ვ. მ. ილინიჩვენ ყველას გვაკონტროლებენავტორი: ვ. მ. ილინი, პროფესორი, მეცნიერებისა და ტექნიკის დოქტორი; "ტექნიკაში, ბუნებასა და საზოგადოებაში მართვის, ინფორმაციისა და კავშირის" საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. მოხსენება წაკითხული სახელმწიფო დუმაში დებატებზე: "პერსონალურ მონაცემთა შესახებ" (06.02.2006 წ.). ჩვენ ყველას გვაკონტროლებენ. ასე ან დაახლოებით ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოდ ანტიკონსტიტუციურ, "ელექტრონულ" კანონპროექტთა ბლოკის მიღების საბოლოო შედეგი. ხოლო საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია, დამატებითი ოქმის გათვალისწინებით, შეიძლება განვიხილოთ ყველა პერსონალური მონაცემის დაუბრკოლებელ ტრანსსასაზღვრო გადაცემად საზღვარგარეთისთვის, მათი დაგროვებისა და დამუშავების მიზნით; ხოლო უკანასკნელი შეიძლება სახელმწიფოს ღალატის აქტადაც იქნას განხილული. როდესაც ზოგიერთი ცდილობს გვიჩვენოს როგორ ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ამ ინფორმაციის ავტომატური დამუშავების პირობებში, მხედველობიდან უშვებს იმ ფაქტს, რომ მათი ნებისმიერი დაგროვება მოქალაქეთა ნებართვის გარეშე უკანონოა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო. დღეს, სახელმწიფოებრივი თუ არასახელმწიფოებრივი ორგანოები ათასობით სისხლის სამართლის საქმეს და ადმინისტრაციულ საჩივარს უნდა იხილავდნენ კონფიდენციალური ინფორმაციის ასეთ უკანონო დაგროვებებთან, დამუშავებასთან და გავრცელებასთან დაკავშირებით; უნდა იხილავდნენ საჩივრებს პერსონალური მონაცემების გამავრცელებელთაგან დაწყებული, უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკებით დამთავრებული, რადგან მათ მხარი დაუჭირეს ფედერალურ მიზნობრივ პროგრამას სახელწოდებით "ელექტრონული რუსეთი 2002- არცთუ შორეულ ისტორიაში უკვე არსებობს მაგალითი იმისა, როგორ აგროვებდა სახელმწიფო მოქალაქეთა პერსონალურ, კონფიდენციალურ ინფორმაციას დოსიეების სახით, შემდეგ კი იყენებდა მას სხვაგვარადმოაზროვნეთა, და ნაცისტური რეჟიმისადმი უკმაყოფილოთა წინააღმდეგ. ლაპარაკია მესამე რეიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიციაზე - 1939 წელს გესტაპო IV სამმართველოს სახით იმპერიის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს (RSHA) შეუერთდა და პირდაპირ დაექვემდებარა ჰენრიხ მიულერს. ამ სამმართველოს განყოფილება სახელწოდებით № IV- ტერმინი "დოსიე" მრავალ ენაზე (ფრანგულზე, ინგლისურზე, გერმანულზე, ესპანურზე) ერთნაირად ჟღერს და ერთსა და იმავეს ნიშნავს, კერძოდ, დოკუმენტების ერთობლიობას, ჩანაწერს რაიმე საკითხის ან საქმის გარშემო. გესტაპოში ყოველი დოსიეს საფუძველს წარმოდგენდა სახელი, გვარი და მამის სახელი, ასევე პიროვნების სხვა, პერსონალური და "საინიტერესო" დახასიათებები, როგორიცაა "სუფთა სისხლის არიელი, ბრწყინვალე მეოჯახე, ნორდული ხასიათი, მტკიცე...". მაგრამ, თუ ვინმეს ავი თვალით შეხედავდნენ, დოსიეში ათავსებდნენ დამატებით მასალებსა და ჩანაწერებს, და უკვე ძნელი ხდებოდა იმ დასკვნების უარყოფა, რომელიც მიიღებოდა მათ საფუძველზე. ბევრს ექმნებოდა სრულიად არაკომფორტული ვითარება. ამგვარი "ჩანართების" შემდეგ ადამიანებს აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, ხოლო მათ დოსიეში ამატებდნენ სააღრიცხვო ჩანაწერს - დღეს ჩვენ გვთავაზობენ დავეთანხმოთ "პერსონალურ მონაცემთა შესახებ" კანონპროექტის 23- მაგრამ აი რა არის საინტერესო - რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მოღვაწე, ტექ. მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გ. ვ. ბელოვი თავის მონოგრაფიაში ასე პასუხობს ამ კითხვას: "შტრიხული კოდირების ტექნოლოგიები, რომლებიც ავტომატური იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება, - ამრიგად, პერსონალური მონაცემების სუბიექტი ("პერსონალურ მონაცემთა შესახებ" კანონპროექტის, 1- "გამოგონების სფერო: არსებულ გამოგონებას კავშირი აქვს ადამიანთა იდენტიფიკაციასთან. უფრო ზუსტად, მოცემული გამოგონება ეხება უხილავ, წაუშლელ ტატუირებებს ადამიანებზე მათი იდენტიფიკაციისა და ფინანსური ოპერაციების უსაფრთხო განხორიცელების მიზნით. ტატუირება შეიძლება განთავსდეს ადამიანის სხეულის ნებისმიერ ადგილზე, ყველაზე სასურველია წინამხარი". რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაზე იდეალური ადგილებია შუბლი ან ხელი, რადგან ადამიანის სხეულის ეს ნაწილები ყოველთვის ღიაა და დაუფარავი. ფიზიკურ პირთა ავტომატური იდენტიფიკაციისთვის დღეს შტრიხული კოდირების გარდა გამოიყენება კანქვეშა მაიდენტიფიცირებელი მიკროჩიპები. "ადამიანთა თვალთვალისა და აღმოჩენის მოწყობილობა იყენებს იმპლანტირებად ტრანსმიტერს, რომელიც რთავს ენერგიის წყაროს და აქტუალიზაციის სისტემას, რომლებიც მოწყობილობას შესაძლებლობას აძლევენ წლების განმავლობაში იყოს იმპლანტირებული და იმუშაოს გარედან დამუხტვის გარეშე. იმპლანტირებული ტრანსმიტერის აქტუალიზაცია ხდება დისტანციურად ან აქტუალიზდება თვით იმ პიროვნების მიერ, ვის სხეულშიაც არის ჩაკერებული. ენერგია რესივერისთვის გენერირდება ელექტრომექანიკურად, ადამიანის სხეულის კუნთების მოძრაობით. მოწყობილობა საკმაოდ მცირეა იმისთვის, რათა იმპლანტირებულ იქნას პატარა ბავშვის სხეულშიც და შეიძლება გამოყენებულ იქნას მოტაცებისგან მის დასაცავად..." დღევანდელ მსოფლიოში ამგვარი კანქვეშა რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალებები, ანუ "ადამიანური შტრიხკოდები" ფართოდ გამოიყენება RFID- 1980- ამრიგად, გავიდა სულ რაღაც 60 წელი, და მსოფლიომ დაივიწყა საკონცენტრაციო ბანაკების ტატუირებები, პერსონალური მონაცემების დუბლირება გესტაპოების დოსიეებში. მეტიც, ევროპის ეთიკის კომისიამ 2005 წელს განაცხადა: "იმპლანტანტების გამოყენება თვალთვალისა და დევნისთვის დასაშვებია, თუ კანონმდებელი გადაწყვეტს, რომ ეს სასწრაფო და გამართლებული მოთხოვნილებაა". მაგრამ რუსეთში კანონმდებელი ჯერაც წყვეტს ადამიანის იდენტიფიკატორის ყოფნა- რატომ დადგა ეს პრობლემა რუსეთში ასე მძაფრად და თანაც დღეს? როგორც ჩანს, ტექნიკურად უკვე ყველაფერი მზადაა და გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში, გამოცდილია მაიდენტიფიცირებელი ტექნოლოგიების უახლესი გამოგონებები. ადამიანებს უკვე აღარ ახსოვთ მეორე მსოფლიო ომი - მიზანი ერთია - ასეთი დოსიესადმი წვდომის გასაღები გახლავთ ადამიანის იდენტიფიკატორი ან პერსონალური მონაცემების სააღრიცხვო ჩანაწერი მოსახლეობის რეესტრში. იდენტიფიკაცია ხომ - ვარაუდობენ, რომ დოკუმენტის მიკროჩიპში ისეთი მახასიათებლების ჩაწერა, როგორიცაა "თითებისა და ხელისგულთა ანაბეჭდები, დნმ- ამგვარად, ნებისმიერი ბიომეტრია და შესაბამისი ძვირადღირებული ტექნოლოგიური მოწყობილობა საჭირო აღარ იქნება, თუ ადამიანი დათანმხდება ან კანონმდებელი აიძულებს მას კანქვეშ ჩაიკეროს ამოუღებელი ჩიპი მთელს მსოფლიოში უნიკალური ნომრით. ბოლოს და ბოლოს, ხომ გამჟღავნდება სიმართლე იმის შესახებ, რომ ბიომეტრიული პარამეტრებით ადამიანის ამოცნობის მეთოდები დაფუძნებულია თვით ამ პარამეტრების "უნიკალურობის" ჯერაც საეჭვო, დაუმტკიცებელ ჰიპოთეზაზე (ამგვარი პარამეტრების მილიონობით მასივების დაგროვება სწორედაც რომ უარყოფს ამგვარ ჰიპოთეზას) და მათი უცვალებლობა ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში უეჭველი როდია (მაგალითად, აღმოაჩინეს დნმ- სხვა საქმეა როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები მიეჩვევიან თავიანთი სხეულის მახასიათებლების ჩაბარებას, მიანდობენ სკანერებს საკუთარი სხეულის ნაწილებს, რის შედეგადაც დაგროვდება ეთნიკური და სოციალური ჯგუფების კონფიდენციალურ მონაცემთა კოლოსალური ბაზა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამა სოფლის ძლიერთ შეიმუშაონ მასობრივი განადგურების ადრე არნახული, გენეტიკური იარაღი. მაგრამ, ადრე თუ გვიან, იტყვიან, რომ ამგვარი საშუალებები ძვირადღირებული სიამოვნებაა, თანაც არაეფექტურია, ჩიპიანი ბარათები ადვილად იკარგება, ამიტომაც, არსებობს უნიკალური საშუალება - არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ ადამიანთა მსოფლიო ციფრული იდენტიფიკაციისა და მულტიმიზნობრივი ტექნოლოგიების საყოველთაო დანერგვით, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ტექნიკურად და ტენოლოგიურად, დაიწყება კონკრეტული ადამიანების, ასევე ეთნიკური ჯგუფებისა და ცალკეული სოციალური ჯგუფების უფლებათა პირდაპირი დარღვევები. ადამიანთა ციფრული იდენტიფიკაცია შეიძლება გადაიქცეს ფუძემდებლური უფლებების მასობრივი განადგურების მაღალეფექტურ იარაღად, აღკვეცოს ადამიანისა და მთელი ხალხების კანონიერი ინტერესები. აი, ამ ახალი ზეიარაღის მხოლოდ ზოგიერთი და ძირითადი გამაოგნებელი ფაქტორები, რომლებიც ანადგურებენ პიროვნების უფლებებს: ადამიანთა პიროვნული ღირსების განადგურება. ადამიანური ღირსება - უდანაშაულობის პრეზუმფციის დაკარგვა. პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციის შემოტანითა და იმგვარი ბიომეტრიული დახასიათების მქონე საპასპორტო- მოწმობა საკუთარი თავის წინააღმდეგ. ციფრული იდენტიფიკაციის შემოტანის შემთხვევაში იქმნება ყველა უწყების მონაცემთა გაერთიანებული ბაზები, რომელიც არაფრით იქნება შეზღუდული იფნორმაციის ტრანსასაზღვრო გადაცემის მხრივ, მეტიც, შესაძლებლობა იქმნება შესაბამის ანაზღაურებაზე ან რაიმე შეთანხმების საფუძველზე მოპოვებულ იქნას ადამიანის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია. შეუძლებელი გახდება პირადი ცხოვრების ხელუხლებლობა, ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი საიდუმლოდ დაცვა. ადამიანი დაბადებიდანვე არ უნდა მოწმობდეს საკუთარი თავის წინაღმდეგ და უფლებას აძლევდეს ვიღაცას უკანონოდ აგროვოს მისი პირადი და კონფიდენციალური მონაცემები (ირღვევა.რფ- სინდისის, აზროვნების, რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების დაკარგვა. ადამიანის თავისუფლებისა და ძირითადი უფლებების პატივისცემის პრინციპი, პირდაპირ არის დაკავშირებული დღეს მშენებარე საინფორმაციო- პოლიტიკური ნების უფლების დაკარგვა. "ელექტრონული მთავრობის" ცნება განუყრელად არის დაკავშირებული "ელექტრონული მოსახლეობის" ცნებასთან, სადაც ყოველი მოქალაქე დარეგისტრირებული იქნება უნიკალური და მსოფლიო საიდენტიფიკაციო ნომრით. სახელმწიფოთა მსოფლიო გადასვლა უქაღალდო ტექნოლოგიებზე, ელექტრონულ არჩევნებზე და ელექტრონულ ხმის მიცემებზე, "მართვადი დემოკრატიის" მეშვეობით საერთოდ გადააშენებს დემოკრატიას ეროვნულ- გადაადგილების თავისუფლების დაკარგვა. კომპიუტერულ სისტემებში ჩავარდნებისა და "გაჭედვების" შემთხვევაში ან კიდევ კონფიდენციალური ინფორმაციის წინასწარგანზრახული დამახინჯების შემთხვევაში, ადამიანის საიდენტიფიკაციო ნომერი შესაძლოა დაიბლოკოს, მოხვდეს ე. წ. "სტოპ- იძულებითი გაწევრიანება ბოროტების სისტემაში - კანონპროექტი "პერსონალური მონაცემების შესახებ" ეხება რუსეთის ყოველ მოქალაქეს და მეორე წაკითხვის შემდეგ ითხოვს სახალხო განხილვას. კანონპროექტის დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს ცენტრალურ პრესაში. უნდა შეიქმნას შენიშვნებისა და წინადადებების მიმღები კომიტეტი, და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ ან უარვყოთ იგი. კანონი "პერსონალური მონაცემების შესახებ", პიროვნების შესახებ ინფორმაციის დაგროვების, დამუშავებისა და შენახვის დროს, უნდა პასუხობდეს პიროვნების ღირსების დამცველ შემდეგ პრინციპებს: 1. დაუშვებელია ადამიანისადმი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება. დაუშვებელია ყოველგვარი დისკრიმინაცია ციფრულ იდენტიფიკატორზე მოქალაქის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში. 2. პირადი ხასიათის ცნობები განსაკუთრებულად უნდა იქნეს დაცული. როდესაც ლაპარაკია პირადი ცხოვრების სფეროს დაცვაზე კერძო ინტერესი უნდა აღემატებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს. 3. პიროვნული ხასიათის ინფორმაციის დაგროვება და იდენტიფიკაცია არ უნდა იყოს გასაიდუმლოებული. დაუშვებელია ადამიანზე საიდუმლოდ ინფორმაციის შეგროვება და მათი არამიზნობრივი გამოყენება. 4. დაუშვებელია ადამიანის იდენტიფიკაცია ავტომატურ რეჟიმში. დაუშვებელია რაიმენაირი დისკრიმინაცია ავტომატურ იდენტიფიკაციაზე უარის თქმის შემთხვევაში. 5. იმ მასალების გაცნობა, რომლებიც შეიცავენ კერძო ხასიათის ცნობებს, შეიძლება მხოლოდ თვით პიროვნების თანხმობით, რომელსაც ეს მასალები ეხება. 6. დაუშვებელია საინფორმაციო რესურსების გაერთიანება ერთიან გამანაწილებელ მონაცემთა ბაზად, რომელსაც გააჩნია ერთი, საზოგადო იდენტიფიკატორი 7. მონაცემთა ანალიტიკური დამუშავება, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს უნდა ტარდებოდეს მხოლოდ ამ მონაცემთა შეგროვების დონეზე. საინფორმაციო რესურსებს არ უნდა გააჩნდეთ მრავალსაფეხურიანი სტრუქტურა, რომლის დროსაც დაბალი საფეხურების მონაცემები სრული სახით გადადიან სხვა საფეხურზე მიზნობრივი დამუშავებისთვის. 8. მონაცემები უნდა დამუშავდეს პატიოსნად და კანონის სრული დაცვით. 9. მონაცემთა დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს და ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად. 10. მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური (არა გადაჭარბებული). 11. მონაცემები უნდა იყოს ზუსტი. 12. მონაცემები არ უნდა ინახებოდეს საჭიროზე მეტ ხანს და მოცემული მიზნის მიღწევის შემდეგ უნდა განადგურდეს. 13. მონაცემები უნდა დამუშავდეს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლება პატივსა და ღირსებაზე, არ უნდა შეიბღალოს ადამიანის სახელი და პიროვნება. 14. მონაცემები საიმედოდ უნდა იყოს დაცული. 15. დაუშვებელია მონაცემების გადაცემა სხვა ორგანიზაციებისადმი, კერძო პირებისადმი ან საზღვარგარეთ თვით პიროვნების ნებართვის გარეშე, და ყოველი ასეთი აქტი უნდა იქნეს აღკვეთილი. ყოველ შემთხვევაში გადაცემის ასეთი აქტი შევსებულ უნდა იქნეს შესაბამისი სახით. 16. პერსონალური ხასიათის მონაცემთა შეკრების, დამუშავებისა და გადაცემის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილ უნდა იქნას იმ პირთა პერსონალური პასუხისმგებლობა, ვინც ასრულებს ამ სამუშაოს. ნებისმიერი მოქმედება პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისი პირის სახელისა და გვარის მითითებით; უნდა იყოს მითითებული ასევე პირადი მონაცემების დაგროვების მიზანი, მოცულობა და მეთოდი; აღნიშნულ უნდა იქნეს მონაცემთა სუბიექტის პირად მონაცემებში შეტანილი ბოლო შესწორების თარიღი; მითითებულ უნდა იქნეს პირადი მონაცემების მოპოვების წყარო, თუ არსებული მონაცემების გაჟღერება აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით; ცნობილი უნდა იყოს ავტომატიზირებული დამუშავების მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა სისტემური და ავტომატიზირებული დამუშავებების დროს, და რომლის გამოყენებისთვისაც მიიღებოდა ინდივიდუალური ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები. 17. პერსონალური მონაცემების შეკრების, შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ყველა შექმნილი საინფორმაციო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ამ პრინციპებს, ხოლო უკვე მოქმედი, მაგრამ ამ პრინციპებთან შეუთავსებელი სისტემა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. 18. პერსონალური ხასიათის ინფორმაციაზე უფლების დარღვევის ყველა შემთხვევა განხილულ უნდა იქნეს სასამართლო წესით, ხოლო დამრღვევი დასჯილ იქნეს კანონის შესაბამისად. |