ანტიქრისტე

ილუმინატების ბანქოს წინასწარმეტყველება

გთავაზობთ დაათვალიეროთ სათამაშო ბანქო, რომელიც გამოიცა 1995 წელს. ბანქოს გამომცემელია კანტორა Steve Jackson Games. თამაშს, რომელსაც ამ ბანქოთი თამაშობენ, "ილუმინატები" ეწოდება. თითქოსდა ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული თამაშია, მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ ის გამოიცა 1995 წელს, ხოლო ზოგიერთი მოვლენა, რომელიც ბანქოზეა დახატული, უკვე 1995 წლის შემდეგ აღსრულდა. სხვათა შორის, ამ თამაშმა მიიღო ბანქოს საუკეთესო თამაშის პრიზი - 1995 Origins Award for Best Card Game.

თამაშის მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა და მსოფლიოზე გაბატონება. თამაშის საერთო მიზანი, ზუსტად ემთხვევა ე. წ. მსოფლიო მთავრობის განზრახვას. მაგრამ, მოდი, მივყვეთ თანამიმდევრობით.



დავიწყოთ იმ მოვლენების მიმოხილვით, რომლებიც 1995 წლამდე მოხდა


1. პირველი კარტი (ბანქო), რომელსაც დავათვალიერებთ, არის - გადაწერილი ისტორია.
ყველა დროსა და ეპოქაში გამარჯვებულები მოხერხებულად, საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მოირგებდნენ ხოლმე ისტორიას. თანამედროვე "გამარჯვებულებიც" იგივეს აკეთებენ.


2.სუბლიმაცია. თავისთავად სუბლიმაცია ეს არის უნარი მოიხსნა  შინაგანი დაძაბულობა ენერგიის გადამისამართებით. ბანქოს მიხედვით შეგიძლიათ მიხვდეთ საითკენ მიდის იგი, - ჭიქაში ჩაგდებულ ყინულის სამ ნაჭერზე და სამ ნამცხვარზე მკაფიოდ იკითხება სიტყვა SEX. აი, საითკენ მიდის და სად განიმუხტება ჩვეულებრივ ადამიანთა დაძაბულობა. გართობა და სექსი - ეს არის სამსახურეობრივი პრობლემებისგან, მთავრობაზე უკმაყოფილებისგან და ა. შ. "განტვირთვის" საშუალება.

ხორცის მჭამელი ბაქტერია

3. სიონელი ბრძენკაცები (სიონის პრიორატი). ეს არის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ფიგურირებს მთელ რიგ ლიტერატურულ (და არა მარტო) თხზულებებში დაწყებული 1970-იანი წლებიდან. ზოგიერთ მათგანში ამტკიცებენ, რომ ეს საზოგადოება დღემდე არსებობს.

სიონელი ბრძენკაცები

ახლა კი შევხედოთ იმ მოვლენებს, რომლებიც 1995 წლის შემდეგ მოხდა
და რომლითაც "დამშვენებულია" ბანქო

4. ტერორისტული შეტევა. 2001 წლის 11 სექტემბრის ყველასთვის ცნობილი მოვლენა.


11 სექტემბრის ტერაქტი

5. პენტაგონი. იმავე 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენა, როდესაც მოხდა აფეთქება პენტაგონში.


პენტაგონი

6. საბაზრო სპეკულაციები. 2001 წელი გახდა მსოფლიო ეკონომიკის ე. წ. სპეკულატიური ზრდადობის ნიშნული. სპეკულაციის საბოლოო შედეგი მივიღეთ 2009 წელს, როდესაც აშშ-ში დადგა იპოთეკური კრიზისი, რასაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი მოჰყვა.

ეკონომიკური კრიზისი

7. ენერგეტიკული კრიზისი.

ენერგეტიკული კრიზისი

8. ნაციონალიზაცია. ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ პირველი ძირითადი ნაბიჯი ეს არის მსხვილი კორპორაციების ნაციონალიზაცია და ამ კორპორაციათა ძალაუფლების გაუქმება. შთანთქმა წარმოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით (არა მარტო აშშ-ში).

ნაციონალიზაცია

9. ბანკების შთანთქმა. დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის როლის გაძლიერება. ეს არის ნაციონალიზაციის შედეგი. შთაინთქმებიან არა მარტო ბანკები, არამედ სხვა ფინანსური ორგანიზაციები.

ბანკების შთანთქმა

10. ახალი ფედერალური ბიუჯეტი. იმავე წელს, აშშ-ში მიიღეს მანამდე გაუგონარი ბიუჯეტი 800 მლრდ.-იანი დეფიციტით. მომდევნო წელს (2009 წლის აპრილს) G20 ღებულობს გადაწყვეტილებას ამ ეკონომიკაში გადაუშვას 4,5 ტრილიონი დოლარი. ამრგიად, ფული გამოყოფილია, მაგრამ "სად არის ფული, ძვირფასო"?

ახალი ფედერალური ბიუჯეტი

11 მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს დანახარჯთა შემცირება. ყველაფერ მარტივადაა - ფულის არარსებობის გამო იხურება სახელმწიფო ობიექტები (მაგალითად, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა. შ.).

დანახარჯთა შემცირება

12 დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ღორის გრიპი - ადამიანებისა და ცხოველების დაავადების პირობითი სახელწოდება, რომელსაც გრიპის ვირუსის შტამი იწვევს. სახელწოდება ფართოდ გავრცელდა პრესაში 2009 წლიდან.

ახალი ფედერალური ბიუჯეტი

13 კარანტინი. იმავე წლიდან მთელ რიგ ქვეყნებში შემოაქვთ კარანტინი ღორის გრიპთან დაკავშირებით.  ვირუს "მექსიკელის" (A/H1N1) თავისებურება არის ის, რომ შეიცავს ადამიანის, ღორის და ფრინველის გრიპის ფრაგმენტებს. ამგვარი ჰიბრიდის გამოჩენა ბუნებრივი გზით ძალზედ საეჭვოა და ნაკლებად სავარაუდოა, რის გამოც არ წყდება დავა და კამათი მისი ხელოვნური წარმოშობის შესახებ. ასე, მაგალითად, ერთმა ვისუოლოგმა ედრიან გიბსმა გამოაცხადა, რომ "ეს ვირუსი ლაბორატორიული ტიპისა". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, თავის მხრივ, უარყო ავსტრალიელი ვირუსოლოგის ეს განცხადება.

კარანტინი

14. ნავთობის კატასტროფა. ეს ამბავი მოხდა 2010 წელს. ამ წლის 20 აპრილს Deepwater Horizon-ის ნავთობპლატფორმაზე, რომელიც მდებარეობს ლუიზიანის ნაპირებიდან 80 კილომეტრის მოშორებით, მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად პლატფორმაზე მყოფი 126 მენავთობედან დაიღუპა 11 ადამიანი. 22 აპრილს პლატფორმა ჩაიძირა. შედეგად, ჭაბურღილი დაზიანდა სამ ადგილას, რომლიდანაც ინტენსიურად იღვრებოდა ნავთობი.

ნავთობის კატასტროფა

ახლა კი ყველაზე საინტერესო: რა გველოდება მომავალში?

15. საგადასახადო რეფორმა. მარტივად რომ ვთქვათ - გადასახადები გაიზრდება. ყოველივე ამას ხსნიან უდიდესი საბიუჯეტო დეფიციტებით. მსგავსი რამ უკვე იწყება განვითარებულ ქვეყნებში. რუსეთში კანონთა ნაწილი უკვე მიღებულია. ასე, მაგალითად, 2011 წლიდან რუსეთის საპენსიო ფონდში გადასახადი 26%-დან 32%-მდე გაიზრდება. ყველაზე მეტად ეს ცვლილება შეეხება მცირე ბიზნესს, რომელიც გამარტივებულ საგადასახადო სისტემაზე არსებობს რადგან თუ ადრე ისინი მუშებს ართმევდნენ თავიანთი ნამუშევრის 14%, ამჟამად ისინი გათანაბრებულნი არიან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გადასახადებს იხდიან საზოგადო სისტემის მიხედვით და იძულებულნი გახდებიან მუშებს 32% წაართვან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2011 წლიდან საგადასახადო დატვირთვა 2,5 ჯერ გაიზრდება. დირექტორთა 43%-ის გამოკითხვის შედეგად 2001 წლიდან, დანაკარგების კომპენსაციის მიზნით, მუშებს დაუკლებენ ხელფასს, ხოლო 29% საერთოდ სამსახურსაც კი დაჰკარგავს.  

ახალი მსოფლიო წესრიგი საგადასახადო რეფორმით იწყება.

საგადასახადო რეფორმა

16. რადიკალური რეფორმები.

რადიკალური რეფორმები

17. შიში და სიძულვილი.

შიში და სიძულვილი

18. კომბინირებული კატასტროფები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება სერიოზული სტიქიური კატასტროფების ჟამი.

კომბინირებული კატასტროფები

19. სახელმწიფოთა განადგურება. ის, რასაც დღეს სახელმწიფოებრივი მთლიანობა ეწოდება, განადგურდება. სამყარო ერთ ცენტრში ერთიანდება.

სახელმწიფოს განადგურება

20. სრული ძალაუფლება. ფინალური მიზანი. სრული ხელისუფლება ერთი ადამიანის ხელში გადავა.

სრული ძალაუფლება

21. ანტიქრისტე. კატასტროფების პერიოდში გამოჩნდება სწორედ ახალი მესია. ეს არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის კონტროლის დასაწყისი.


ანტიქრისტე

22. სამყაროს აღსასრული. ტრანსფარანტზე არის წარწერა: "შეინანეთ".ს დასაწყისი.


სამყაროს აღსასრული

23. ჯოჯოხეთში ჩაყრილი სულები. მარადიული ცეცხლი და ტანჯვა.

ჯოჯოხეთი