაო.
9. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა
შენისასა.
10. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ;
ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა
დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
11. რამეთუ წყალობაი და
ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაი მოსცეს ღმერთმან; უფალმან
არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.
12. უფალო ღმერთო ძალთაო,
ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.
1. გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.
2. მიუტევენ
უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.
3. დააცხრვე
ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.
4.
მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი
ჩუენგან.
5. ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა
თესლითი თესლადმდე.
6. ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი
შენი იხარებდეს შენდამი.
7. მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და
მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.
8. ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი
ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა
მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.
9.
რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად დიდებაი მისი
ქუეყანასა ჩუენსა.
10. წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან
და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.
11. ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და
სიმართლე ზეცით გამოჩნდა.
12. და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და
ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.
13. სიმართლე მის წინაშე
ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.
დიდებაი.
1. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ
ვარი მე.
2. იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი,
ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.
3. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი
ღაღად-ვყავ მარადღე.
4. ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი
აღვიღე სული ჩემი.
5. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად
მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.
6. ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი
ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
7. დღესა ჭირისა ჩემისასა
ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.
8. არა არს მსგავს შენდა ღმერთთა
შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.
9. ყოველი თესლები, რაოდენი
ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ
სახელსა შენსა.
10. რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ
ხარ ღმერთი მხოლოი.
11. მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე
ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.
12.
აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი
შენი უკუნისამდე;
13. რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული
ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.
14. ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა,
და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე
მათსა.
15. და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე,
სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.
16. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე
მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.
17. ჰყავ ჩემ
თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ
შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.
1. საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.
2. უყუარან უფალსა ბჭენი
სიონისანი უფროის ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.
3. დიდებული ითქუა შენთვის,
ქალაქო ღმრთისაო.
4. მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაი, რომელთა
მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტვიროს და ერი ჰინდოთაი ესენი
იშვნეს მუნ.
5. დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და
თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.
6. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაითა
და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.
7. ვითარ მხიარულთა ყოველთა
მკვიდრობაი შენდამი არს.
1. უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე
შენსა;
2. შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა
ჩემსა.
3. რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა
მიეახლა.
4. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ
მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა
წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა
შენისაგან განეშორნეს.
6. დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და
აჩრდილთა სიკუდილისათა.
7. ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და
ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8. განმაშორენ ჩემგან
მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა
გამოვიდოდე.
9. და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ
შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10.
მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ
შენ?
11. მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და
ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12. საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა
შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13.
და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს
შენ.
14. რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა
შენსა ჩემგან?
15. გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო
ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16. ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი
შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17. გარე მომადგეს მე ვითარცა
წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18. განმაშორენ ჩემგან მეგობარნი
და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
დიდებაი.
1. წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლადმდე
მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.
2. რამეთუ ჰსთქუ:
უკუნისამდე წყალობაი აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი.
3. ვყავ აღთქუმაი რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;
4.
უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლადმდე
საყდარი შენი.
5. აღიარებდენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და
ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.
6. რამეთუ ვინ ღრუბელთა
შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?
7. ღმერთი
დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა,
რომელნი არიან გარემოის მისა.
8. უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ,
ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაი შენი გარემო არს შენსა.
9. შენ
უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშვიდებ.
10. შენ დაამდაბლე ვითარცა წყლული ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა
შენისაითა განაბნიენ მტერნი შენნი.
11. შენნი არიან ცანი და შენი არს
ქუეყანაი, სოფელი და სავსებაი მისი შენ დააფუძნე.
12. ჩრდილოი და ბღუარი
შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.
13. შენი მკლავი
ძლიერებით, განძლიერდინ ხელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.
14.
სიმართლე და განკითხვაი არს განმზადებაი საყდრისა შენისაი, წყალობაი და
ჭეშმარიტებაი ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.
15. ნეტარ არს ერი იგი,
რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო, ნათლითა პირისა შენისაითა ვიდოდიან,
16. და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.
17. რამეთუ სიქადული ძალისა მათისაი შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს
რქაი ჩუენი.
18. რამეთუ უფლისაი არს შეწევნაი და წმიდისა, ისრაელ, მეუფისა
ჩუენისაი.
19. მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავდევ
შეწევნაი ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.
20. ვპოვე
დავით, მონაი ჩემი, და საცხებელი წმიდაი ჩემი ვსცხე მას.
21. რამეთუ ხელი
ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.
22. არა ირგოს
მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.
23.
და მოვსრნე პირისა მისისაგან მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამხუნე.
24. და წყალობაი ჩემი და ჭეშმარიტებაი ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა
ამაღლდეს რქაი მისი;
25. და დავდვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა
ზედა მარჯუენე მისი.
26. მან მხადოს მე: მამაი ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი
და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაი.
27. და მე პირმშოდ დავადგინო იგი
უმაღლეს უფროის მეფეთა ქუეყანისათა.
28. უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაი
ჩემი, და აღთქუმაი ჩემი ერწმუნოს მას.
29. და ეგოს უკუნითი უკუნისამდე
თესლი მისი, და საყდარი მისი ვითარცა დღენი ცისანი.
30. და-თუ-უტეონ შვილთა
მისთა შჯული ჩემი, და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,
31. სიმართლენი
ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,
32. განვიხილნე
კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლოებანი მათნი;
33. ხოლო
წყალობაი ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა,
34. არცა შევაგინო აღთქუმაი ჩემი და რაი-იგი აღმოხდა ბაგეთა ჩემთა, არა
შეურაცხ-ვჰყო.
35. ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო
მას.
36. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე
წინაშე ჩემსა.
37. და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე
სარწმუნოი ცათა შინა.
38. ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე
ცხებული შენი;
39. დააქციე აღთქუმაი მონისა შენისაი, შეაგინე ქუეყანასა
ზედა სიწმიდე მისი.
40. დაარღვიენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ
სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;
41. და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი
თანა-წარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოისთა მისთა.
42.
აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთაი და ახარე ყოველთა მტერთა მისთა.
43.
გარე-მიაქციე შეწევნაი მახვილისა მისისაი და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.
44. დაჰხსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამხუ;
45.
შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხვილი.
46.
ვიდრემდის, უფალო, გარე-მიიქცევი სრულიად, და აღატყდების ვითარცა ცეცხლი
რისხვაი შენი?
47. მოიხსენე შენ, რაი არს არსებაი ჩემი, ანუ ამაოდ ნუ
შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?
48. ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა
იხილოს სიკუდილი და იხსნეს სული თვისი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა?
49. სადა
არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა
შენითა?
50. მოიხსენე, უფალო, ყუედრებაი მონათა შენთაი, რომელ დავიკრიბე
წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთაი;
51. რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო,
რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.
52. კურთხეულ არს უფალი
უკუნისამდე, იყავნ, იყავნ.
დიდებაი.
1. უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.
2. პირველ
მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და
უკუნისამდე შენ ხარ.
3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით,
ძენო კაცთანო.
4. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა
გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა.
5.
წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად
აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს.
6. რამეთუ
მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით.
7.
დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა
შენისასა.
8. რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა
მოვაკლდით ჩუენ;
9. წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი
წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა,
ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ
ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით.
10. ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა
შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი.
11. მარჯუენე
შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი.
12. მოიქეც,
უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.
13.
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და
ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ.
14. მათ დღეთა წილ, რომელთა
დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი.
15. და მოხედენ
მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
16. და
იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი
წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა
ზეცათაისა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ
და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან
გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან
განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა
ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6.
ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა
დღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით
შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და
მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და
მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და
გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა
უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ხელთა
მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13. ასპიტსა და
ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე
მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15.
ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა
იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას
მაცხოვარებაი ჩემი.
დიდებაი.
1. კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო,
2.
მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
3.
ათძალითა საფსალმუნისაითა და ხმითა ებნისაითა.
4. რამეთუ მახარე მე
დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ხელთა შენთაითა ვიხარებდე.
5.
ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.
6. კაცმან სულელმან არა ჰსცნას, და უგუნურმან არა გულისხმა-ჰყოს ესე.
7.
აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაი და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი
იქმან უშჯულოებასა, რაითა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე.
8. ხოლო შენ მაღალ
ხარ უკუნისამდე, უფალო.
9. რამეთუ ესერა მტერნი შენნი, უფალო, რამეთუ ესერა
მტერნი შენი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა.
10. და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაი ჩემი და სიბერე ჩემი ზეთითა
პოხილითა.
11. და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთაი და მათთვის, რომელნი
აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა.
12. მართალი ვითარცა
ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს.
13. დანერგულნი
სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.
14.
უფროისად განმრავლდეს სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა,
15. რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუვე მის თანა.
1. უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე
შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას.
2. განმზადებულ
არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.
3. აღიღეს მდინარეთა,
უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი.
4. აღსდგენ მდინარენი სლვასა
თვისსა, ხმითა წყალთა მრავალთაითა.
5. საკვირველ არიან განცხრომანი
ზღვისანი, საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი.
6. წამებანი შენნი, უფალო,
სარწმუნო იქმნეს ფრიად, სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა
დღეთასა.
1. ღმერთი შურის ძიებათაი, უფალი ღმერთი შურის ძიებათაი განცხადნა.
2.
ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.
3.
ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან.
4. აღმოსთქუან
და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
5.
ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს.
6. ქურივი
და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყვიდეს.
7. და თქუეს: არა იხილოს უფალმან,
არცა გულისხმა-ჰყოს ღმერთმან იაკობისმან.
8. გულისხმა-ჰყავთ აწ, უგუნურნო
ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისხმა-ჰყოთ.
9. რომელმან დაჰნერგა ყური, არა
ნუ ესმისა. ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა.
10. რომელი სწავლის
თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაი?
11.
უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო.
12. ნეტარ არს კაცი,
რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწაო მას.
13.
დამშვიდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ხნარცვი ცოდვილსა.
14.
რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა
უგულებელს-ჰყოს.
15. ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ
მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.
16. ვინ წინა-აღმიდგეს მე
უკეთურთაგანი. ანუ ვინ თანა-წარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან
უშჯულოებასა.
17. არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და
და-მცა-ემკვიდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.
18. უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა
ფერხი ჩემი, წყალობაი შენი, უფალო, შემწევდა მე.
19. მრავალთაებრ სალმობათა
ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინისცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.
20. ნუ
დადგებინ შენ წინაშე საყდარი უშჯულოებისაი, რომელი იქმან შრომასა
ბრძანებულსა ზედა.
21. მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა
ბრალეულ-ჰყოფდენ.
22. და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე
სასოებისა ჩემისა.
23. და მიაგოს მათ უფალმან უშჯულოებაი მათი და
უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ჰყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
დიდებაი.
1. მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა
ჩუენისა.
2. აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა
უღაღადებდეთ მას.
3. რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა
ქუეყანასა ზედა.
4. რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი და
სიმაღლენი მთათანი მისნი არიან.
5. რამეთუ მისი არს ზღუაი და მან შექმნა
იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაჰბადეს.
6. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და
შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა.
7. რამეთუ
იგი არს ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ერი სამწყსოისა მისისაი და ცხოვარნი ხელისა
მისისანი.
8. დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა
თქუენთა, ვითარცა იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა
ზედა.
9. სადა იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს
საქმენი ჩემნი.
10. ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვსთქუ: მარადის
სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნეს გზანი ჩემნი.
11. ვითარცა
ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.
1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი
ქუეყანაი;
2. უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით
დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.
3. მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაი მისი
და ყოველსა ერსა შორის საკვირველებაი მისი.
4. რამეთუ დიდ არს უფალი და
ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროის ყოველთა ღმერთთა.
5. რამეთუ ყოველნი
ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნა.
6.
აღსაარებაი და ჰაეროვნებაი არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შეუნიერებაი
არს სიწმიდესა მისსა.
7. შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისაი,
შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.
8. შესწირევდით უფლისა დიდებასა
სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები და შევიდოდეთ ეზოთა მისთა.
9.
თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა, შეძრწუნდინ პირისა
მისისაგან ყოველი ქუეყანაი!
10. თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი
სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი
სიწრფოებით.
11. იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაი, აღიძარნ ზღუაი და
სავსებაი მისი.
12. იხარებდენ ველნი და ყოველი, რაი არს მათ შინა; მაშინ
იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი.
13. პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს,
რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და
ერნი ჭეშმარიტებითა თვისითა.
1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაი, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.
2.
ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვაი წარმართებაი
საყდრისა მისისაი.
3. ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი
მისნი.
4. გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაი.
5. მთანი ვითარცა ცვილი დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა
ქუეყანისა.
6. უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაი
მისი.
7. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ხელით-ქმნულთა და
რომელნი იქადიან კერპებითა მათითა, თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა
მისთა.
8. ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი
სამართალთა შენთათვის, უფალო.
9. რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა
ქუეყანასა ზედა, ფრიად აჰმაღლდი შენ უფროის ყოველთა ღმერთთა.
10. რომელთა
გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი
და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნეს იგინი.
11. ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა
და გულითა წრფელთა სიხარული.
12. იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და
აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
დიდებაი.
1. უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან;
აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.
2. აჩუენა
უფალმან მაცხოვარებაი თვისი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.
3.
მოიხსენა მოწყალებაი მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაი მისი - სახლსა ზედა
ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაი ღმრთისა
ჩუენისაი.
4. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით და იხარებდით
და აქებდით.
5. უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ხმითა ფსალმუნისაითა;
6. ნესტვითა ჭედილითა და ხმითა ნესტვისა რქისაითა ღაღადებდით წინაშე
მეუფისა უფლისა.
7. აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი
დამკვიდრებულნი მას შინა.
8. მდინარეთა აღიტყუელონ ხელითა თანად, მთანი
იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს.
9. რამეთუ მოვიდეს განკითხვად
ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.
1. უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ
ქუეყანაი.
2. უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა.
3.
აუარებდენ სახელსა შენსა დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს.
4. და
პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განმზადე სიწრფოებაი, განკითხვაი
და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.
5. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა
და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
6.
მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან
სახელსა მისსა; ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი.
7. და სუეტითა
ღრუბლისაითა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა
მისთა, რომელ მოსცნა მათ.
8. უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო,
შენ მომტევებელ ექმენ მათ და შურის მეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.
9. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა
მისსა; რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
1. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი.
2. ჰმონებდით უფალსა სიხარულით,
შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით.
3. და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს
უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ, ხოლო ჩუენ ვართ ერი
მისი და ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი.
4. შევიდოდეთ ბჭეთა მისთა
აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა
მისსა.
5. რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაი მისი, და
თესლითი თესლადმდე არს ჭეშმარიტებაი მისი.
1. წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო.
2. გიგალობდე და
გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა
გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა.
3. არა დავიდევ წინაშე თუალთა
ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ.
4. არა შემომეყო
მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე.
5. რომელი
იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან
იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი.
6. თუალნი ჩემნი
სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა
გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე.
7. არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა,
რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა
წინაშე თუალთა ჩემთა.
8. ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა
ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა
უშჯულოებისათა.
დიდებაი.
1. უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, და ღაღადებაი ჩემი შენდა შევედინ.
2.
ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ
ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.
3. რამეთუ მოაკლდა ვითარცა კუამლსა დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი ვითარცა
ქარქუეტი განხმეს.
4. იწყლა ვითარცა თივაი და განხმა გული ჩემი, რამეთუ
დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.
5. ხმითა სულ-თქუმისა ჩემისაითა შეჰხმეს
ხორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.
6. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოისასა და
ვიქმენ მე, ვითარცა ბუი ნატამალსა.
7. უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი
მხოლოი სართულსა ზედა.
8. მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი
ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.
9. რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჰსჭამე და
სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი.
10. პირისაგან რისხვისა და გულის
წყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე.
11. და დღენი ჩემნი
ვითარცა აჩრდილი წარხდეს, და მე ვითარცა თივაი განვხემ.
12. ხოლო შენ,
უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.
13. შენ
აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისაი, რამეთუ მოწევნულ
არს ჟამი.
14. რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა
სწყალობდენ.
15. და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა
მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა.
16. რამეთუ აღაშენოს უფალმან
სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა.
17. მოჰხედნა ლოცვასა ზედა
მდაბალთასა და არა შეურაცხ-ჰყო ვედრებაი მათი.
18. დაიწერენ ესე ნათესავად
სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა;
19. რამეთუ მოიხილა მაღლით
წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,
20. რაითა შეისმინოს
სულ-თქუმაი შებორკილებულთაი და განჰხსნეს ნაშობნი მოკლულთანი,
21. თხრობად
სიონს სახელი უფლისაი და ქებულებაი მისი - იერუსალემს,
22. შეკრებად ერისა
ერთად და მეფენი მონებად უფლისა.
23. მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა
მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთაი მითხარ მე.
24. და ნუ განმიყვანებ მე
კერძოთაგან დღეთა ჩემთაისა; თესლითი თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.
25.
დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი
არიან.
26. იგინი წარხდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი
დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ.
27. ხოლო
შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ,
28. ძენი მონათა
შენთანი დაემკვიდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.
1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა
წმიდასა მისსა.
2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა
მოცემულსა მისსა,
3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან,
რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4. რომელმან იხსნა
განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და
შეწყნარებითა;
5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი;
განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6. ჰყვნის წყალობანი უფალმან და
სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა
ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი,
სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე
ძვირი იხსენოს;
10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა
ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან,
განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12. რაოდენ
განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი
ჩუენნი.
13. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი
მისნი.
14. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი
ვართ.
15. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი
ეგრე აღყუავდეს;
16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და
არცა იცნას ადგილი მისი.
17. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე
უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18. და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე,
რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და
ყვნიან იგინი.
19. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი
ყოველთა ზედა ეუფლების.
20. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი,
ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა
მისთაი.
21. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი,
რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი
მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდებაი.
1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად,
აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,
2. შეიმოსე ნათელი ვითარცა
სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.
3. რომელმან დაჰრთნა წყლითა
ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი
იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
4. რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და
მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;
5. რომელმან დააფუძნა ქუეყანაი
სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.
6. უფსკრული
ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
7.
შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.
8.
აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ
იგინი.
9. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ
დაფარვად ქუეყანისა.
10. რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის
მთათა დიოდიან წყალნი;
11. ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ
კანჯარნი წყურილსა მათსა.
12. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ,
შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.
13. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან;
ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.
14. რომელმან აღმოუცენა თივაი
პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.
15.
და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და
პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.
16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი
ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
17. მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე
ყარყატთაი შერაცხილ მათდა.
18. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი
შესავედრებელად ყურდგელთა.
19. შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა
ჟამი დასლვისა თვისისაი.
20. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა
ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,
21. ლეკუნი ლომთანი მყვირალნი
ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.
22. აღმობრწყინდა მზე, და
შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.
23. გამოვიდეს კაცი საქმესა
თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.
24. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი,
უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.
25. ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა
არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;
26. მას ზედა ნავნი ვლენან.
ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.
27. ყოველნივე შენგან ელიან
მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;
28. მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო
აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.
29. ხოლო
გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და
მიწადვე თვისად მიიქციან.
30. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და
განაახლო პირი ქუეყანისაი.
31. იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე,
იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა. 32. რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა
და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.
33. ვაქებდე
უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
34.
ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
35.
მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა;
აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდებაი.
1. აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა
შორის საქმენი მისნი.
2. აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით
ყოველთა საკვირველებათა მისთა.
3. იქებოდეთ სახელითა მისითა წმიდითა;
იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათაი.
4. მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და
ეძიებდით პირსა მისსა მარადის.
5. მოიხსენეთ საკვირველებათა მისთაი, რომელ
ქმნა, სასწაულნი, და სამართალნი პირისა მისისანი.
6. ნათესავნი აბრაჰამისნი
მონანი მისნი, შვილი იაკობისნი რჩეულნი მისნი.
7. თავადი არს უფალი ღმერთი
ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.
8. მოიხსენა
უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი და სიტყუაი, რომელ ამცნო ათასამდე
ნათესავად,
9. რომელ-იგი დასდვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისააკის თანა.
10. და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად
საუკუნოდ.
11. ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანაი იგი ქანანისაი ნაწილად
მკვიდრობისა თქუენისა;
12. რამეთუ იყვნეს იგინი რიცხვით მცირე-მცირე და
მსხემ მას შინა.
13. და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად
სხუად.
14. არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთვის მეფეთა;
15. ნუ
შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ.
16. და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისაი შემუსრა.
17.
წარავლინა წინაისწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.
18.
დაამდაბლნეს ბორკილითა ფერხნი მისნი, რკინასა განვლო სულმან მისმან.
19.
ვიდრე მოწევნადმდე სიტყვისა მისისა, სიტყუამან უფლისამან გამოახურვა იგი.
20. მიავლინა მეფემან და განჰხსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.
21.
და დაადგინა იგი უფლად სახლისა თვისისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა
მისისა;
22. სწავლად მთავართა მისთა ვითარცა თავი თვისი, და მოხუცებულთა
მისთა განბრძნობად.
23. და შევიდა ისრაელი ეგვიპტედ, და იაკობ დაემკვიდრა
ქუეყანასა მას ქამისსა.
24. და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი
უფროის მტერთა მისთა.
25. გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და
ზაკუვად მონათა შორის მისთა.
26. წარავლინა მოსე მონაი მისი, და აჰრონ,
რომელი გამოირჩია თავისა თვისისა;
27. დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა
მისთანი, და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისსა.
28. მიავლინა მათდა
ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.
29. გარდააქცინა
სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყვიდნა თევზნი მათნი;
30. განამრავლა
ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთაისა.
31. თქუა, და
მოხდა ძაღლის მწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.
32. დასხნა წვიმანი
მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.
33. და დასცა
ვენახები მათი და ლეღუოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისაი.
34. თქუა, და მოხდა მკალი და ბუზი, რომლისა არა იყო რიცხვი;
35. შეჭამა
ყოველი თივაი ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა
მათისაი.
36. და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა, დასაბამად
ყოვლისა ტკივილისა მათისაი.
37. და გამოიყვანნა იგინი ოქროითა და ვეცხლითა,
და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.
38. იხარა ეგვიპტემან გამოსლვასა
მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.
39. განჰმარტა ღრუბელი საგრილად
მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.
40. ითხოვეს, და მოხდა
მწყერ-მარხილი, და პურითა ზეცისაითა განაძღნა იგინი;
41. სცა კლდესა, და
გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.
42. რამეთუ მოიხსენა
სიტყვისა წმიდისა თვისისა, რომელ ჰყო აბრაამის მიმართ მონისა თვისისა.
43.
და გამოიყვანა ერი თვისი სიხარულით და რჩეულნი მისნი შუებით.
44. და მისცა
მათ სოფლები წარმართთაი, და ნაშრომი ერთაი დაიმკვიდრეს,
45. რაითა დაიცვნენ
სამართალნი მისნი და ჰსჯული მისი მოიძიონ.
დიდებაი.
1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი.
2. ვინ-მე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ჰყვნეს
ყოველნი ქებულებანი მისნი?
3. ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და
ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.
4. მომიხსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა
შენისაითა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
5. რაითა ვიხილოთ ჩუენ
სიტკბოებაი რჩეულთა შენთაი და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა
შენისაითა, რაითა ვიქებოდით ჩუენ სამკვიდრებელთა შენთა თანა.
6. ვსცოდეთ
მამათა ჩუენთა თანა, უჰსჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ.
7. მამათა
ჩუენთა ეგვიპტეს შინა არა გულისხმა-ჰყვნეს საკვირველებანი შენნი, არცა
მოიხსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსვლასა ზღვისა მის
მეწამულისასა.
8. და იხსნა იგინი სახელისა მისისათვის, რაითამცა
გულისხმა-ჰყვეს ძლიერებაი მისი;
9. და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა და
განხმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;
10. და
განარინნა იგინი ხელისაგან მოძულეთაისა და იხსნნა იგინი ხელისაგან მტერთა
მათთაისა;
11. და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი
არა განერა.
12. და ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი და აქებდეს ქებულებასა
მისსა.
13. ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს
ზრახვასა მისსა.
14. და გულმან-უთქუა გულის-თქუმაი უდაბნოსა შინა, და
განსცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.
15. და მოსცა მათ თხოვაი მათი და მოუვლინა
სავსებაი სულსა მათსა.
16. და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ,
წმიდაი უფლისაი.
17. განეღო ქუეყანაი და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი
აბირონისი;
18. და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა
ცოდვილნი.
19. და ქმნეს ხბოი ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას;
20. და
ცვალეს დიდებაი მათი მსგავსად ხბოისა მის თივის მჭამელისა.
21. და
დაივიწყეს ღმრთისა მაცხოურისა მათისაი, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგვიპტეს
შინა,
22. საკვირველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი
მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.
23. და სთქუა მოსრვაი მათი, არა თუმცა
მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარე-მიქცევად გულის
წყრომაი მისი, რაითამცა არა მოსრნა იგინი.
24. და შეურაცხ-ჰყვეს ქუეყანაი
იგი გულის-სათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი;
25. დრტვინვიდეს
იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ხმაი უფლისაი.
26. და აღიღო ხელი
მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა.
27. და დაცემად თესლისა მათისა
წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.
28. და შეიბილწნეს
იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგებნი მკუდართაი.
29. და განარისხეს იგი
საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაი.
30. და დასდგა ფინეზ და
ლხინება-ჰყო, და დაეყენა სრვაი;
31. და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი
თესლადმდე მიუკუნისადმე.
32. და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა
ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთვის,
33. რამეთუ მათ განამწარეს სული
მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თვისითა.
34. და არა მოსრნეს ნათესავნი იგი,
რომელთაი ჰრქუა მათ უფალმან.
35. და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს
საქმენი მათნი;
36. და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;
37.
და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა.
38. და დასთხიეს სისხლი
უბრალოი, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაი, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას
ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა.
39. და შეიგინა საქმითა
მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.
40. და განრისხნა
გულის წყრომით უფალი ერსა თვისსა ზედა და მოიძაგა სამკვიდრებელი თვისი;
41.
და მისცნა იგინი ხელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი;
42. და
აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ხელსა მათსა.
43.
მრავალ გზის იხსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და
დამდაბლდეს უჰსჯულოებითა მათითა.
44. და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა,
რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაი;
45. და მოიხსენა აღთქუმისა
თვისისაი და შეინანა მრავლითა წყალობითა თვისითა;
46. და მისცნა იგინი
საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.
47. მაცხოვნენ ჩუენ,
უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაითა აუვაროთ
სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდეთ ჩუენ ქებულებითა შენითა.
48. კურთხეულ
არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე, და სთქუას ყოველმან
ერმან: იყავნ, იყავნ.
დიდებაი.
1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი,
2. თქუედ ხსნილთა უფლისათა, რომელნი იხსნა ხელისაგან
მტერთაისა,
3. და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავლით და
დასავალით და ჩრდილოით და ზღვით.
4. შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაი
ქალაქისა სამკვიდრებელისაი არა ჰპოეს.
5. ჰშიოდა და სწყუროდა, და სული
მათი მათგან მოაკლდა.
6. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა
მათთაგან იხსნნა იგინი.
7. და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაითა შევიდენ
იგინი ქალაქსა მკვიდრობისა მათისასა.
8. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი
და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
9. რამეთუ განაძღო სული ხუებული და
სული მშიერი აღავსო კეთილითა,
10. მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა
სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინისათა.
11. რამეთუ განამწარნეს
სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაი მაღლისაი განარისხეს;
12. და დამდაბლდა
შრომითა გული მათი მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა.
13. ღაღად-ჰყვეს
უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი.
14. და
გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი
განხეთქნა.
15. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი
მისნი ძეთა კაცთასა,
16. რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი
რკინისანი შეფქვნა.
17. შეეწია მათ გზისა მისგან უჰსჯულოებისა მათისა,
რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;
18. ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან
მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.
19. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ
ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი.
20. მოუვლინა სიტყუაი
მისი და განკურნნა იგინი და იხსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.
21.
აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
და
22. შესწირედ მისა მსხუერპლი ქებისაი და უთხრობდედ საქმეთა მისთა
სიხარულით.
23. რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა
შინა მრავალთა,
24. მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი
ღრმათა შინა.
25. თქუა, და აღსდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი
მისნი;
26. აღვლენან ცადმდე, შთავლენან უფსკრულადმდე; და სული მათი ძვირთა
შინა დადნებოდა.
27. შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთვრალნი, და ყოველი
სიბრძნე მათი დაინთქა.
28. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და
ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი
29. და უბრძანა ნიავ-ქარსა, და იქცა
ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;
30. და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და
მიუძღუა მათ ნავთ-საყუდელსა ნებისა მისისასა.
31. აუვარებდით უფალსა
წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა.
32. აღამაღლონ იგი
კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.
33.
დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი _ წყურიელად,
34.
ქუეყანაი ნაყოფიერი-ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაისა.
35. დასდვა
უდაბნოი ტბად წყალთა და ქუეყანაი ურწყული _ გამოსადინელად წყალთა;
36. და
დაამკვიდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა,
37. და
ითესეს ყანები და დაასხეს ვენახები და ჰყვეს ნაყოფი იფქლისაი.
38. და
აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.
39. და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძვირთაისა და სალმობისა.
40.
მიეფინა შეურაცხებაი მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და
არა-გზასა.
41. და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა
ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა.
42. იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და
ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თვისი.
43. ვინ არს ბრძენ და დაიცვას
ესე და გულისხმა-ჰყვნეს წყალობანი უფლისანი?
დიდებაი.
1. განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი
გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.
2. განიღვიძე, დიდებაო ჩემო,
განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა, მე განვიღვიძო განთიად.
3. აღგიარო შენ
ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის.
4. რამეთუ დიდ არს
ზეშთა ცათა წყალობაი შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი შენი.
5.
აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი.
6. რაითა იხსნეს საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და
შეგესემინ ჩემი.
7. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო
სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო.
8. ჩემი არს გალაად და ჩემი არს
მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი,
9.
მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი, იდუმიადმდე აღვიკუართენ ხამლნი ჩემნი, მე
უცხო თესლნი დამემორჩილნეს.
10. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა?
ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე?
11. არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა
განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
12. მომეც ჩუენ
შეწევნაი ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხოურებაი კაცისაი.
13. ღმრთისა მიერ
ვჰყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ჰყვნეს მტერნი ჩუენნი.
1. ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ.
2. რამეთუ პირი ცოდვილისაი და
პირი მზაკვარისაი ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთვის ენითა ზაკულითა.
3. და
სიტყვითა სიძულილისაითა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად.
4. სიყუარულისა
ჩემისა წილ მასმენდეს, ხოლო მე ვილოცევდ.
5. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა
წილ და სიძულილი სიყუარულისა წილ ჩემისა.
6. დაადგინე ცოდვილი მის ზედა,
და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა.
7. საშჯელისა მისისაგან გამოვედინ
დაშჯილი, და ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
8. იქმნედ დღენი მისნი
მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
9. იყუნედ შვილნი მისნი ობოლ,
და ცოლი მისი ქურივ.
10. შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ,
განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
11. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე,
რაიცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.
12. ნუ ეპოებინ მას
შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაი.
13. იყუნედ ნაშობნი მისნი
მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიხოცენ სახელი მისი.
14. აღიხსენედ
უჰსჯულოებაი მამათა მისთაი წინაშე უფლისა, და ცოდვაი დედისა მისისაი ნუ
აღიხოცებინ.
15. იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით
სახსენებელი მათი.
16. ამის წილ, რამეთუ არა მოიხსენა მან ყოფაი წყალობისაი
და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.
17. და შეიყუარა წყევაი, და მოვედინ მისა; და არა ინება კურთხევაი, და
განეშორენ მისგან.
18. და შეიმოსა წყევაი ვითარცა სამოსელი, და შთახდა
ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა.
19. ეყავნ მას
ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის
გარე-შეირტყამს.
20. ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე
და რომელნი იტყოდეს ძვირსა სულისა ჩემისასა.
21. და შენ, უფალო, უფალო,
ჰყავ ჩემ თანა სახელისა შენისათვის, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი.
22.
მიხსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა
ჩემ შორის.
23. და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე
ვითარცა მკალთა.
24. მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი ჩემნი
იცვალნეს ზეთისა მიერ.
25. და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და
შეხარნეს თავნი მათნი.
26. შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე
წყალობითა შენითა.
27. და ჰსცნედ, რამეთუ ხელი შენი ესე არს, და შენ უფალო,
ჰყავ ესე.
28. იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან
ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაი შენი იხარებდეს.
29. შთაიცუედ კდემაი,
რომელნი მასმენდეს მე, და გარე-შეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხვილი მათი.
30. აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას.
31. რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაითა იხსნას მდევართაგან სული
ჩემი.
დიდებაი.
1. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის
დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.
2. კუერთხი ძლიერებისაი
გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
3. შენ
თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა
შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ.
4. ფუცა უფალმან და არა შეინანოს:
შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
5. უფალი
მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი.
6. საჯოს
წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი
ქუეყანასა ზედა.
7. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს
თავი.
1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა
და შესაკრებელსა.
2. დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან
ყოველსა შინა ნებანი მისნი;
3. აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი
მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
4. სახსენებელ-ჰყო
საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.
5. საზრდელი მოსცა
მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი.
6. და ძალი
საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი
წარმართთაი.
7. საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი;
სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,
8. განმტკიცებულ არიან უკუნითი
უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.
9. ხსნაი მოუვლინა
ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ
სახელი მისი.
10. დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი
კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
1. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად.
2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი
იკურთხოს.
3. დიდებაი და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს
უკუნითი უკუნისამდე.
4. გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა,
მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ.
5. ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და
განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს.
6. სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.
7. ჰამბავისაგან ბოროტისა არა
ეშინოდის.
8. განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ
არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი.
9.
განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე,
რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა.
10. ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა
თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს.
დიდებაი.
1. აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
2. იყავნ სახელი
უფლისაი კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე;
3. მზის აღმოსავალითგან ვიდრე
დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაი.
4. მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა
უფალი, და ცათა შინა არს დიდებაი მისი.
5. ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი
ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ არს,
6. და მდაბალთა ხედავს ცათა
შინა და ქუეყანასა ზედა.
7. რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და
სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი.
8. რაითა დასუას იგი მთავართა თანა,
მთავართა თანა ერისა მისისათა;
9. რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა,
დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
1. გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან
ბარბაროზთაისა.
2. იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ
მისა.
3. ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
4.
მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
5.
რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც
მართლუკუნ?
6. მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა
კრავნი ცხოვართანი?
7. პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან
ღმრთისა იაკობისა,
8. რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე
განუკუეთელი წყაროებად წყალთა.
9. ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ
სახელსა შენსა ეც დიდებაი წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა.
10.
ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
11. ხოლო ღმერთმან
ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა.
12.
კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი;
13.
პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ,
14. ყურ ასხენ და არა
ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ,
15. ხელ ასხენ და არა განიხილვენ,
ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა.
16. ემსგავსნედ
მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
17. სახლი ისრაელისაი
ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა.
18. სახლი აჰრონისი
ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
19. მოშიშნი უფლისანი
ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა.
20. უფალმან მომიხსენნა ჩუენ
და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი.
21.
აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა.
22. შეგძინენ უფალმან
თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
23. კურთხეულ ხართ თქუენ
უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი.
24. ცანი ცათანი უფლისანი
არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა.
25. არა თუ მკუდარნი გაქებდენ
შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
26. არამედ ჩუენ
ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
1. შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი.
2.
რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას.
3.
გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს
მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე:
4. უფალო, იხსენ
სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ.
5.
დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.
6. მოიქეც, სულო ჩემო,
განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ.
7. რამეთუ იხსნა
სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი
ბრკოლისაგან.
8. სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა.
დიდებაი.
1. მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.
2. და
ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.
3. რაი მივაგო
უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?
4. სასუმელი ცხორებისაი მოვიღო და
სახელსა უფლისასა ვხადო.
5. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა
ერისა მისისა.
6. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.
7.
უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განხეთქენ
საკრველნი ჩემნი.
8. შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა
ვხადო.
9. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 10.
ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ.
1. უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;
2.
რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს
უკუნისამდე.
1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი;
2. თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
3. თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ
უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
4. თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ
კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
5. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა,
და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.
6. უფალი არს მწე ჩემდა, არა
შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან?
7. უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე
მტერნი ჩემნი.
8. კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი
კაცისა მიმართ;
9. კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი
მთავართა მიმართ.
10. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა
უფლისაითა ვერეოდი მათ.
11. გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა
უფლისაითა ვერეოდი მათ;
12. მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და
აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი
მათ;
13. მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე.
14. ძალი
ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.
15. ხმაი სიხარულისაი
და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა:
16. მარჯუენემან უფლისამან ქმნა
ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა
ძალი.
17. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი
უფლისანი.
18. სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.
19. განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.
20. ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა.
21. აღგიარო
შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
22. ლოდი, რომელი
შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;
23. უფლისა მიერ იყო
ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
24. ესე არს დღე, რომელ ქმნა
უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
25. უფალო, მაცხოვნე მე,
უფალო, წარმიმართე მე.
26. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა;
გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა.
27. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა
ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე
საკურთხეველისათა.
28. ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი
ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ
ჩემდა მაცხოვარ.
29. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე
არს წყალობაი მისი.
დიდებაი.
1. ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა.
2.
ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა
გამოიძინენ იგინი.
3. რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა
ვიდოდეს.
4. შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
5.
წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა.
6. მაშინ
არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.
7.
აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი
სიმართლისა შენისანი.
8. სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე
ფრიად.
9. რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ
სიტყუანი შენნი.
10. ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ
მე მცნებათაგან შენთა.
11. გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი,
რაითა არა შეგცოდო შენ.
12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე
სიმართლენი შენნი.
13. ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა
შენისანი.
14. გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა
სიმდიდრითა.
15. მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი
შენნი.
16. სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი
შენი.
17. მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
18.
განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა
შენისანი.
19. მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა
შენთა.
20. სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა
ჟამსა.
21. შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს
მცნებათაგან შენთა.
22. მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ
წამებანი შენნი გამოვიძიენ.
23. და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის
ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
24. და რამეთუ
წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი
შენნი.
25. მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
26.
გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
27. გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე
საკვირველებათა შენთა.
28. მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე
სიტყვითა შენითა.
29. გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა
შენითა შემიწყალე მე.
30. გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი
შენნი მე არა დავივიწყენ.
31. შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ
მე.
32. გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
33.
ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი
მარადის.
34. გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო
იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
35. მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა,
რამეთუ იგი მთნდა მე.
36. მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ
ანგაჰრებასა.
37. მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და
გზასა შენსა მაცხოვნე მე.
38. დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი,
რაითა მეშინოდის მე შენგან.
39. მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა
ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
40. ესერა გულმან მითქუა
მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
41. და მოვედინ ჩემ ზედა
წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა.
42. და
მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
43.
და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე
სამართალთა შენთა ვესავ.
44. და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე
და უკუნითი უკუნისამდე.
45. და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი
გამოვიძიენ.
46. და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა
მრცხუენა.
47. და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად.
48. და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა
შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.
49. მომახსენე სიტყუაი შენი
მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
50. ამან ნუგეშინის-მცა მე
სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
51.
ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა
გარდავიქციე.
52. მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და
ნუგეშინის-მეცა მე.
53. ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს
ჰსჯული შენი.
54. საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას
მწირობისა ჩემისასა.
55. მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ
ჰსჯული შენი.
56. ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
57.
ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი.
58.
ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ
შენისა.
59. განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა
შენთა.
60. განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი
შენნი.
61. საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა
დავივიწყე.
62. შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის
სიმართლისა შენისათა.
63. შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა
დაიცვნიან მცნებანი შენნი.
64. წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს
ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
65. სიტკბოებაი ჰყავ მონისა
შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა.
66. სიტკბოებაი და სწავლულებაი და
მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
67. პირველ
დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე.
68. ტკბილ
ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
69.
განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა
გამოვიძინე მცნებანი შენნი.
70. შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე
ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე.
71. კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა
ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
72. კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი
უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა.
დიდებაი.
73. ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და
ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
74. მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და
იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
75. გულისხმა-ვყავ, უფალო,
რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და შეჭმარიტად დამამდაბლე მე.
76. იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა
შენისა.
77. მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ
ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
78. ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ
სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა
შენთა.
79. მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
80. იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე.
81. მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე
სიტყუათა შენთა ვესავ.
82. მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა,
მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?
83. რამეთუ ვიქმენი, ვითარცა
თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
84. რაოდენ-მე
არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა
ჩემთაგან?
85. მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული
შენი უფალო.
86. ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ
მდევნიდეს, შემეწიე მე.
87. წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე
არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
88. წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და
დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
89. უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი
დაადგრების ცათა შინა.
90. და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი;
დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს.
91. ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ
ყოვლითურთ გმონებს შენ.
92. არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა,
მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
93. უკუნისამდე არა
დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
94. შენი
ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
95. მელოდეს მე
ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ.
96. ყოვლისა
დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად.
97. რაბამად
შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
98. უფროის
მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი
არიან.
99. უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ
წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
100. უფროის მოხუცებულთასა
გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
101. ყოვლისაგან გზისა
უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
102.
სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე.
103.
რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა
ჩემსა!
104. მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი
გზაი სიცრუვისაი.
105. სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ _
ალაგთა ჩემთა.
106. ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი
სიმართლისა შენისანი.
107. დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე
სიტყვისაებრ შენისა.
108. ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და
სამართალნი შენნი მასწავენ მე.
109. სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს
მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
110. დამირწყეს მე ცოდვილთა
მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
111. დავიმკვიდრენ წამებანი
შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
112. მოვდრიკე გული
ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა.
113. უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე.
114. შემწე და
ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
115. მისდერკით
ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
116. შემეწიე
მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან
ჩემისა.
117. შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა
ყოველსა ჟამსა.
118. შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან
შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
119. გარდამავალად
შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი
შენნი.
120. განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა
შენთაგან შემეშინა.
121. ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე
მავნებელთა ჩემთა.
122. შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა
შემწამებენ მე ამპარტავანნი.
123. მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა
მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
124. ჰყავ მონისა
შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
125.
მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი.
126.
ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი.
127.
ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა;
128.
ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი
სიცრუვისაი მოვიძულე.
129. საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის
გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
130. განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი
განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა.
131. პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე
სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.
დიდებაი.
132. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა
სახელისა შენისათა.
133. სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ
მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი.
134. მიხსენ მე ცილის წამებისაგან
კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.
135. გამოაჩინე პირი შენი მონისა
შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
136. ნაკადულნი წყალთანი
გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი.
137. მართალ
ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
138. ამცენ სიმართლე
წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
139. განმკაფა მე შურმან შენმან,
რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა.
140. გამოხურვებულ არს
სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
141. ყრმა ვარი მე
და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
142. სიმართლე შენი
სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი _ ჭეშმარიტ.
143. ჭირთა და ღუაწლთა
მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
144. სიმართლით არიან
განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე.
145.
ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი
შენნი მოვიძინე.
146. ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი
შენნი.
147. აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა
ვესავ.
148. აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
149. ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა
მაცხოვნე მე.
150. მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა
შენსა განეშორნეს.
151. ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი
ჭეშმარიტებით არიან.
152. დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ
უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
153. იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე,
რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
154. საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და
სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე.
155. შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ
სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.
156. წყალობანი შენნი მრავალ არიან,
უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
157. მრავალ არიან მდევარნი ჩემნი
და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
158.
ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს,
159. იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა
მაცხოვნე მე.
160. დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და
უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
161. მთავარნი
მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.
162.
ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი.
163.
ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე.
164. შვიდ გზის
დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
165.
მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს
მათ თანა საცთურ.
166. ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი
შენნი შევიყუარენ.
167. დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა
იგინი ფრიად.
168. დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ
ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
169. მიეახლენ ლოცვაი ჩემი
წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე.
170. შევედინ
შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე.
171.
აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი
შენნი.
172. თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი
მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
173. იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა,
რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
174. მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო,
და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
175. ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ,
და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.
176. შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი
წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.
დიდებაი.
1. ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი.
2. უფალო,
იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუვარისაგან.
3. რაი მოგეცეს
შენ, ანუ რაი შეგეძინოს შენ ენისათვის მზაკუვარისა.
4. ისარნი ძლიერისანი
ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოხრებისათა.
5. ვაი მე, რამეთუ განმიგრძდა
მე მწირობაი ჩემი, და დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.
6. მრავალ
ჟამ დაიმკვიდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშვიდობისათა, და მე ვიყავ
მამშვიდებელ.
7. რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.
1. აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი.
2.
შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი.
3. ნუ მისცემ
შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
4. აჰა არა ჰრულეს, არცა
დაიძინოს მცველმან ისრაელისამან.
5. უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ
შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
6. მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა
მთოვარემან ღამე.
7. უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული
შენი უფალმან.
8. უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი
ამიერითგან და უკუნისამდე.
1. ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.
2. დადგრომილ
იყვნეს ფერხნი ჩუენნი ეზოთა შენთა, იერუსალემ.
3. იერუსალემი შენებულ არს
ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელნი მისნი მის თანა.
4. რამეთუ მუნ აღხდეს
ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაელისა და აღსარებად სახელისა
უფლისა;
5. რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი საშჯელისანი, საყდარნი სახლსა მას
შინა დავითისსა.
6. იკითხეთ მშვიდობაი იერუსალემისაი და განგებულებაი
მოყუარეთა შენთაი.
7. იყავნ მშვიდობაი ძალითა შენითა და იეფობაი
გოდოლ-ტაძრებსა შენსა.
8. ძმათა ჩემთათვის და მეგობართა ჩემთათვის ვიტყოდე
მე მშვიდობასა შენთვის.
9. სახლისათვის უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე
კეთილი შენ.
1. შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
2. აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთაისა და
ვითარცა თუალნი მხევლისანი ხელთა მიმართ დედოფლისა თვისისათა, ეგრეცა
თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.
3. მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ
შეურაცხებითა.
4. უფროისად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაითა და
შეურაცხებითა ამპარტავანთაითა.
1. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაელმან.
2. არა თუმცა უფალი
იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღსდგებოდეს ჩუენ ზედა, ცხოველნიმცა ვიდრემდე
შთამნთქნეს ჩუენ,
3. რაჟამს განრისხნა გულის წყრომაი მათი ჩუენ ზედა;
წყალთამცა ვიდრემდე დამნთქნეს ჩუენ,
4. ღუარსა განხდა სული ჩუენი.
5.
განხდა-მეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა?
6. კურთხეულ არს
უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა.
7. სული ჩუენი
ვითარცა სირი განერა მახისა მისგან მონადირეთაისა; საფრხე შეიმუსრა, და
ჩუენ განვერენით.
8. შეწევნაი ჩუენი სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნნა
ცანი და ქუეყანაი.
დიდებაი.
1. რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს. 2. მთანი გარემოის მისსა, და უფალი გარემოის ერისა თვისისა ამიერითგან და უკუნისამდე. 3. რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთაი ნაწილსა ზედა მართალთასა, რაითა არა მიყუნენ მართალთა უჰსჯულოებად ხელნი მათნი. 4. კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა. 5. ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უჰსჯულოებისათა, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.
1. რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუ სიონისაი, ვიქმნენით ჩუენ
ნუგეშინისცემულ.
2. მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაი ჩუენი
გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფაი მათ თანა.
3. განადიდა უფალმან ყოფაი ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან.
4.
მოაქციე, უფალო, ტყუ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. 5
. რომელნი სთესვიდენ
ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ.
6. მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს,
რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა
მოაქუნდა მჭელეულები მათი.
1. არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი;
არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი.
2.
ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაი, აღსდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი
შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.
3. აჰა
სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი ნაყოფი მუცლისაი.
4. ვითარცა ისარი ხელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყუნენ ძენი განყრილთანი.
5. ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნებაი თვისი მათგან, არა ჰრცხუენოდის,
რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.
1. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან
გზათა მისთა.
2. ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი
გეყოს შენ.
3. ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა.
4. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთის-ხილისანი გარემოის ტაბლისა
შენისა.
5. აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა.
6.
გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაი ყოველთა
დღეთა ცხოურებისა შენისათა.
7. და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი,
მშვიდობაი ისრაელსა ზედა.
1. მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაელმან.
2.
მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.
3. ბეჭთა
ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უჰსჯულოებაი მათი.
4. უფალმან
მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
5. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ
ყოველნი მოძულენი სიონისანი.
6. იქმნედ იგინი ვითარცა თივაი ერდოთაი,
რომელი იგი ვიდრე მოფხურადმდე განხმა.
7. რომლისაგან არა აღივსო ხელი თვისი
მომკალმან და არცა წიაღი რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა.
8. და არა
ჰრქუეს, რომელნი იგი თანა-წარჰვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევაი უფლისაი თქუენ
თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა.
დიდებაი.
1. ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა
ჩემისაი;
2. იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
3. უკეთუ
უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ
არს ლხინებაი.
4. სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან
ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.
5. სახუმილავითგან
განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი
უფალსა.
6. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ
გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.
1. უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა
ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკვირველესთა ჩემთა თანა.
2. არამედ
დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი, ვიქმენ მე, ვითარცა
ყრმაი, განყენებული სძისაგან დედისა თვისისა, რაითამცა მოაგე ესე სულსა
ჩემსა.
3. ესევდინ ისრაელი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
1. მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.
2. ვითარ-იგი ეფუცა
უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა.
3. უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა
სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა.
4. ანუ თუ
ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა.
5. ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
6.
ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვჰპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა.
7.
შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი
მისნი.
8. აღსდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი
სიწმიდისა შენისაი.
9. მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი
იხარებდენ.
10. დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა
ცხებულისაგან შენისა.
11. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა
შეურაცხ-ჰყოს იგი, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.
12.
და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა ჰსჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ
ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.
13.
რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა.
14. ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო,
რამეთუ მთნავს ესე.
15. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი
მისნი განვაძღნე პურითა.
16. მღუდელთა მისთა შევმოსო ცხოურებაი, და წმიდანი
მისნი სიხარულით იხარებდენ.
17. მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განუმზადე
სანთელი ცხებულსა ჩემსა.
18. მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხვილი, ხოლო მის
ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.
1. აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი
ძმათაი ერთად.
2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა
ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა
მისისათა.
3. ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა;
რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევაი და ცხოურებაი უკუნისამდე.
1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ
სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
2. ღამესა აღიპყრენით
ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა.
3. გაკურთხოს შენ
უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი.
დიდებაი.
1. აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,
2. რომელნი სდგათ
სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
3. აქებდით უფალსა,
რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
4.
რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად.
5. რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი
უფროის ყოველთა ღმერთთა;
6. ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა
შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
7.
აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად
გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა,
8. რომელმან
დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;
9. გამოავლინნა
სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა
მისთა;
10. რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი;
11. სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი
ქანანისანი;
12. და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად
ისრაელსა, ერსა თვისსა.
13. უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი
შენი თესლითი თესლადმდე.
14. რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და
მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
15. კერპნი წარმართთანი
ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.
16. პირ ათქს, და არა
იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ,
17. ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ,
რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
18. ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და
ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.
19. სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა,
სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა,
20.
მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
21. კურთხეულ არს უფალი სიონით
გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.
1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი;
2. აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი;
3. აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
4. რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
5. რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ
უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
6. რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა
ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
7. რომელმან ჰქმნნა ნათელნი
დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
8. მზე
მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
9. მთოვარე და
ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
10. რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
11. და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე
არს წყალობაი მისი;
12. ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ
უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
13. რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად,
რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
14. და განიყვანა ისრაელი შორის
მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
15. და შთასთხია ფარაო და
ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
16.
რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი;
17. რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
18. და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
19. სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
20. და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი;
21. და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
22. სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ
უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
23. რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა
მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
24. და
მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
25.
რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი;
26. აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი.
1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს
მოვიხსენეთ ჩუენ სიონი.
2. ძეწნთა ზედა შორის მისთა მუნ დავჰკიდენით
საგალობელნი ჩუენნი.
3. რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი
სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა, გვიგალობდით
ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.
4. ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა
ქუეყანასა უცხოსა.
5. უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ
მარჯუენეცა ჩემი.
6. აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ
და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას
სიხარულისა ჩემისასა.
7. მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი
იერუსალემისაი, რომელნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე
მისა.
8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ
მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ.
9. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს
ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა.
დიდებაი.
1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა
გიგალობდე შენ, რამეთუ ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი.
2. და
თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა და აუარო სახელსა შენსა წყალობითა
შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაი
შენი.
3. რომელსა დღესა გხადოდე შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ
განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა.
4. აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი
მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი,
5.
და გიგალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაი უფლისაი.
6.
რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის.
7.
ვიდოდი-ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ
ჩემდა ხელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან.
8. უფალმან მიაგოს
ჩემ წილ; უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ
უგულებელს-ჰყოფ.
1. უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომაი ჩემი, და აღდგომაი
ჩემი,
2. შენ გულისხმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით;
3. ალაგნი ჩემნი და
ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაისწარ იხილენ;
4. რამეთუ არა არს ზაკუვაი ენასა ჩემსა;
5. აჰა უფალო, შენ სცან ყოველი
უკანასკნელი და დასაბამისაი, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ხელი შენი.
6.
საკვირველ იქმნა ცნობაი შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.
7.
ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი?
8.
აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;
9.
აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა
ზღვისასა,
10. და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან
შენმან შემიწყნაროს მე.
11. და ვსთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე
განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა.
12. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა
დაბნელდეს, და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა
ნათელი მისი.
13. რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე
დედის მუცლით ჩემითგან.
14. აღგიარო შენ, რამეთუ საშინლად საკვირველ იქმენ;
საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად.
15. არა
დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი
ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა.
16. რომელ-იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა
შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა
იყოს ნაკლულევანებაი მათ შორის.
17. ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს
მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი.
18. აღვრაცხნე
იგინი, და უფროის ქვიშისა განმრავლდენ; განვიღვიძე, და მერმეცა მე შენ
თანა ვარ.
19. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი
განმეშორენით ჩემგან.
20. რამეთუ მხდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა;
დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი.
21. ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო,
მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი?
22. სიძულილითა სრულითა
მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე.
23. განმცადე მე, ღმერთო, და
ჰსცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისხმა-ჰყვენ ალაგნი ჩემნი.
24. და
იხილე, არს თუ გზაი უჰსჯულოებისაი ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას
საუკუნესა.
1. განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუისაგან
მიხსენ მე,
2. რომელთა ზრახეს უჰსჯულოებაი გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა
განაწყობენ ბრძოლათა;
3. აღილესეს ენაი მათი ვითარცა გუელისაი, და გესლი
ასპიტთაი ბაგეთა მათთა.
4. მიცევ მე, უფალო, ხელისაგან ცოდვილისა და კაცთა
უსამართლოთაგან მიხსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაი სლვათა ჩემთაი;
5.
დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერხთა
ჩემთათვის,
6. და გარემოის ალაგთა საცთური დამიდგეს მე.
7. ვარქუ უფალსა:
ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ხმაი ლოცვისა ჩემისაი.
8. უფალო,
უფალო, ძალო ცხოურებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა
ბრძოლისასა.
9. ნუ მიმცემ მე, უფალო, გულის-თქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა;
განიზრახეს ჩემთვის ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.
10. თავმან
შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.
11.
დაეცემოდინ მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაამხუნე იგინი გლახაკებითა,
და ვერ დაუთმონ.
12. კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა, კაცი
ცრუი ძვირმან მოინადიროს განსახრწნელად.
13. უწყი, რამეთუ ყოს უფალმან
საშჯელი გლახაკთაი და სამართალი დავრდომილთაი.
14. ხოლო მართალთა აუარონ
სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკვიდრონ წინაშე პირსა შენსა.
დიდებაი.
1. უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა
ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
2. წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა
საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.
3.
დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.
4. ნუ
მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა
ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე
რჩეულთა მათთა თანა.
5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე;
ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი
ნებასა მათსა.
6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ
სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.
7. ვითარცა სისქე მიწისაი განიპო
ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.
8. რამეთუ
შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა
ჩემსა.
9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან,
რომელნი იქმან უშჯულოებასა.
10. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი;
მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?
1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ
ვილოცე.
2. განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა
მიუთხრა.
3. მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი
ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.
4. ვხედევდ მარჯულ
ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან,
და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.
5. ღაღად-ვჰყავ შენდამი,
უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას
ცხოველთასა.
6. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ
მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
7. გამოიყვანე
საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი
ვიდრემდის მომაგო მე.
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი
ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ
სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი
ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად
ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და
მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5.
მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და
ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და
სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი,
უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან,
და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად
წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა
ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან,
უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა
წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა
შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე
მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ
მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი.
1. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი
და თითთა ჩემთა ბრძოლაი.
2. წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო
ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან
დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.
3. უფალო, რაი არს კაცი, რამეთუ ეცნობე
მას, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ შეჰრაცხე იგი.
4. კაცი ამაოებასა მიემსგავსა,
და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ.
5. უფალო, მოდრიკენ ცანი და
გარდამოხედ შეახე მთათა და კუმოდიან.
6. გამოაბრწყინვენ ელვანი და
განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი.
7.
გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა,
ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა.
8. რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და
მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.
9. ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე
შენ და ათძალითა საფსალმუნისაითა გიგალობდე შენ.
10. რომელმან მისცა
ცხოურებაი მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონაი თვისი მახვილისაგან
ბოროტისა.
11. მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა,
რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.
12. რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან
სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა
მსგავსებაი ტაძრისაი.
13. საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან
ურთიერთას. ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა
მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან.
14. არა არს დაცემაი ზღუდისაი, არცა
განსავალ, არცა ღაღადებაი უბნებსა მათსა.
15. ჰნატრეს ერსა მას, რომლისა
ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.
1. აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი,
უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
2. ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო
სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
3. დიდ არს უფალი და ქებულ
ფრიად, და სიდიდისა მისისაი არა არს დასასრულ.
4. ნათესავი და ნათესავი
აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.
5. დიდად შუენიერებასა
დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა
მიუთხრობდენ.
6. და ძალი საშინელებათა შენთაი თქუან და სიმდიდრესა შენსა
მიუთხრობდენ.
7. ხსენებაი მრავალი სიტკბოებისა შენისაი აღმოთქუან და
სიმართლითა შენითა იხარებდენ.
8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი,
სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9. ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და
წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
10. აღგიარებდედ შენ, უფალო,
ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.
11. დიდებაი
სუფევისა შენისაი წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან.
12. უწყებად ძეთა
კაცთა ძლიერებაი შენი და დიდებაი დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაი.
13. სუფევაი შენი სუფევაი არს ყოველთა საუკუნეთაი, და მეუფებაი შენი
ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; სარწმუნო არს უფალი ყოველთა შენთა
სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
14.
განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.
15. თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.
16. აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.
17.
მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა
საქმეთა მისთა.
18. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა,
რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.
19. ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და
ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი.
20. დაიცვნეს უფალმან
ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.
21. ქებულებასა
უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა
წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
დიდებაი.
1. აქებს სული ჩემი უფალსა.
2. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა
უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
3. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა
კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.
4. გამოვიდის სული მისი და
მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი
მისნი.
5. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი
მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;
6. რომელმან ქმნნა ცანი და
ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ
ჭეშმარიტებასა უკუნისამდე;
7. ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი
მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი;
8. უფალმან განაბრძვნის ბრმანი
უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
9. უფალმან
დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი
წარწყმიდოს.
10. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ თესლითი
თესლადმდე.
1. აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაი, ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ
ეყავნ ქებაი.
2. აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი
შეკრიბნეს.
3. რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხვნნის
წყლულებანი მათნი.
4. რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკვლავთაი და
ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
5. დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი
და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვი.
6. შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან,
ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.
7. აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და
უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა.
8. რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და
განუმზადის წვიმაი ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაი მთათა და მწუანე
სამსახურებელად კაცთა;
9. რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა
ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
10. არა თუ ძლიერებაი ცხენისაი უნდა, არცა
სხვილბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს.
11. არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი
მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.
1. აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ;
2. რამეთუ
განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,
3.
რომელმან დასხნა საზღუარნი შენნი მშვიდობით და სიპოხითა იფქლისაითა
განგაძღო შენ;
4. რომელმან მოავლინის სიტყუაი მისი ქუეყანად, და სწრაფით
რბინ ბრძანებაი მისი;
5. დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა
ნაცარი მიჰფინის;
6. რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე
ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს?
7. მოავლინის სიტყუაი მისი და დაადნვის იგი;
ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;
8. რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა
იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა _ ისრაელსა.
9. არა უყო ესრეთ
ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ.
დიდებაი.
1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2. აქებდით მას
ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3. აქებდით მას
მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4. აქებდით
მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5. აქებდით სახელსა უფლისასა,
რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6. და
დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა,
რომელი არა წარხდეს.
7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი
უფსკრულნი;
8. ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი,
რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი
ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10. მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი,
ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11. მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი
ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12. ჭაბუკნი და ქალწულნი,
მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა
სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14. და
აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა
ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა
წმიდათასა.
2. იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი
სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა,
ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი
და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5. იქადოდიან წმიდანი დიდებითა და
იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6. ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა,
და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7. ყოფად შურის-გებაი წარმართთა
შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8. შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და
დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9. ყოფად მათ შორის სასჯელი
დაწერილი; დიდებაი ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
1. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა
მისისაითა.
2. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა
სიმდიდრითა მისითა.
3. აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას
ფსალმუნითა და ებნითა.
4. აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას
ძნობითა და ორღანოითა.
5. აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას
წინწილითა ღაღადებისაითა.
6. ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიდებაი.
უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა
ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა.
ხელთა ჩემთა ქმნეს
საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი.
და ვინ-მე მიუთხრას ესე
უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა.
და თავადმან გამოავლინა
ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა
ცხებულისა მისისაითა.
ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს
იგინი უფალსა.
განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე
კერპთა მიმართ თვისთა;
ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი
მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა.