|
ატლანტიდა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია?
შინაარსი
- წინათქმა
- 1. პირამიდები
- 2. ერთიანი წარღვნამდელი ცივილიზაცია
- 3. გლობალური ენერგოსაინფორმაციო სისტემა?
- 4. სატანის რელიგიის შექმნის პროექტი
- 5. ბაბილონის პირამიდა
- 6. მხეცი ამომავალი ზღვიდან
- 7. კოლაიდერი, HAARP-ი და "პარალელური სამყარო"
- 8. ბნელეთის ლოგიკა
- 9. ტექნოტრონული მაგია
- დასკვნა
წინათქმა
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს. 3 ეზრა. 9:20
წინამდებარე გამოკვლევაში, მოცემულ გამოკვლევაში ჩვენ, საკუთარი ძალისაებრ და ღმრთის შეწევნის იმედით, შევეცდებით ფარდა ავხსნათ მთელ რიგ მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად შესწავლილ საკითხებს, რომელიც ეხება წარღვნამდელი კაცობრიობის, უფრო სწორედ, წარღვნამდელი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზებს. ჩვენის აზრით, არსებობს ყოველგვარი საფუძველი, ამ თემას მივანიჭოთ უდიდესი მნიშვნელობა და განვაცხადოთ, რომ ის განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის.
ღმრთის ნებით, დღეს, ჩვენთვის საჭირო დონით გვეხსნება წარღვნამდელი ცივილიზაციის არსი, ანუ არსი იმ ცივილიზაციისა, რომელიც დედამიწაზე მსოფლიო წარღვნის წინ შეიქმნა, რომლის დროსაც, როგორც ბიბლიიდან ჩანს, დაიღუპა მთელი კაცობრიობა, მართალი ნოეს ოჯახის გარდა. და ყველაზე უმთავრესი, რაც სადღეისოდ ნათლი ხდება, არის ის, რომ წარღვნამდელი კაცობრიობა უბრალოდ ღმრთისწინააღმდგომი კი არ იყო, არამედ პირდაპირ ღმრთისმბრძოლი; რომ მასში დაწყებული იყო გლობალური ოკულტურ-სატანური სისტემის მშენებლობა, მიმართული რომელიღაც ღმრთისსაწინააღმდეგო, სატანური პროექტის განსახორციელებლად. აი, რატომ აღხოცა პირისგან მიწისა უფალმა ეს ცივილიზაცია, როდესაც მთელს დედამიწას წარღვნა მოუვლინა ისე, რომ მთელი ტერიტორია, სადაც კი შეიძლებოდა განლაგებულიყო ობიექტები, რომლებიც ამ ცივილიზაციამ ააშენა, დღემდე წლითაა დაფარული. წარღვნის დროს ხომ წყალს ეჭირა დედამიწის ზედაპირის მხოლოდ ერთი მეშვიდედი ნაწილი, როგორც ამას ბრძანებს ეზრა, ამჯერად კი - ორი მესამედი უჭირავს.
რატომ არის საჭირო სწორედ დღეს გავარკვიოთ მსოფლიო წარღვნის დროს დაღუპული ცივილიზაციის არსი და იმ პროექტების ცოდნა, რომელსაც ეს ცივილიზაცია ახორციელებდა? იმიტომ, რომ ჩვენს დროს, როდესაც სამყაროს აღსასრული მოახლოვებულია, დაწყებულია იგივე სატანური პროგრამის, ღმრთისმბრძოლი გეგმებისა და პროექტების განხორციელება, რაც წარღვნამდე იყო, და ეს პროექტები ისევ ღმრთის მოწინააღმდეგე ძალთა მიერ, ამჯერად უკვე, თანამედროვე მეთოდებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ხორციელდება. ხოლო, საზოგადო, სტრატეგიული გეგმა - ეს არის გლობალური სატანური რელიგიის შექმნის, ანუ კაცობრიობაზე სატანის "გამეფების", სატანის გლობალური თაყვანისცემისა და მისი გაღმერთების გეგმა. თუმცა, ამის შესახებ, თუ ღმერთი ინებებს, ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი, ჩვენი გამოკვლევის ბოლოს. ჩვენს თხრობას კი პირამიდებით დავიწყებთ.
1. პირამიდები
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ვიცით, რომ ეგვიპტეში არსებობენ პირამიდები. ისინი კაიროს აღმოსავლეთიდან ათეულობით კილომეტრებზეა გადაჭიმული. ყველაზე მაღალი და ცნობილი პირამიდაა ხეოფსის "დიდი პირამიდა". მისი სიმაღლეა 146 მეტრი (ეიფელის კოშკის მშენებლობამდე, რომელიც ააგეს 1889 წელს, ხეოფსის პირამიდა დედამიწაზე ყველაზე მაღალ ნაგებობად მიიჩნეოდა). ე. წ. "სამყაროს შვიდი საოცრებიდან" ის არის ყველაზე უძველესი და ერთადერთი შემონახული "საოცრება". სასკოლო სახელმძღვანელოებში წერია, რომ ეგვიპტის პირამიდები ააშენეს მონებმა და წარმოადგენენ საკულტო ნაგებობას - საძვალეებს, სამარხებს, სადაც ფარაონები არიან დამარხულნი. თუმცა, სინამდვილეში ეს მთლად ასე როდია.
გამოკვლევებმა, რომლებსაც ეგვიპტოლოგები და სხვა მეცნიერები აწარმოებდნენ, აჩვენა, რომ ამგვარი ნაგეგობის აშენება არ შეეძლო მონათა მრავალათასიან ჯარსაც კი. გარდა ამისა, პირამიდებში არათუ არავის აღმოუჩენია მუმია, არამედ არაფერი იმგვარი, რაც მათ საძვალეთა თუ სამარხების ფუნქციას დაადასტურებდა (როდესაც ხეოფსის სარკოფაგი გახსნენ, მუმიის ნაცვლად აღმოაჩინეს... მხოლოდ პატარა ქანდაკება. მკვლევარებს, რომლებიც პირამიდებში ფარაონთა სამარხებს ხედავდნენ, იმედი გაუცრუვდათ. ხოლო ნილოსის ნაპირებზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფარული ადგილი, სადაც გამოქვაბულებში მუმიფიცირებული იყო ახალი სამეფოს თითქმის ყველა ფარაონი).
ნამდვილად ძნელი წარმოსადეგნია, რომ ისეთი გრანდიოზული და უზარმაზარი ნაგებობები მხოლოდ იმიტომ ყოფილიყო აშენებული, რომ მათში დაემარხათ ერთი ადამიანი (თუნდაც ფარაონი). მრავალი თანამედოვე მეცნიერი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამარხების თეორიას და თვითონ აყენებენ ისეთ თეორიას, რომელსაც, მათი აზრით, შეუძლიათ საფუძვლიანად შეარყიონ საზოგადოდ მიღებული წარმოდგენები კაცობრიობის ისტორიაზე.
პირამიდების პარამეტრებისა და სივრცობრივი განლაგების ზუსტმა გაზომვამ, რომელიც მრავალმა მკვლევარმა განახორციელა, გასაოცარი შედეგები მოიტანა. ასე მაგალითად, პირამიდებში საფუძვლის სიგრძის შეფარდება სიმაღლესთან შეადგენს ე. წ. "ოქროს კვეთის" პროპორციას (რომელიც პირამიდებს ანიჭებს მძლავრ ენერგეტიკულ ეფექტს, რომელსაც ყველა მკვლევარი აღიარებს). პირამიდის პერიმეტრი, გაყოფილი ორმაგ სიმაღლეზე, გვაძლევს რიცხვს "პი". პირამიდების გვერდით და მათ შიგნით არაერთხელ შეუნიშნავთ სხვადასხვა სახის გაუგებარი მოვლენა. ექსპერიმენტების დროს, პირამიდების შიგნით აღმოაჩინეს ჯანმრთელობისთვის მარგებელი წერტილები, ან პირიქით - ადგილები, რომლებიც თრგუნავენ ცოცხალ ორგანიზმებს. უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ, სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი პირამიდებისადმი, ძველი ცივილიზაციის ამ "საჩუქრისადმი". ბოლო დროს უცხოურ და სამამულო პრესაში გამოჩნდა მრავალი წიგნი და სტატია, რომელიც ეძღვნება ძველი და ახალი პირამიდების უჩვეულო თვისებებს (იხ. მაგ.: Ю. О. Липовский, "Пирамиды исцеляют и защищают"; "Пирамиды и маятник на страже вашего здоровья: Практическое руководство по применению").
დღემდე აშენებენ პირამიდალური ფორმის საცხოვრებელ და სხვა ნაგებობებს; სხვადასხვა მასალისგან (შუშა, პლასტმასი, ფანერი, მეტალი, ბუნებრივი ქვა) მზადდება სხვადასხვა ზომის პირამიდები. ვიღაცამ ეგვიპტური პირამიდების მიხედვით (ანუ, იმავე პროპორციების დაცვით) თვითონ ააგო პირამიდა, მოათავსა სამართებელი, რომელიც თვითონ აილესა (ამ მოვლენის შესახებ სამეცნიერო გამოცემებიც წერდნენ); ვიღაცამ, დიდი მოსავლის მოწევის იმედით, პირამიდებში სხვადასხვა მცენარის თესლი გაახარა; ვიღაცა ასეთ პირამიდალურ ნაგებობებში ინახავს მალფუჭებად პროდუქტს, ვიღაცა "მუხტავს" წყალს, მალამოს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებას. მოკლედ, მიიჩნევა, რომ პირამიდები ატარებენ გამაჯანსაღებელ თვისებას და ამაღლებენ ადამიანის სულიერების დონეს, იცავენ მას გეოპათოგენური გამოსხივებებისგან (მაგ. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების მავნე გამოსხივებებისგან), იცავენ და ხსნიან "გათვალვას" და სხვა ნეგატიურ ზემოქმედებას, ავითარებენ "ნათელმხილველობას". მაგრამ, ამ თემაზე არსებული პუბლიკაციებში ყოველთვის არის მითითება იმის შესახებ, რომ პირამიდების "არასწორად" გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია ჯანმრთელობის დაზიანება და ა. შ.
მაგრამ, მოდი დავუბრუნდეთ ეგვიპტის პირამიდებს. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი შეიქმნენ არა პრიმიტიული, მონური შრომის, არამედ საკმაოდ განვითარებული და ფანტასტიკური (თანამედროვე სპეციალისტთა განმარტებით) სამშენებლო ტექნოლოგიების შედეგად. აბსოლუტურად იდეალური სწორი კუთხეები, არაჩვეულებრივი სიმეტრია, 2,5 ტონიდან 15 ტონამდე ქვის უამრავი ბლოკის შექმნისა და დამუშავების გასაოცარი ტექნოლოგია. ზოგიერთი ქვა ძალიან მტკიცეა (გრანიტი, კვარციტი, ბაზალტი და სხვა). ეგვიპტეში არსებობს ნაგებობები, რომლების აშენებულია მონოლითურად და რომლებიც იწონიან 800 და 1000 ტონასსაც კი (ეს ხომ გიგანტური სიმძიმეა) (შედარებისთვის: სტანდარტულ, გადამზიდ ვაგონს შეუძლია მხოლოდ 60 ტონა ტვირთის გადაზიდვა). ბლოკების ზომები, რომლებისგანაც არის აგებული პირამიდები, დამუშავებულია 0,2 მმ სიზუსტით, რომლებიც ყველა მხრიდან ალესილი და დამუშავებულია, თანაც ეს გიგანტური ქვები ისე ზუსტად არის ერთმანეთთან მიერთებული, რომ მათში ნემსის შერჭობაც კი შეუძლებელია.
თანამედროვე, პროფესიონალი მშენებლების გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პირამიდების მშენებლებს გააჩნდათ ჩვენთვის წარმოუდგენელი ინსტრუმენტები. ასე, მაგალითად, როდესაც იკვლევდნენ ნასვრეტებს გრანიტის ბლოკებში, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პირამიდის მშენებელთა საბურღი თავისი სიძლიერით 500-ჯერ აღემატებოდა ყველაზე თანამედროვე სახვრეტს. პირამიდის მშენებლებს შეეძლოთ გასაოცარი სისწრაფით და სიმარდით არა მარტო გამოეჭრათ ქვის უზარმაზარი ბლოკები, არამედ კარაქივით ჩამოეჭრათ მთის ქანები (მკვლევარებმა ტერმინიც კი შეიმუშავეს: "პლასტელინის ტექნოლოგია"). ზოგიერთი იმ დასკვნამდე მიდის, რომ პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ გადაეადგილებინათ და სიმაღლეში აეწიათ ასეთი უზარმაზარი სიმძიმეები იმიტომ, რომ მათ განკარგულებაში იყო ლევიტატიური (მფრინავი) ტექნოლოგია, რომლის შესახებაც თითქოსდა მეტყველებენ მითები და მსოფლიოს მრავალი ხალხის გადმოცემები.
ცალკეული მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პირამიდების მშენებლებს, გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, შეეძლოთ ზეგავლენა მოეხდინათ ქვის ტალღურ ბუნებაზე.
თანამედროვე მეცნიერება იძულებულია აღიაროს არა მარტო ის, რომ არ იცის, როგორი ტექნოლოგიის მეშვეობით აღწევდნენ ასეთ გასაოცარ შედეგს პირამიდების მშენებლები, არამედ ისიც, რომ ამგვარი შედეგის მიღწევა, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია. მაშ, როგორ ახერხებდნენ ძველი ეგვიპტელები, რომლებსაც არ გააჩნდათ ამწეები, სატვირთო ავტომობილები და სხვა სამშენებლო ტექნიკა და სპეციალური მოწყობილობა, მოეპოვებინათ და დაემუშავებინათ ქვის უზარმაზარი მასები, გადაეტანათ ის დიდ მანძილზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დონეზე უფრო მაღალ ხარისხში დაემუშავებინათ და ბოლოს, აეზიდათ ისინი უდიდეს სიმაღლეზე? და რა არის მათი ჭეშმარიტი დანიშნულება? ეს ყოველივე დღემდე კაცობრიობის "უდიდეს გამოცანად" მიიჩნევა. ამდენად, მოდი, ღმრთის შეწევნით, შევეცადოთ თუნდაც რაღაც ზომით მაინც ფარდა ავხსნათ ამ საიდუმლოს.
2. ერთიანი წარღვნამდელი ცივილიზაცია
წინა<----- დასაწყისში ----->შემდეგი
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეგვიპტე არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც პირამიდები შემორჩა. მსგავსი ნაგებობები ნაპოვნია პლანეტის სხვა მრავალ ადგილზეც: მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ატლანტიკური ოკეანის ფსკერზე, იაპონიის ზღვის ფსკერზე... ეს ყოველივე კი ლაპარაკობს იმაზედ, რომ ეს იყო ერთიანი, გლობალური ცივილიზაცია.
პრაქტიკულად ყოველ კულტურაში არის ლეგენდა წყალში ჩაძირულ ქალაქებსა და კონტინენტებზე, ძველ, განვითარებულ ცივილიზაციებზე, რომლებიც ოკეანის ფსკერზე განისვენებენ, ზეადამიანებზე, "ღმერთების ქალაქებზე", გლობალურ კატასტროფაზე (წარღვნაზე), რომელიც ჩვენმა პლანეტამ განიცადა რამდენიმე ათასი წლის წინათ. "როდესაც ღმერთები განრისხდნენ ადამიანებზე, რომლებიც შექმნეს, დედამიწა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, წყალში ჩაიძირა", - ნათქვამია, მაგალითად, ერთ ერთ ძველეგვიპტურ პაპირუსში (რომელიც ეხება მეორე ათასწლეულის მიწურულს ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სინამდვილეში, თითქმის ყველა ეს ლეგენდა (მითები, თქმულებები და გადმოცემები) მეტყველებენ ერთ, წარღვნამდელ ცივილიზაციაზე. მის შესახებ მეტყველებენ მრავალრიცხოვანი აღმოჩენები, "მეცნიერ-ატლანტოლოგთა" (დაღუპული ატლანტიდის, ლემურიის, მუს და სხვა მსგავსი ცივილიზაციების მაძიებლები) თეორიები და ვარაუდები (იხ. მაგალითად ვ. ი. შერბაკოვის წიგნი "Все об Атлантиде". სადღეისოდ შეიძლება ვიპოვოთ მრავალი წიგნი, რომელიც "ატლანტოლოგიას" ეძღვნება. რუსეთში ორგანიზაციაც კი არსებობს, რომელსაც "ატლანტიდის პრობლემის შემსწავლელი რუსული საზოგადოება" ეწოდება). წარღვნამდელი ცივილიზაციის ნარჩენები მთელს მსოფლიოშია მიმობნეული. ეს არის არა მარტო გრანდიოზული პირამიდები, არამედ სხვა ამოუხსნელი ობიექტები: მრავალრიცხოვანი მონუმენტები, ობელისკები, მეგალიტები და სხვა ნაგებობანი. ასევე, გაუშიფრავი დამწერლობები, ძველი რუქები, გიგანტური მიწისზედა გეომეტრიული ფიგურები და ზოლები, გასაოცარი გამოსახულებები და საგნები. ყველაზე იდუმალებით მოცულ ობიექტებს შორისაა: აღდგომის კუნძულის ქანდაკებები და სტოუნჰენდჯი ინგლისში.
სტოუნჰენდჯის ასაშენებლად გამოყენებული იყო 5 და 25 ტონიანი ბლოკები, ასევე რამოდენიმე პლიტა (დამუშავებული, პოლირებული ზედაპირით), რომლიდანაც თითოეული 50 ტონას იწონის. და ეს უზარმაზარი ქვები მშენებლებმა არა მარტო შორიდან მოზიდეს (როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ორასი კილომეტრის სიშორიდან, რადგან ის სამშენებლო მასალა, რომელიც სტოუნჰენდჯის ასაგებად გამოიყენებოდა ახლომახლო არსად არის), არამედ ეს გრანდიოზული ქვები ვერტიკალურად ჩადეს ნიადაგში.
სტოუნჰენდჯი ძველინგლისურში "დაკიდებულ ქვებს" ნიშნავს. ძველად მას კიდევ "გიგანტთა ცეკვას" უწოდებდნენ და მის შექმნას ბრიტანული ლეგენდების მითოლოგიურ პერსონაჟს, ჯადოქარ მერლინს მიაწერდნენ. ლეგენდის მიხედვით, სტოუნჰენდჯის ქვები გადაიტანეს საჰაერო გზით - რაც შეიძლება უთითებდეს ერთგვარ ლევიტატიურ ტექნოლოგიაზე. გასული წლების 60-იან წლებში ასტრონომმა ჯერალდ ჰოპკინსმა წამოაყენა ჰიპოთეზა და საკმაოდ დამაჯერებლად დაამტკიცა კიდეც: მან ივარაუდა, რომ სტოუნჰენდჯი - ეს არის ძველი ასტრონომიული ობსერვატორია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს იყო გამოთვლითი ცენტრი. სტოუნჰენდჯის მსგავსი მეგალიტიური ნაგებობანი, არსებობენ მსოფლიოს სხვა ადგილებშიც (მაგალითად, "სტოუნჰენდჯები" ეგვიპტეში, ამერიკაში, იემენში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში).
პასექის კუნძულებზე, რომელიც განლაგებულია წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, განლაგებულია ათასზე მეტი გიგანტური ქვის ქანდაკება, რომელთა სიმაღლე ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეს აღწევს და 100 ტონაზე მეტს იწონის. მკვლევარები გაოცებულნი არიან როგორ შეეძლოთ კუნძულის ძველ მცხოვრებლებს შეექმნათ და გადაედგილებინათ ესოდენ მასიური ქმნილებანი? კუნძულის ბინადარი ინდიელთა ტომის ლეგენდების მიხედვით ქანდაკებები თვითონ მოვიდნენ კარიერიდან, რომელშიც გამოაქანდაკეს, მათ ამოძრავებდა მანუს იდუმალი ძალა. ლეგენდებში ასევე ხშირად იხსენიება უცნაური ადამიანი-ფრინველები, რომლებიც ციდან ეშვებოდნენ; ამ ლეგენდების მიხედვით გამოდის, რომ ადამიანი-ფრინველები ფლობდნენ ფრენის განვითარებულ ტექნოლოგიას.
ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, ბერმუდის სამკუთხედის ცენტრში, 1990-იან წლებში აღმოაჩინეს გიგანტური პირამიდა, რომელიც სიდიდით სამჯერ აღემატება ხეოპსის პირამიდას. შესაძლოა, ეს წყალქვეშა ობიექტი არის კიდევაც "ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს", ანუ ამ "ანომალურ ზონაში" ხომალდებისა და თვითმფრინავების გაქრობის ფენომენის გასაღები. პირამიდის წახნაგები შედგენილია მასალისგან, რომელიც წააგავს შუშას ან პოლირებულ კერამიკას (ნაკლებად სავარაუდოა ეს იყოს უბრალო დამთხვევა, რომ სწორედ ასეა აღწერილი არაბულ წყაროებში ხეოფსის ეგვიპტური პირამიდა, რომლის ზედაპირი მზის სინათლეზე ლაპლაპებდა). ცნობილი ამერიკელი ატლანტოლოგი ჩარლზ ბერლიცი თავის წიგნებში წერს: ბერმუდის სამკუთხედში პირამიდა არსებობს ატლანტიდის დროიდან, ხოლო ამ პირამიდის კარკასში უცნობი ენერგეტიკული დანადგარი იმყოფება.
დიდი პირამიდები აღმოაჩინეს ჩინეთშიც. ამ ძველ ნაგებობათაგან რამოდენიმე ათეული იმყოფება სასოფლო-სამეურნეო მინდვრებში, ქალაქ სიანიანგის დასავლეთით, რამოდენიმე კილომეტრში. მათი სიმაღლე ეგვიპტურ პირამიდებს აღემატება. ყველაზე დიდი ჩინური პირამიდის სიმაღლეა 300 მ (ე. ი. ორჯერ მეტი ვიდრე ხეოფსისა). რატომ არ ჰყვირიან ჩინელები მთელი ქვეყნიერების გასაგონად ასეთი გრანდიოზული ობიექტების არსებობაზე, რომლებიც თითქოსდა გასაოცრად უნდა ადასტურებდეს იმას, რამდენად გრანდიოზული იყო ძველჩინური კულტურა? იმიტომ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მათ იციან - ჩინელები როდი იყვნენ ჩინეთში აგებული ამ პირამიდების მშენებლები, - ისევე როგორც ეგვიპტის პირამიდები არ აუშენებიათ ეგვიპტელებს, მექსიკური პირამიდები მაიას ტომებსა და აცტეკებს, პერუში არსებული პირამიდები ინკებს და ა. შ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება შეგნებულად მალავდა ჩინეთში პირამიდების დიდი რაოდენობის არსებობას. მხოლოდ 1997 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰარტვიგ ჰაუსდორფმა შესძლო მიეღო ხელისუფალთა თანხმობა და მოენახულებინა ჩინური "პირამიდების ველი".
ჩინეთის ერთ ერთი თვალსაჩინო არქეოლოგი, პროფესორი ჰია ნაი მიიჩნევს, რომ დღეს ამ პირამიდებს არავინ იკვლევს, რადგან "ეს არის მომავალი თაობების სამუშაო". ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი ჩინელ მეცნიერებს პირამიდების შიგნით შესვლისა ეშინიათ, რადგან შიშობენ იპოვონ იქ ისეთი რამ, რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი წარმოდგენა დედამიწაზე. ჩინელი არქეოლოგი ვონგ შიპინგი ამტკიცებს: პირამიდები განლაგებულია ასტრონომიული ასპექტების გათვალისწინებით და წარმოადგენს გეომეტრიისა და მათემატიკის გასაოცარი ცოდნის ნიმუშს. მხოლოდ ის არის გასარკვევი, საიდან ჰქონდათ ძველ ადამიანებს ასეთი ცოდნა.
აქედან ცხადი ხდება, რამდენად უსუსურად გამოიყურება "ჩინური სპეციფიკის მქონე ეგვიპტოლოგების" "ტრადიციული" განმარტება პირამიდებთან დაკავშირებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირამიდები "ჩინელ იმპერატორთა საძვალეა". უფრო სერიოზულ მკლევართა ვერსიების მიხედვით, ეს არის "ნათელი ზოლების" გიგანტური სისტემის ნაწილი, რომელსაც ჩინეთში "ფენშუის" უწოდებენ. ძველ, ხუთიათასწლოვან მანუსკრიპტებში მკვლევარები პოულობენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გრანდიოზული პროექტის ავტორები, რომლის ნაწილსაც პირამიდები წარმოადგენენ, იყვნენ ე. წ. "ცის შვილები", რომლებიც რამოდენიმე ათასწლეულის წინათ, მეტალის "ცეცხლმფრქვეველი დრაკონებით" დედამიწაზე ჩამოფრინდნენ. "ცის შვილები" (ისევე როგორც "ადამიანი-ფრინველები" ინდური ტომების ლეგენდებიდან, რომლებიც პასექის კუნძულებზე ცხოვრობენ) - სავარაუდოდ არიან კიდევაც პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდათ საფრენი აპარატები (არსებობს არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც მოწმობენ ამის შესახებ), ან უბრალოდ დემონები, რომლებიც, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი, ადამიანებს საცდუნებლად ხშირად ეცხადებიან "ნათლის ანგელოზის" სახით.
პირამიდები არსებობენ ტიბეტისა და ჰიმალაის რაიონშიც. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ერნსტ მულდაშევი, რომელიც ტიბეტს იკვლევდა, მიიჩნევს, რომ ოდესღაც ჩრდილოეთი პოლუსი იყო მთა კაილასი, რომელიც წააგავს ხელოვნურ, 7 კილომეტრიან პირამიდას, ხოლო პლანეტის მეორე კუთხეში მდებარეობდა პასექის კუნძული. გონებაში, ერთ ხაზად რომ შევაერთოთ მთა კაილასი ეგვიპტურ პირამიდებთან, გავიაროთ მერიდიანზე, პირდაპირ პასექის კუნძულებზე გავალთ. ხოლო თუ პასექის კუნძულებს მექსიკურ პირამიდებთან შევაერთებთ, პირდაპირ გავალთ კაილასზე. 1996 წელს ე. მულდაშევმა მოაწყო საერთაშორისო ტრანსჰიმალაური ექსპედიცია, რომელმაც შეჰკრიბა უნიკალური მასალა, რომელიც "ატლანტთა ცივილიზაციის", უფრო სწორად - წარღვნამდელი ცივილიზაციის არსებობას ადასტურებს. ე. მულდაშევის უმთავრესი ნაშრომებია: "ვისგან აღმოვცენდით" და "ღმერთების ქალაქის ძიებაში".
ტიბეტის ძირითადი პირამიდა - მთა კაილასი, რომელსაც გააჩნია ფენური აგებულება, რომელიც მას მის ირგვლივ არსებულ, ჩვეულებრივი მთებისგან განასხვავებს
"ყოველ ადამიანს სმენია ლეგენდა ძლიერ ატლანტებზე, რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ, - წერს ე. მულდაშევა წიგნში "ვისგან აღმოვცენდით" ("От кого мы произошли"). სპეციალურ ლიტერატურაში (ე. პ. ბლავატსკაია, აღმოსავლური რელიგიები და სხვა) ნათქვამია, რომ დედამიწაზე ჩვენამდე არსებობდა რამოდენიმე ცივილიზაცია, რომლის განვითარების დონე ჩვენსაზე მეტი იყო... ნოსტრადამუსი 1555 წელს წერდა, რომ წარსული ცივილიზაციის ადამიანები, რომელთაც ის ატლანტებს უწოდებდა, "მესამე თვალის" წყალობით ფლობდნენ ბიოენერგეტიკული ზემოქმედების უნარს გრავიტაციაზე. ამიტომაც, მათ თავისუფლად შეეძლოთ სივრცეში გადაეტანათ უდიდესი ქვის მასივები, ბლოკები, და მათგან აეშენებინათ პირამიდები და სხვა უზარმაზარი მონუმენტები... ძნელია იმის თქმა, ვინ ააშენა პირამიდა. მაგრამ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ისინი ჯერ კიდევ თანამედროვე ადამიანის ერის დადგომამდე ატლანტებმა ააშენეს. ნუ გაგვინაწყენდებიან ეგვიპტელები და მექსიკელები, მაგრამ, სრულიად შესაძლებელია, რომ პირამიდები მათ კი არ ააშენეს, არამედ მათი წინაპრები უბრალოდ დასახლდნენ იქ, სადაც უკვე აშენებული იყო ეს გრანდიოზული ნაგებობები... იმავე ნოსტრადამუსთან წავიკითხე, რომ გლობალური კატასტროფის (ანუ საყოველთაო წარღვნის - ავტ.) შედეგად, რომელმაც დაღუპა ატლანტები, შეიცვალა დედამიწის ბრუნვის ღერძი და პოლუსები გადაადგილდნენ" (MMVII Discovery Communications LLC).
ეს უკანასკნელი მტკიცებულება თითქოსდა თანხმიერია იმისა, რასაც ამბობენ მსოფლიო წარღვნის შესახებ ქრისტეანი მეცნიერ-კრეაციონისტები. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისეთი "განდობილი ნათელმხილველების", როგორებიც იყვნენ ნოსტრადამუსი, ბლავატსკაია, ვანგა (რომელიც, როგორც ამბობენ, ძველი, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის ენაზე ლაპარაკობდა) გამოცხადებებს ყოველთვის კრიტიკულად უნდა შევხედოთ, რადგან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია გვაფრთხილებს, ეს "წინასწარმეტყველნი" არ არიან ღმრთისგან.
მექსიკაში ერთ ერთ ადგილას, სადაც პირამიდები აღმოაჩინეს, იმყოფება აცტეკთა ძველი ქალაქი ტეოტიუაკანი. ჩეხმა არქეოლოგმა მიროსლავ სტინგლმა თავის წიგნში "ინდიელთა პირამიდების საიდუმლო" გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებები ტეოტიუაკანზე: "აქაური პირამიდები გნუსხავენ თავისი გიგანტური მასშტაბებით. საყურადღებოა რომ აცტეკების წარმოდგენით, რომლებიც ამ ადგილებში პირამიდების აშენებიდან ათასწლეულების შემდეგ დასახლდნენ, პირამიდების მშენებლები იყვნენ ატლანტები". არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ინდიელთა პირამიდების მშენებლები იყვნენ არა ინდოელები, არამედ "ლეგენდარული ატლანტები" (ანუ პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები). ამ ჰიპოთეზის დასტურს ვხვდებით სხვა გამოკვლევებშიც. მაგალითად, პოლ სტოუნჰილის (აშშ) ჩანაწერებში: "მექსიკის ეგვიპტური საიდუმლოებანი".
ტეოტიუაკანი. მექსიკა
ტეოტიუაკანი თარგმანში ნიშნავს "ადგილს, სადაც ღმერთები დედამიწას შეეხნენ", რაც ალბათ ასე აიხსნება: ინდიელები (წარმართები) ოდესღაც მოვიდნენ ამ მიწაზე (თუ როდის, ამას ჩვენთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს, რა თქმა უნდა იყო, საყოველთაო წარღვნიდან მრავალი წლის შემდეგ) და იხილეს გრანდიოზული საოცარი ნაგებობანი, გააკეთეს "ლოგიკური" (პრიმიტივი წარმართის თვალსაზრისით) დასკვნა იმის შესახებ, რომ ყველა ეს პირამიდა ააშენეს "ღმერთებმა", რომლებიც აქვე ცხოვრობდნენ და დაიწყეს ამ ნაგებობათა საკულტო მნიშვნელობით გამოყენება, რისთვისაც დაამატეს მათ ტაძრები, სამსხვერპლოები და ა. შ. ასევე დადგეს კერპები, "ღმერთების", ანუ დემონების თაყვანსაცემად. ბიბლიაში ნათქვამია, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკნი არიან. მაიას ტომში უმთავრესი ღვთაება და ცივილიზაციის მითური შემოქმედი არის მფრინავი გველი კეცალკოატლი, ანუ სატანა. საერთოდ მაიას ტომი გამოირჩეოდა უხეშობითა და პირმიტივიზმით. მათში გავრცელებული იყო ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, რომლის დროსაც მოგვები მსხვერპლს მკერდიდან ჯერ კიდევ მფეთქავ გულს ამოაჭრიდნენ და აღტყინებულ ბრბოს აჩვენებდნენ. ყველა სპეციალისტი როდია იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ძველ ინდოელებს კავშირი ჰქონდათ ასტრონომიულ გამოთვლებთან. ინდიელთა საცხოვრებელი უბრალო ვიგვამები (ერთგვარი კარვები - მთარგმნ.) იყო. მეცნიერები კი მარჩიელობენ: რატომ და სად გაქრნენ ინდიელები თვიანთი ქალაქებიდან, რომლებშიც მათ ასეთი მონუმენტალური ნაგებობები (პირამიდები და ა. შ.) შეჰქმნეს? მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ ისინი არ აუგიათ ინდიელებს. ინდიელთა ლეგენდების მიხედვით, პირამიდები ააშენეს ადამიანებმა, რომლებიც ჯადოსნურ თვისებებს ფლობდნენ. ინდიელთა საკულტო და სხვა ნაგებობების ნანგრევთა მიხედვით, რომლებიც ძველ და მძლავრ საძირკვლებზე იყო აშენებული, ჩანს, რომ ეს დანამატი ნაგებობანი აშენებული იყო დაუმუშავებელი ან პირიმიტიულად დამუშავებული მცირე ზომის ქვებისგან, რომლებიც თიხის დუღაბით იყო შეკრული.
აჰა, თქვენც, აცტეკების, მაიას და ინკების "ძველი და უდიდესი ცივილიზაციების" მთელი "საიდუმლო".
ატლანტიკის ოკეანის წყალქვეშ ჩაძირული პირამიდა (ე. წ. ბერმუდის სამკუთხედის არეალში)
3. გლობალური ენერგოსაინფორმაციო სისტემა?
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
ყოველივე ზემოთთქმულმა (და კიდევ სხვა მრავალმა) საკვირველმა ცნობამ პირამიდების შესახებ, საფუძველი მისცა მკვლევარებს წამოეყენებინათ შემდეგი განმარტება. რადგან ცნობილია, რომ პირამიდები არ აუშენებიათ არც ძველ ეგვიპტელებს, არც ინდიელებს და არც ჩინელებს, უნდა დავასკვნათ, რომ ისინი სხვა, მეტად მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შექმნილია; და ეს პირამიდები სასაფლაოს ან სამარხის ფუნქციას კი არ ასრულებდნენ, არამედ მათ აშენებდნენ როგორც ენერგოსაინფორმაციო ნაგებობას, რადგან საერთო ჯამში ერთგვარ გლობალურ, ენერგოსაინფორმაციო სისტემას წარმოქმნიან.
ზოგიერთის აზრით, ეს არამიწიერი ცივილიზაციაა. ეს აზრი უდევს საფუძვლად ე. წ. პალეოვიზიტების, ანუ ძველი ასტრონავტების თეორიას. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, ჩ. ფორდმა (აშშ), კ. ე. ციოლკოვსკიმ და ნ. ა. რინინმა (რუსეთი) გამოთქვეს იდეა: კაცობრიობის უძველეს კულტურულ ძეგლებში უნდა დარჩენილიყო კოსმიურ სტუმართა დედამიწაზე ყოფნისა და ქმნილების კვალი. ამ თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, თითქოსდა უცხოპლანეტელებმა, როგორც პირამიდების ჭეშმარიტმა მშენებლებმა, თავიანთ ქმნილებებში დაშიფრეს ერთგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საერთოდ, პირამიდების არამიწიერი წარმომავლობის თემა მეტად მრავალფეროვანია. მაგალითად, ერთი ვერსიით უცხოპლანეტელები მოფრინდნენ დედამიწაზე, ააშენეს პირამიდები და სხვა საიდუმლო ობიექტები, შემდეგ კი, ან სწრაფად გაეცალნენ აქაურობას, ან "დედამიწელებმა" დახოცეს. არსებობს ასეთი ვარიანტიც: უცხოპლანეტელემბა მოსპეს დედამიწელთა ცივილიზაცია, როდესაც პირამიდები ააშენეს, და დღევანდელი კაცობრიობა იმ უცხოპლანეტელთა შთამომავლობაა.
მართლმადიდებლური ეკლესია განგვიმარტავს, რომ ადამიანებს "არამიწიერ ცივილიზაციებს" და "პარალელურ სამყაროებს" წარმოადგენენ დემონები, ანუ დაცემული ანგელოზები, რომლებიც განეშორნენ უფალს და ბოროტი სულები გახდნენ. აქედან მოდის "ამო"-ს ფენომენიც და სხვა... ეს საკითხი კარგად არის განმარტებული მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნში "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია".
პროფ. ე. მულდაშევის მონაცემებით, ძველი ტიბეტური ლიტერატურული წყაროები მოწმობენ იმის შესახებ, რომ პირამიდები წარმოადგენდნენ გიგანტურ ასტრონომიულ ობსერვატორიებს, რომელთა დახმარებით "ატლანტები" ერთვებოდნენ საერთო ენერგოსაინფორმაციო სივრცეში - კოსმოსში, რომლიდანაც ისინი ღებულობდნენ ინფორმაციას, ცოდნას და ენერგიას.
მოვიტანთ ციტატას რუსული დოკუმენტური ფილმიდან "პირამიდები: ატლანტიდის მემკვიდრეობა". ამ ფილმში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ი. მაზურინი პირამიდათა მსოფლიო ქსელზე ბრძანებს: "ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ბოლო დროს აღმოჩენილ იქნა საინტერესო ქსელი - ქსელი პირამიდებისა, რომლებიც სამყაროს ყველა ნაწილშია აღმოჩენილი. ზოგიერთ მათგანს გადმობრუნებული ფორმა აქვს, ზოგიერთი გეოტექტონიკურ ნაპრალთა ზონაშია, მაგალითად, ყირიმში. როგორც ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, პირამიდები წარმოადგენენ თავისებურ კონცენტრატებს და ეთერული ნაკადის ამრეკლავებს, რომელთა პროდუცირებას დედამიწის ბირთვის აქტივობა ახდენს. ლაპარაკი მიდის იმის შესახებ, რომ ეთერული ნაკადის მართვა არსებითად ნიშნავს დედამიწის ველური გარსის გლობალური მდგომარეობის მართვასაც, რომლის კერძო გამოხატულებას ელექტრომაგნიტური ველი წარმოადგენს".
აქ ჯეროვანია ვახსენოთ კიდევ რამოდენიმე სამამულო და უცხოური წარმოების დოკუმენტური ფილმი, რომლებშიც, როგორც წარღვნამდელ ცივილიზაციაზე სწორი, საერთო აზრის მქონენი, ვპოულობთ მეტად საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლებიც მოცემული საკითხის სხვადასხვა მხარის გახსნაში გვეხმარება. ეს ფილმებია: "მოგზაურობა საიდუმლო სამყაროში: პასექის კუნძული", "ძველი სამყაროს დაკარგული საგანძური: აცტეკები და მაია", ანდრია სკლიაროვის ფილმები: "ღმერთების ტექნოლოგია" და "პერუ და ბოლივია ინკებამდე დიდი ხნით ადრე".
არსებობს მოსაზრება, რომ პირამიდები ასრულებდნენ ფსიქოტრონულ ფუნქციას, ანუ მათი დახმარებით ხორციელდებოდა ზემოქმედება ადამიანთა მასების ცნობიერებაზე. ასე, მაგალითად, დოქტორი ლი, მექსიკური პირამიდების ცნობილი მკვლევარი, წერდა: "მე ვიცი რატომ აშენებდნენ პირამიდებს. პირამიდა არის მოწყობილობა, რომელიც აჩქარებს ცნობიერების ევოლუციას. ის ზემოქმედებს ხალხის მასებზე. პირამიდების განსხვავებული ფორმები, ეს არის ადამიანთა განსხვავებული ჯგუფების სხვადასხვა ეტაპები. პირამიდებს აშენებდნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რისთვის და რა მიზნით უნდა გამოეყენებინათ იგი; ასევე როგორ მოეხდინათ ზეგავლენა ხალხის ამა თუ იმ ჯგუფზე, რათა დაეჩქარებინათ ამ ჯგუფის ცნობიერების ევოლუცია. ეგვიპტის, მექსიკისა და პერუს პირამიდებს შორის სხვაობაც ამით აიხსნება".
დოქტორი ლი ვარაუდობს: პირამიდა, გიგანტური გადამცემის მსგავსად, უზრუნველყოფდა უწყვეტ კავშირს "სიცოცხლის კოსმიურ ხაზთან"; "ატლანტებმა" (ანუ პირამიდების მშენებლებმა) საიდუმლო ცოდნა და "კოსმოსთან კავშირის კოდი" გადასცეს ძველი ეგვიპტის მოგვებს და მაიას ცივილიზაციას ამერიკაში; თუმცა, ეს ცოდნა გამოყენებულ იქნა არა მარტო ადამიანთა სასარგებლოდ, არამედ საზიანოდ, ანგარებითი მიზნით.
ძველი, საიდუმლო ცოდნის "კეთილი" და "ბოროტი" გამოყენება გვახსენებს ექსტრასენსების, ასტროლოგების, მოგვების, შემლოცველებისა და ოკულტისტების ცნობილ ხრიკს, რომლებიც თავიანთ გულუბრყვილო მომხმარებელს სთავაზობენ განასხვაონ "თეთრი", ვითომცდა კეთილი მაგია, "შავისგან", რომელიც ცუდი და ბოროტია, მაშინ როდესაც, წმიდა წერილისა და მასზე დაფუძნებული მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით, ნებისმიერი მაგია - ეს არის ჯადოქრობა, აქედან კი, დემონებთან კავშირი.
და რას გულისხმობს "ხალხის დიდი მასების ცნობიერების ევოლუცია", რომლის შესახებაც ლაპარაკობს დოქტორი ლი და მიანიშნებს, რომ ასეთი იყო პირამიდების ფუნქცია? ვფიქრობთ, უნდა ვილაპარაკოთ არა ევოლუციაზე (რადგან ეს სიტყვა გულისხმობს გაუმჯობესებას, უფრო სრულყოფილისკენ გადასვლას), არამედ იმ ცვლილებაზე (რომელიც შესაძლოა იყოს გადასვლა უარესისკენ, დეგრადაციისკენ), რომელიც კაცობრიობის მთელს ცნობიერებას ეუფლება - აი, მასშტაბური ფსიქოტრონული ტექნოლოგიების საბოლოო მიზანი, უფრო ვრცლად კი ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცნობიერებაზე ზემოქმედება მსოფლიო მასშტაბით. სწორედ ამ პროგრამას ახორციელებენ დღეს ბოროტების მსახურნი. ამ პროგრამასა და მის განხორციელებაზე (აშშ-ს მაგალითზე) ზუსტად ბრძანებდა სხვა დოქტორი, დ-რი ჯონ კოლემანი თავის წიგნში "კომიტეტი 300: მსოფლიო მთავრობის საიდუმლოებანი".
თანამედროვე მეცნიერებს აქვთ მონაცემები იმის შესახებ, რომ ეგვიპტელი, ბაბილონელი და ინდიელი მოგვები ძალზედ გამოცდილი ასტრონომები იყვნენ. მათ შეეძლოთ არა მარტო ეწარმოებინათ ზუსტი დაკვირვებები ზეციურ სხეულებზე, არამედ ეწინასწარმეტყველათ მზის და მთვარის დაბნელებანი. სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ მეცნიერება ჩაისახა ძველ საბერძნეთში. უფრო ჩახედული და განათლებული მასწავლებლები კი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდნენ. მათი აზრით, კაცობრიობის პირველი მასწავლებლები იყვნენ ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის მოგვები; ასტრონომია აღმოცენდა ასტროლოგიიდან, მათემატიკა მაგიიდან და ა. შ. მაგრამ, თუ ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით და შევისწავლით, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მოგვები თავიანთ საიდუმლო (ოკულტურ; ლათ. occultus - საიდუმლო, დაფარული) ცოდნას ღებულობდნენ წარღვნამდელი ცივილიზაციების ნარჩენებისგან. თანაც, ისინი, რა თქმა უ ნდა, პირდაპირ ამყარებდნენ კავშირს, და თუ შეიძლება ითქვას, თანამშრომლობდნენ, დაცემულ ანგელოზებთან - დემონებთან, რომელთაგანაც ღებულობდნენ "საიდუმლო ცოდნას". აი, რას წარმოადგენს სინამდვილეში "კოსმოსთან კავშირი", რომელსაც, ისეთი მკვლევარების აზრით, როგორიც დოქტორი ლია, ამყარებდნენ პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები და მათი მემკვიდრენი - წარმართი მოგვები.
მთელი რიგი მკვლევარების აზრით, პირამიდებში ინახებოდა (და შესაძლოა დღემდე ინახება) ინფორმაცია დაღუპულ ცივილიზაციებზე. ჩვენთვის ჯერ კიდევ სასკოლო მერხიდან ცნობილი ძველბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი პითაგორა ერთხელ ეგვიპტეს ეწვია, რის შესახებაც შემდეგ თავის მოწაფეებს მოუთხრო. მოგვებმა მას აჩვენეს მრავალი საგანმანათლებლო საიდუმლო, რომლებმაც მასზე განმაცვიფრებელი შთაბეჭდილება მოახდინეწს. განდობილი პირის (მოგვის) თანხლებით პითაგორა ეწვია ხეოფსის პირამიდის ქვეშ მდებარე ლაბირინთებს, სადაც იყო "მცირე ნათელი, რომელზეც შეიძლებოდა კითხვა და აზროვნება".
არიან მკვლევარები, რომლებიც დამტკიცებულად მიიჩნევენ, რომ პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ მიეღოთ და გამოეყენებინათ ელქტრო (ზოგიერთის ვარაუდით კი ბირთვული) ენერგია. გერმანელმა მკვლევარმა რეინჰარდ ჰაბეკმა ძველეგვიპტური ტაძრების ბარელიეფებზე აღმოაჩინა საკმაოდ რთული, ელექტრონული გამანათებლების ნახატები. "ელექტროტექნიკის ცოდნის გარეშე, - როგორც უთითებს ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი, ვალტერ ჰარნი, წიგნის - "ნათელი ფარაონთათვის" ავტორი, - ამ სურათების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა".
"დღეს უკვე მრავალს აქვს შეგნებული ის ფაქტი, - აღნიშნავს ი. ო. ლიპოვსკი წიგნში "პირამიდები კურნავენ და იცავენ", - რომ ძველი მხატვრები, რომლებიც ქმნიდნენ მრავალფეროვან პანოებს და მოხატულობებს, უფაქიზეს ბარელიეფებს პირამიდების ბნელ ლაბირინთებში, სარგებლობდნენ სრულიად თანამედროვე გამანათებელი საშუალებებით. და ეს იყო არა ჩირაღდანი, რადგან პირამიდების ლაბირინთებში არ არსებობს კვამლისა და მურის ნასახიც კი, რომელიც აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ჩირაღდნებით განათების შემთხვევაში. ასევე არ ემჩნევა მურის კვალი თვით ნახატებს. აქედან, უნდა ვივარაუდოთ მხოლოდ ერთი: პირამიდებისა და ძველეგვიპტური ტაძრების შემქმნელები სარგებლობდნენ ელექტრო განათებით". სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარღვნამდელ ცოდნაში, რომელიც შემდეგ გადაეცა წარღვნის შემდგომ მოგვებს, ელექტროენერგიის გამოყენების საიდუმლოც იყო ცნობილი.
4. სატანის რელიგიის შექმნის პროექტი
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
ჩვენი გამოკვლევის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ წარღვნამდელ სამყაროში შექმნილი იყო ერთგვარი ღმრთისმბრძოლი სისტემა, რომელიც დაანგრია საყოველთაო წარღვნამ. შემდგომი გადმოცემიდან ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირამიდები შედიოდნენ ამ სისტემაში და შესაძლოა, მის ბირთვსაც კი წარმოადგენდნენ. ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ მათ ეკისრებოდათ არცთუ მცირედი როლი ამ სატანურ პროექტში.
ანტიკურ დროში ეგვიპტური პირამიდების მშენებლობა მიეწერებოდა ტოტს - "სიბრძნის ღმერთს", რომელსაც იბისის თავით გამოსახავდნენ. მეცნიერების, მედიცინისა და იეროგლიფების გამოგონება ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით, როდესაც ეგვიპტეში გამეფდა კლეოპატრა, ტოტს უკვე ბერძნულ ღმერთ ჰერმესთან აიგივებდნენ და მას ჰერმეს ტრისმეგისტს უწოდებდნენ. მას განაკუთვნებდნენ ზურმუხტის ლეგენდარულ ფილაქნებს, რომლებიც შეიცავდნენ საიდუმლო ცნობებს და რომლებშიც ფორმულირებული იყო "სამყაროს მსგავსების უდიდესი პრინციპი": "ის, რაც იმყოფება ზემოთ, არის ქვემოთაც".
სინამდვილეში ამ სიტყვებში მოცემულია არა რაიმე აბსტრაქტული "დიადი პრინციპი", არამედ სატანის კონკრეტული მიზანი, რომელიც, არის რა ის, ვინც ქვემოთაა, ოცნებობს იმაზე, რაც არის ზემოთ. ანუ, სატანას სურს გახდეს დედამიწის მბრძანებელი*, კაცობრიობის ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთის შემცვლელი. ამ "პრინციპის" უფრო გულახდილი, მასონური ფორმულირება ასეთია: "ის, ვინც ქვემოთაა, უნდა გახდეს ის, ვინც არის ზემოთ". "ეს ის არის, ვინც ის გახდება", - ნათქვამია სატანაზე საიდუმლო მასონურ დოქტრინაში, ანუ დღეს ის ეშმაკია, მაგრამ ხვალ ის იქნება ღმერთი.
ესაიას წინასწარმეტყველების 14-ე თავში მთიების, ანუ ლუციფერის (ეშმაკის) ღმრთითსაწინააღმდეგო განზრახვებსა და ამპარტავნებაზე, ასევე მის სრულ მარცხზე ასეა ნათქვამი: "წარმოთქვამ (ისრაელ) ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას! როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი, რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ! დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს... ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა შენთვის რეფაიმნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
პირამიდები წარღვნამდე ააშენეს. ამჯერად ჩვენ ვხედავთ ამ დანგრეული სისტემის მხოლოდ ნარჩენებს, რომელიც პირამიდებსაც მოიცავდა (ძირითადი ნაწილი ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზეა). როდესაც წარღვნამდელი ცივილიზაციის ნარჩენებსა და ნაკვალევს აღმოაჩენენ და იწყებენ მის შესწავლას, აყენებენ ხოლმე ათასგვარ ვარაუდს, იგონებენ მრავალფეროვან ვერსიებს: "აი, ამ ადგილას იმყოფებოდა ატლანტიდა!", "ეს ობიექტები უცხოპლანეტელებმა ააშენეს", და ა. შ. არადა, ეს ატლანტიდა და უცხოპლანეტელები კი არა, წარღვნამდელი ცივილიზაციაა. და თუ მაინც გამოვიყენებთ სიტყვა "ატლანტიდას", უნდა ვაღიაროთ, რომ "ატლანტთა ცივილიზაცია" იმყოფებოდა არა წყალქვეშ ჩაძირულ კუნძულზე ატლანტიკის ოკეანეში, ან ჩვენი პლანეტის სხვა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, არამედ გავრცელებული იყო მთელს დედამიწაზე, ანუ, ის იყო, როგორც იტყვიან, გლობალური ხასიათის. რატომ არ მოგცა უფალმა წმიდა წერილში წარღვნამდელი ცივილიზაციის დეტალური აღწერა (თუმცა მისი ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი ბიბლიაში მაინც ასახულია)? როგორც ჩანს, უფალმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მომავალ თაობებში არ აღმოცენებულიყო მავნე და უსარგებლო ინტერესი ამ ცივილიზაციისა და მისი "მიღწევებისადმი". მაგრამ, დღეს, ჩვენს დროში, როდესაც სატანური, ანტიქრისტიანული ძალები აქტიურად იღვწიან ადრინდელი ღვთივმბრძოლი პროექტის აღსადგენად, უფალი წარმოგვიჩენს იმას, რაც აუცილებელია წარღვნამდელი სისტემისა და მისი თანამედროვე "რემეიკის" გასაგებად, რათა ნაჩვენებ იქნას, რომ ფორმითა და საშუალებებით, ამჟამინდელი პროექტი გარკვეულწილად განსხვავდება წარღვნამდელისგან, ხოლო შინაარსითა და მიზანდასახულობით - იგივე პროექტია.
მაშ, რას წარმოადგენდა ეს წარღვნამდელი ღვთივმბრძოლი პროექტი? როგორია მისი მიზანი და ვინ მონაწილეობს მასში? ვინ ააშენა პირამიდები? და რატომ არის ჩვენს დროში შესაძლებელი ლაპარაკი იმავე პროექტისა და სისტემის აღდგენაზე, იმავე, რომელიც იყო წარღვნამდე, ოღონდ, ცხადია, სხვა სახითა და ფორმით და რომლის სიმბოლოც არის პირამიდა?
როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?" (ესაია 14:1-17).
ტრადიციული საეკლესიო განმარტებით, "ისრაელის" ქვეშ აქ იგულისხმება ქრისტეს ეკლესია, ხოლო "ბაბილონის მეფეში" - სატანა, დაცემული ქერუბიმი, რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავივით იყო (ამიტომაც იწოდება ის "მთიებად"), ახლა კი თავისი უგუნურებით აუმხედრდა თავის ღმერთსა და ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედს. როგორც ცნობილია, პირამიდა არის ერთ ერთი უმთავრესი მასონური და საერთოდ, ოკულტური სიმბოლო. "ოქროს პირამიდა" არის ოკულტისტების (ექსტრასენსების, არატრადიციული მკურნალების და სხვათა) პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო. პირამიდის სიმბოლო, სხვა მასონურ სიმბოლოებთან და ლოზუნგებთან ერთად, გამოსახულია დოლარზე და აშშ-ს სახელმწიფო ბეჭედზე. ხოლო აშშ, როგორც ცნობილია შექმნეს მასონებმა და დღემდე ამ ქვეყანას ისინი ხელმძღვანელობენ (ცხადია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რუსეთს - მთარგმნ.).
აქედან უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი დასკვნა: მასონები (მხედველობაში გვაქვს დღევანდელი, განდობილი მასონები, რომლებმაც იციან მასონობის უმთავრესი, ღვთისმბრძოლი არსი, რომელიც გამოიხატება სატანის შეგნებულ მსახურბაში, და არა ლოჟების უმრავლესობის უბრალო წევრები, რომლებიც "თვალის ასახვევად" არიან შექმნილნი, როგორც ეს არის "სიონელ ბრძენთა ოქმებშია" ნათქვამი*), არიან რა სატანის მსახურები (გააჩნიათ მასთან კავშირი და ღებულობენ მისგან მითითებებს) და მომავალი ანტიქრისტეს ლაქიები, ინფორმირებულნი არიან წარღვნამდელი ცივილიზაციის შესახებ და საკუთარ თავს როგორც წარღვნამდელი, ასევე წარღვნის შემდგომდროინდელი, ნიმროდისეული პირამიდების მშენებელთა მემკვიდრეებად მიიჩნევენ. უპირველეს ყოვლისა, ნათქვამი მსოფლიო მასონობის მწვერვალს (ანუ მასონობის უმაღლესი ორგანოს, "მსოფლიოს უზენაესი საბჭოს" წევრებს) ეხება, რომელიც ე. წ. "მსოფლიო მთავრობის" ძირითად ბირთვს წარმოადგენს.
აი, თურმე რაში შეიძლება მდგომარეობდეს, ამ სახელწოდების, "მასონები", თავდაპირველი და ძირითადი მნიშვნელობა, რომელიც "ქვისმთლელებად" ითარმგნება (ის, რომ ძველი პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ ქვების დამუშავება, ჩვენს გამოკვლევაში უკვე საკმარისად ითქვა), - და არა მასონურ ლეგენდაში ადონირამის შესახებ ("დიდი ოსტატი", რომელიც მონაწილეობას ღებულობდა მეფე სოლომონის იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაში) ან კიდევ შუასაუკუნეების ინგლისის სამშენებლო გილდიებში. საგნობრივი ატრიბუტიკაც, რომელსაც მასონური რიტუალების შესრულებისას იყენებენ (ფარგალი, ჩაქუჩი, შალაშინი, გონიო (კუთხედი), სახაზავი, კუთხესაზომი, შვეული, წინსაფარი და სხვა), მიმართულია არა უბრალოდ მშენებელთა, არამედ კონკრეტულად, ქვისმთლელ-მშენებელთა გამოსახატავად.
წარღვნამდელი სისტემის პირამიდებისა და სხვა ობიექტების მშენებლები იყვნენ წარღვნამდელი ადამიანები, რომლებიც ამ პირამიდალურ სისტემაში ჩაითრიეს დემონებმა, რომლებიც, სატანის მეთაურობით, ხელმძღვანელობდნენ მათ თავიანთი სისტემის აშენებაში. და ეს ადამიანები, შესაძლოა, ბიბლიაში იწოდებიან "ბუმბერაზებად". დაბადების წიგნში ნათქვამია იმის შესახებ, რომ საყოველთაო, მსოფლიო წარღვნის წინ იყო დრო, როდესაც დედამიწა აღავსეს ბუმბერაზებმა. ებრაულ ტექსტში მათ სხვა სახელით იხსენიებენ. კერძოდ, ესენი არიან "ნეფილიმები" - ანუ ისინი, ვინც ანგრევს, ამხობს, სხვა აზრით - რყვნის, აიძულებს დაეცეს; კიდევ სხვა თარგმანით: "დაცემული ადამიანები". ანუ, ესენი იყვნენ ერთგვარი დამამხობელნი, მეამბოხენი, ღმერთს ამხედრებულები. სატანური და ღმრთის საწინააღმდეგო პროექტის მონაწილეები, რომელიც მიზნად ისახავდა კაცობრიობის ჩაბმას სატანის თაყვანისცემის კულტში, კაცობრიობის წარწყმედას, მის სულიერ მკვლელობას.
ხოლო გამოთქმა "დაცემული ადამიანები" (ეს არის სიტყვა "ნეფილიმის" შესაძლო თარგმანი) გვახსენებს დაცემულ ანგელოზებს, დემონებს. შესაძლოა, ეს იყოს მითითება იმაზე, რომ ნეფილიმები, თავიანთი სულიერი მდგომარეობით, ბოროტებაში თავიანთი დანთქმის დონით, მიემსგავსნენ დემონთ. შესაძლოა, ამას ადასტურებდეს ვ. ი. შერბაკოვის ციტატა წიგნიდან "ყველაფერი ატლანტიდაზე": "პაპუასების რწმენით, დიდი უბედურება (წარღვნა - ავტ.) ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ არა ადამიანები, არამედ გონიერი არსებები ჯადოსნური თვისებებით, უჩვეულოდ ძლიერნი და ბრძენნი. ეს არსებები მითებში "დემად" არიან წოდებულნი. განა ძალიან არ გვაგონებს ეს სიტყვა "დემონის" ევროპულ გაგებას?".
დაბადების წიგნის VI თავში, სანამ წარღვნაზე დაიწყებოდეს ლაპარაკი, დაწერილია: "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი ბუმბერაზები (ნეფილიმები) იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:1-4) (ასეა სინოდალურ თარგმანში).
მაგრამ, არსებობს სხვა თარგმანიც (სეპტუაგინტას, ანუ ბერძნული ტექსტის მიხედვით) უფლის სიტყვებისა: "და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ". როგორც კომენტატორები განმარტავენ: სული, რომელიც ღმერთმა ადამიანში ჩადო, ამიერიდან სხეულს უფრო ადრე დატოვებს, ვიდრე უწინ, კერძოდ 120 წლის შემდეგ, და იმ დროიდან ეს რიცხვი მიიჩნევა მაქსიმალურ ხნოვანებად ადამიანისა (ან კიდევ 120 წელი იყო დარჩენილი წარღვნამდე). დღეს, მხედველობაში ვღებულობთ რა იმას, რომ ჩვენს თვალწინ აშკარავდება წარღვნამდელი ცივილიზაციის არსი (რასაც ეძღვნება კიდეც წინამდებარე გამოკვლევა), მივდივართ იმის შეგნებამდე, რომ ღმრთის ეს სიტყვები სხვა არაფერია თუ არა მითითება წარღვნამდელი ადამიანების მშფოთვარებაზე ღმრთისა და შემოქმედის წინააღმდეგ; მითითება მათ აჯანყებაზე, რომელიც ღმრთისსაწინააღმდეგო, სატანურ პროექტებში მონაწილეობაში მდგომარეობს. ამ ადგილის ამგვარი გაგების დამატებით დასტურად შეიძლება გამოდგეს ის, რომ ამ სიტყვების შემდეგ მყისიერ იწყება ლაპარაკი ნეფილიმებზე.
ნეფილიმთა წარმომავლობაზე სხვადასხვაგვარი ვარაუდი არსებობს. ენოქის წიგნის მიხედვით (ქრ. შობამდე II ს. აპოკრიფული ნაწარმოები), "ღმრთისშვილები" არიან სულები, რომლებიც დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ მიწიერ ასულებთან და ასწავლეს მათ ჯადოქრობა და შელოცვები, რისი წყალობით "გამოჩნდა უდიდესი უკეთურება" (ენოქი 7-8). ეს განმარტება მიიღო ფილონმა და ეკლესიის ზოგიერთმა მამამ და მოძღვარმა (მაგალითად: წმ. იუსტინემ, ირინეოსმა, ტერტულიანემ, ამბროსიმ). რადგან ბიბლიაში ქორწინება არცთუ იშვიათად ნიშნავს ღმერთთან ერთობას, ანუ რწმენასა და ღმრთის თაყვანისცემას (ოსია 2:16); ეფე. 5:22-23), ადამიანებისა და სულების ქორწინებაში ზოგიერთები ხედავენ წარმართობის ჩანასახს, თავისი დემონთთაყვანისცემით, წარმართულ ღმერთებით, მაგიითა და ჯადოქრობით: ადამიანი ცდილობს თავისი შემოქმედის გარეშე ჩასწვდეს სამყაროს საიდუმლოს. IV საუკუნიდან, გამყარდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც, "ღვთისშვილები" არიან მართალი შეთის (ადამისა და ევასა შვილის) შთამომავლები, ხოლო "კაცთა ასულები" - დედაკაცები კაენის მოდგმიდან (კაენიტები).
სატანა არის პირველი არსება, რომელმაც უარი თქვა ჭეშმარიტ სიცოცხლეზე, რომელიც მდგომარეობს სიყვარულში და ყველას დაღუპვისკენ მიისწრაფვის. ის არის პირველი სულიერი თვითმკვლელი, და როგორც ამის შედეგი, სხვისი მკვლელიც. აი, რატომ იწოდება ის სახარებაში "კაცის მკვლელად". ძველებრაულიდან თარგმანში სიტყვა "სატანა" ნიშნავს "მოწინააღმდეგეს", ანუ ღმრთის წინააღმდგომს. აპოკალიფსისში ნათქვამია: "მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ" (გამოცხ. 9:11). ებრაული სიტყვა "აბადონ" და ბერძნული "აპოლიონ" ნიშნავენ: "წარმწყმედელს", "გამანადგურებელს", "დაღუპვას". ძველ აღთქმაში ცნება "აბადონ" გამოიყენება სიტყვების: "ქვესკნელი" ("შეოლ"), "საფლავის", "სიკვდილის" გვერდით. რაბინისტულ ლიტერატურაში სიტყვა "აბადონ" გვხვდება ჯოჯოხეთის .უქვემოესი განყოფილების გაგებით. და სიტყვა "ეშმაკი" (diabolo) ითარგმნება არა მარტო როგორც "ცილისმწამებელი", არამედ როგორც "გამანადგურებელი". სატანა "ცისქვეშეთის უკეთურ სულებთან" ერთად (ეფეს. 6:12) და თავის "საკრებულოსთან" ერთად (იხ. გამოცხ. 2:9; ბერძნულ ორიგინალშია "სატანის სინაგოგა") - არიან მუდმივი გამანადგურებლები და წარმწყმედელები - "ნგრევა და ვარამია მათ გზაზე" (რომ. 3:16).
იოანეს გამოცხადებაში ნათქვამია, რომ დედამიწის დაღუპვისთვის მოიწევა ღმრთის დიდი რისხვა: "წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ. 11:18). აი რას მოიმოქმედებს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, როდესაც დადგება დღე ღმრთის რისხვისა და საშინელი სამსჯავროსი: "დაღუპავს ქვეყნის დამღუპველთ" - ანუ, სატანური და ღმრთისმბრძოლი პროექტების ყველა მონაწილეს, ყველა ამ დამაქცევართ, მოჯანყეთ, გამანადგურებელთა და მკვლელებს.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სამყაროს მოახლოვებულ აღსასრულზე (რაზეც მიანიშნებენ სახარებები და სხვა ბიბლიური წიგნები), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს ერთი აღსასრული უკვე იყო, კერძოდ - მსოფლიო წარღვნა. წმიდა მოციქული პეტრე ამბობს, რომ წარღვნამდელი სამყარო დაიღუპა წყალში, ამჟამინდელი სამყარო კი ცეცხლში დაიწვის: "მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი" (2 პეტრე. 3:6-7). მეორეს მხრივ, ვმსჯელობთ რა მსოფლიო წარღვნაზე, მარადის უნდა გვახსოვდეს, კაცის ძის მომავალ, მეორედ მოსვლაზე და მის საშინელ სამსჯავროზე. ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: "დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს" (ესაია 2:17).
მოციქული პეტრე წარღვნამდელ სამყაროს პირველს უწოდებს (სხვა თარგმნით - ძველს), ხოლო წარღვნამდელ კაცობრიობას უკეთურთა სამყაროს: "თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას" (2 პეტრე 2:5). ნოე აქ იწოდება "სიმართლის ქადაგად", რადგან ის თავის თანამედროვეთაგან ყველას შეაგონებდა უარეყოთ იმდროინდელი ცოდვილი საქმიანობა და ღმრთისსაწინააღმდეგო ზრახვანი და მოუწოდებდა მათ მართალი და ღმრთივსასურველი ცხოვრებისკენ.
ხოლო წარღვნის შესახებ სიტყვების წინ მოციქულ პეტრესთან არის ასეთი ფრაზა: "ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტრე 2:4). კომენტატორთა განმარტებით, აქ მოციქული იმოწმებს ენოქის წიგნში ჩაწერილ იუდაურ გადმოცემას, რომლის მიხედვითაც წარღვნის წინ ქმნილი სულები გადმოვიდნენ დედამიწაზე, რათა ეცდუნებინათ ადამიანები, ესწავლებინათ მათთვის მაგია და ჯადოქრობა, რის გამოც სულები ჩაგდებულ და შეკრულ იქნენ ქვესკნელის ბნელში. მიიჩნევა, რომ ეს თქმულება აღმოცენდა როგორც კომენტარი დაბადების წიგნის 6-ე თავის პირველ მუხლებზე (იხ. ზემოთ. დაბ. 6:1-4).
როგორც რამოდენიმე ათასი წლის წინათ, პირველი სამყაროს აღსასრული უფლის გადაწყვეტილებით მაშინ დადგა, როდესაც უკეთურებამ თავის აპოგეას მიაღწია (შესაძლოა, მსოფლიო წარღვნა სწორედ მაშინ დაატყდა თავს კაცობრიობას, როდესაც ის აპირებდა "მთელი სიძლიერით" გაეშვა სატანური სისტემა, პირამიდების ჩათვლით). ასევე, ამ საუკუნის აღსასრულიც მაშინ მოვა, როდესაც სატანა ისევ უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანს კაცობრიობას, რომლის იქით კაცობრიობის სრული და საბოლოო დემონიზაცია იგულვება. ცხადია, სწორედ ეს აზრია ჩადებული ეზრას წინასწარმეტყველების (3 ეზრა) 9-ე თავის შემდეგ ადგილას: "გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს. დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან. ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი" (3 ეზრა 9:20-22).
"დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა... წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ" (დაბ. 6:5-13).
5. ბაბილონის პირამიდა
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
როგორც ბიბლიიდან ჩანს, კაენის ყველა შთამომავალი მათი ცივილიზაციითურთ წარღვნამ გაწყვიტა (ქრისტეანულ ლიტერატურაში წარღვნამდელი ცივილიზაცია ზოგჯერ კაენიტურადაც იწოდება). ხოლო მასონური ლეგენდა ადონირამზე, რომელიც თითქოსდა მასონობის მამამთავარი იყო, მოვლენებს აყალბებს. ამ მკრეხელურ მასონურ გამონაგონში კაენის შთამომავლები წარმოდგენილნი არიან როგორც მამაცი მოჯანყენი, რომლებიც ღმრთისგან განმდგარი ქერუბიმის - ლუციფერის (სატანისტებისა და მასონებისთვის "კეთილი ღმერთის") მეთაურობით მათ მადევარ ღმერთს (მასონური განმარტებით - "ბოროტს" და "სასტიკს") ეწინააღმდეგებიან.
ამ ლეგენდაში ადონირამი წარმოდგენილია როგორც კაენის პირდაპირი შთამომავალი, რომელიც ვითომცდა იყო ლუციფერისა და ევას შვილი, ამიტომაც, ადონირამს ლეგენდა "მთიების ძეს" უწოდებს. საქმე იმაშია, რომ კაენის შთამომავლებს ლეგენდა წარღვნისშემდგომდროინდელ კაცობრიობასაც მიაწერს: თურმე წარღვნის დროს თუბალკაენის შვილს, სახელად ვულკანს (თუბალკაენი, დაბადების წიგნის მიხედვით, იყო კაენის შთამომავალი) ერთ ერთი მთის გამოქვაბულისთვის თავი შეუფარებია. შემდეგ ის შეერთო ნოეს სამი შვილიდან ერთ ერთის, კერძოდ, ქამის ცოლს, რომელმაც შვა ქუში, ნებროთის მამა. ამგვარად, ნებროთი, ადონირამის შესახებ ლეგენდის მიხედვით, გამოდის ლუციფერის, კაენისა და წარღვნამდელი ცივილიზაციის პირამიდების მშენებელთა მემკვიდრე, წარღვნამდელი ღვთივმბრძოლი სისტემის ერთგვარი წარმომადგენელი და აღმდგენელი წარღვნის შემდგომ სამყაროში.
ნებროთის შესახებ დაბადების წიგნში ნათქვამია, რომ: "დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე" (დაბ. 10:8). აღსანიშნავია, რომ წარღვნამდელ ბუმბერაზებზეც (ნეფილიმებზე) ნათქვამია, რომ "ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:4). სლავურ ბიბლიაში ნებროთზე ასეც არის დაწერილი: "Сей начат быти исполин на земли". "განმარტებით ბიბლიაში" ვკითხულობთ: "ბიბლიური ტერმინი "გმირ-ყოფა ქვეყანასა ზედა" (ძვ. ქართ. - მთარგმნ.), ებრაულად "გიბორ", ჩვენთვის ცნობილია წარღვნამდელი კაცობრიობის დახასიათებიდან არის ცნობილი (ნეფილიმ და გიბორიმ). და თუკი იქ (დაბ. 6:4) ეს სახელი მიანიშნებდა უდიდესი ძალის მქონესა და მორალურად გარყვნილ ბუმბერაზზე, ცხადია, იგივე ტერმინის აქ გამოყენებით, დაბადების წიგნის აღმწერელს სურს მიუთითოს, რომ ნებროთის სახით, წარღვნის შემდეგ კვლავ აღსდგა ("დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე") ამაყი ბუმბერაზის მეამბოხე ტიპი.
ბიბლიიდან ჩანს, რომ ნებროთი, ქამის შთამომავალი, წარღვნის შემდეგ სათავეში ჩაუდგა წარღვნისშემდგომი კაცობრიობის პირველი პირამიდის, ბაბილონის გოდოლის მშენებლობას. მიიჩნევა, რომ ნებროთამდე დედამიწაზე სახელმწიფოები არ არსებობდნენ. ამ "ძლიერმა მონადირემ უფლის წინაშე" (სლავ. "исполин ловец пред Господем"), დააფუძნა სახელმწიფო, რომელმაც გააერთიანა ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში (დაბ. 10:9-10). ამდენად, არსებითად, შეიქმნა პირველი წარმართული იმპერია. თვით სახელი ნებროთი ნიშნავს: მეამბოხეს, მშფოთვარეს. მიიჩნევა, რომ ქამიტელთა მოდგმა (ქამის შთამომავლობა) იმის შემდეგ, რაც უფალმა დაწყევლა ქანაანი (ქამის ძე), შავკანიანი გახდა; ხოლო თვით ნებროთი იყო ფრიად მძვინვარე, სასტიკი და ამპარტავანი ადამიანი; გამოთქმა: "ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე" (დაბ. 10:9) ზოგიერთის განმარტებით ნიშნავს, რომ ის მკვეთრად დაუპირისპირდა თავის შემოქმედს.
ნებროთის სამეფო - არსებითად, ეს არის წარღვნისშემდგომი "ახალი მსოფლიო წესრიგი", სახელმწიფოთა გაერთიანება ღმრთის ძალაუფლების წინააღმდეგ. ახალმა პირამიდათმშენებლებმა ამოთხარეს უზარმაზარი ორმო და დაიწყეს ბაბილონის გოდოლის, პირამიდის მშენებლობა. ძველი ისტორიკოსებს, ასევე ალექსანდრე დიდს, თვითონაც უნახავთ ბაბილონის გოდოლის ნანგრევები. ჩვენს დროშიც, მთელი რიგი არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობენ ბაბილონის გოდოლის არსებობას თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთიდან 65 კმ-ზე.
ბაბილონის გოდოლის სამშენებლო მასალად, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი, უკვე გამოიყენებოდა არა ქვები, როგორც იყო ეს წარღვნამდე, არამედ თიხისგან გამომწვარი აგურები, ალბათ იმიტომ, რომ წარღვნის შემდგომ დროინდელ მშენებლებს უკვე აღარ გააჩნდათ ის მძლავრი ტექნოლოგიები, წარღვნამდე რომ იყო; რაღაც მიზეზით (შესაძლოა, გარკვეული ფიზიკური ცვლილებების გამო, რომელიც წარღვნის დროს მოხდა) ეს ტექნოლოგიები მიუწვდომელი გახდა.
უფალმა ღმერთმა, რა თქმა უნდა, არ მოიწონა მეამბოხეთა "პირამიდის" ახალი პროექტი და შეწყვიტა მისი განხორციელება. აი როგორ არის აღწერილი ბიბლიაში (დაბ. 11) ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მთელი ისტორია:
"ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის სანაცვლოდ აგური ჰქონდათ (ეს სიტყვები შეიძლება მივიჩნიოთ წარღვნამდელ, "ქვის" ტექნოლოგიებზე მინიშნებად, რომლის დახმარებითაც აშენებდნენ ისინი პირამიდებსა და სხვა ნაგებობებს - ავტ.), კირის მაგივრად ფისი (თანამედროვე გათხრები ადასტურებენ, რომ ძველი ბაბილოვნელები ამზადებდნენ ხელოვნურ აგურს და ფლობდნენ ფისის, თანამედროვე ასფალტის, დამზადებისა და გამოყენების ტექნოლოგიას - ავტ.). თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. მოდით, გარდავიდეთ და შეურიოთ მათ ენანი, რათა ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:1-9).
ბოლო დროს მრავალმა მეცნიერმა წამოაყენა რამოდენიმე ორიგინალური ვერსია ბაბილონის გოდოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. ერთ ერთი მათგანის მიხედვით, გოდოლს უშუალო კავშირი ჰქონდა ძველ ასტრონავტებთან - "უცხოპლანეტელებთან", რომლებმაც დაიპყრეს ჩვენი პლანეტა (და ვითომცდა სწორედ უცხოპლანეტელებს უწოდებდნენ ძველი ადამიანები ღმერთებს). კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით ბაბილონის გოდოლი და სხვა ძველი, მსგავსი ნაგებობანი გამოიყენებოდა კავშირგაბმულობითი მიზნით. ასე, მაგალითად, ზაქარია სიტჩინი ამტკიცებს, რომ "მესოპოტამიის სატაძრო კოშკები წარმოადგენდნენ კავშირგაბმულობით ცენტრებს ძველ ასტრონავტებთან".
ქრისტეანი მეცნიერები, ბუნებრივია, ყალბად მიიჩნევენ ვერსიებს, რომლებიც ლაპარაკობენ ასტრონავტებზე. მაგალითად, როჯერ ოუკლენდი გვთავაზობს ბაბილონის გოდოლის თავდაპირველ დანიშნულებას: "გოდოლი, როგორც ჩანს, გამიზნული იყო არა ე. წ. ასტრონავტებთან კავშირისთვის, არამედ სულების სამყაროსთან, კერძოდ დემონებთან, ამ დაცემულ ანგელოზებთან კავშირისთვის. როდესაც ბიბლიაში ნახსენებია გოდოლი რომელიც სიმაღლით ცას უნდა მისწვდომოდა, მხედველობაშია არა მისი სიდიდე, არამედ კავშირის საშუალება. სავარაუდოდ, ბაბილონის მცხოვრებლები იყენებდნენ კვარცის კრისტალებს, რომლებიც განსაკუთრებული განლაგების შემთხვევაში წარმოშობენ რადიოტალღებს. დაბადების 11-ე თავში ნათქვამია, რომ გოდოლი შედგებოდა გამომწვარი აგურებისგან. ქვიშაშერეული აგურები გამოწვის დროს იძენენ კვარცულ სტრუქტურას. ამგვარი აგურებისგან აგებული გოდოლი შესაძლოა გამხდარიყო გიგანტური რადიოგადამცემი"*.
ამრიგად: წარღვნამდელმა ღრმთისმებრძოლმა სისტემამ მთელი კაცობრიობა მიიყვანა სატანის თაყვანისცემამდე, დედამიწაზე მის გაღმერთებამდე; ბაბილონის გოდოლი (ბოძი, პირამიდა) იყო მცდელობა აღედგინათ წარღვნამდელი კაცობრიობის სატანური პროექტი; ხოლო ქვისმთლელთა საზოგადოება (მასონები), როგორც ოკულტური საზოგადოება, რომელიც ფლობს ძველ საიდუმლო ცოდნას, წარმოადგენს პირამიდების მშენებელთა და ნებროთის ღმრთისსაწინააღმდეგო სისტემისა და მისი მემკვიდრეების - კაცობრიობის ღმერთსგანდგომილი ნაწილის ლიდერთა მემკვიდრეები არიან.
აქედან გასაგებია, რატომ ამბობენ მასონები, რომ ემსახურებიან "სამყაროს დიად არქიტექტორს", ანუ სატანას, როგორც ძველი, წარღვნამდელი, ასევე ამჟამინდელი ღმრთისსაწინააღმდეგო პროექტების შთამაგონებელს. უფრო ზუსტად, ის, როგორც "მთავარი არქიტექტორი", არის იდეათა და პროექტთა ავტორი, ხოლო მასონები, დემონთა უშუალო შეწევნითა და მონაწილეობით - ამ იდეათა და პროექტთა განმახორციელებლები არიან. იქნებ სწორედ ამაში მდგომარეობს "უსჯულოების საიდუმლო", რომლის შესახებაც ლაპარაკობდა მოციქული პავლე, რომ ის უკვე "მოქმედებს" (2 თესალონიკ. 2:7)?
სატანის ძველი პროექტის (ბაბილონის გოდოლი) თანამედროვე რემეიკი - ევროპის პარლამენტის შენობა (უფრო დაწვრ. იხ. სტატია: "ევროკავშირი - განახლებული რომის იმპერია")
6. მხეცი ამომავალი ზღვიდან
წინა <----- დასაწყისში -----> შემდეგი
ბაბილონის გოდოლის წარუმატებელი მშენებლობის შემდეგ კაცობრიობა დაიყო ხალხებად და ერებად, რამაც ხელი შეუშალა კაცობრიობაში ღმრთისსაწინააღმდეგო პროექტებისა და იდეების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც ის გაერთიანდებოდა ცოდვაში, ბოროტებაში, და არა სიკეთეში. უფალმა აურია ენანი და დაჰყო ადამიანები ცალკეულ ხალხებად, თითოეულს ცალკეული ამოცანა, ფუნქცია და განსაკუთრებული გზა მისცა. ამჯერად ძველ ღვთისმბრძოლთა მემკვიდრეები, მასონები და სატანის სხვა მსახურები, გლობალიზაციის "გარდაუვალი და კანონზომიერი პროცესის" ნიღბით კაცობრიობას თავს ახვევენ ერთობას ცოდვაში, ერთობას, რომელიც კაცობრიობას ჩამოაშორებს ღმერთს და მიიყვანს სატანის თაყვანისცემამდე.
მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის პროექტი არა მარტო საზღვრების მოშლას და ერთ ეკონომიკურ-საინფორმაციო სივრცის შექმნას გულისხმობს, არამედ ადამიანების მოწყვეტასაც თავიანთი ნაციონალურ-კულტურული ნიადაგიდან, ტრადიციული მორალიდან, ქცევის ტრადიციული ნორმებიდან. ერების "ამერიკანიზაცია" "მსოფლიო მთავრობისთვის" წარმოადგენს ადამიანში სულიერი საწყისის დათრგუნვას და მასში თვითმყოფადობისა და ინდივიდუალურობის განადგურებას. "ახალი მსოფლიო წესრიგის" იდეოლოგია მიმართულია შეგნების უნიფიკაციისკენ და ერთა განვითარების განუმეორებლობისა და ორიგინალურობის მოშლისკენ.
ყოველივე ამაში ჩანს მსგავსება მასონთა იდეებთან, რომლებიც "მიისწრაფვიან შექმნან კავშირი სხვადასხვა რასის, სარწმუნოების, ეროვნების ადამიანებს შორის; ჩადონ მათ სულებში სხვა იდეები, სხვა მორალი, სხვა ვალდებულებები იმათ ნაცვლად, რომელიც მათ თავიანთი რასისგან, თავიანთი რელიგიისგან და ეროვნებისგან გააჩნიათ". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაციაში, რომელიც ოფიციალურად მოქმედებს გაერო-ს შემადგენლობაში, გატარებულია იგივე მასონური იდეები: "იმისთვის, რათა მივიდეთ ერთიან მსოფლიო მთავრობამდე, აუცილებელია გავათავისუფლოთ ადამიანები მათი ინდივიდუალობისგან, ოჯახზე დამოკიდებბულებისგან, ეროვნული პატრიოტიზმისგან და რელიგიისგან, რომელსაც ისინი აღიარებენ". ამიტომაც არის ნათქვამი გამოცხადების 13-ე თავში, რომ მხეცს, რომელიც ამოდის ზღვიდან, მიეცა "ძალა და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2). აპოკალიფსისის მთელი რიგი თანამედროვე კომენტატორების აზრით, აპოკალიფსური ურჩხული, რომელიც ზღვიდან ამოდის, სხვა არაფერია, თუ არა მასონური "მსოფლიო მთავრობა".
რატომ ამოდის აპოკალიფსური მხეცი ზღვიდან? ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ზღვიდან ამომავალ მხეცში უნდა ვიგულისხმოთ სახელმწიფო, რომელიც მრავალრიცხოვანი ერებისგან შედგება. ზღვის სიმბოლო უთითებს ლიბერალურ დემოკრატიაზეც, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი გარემოა მსოფლიო უსჯულოების განსავითარებლად, ასევე დღეს მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის აღსასრულებლად, რომელიც ანადგურებს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტებს და ეროვნულ კულტურებს, ერთმანეთში ურევს ყველა "ხალხს, ერსა და ენას", გარდააქცევს რა მათ ერთ უფორმო მასად (შეად. გამოცხ. 17:15).
მაგრამ გამოთქმა "მხეცი ამომავალი ზღვიდან" შეიძლება სხვაგვარადაც განიმარტოს. მხეცი, ანუ მასონური "მსოფლიო მთავრობა და მთელი მისი ღმრთისმბრძოლი სისტემა, ზღვიდან ამოდის, ანუ აღმოცენდება წარღვნამდელი, ზღვაში დანთქმული სისტემიდან. ხომ ვიცით, რომ წარღვნამდელი ცივილიზაციის საკმაოდ დიდი ნარჩენები (თვით პირამიდებიც კი) ნაპოვნია ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოთქმა "ამომავალი ზღვიდან" ნიშნავს წარღვნამდელი ღვთისმბრძოლი სისტემის აღორძინებას და მის წარღვნისშემდგომ მასონურ მემკვიდრეობას (კარგად ვიცით, რომ ქვისმთლელთა საზოგადოება საკუთარ თავს იმ "ქვისმთლელთა" საქმიანობის გამაგრძელებლად მიიჩნევს, რომლებიც პირამიდებს აშენებდნენ); ეს ნიშნავს მასონური ზემთავრობისა და მთელი თანამედროვე სატანური სისტემის აღორძინებას.
"სიონელ ბრძენკაცთა ოქმებში", მსოფლიო მთავრობის მიერ ყველა ეროვნების დაპყრობის შესახებ ნათქვამია: "ჩვენ... ვაიძულებთ მათ (გოებს) შემოგვთავაზონ საერთაშორისო ხელისუფლება, რომელიც შესძლებს ყოველგვარი ნგრევის გარეშე შეისრუტოს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოებრვი ძალა და ჩამოაყალიბოს ზემთავრობა. თანამედროვე მმართველთა ადგილას ჩვენ დავაყენებთ საფრთხობელას, რომელსაც ზესამთავრობო ადმინისტრაცია დაერქმევა. მისი ხელები ყველას გასწვდება და იმდენად კოლოსალური ორგანიზაცია იქნება, რომ შეუძლებელია მან არ დაიპყროს ყველა ეროვნება" (ოქმი # 5).
როგორც ვხედავთ, კაცობრიობის დაპყრობისა და ანტიქრისტეს (იუდეველთა ცრუმესიის) გამეფების ამ პროგრამაში მსოფლიო მთავრობას განეკუთვნება საფრთხობელის - ანუ, ურჩხულის, მხეცის ფუნქცია. ქრისტეანებმა იციან, რომ ეს სიმბოლური ხატი, "მხეცი", აპოკალიფსისის ერთ ერთი უარყოფითი სახეა.
"დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი… მხეცი... ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა (სატანამ) თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება (წუთისოფელზე)...განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ... და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და მიეცა მას ძალა წმიდათა (ქრისტეანთა) წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა" (გამოცხ. 13).
ამრიგად, აპოკალიფსისის მხეცი და "სიონელ ბრძენთა ოქმების" ურჩხული-საფრთხობელა - ერთი და იგივე ურჩხულია. როგორც აპოკალიფსისის მხეცი ღებულობს ძალაუფლებას "ყოველ ტომზე, ხალხსა, ერსა და ენაზე", ასევე სიონის ოქმებში ნახსენები ურჩხული ღებულობს "საერთაშორისო ძალაუფლებას", ასე რომ, "მისი ხელები ყოველივეს მისწვდება". მაშასადამე, აპოკალიფსისის ურჩხული, რომელიც ზღვიდან ამოდის, სხვა არაფერია, თუ არა მასონური ზემთავრობა.
ამ ღვთისმბრძოლ ძალთა მხეცურ არსს, რომელიც მსოფლიო მთავრობის სახით მსოფლიო ძალაუფლების დაპყრობას ესწრაფვის, გრძნობენ არა მარტო აპოკალიფსისის კომენტატორები. მაგალითად, ჯონ კოლემანი, ყოფილი ბრიტანელი მზვერავი, თავის წიგნში "კომიტეტი 300: მსოფლიო მთავრობის საიდუმლოებანი" წერს: "პარალელური საიდუმლო მთავრობა წააგავს საშინელებათა ფილმების იმ "მონსტრებს" შიშის ზარს რომ სცემენ მაყურებელს და სადაც მხეცი გამოჩნდება დამახინჯებული ნაკვთებით, გრძელი თმებით და კიდევ უფრო გრძელი ეშვებით, რომელიც ღრიალებს და დორბლს აფრქვევს ირგვლივ. ეს ფილმები მხოლოდ ყურადღებას ფანტავენ, ნამდვილი ურჩხული საქმიან კოსტიუმს ატარებს და სამსახურში, კაპიტოლიუმის გორაკზე, ლიმუზინებით დადის".
ახალ მსოფლიო წესრიგს, რომლის აშენებასაც ხელმძღვანელობს ზემთავრობა, ჯ. კოლემანი უწოდებს "შეთქმულებას ღმრთისა და ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამ დედამიწაზე, გამანადგურებელი ომების, უბედურებებისა და მასობრივი მკვლელობიების შემდეგ დარჩენილი კაცობრიობის უმეტესობის დამონებას გულისხმობს". საიდუმლო ძალები, რომლებიც ამ გლობალურ სატანურ შეთქმულებას ახორციელებენ, - არის კიდევაც აპოკალიფსური მხეცი, - მხეცი ამომავალი ზღვიდან.
საიდუმლო ზემთავრობის მიერ ძღვანებული ღმრთისსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ახალაღთქმისეულ აპოკალიფსისში (იოანეს გამოცხადებაში) წარმოდგენილია ზღვიდან ამომავალი მხეცის სახით, ძველაღთქმისეულ აპოკალიფსისში, ანუ ეზრას მესამე წიგნში ზღვიდან ამოფრენილი არწივის სახითაა ნაჩვენები, რომელიც "დაფრინავდა თავისი ფრთებით და მეფობდა დედამიწაზე და მის მკვიდრებზე. ვიხილე, რომ ყოველივე მას მორჩილებდა ცისქვეშეთში და არავინ ეურჩებოდა, არცერთი ქმნილება, რაც კი დედამიწაზე არსებობდა" (3 ეზრა. 11:5-6).
ამ არწივს გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება: "ხმა არწივის თავებიდან კი არა, მისი ტანის შუიდან გამოდიოდა" (3 ეზრა. 11:10). ხმა, ამ შემთხვევაში, არის ხელმძღვანელობის, რეალური ძალაუფლების სიმბოლო; ხმა აქვს იმას, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს. ამრიგად, ხმა თავისგან კი არ გამოდის, როგორც ეს უნდა ყოფილიყო, არამედ სხეულის შუა ნაწილიდან, ანუ ფარული ზემთავრობისგან. ეს არის "შუა ნაწილი" - ხელმძღვანელი ბირთვი, არწივის სხეულის ცენტრი, მსოფლიოს რეალური მბრძანებლების შინაგანი ვიწრო წრე, რომელიც მართავს გარეგან მთავრობებს - არწივის თავსა და ფრთებს, მაგრამ ეს არის საიდუმლო, კულისებსმიღმიერი წრე, რომელიც ზედაპირზე კი არ მდებარეობს, არამედ უცხო მზერას არის მოფარებული.
არწივის სამი თავი, აღნიშნავს სამ ზესახელმწიფოს: საბჭოთა კავშირს, აშშ-სა და ევროკავშირს, რომელიც სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს. "უკანასკნელ ხანებში (ანუ ღმრთის მოწინააღმდეგე ზემთავრობის მმართველობის ბოლო, ისტორიულ პერიოდში) აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (საბჭოთა კავშირს, აშშ-ს და ევროკავშირს) და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე. და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები. ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ" (3 ეზრა. 12:23-25).
მასონობის ისტორიის ლიტერატურიდან ცნობილია, რომ 1871 წლის აგვისტოში, ამერიკულ ქალაქ ჩარლსტონში (იმდროინელი მსოფლიო მასონობის ცენტრი, სადაც იმყოფებოდა მასონური კულტის უმთავრესი ცენტრი, ბაფომეტისა და ანტიქრისტეს ქანდაკებებით, რომლის შუბლზე გამოსახული იყო მხეცის რიცხვი - 666) შეიკრიბა "მსოფლიოს უზენაესი საბჭო" - უმაღლესი მასონური ორგანო (დაფუძნებულია 1801 წ. ისააკ ლონგის მიერ). ეშმაკის თაყვანისმცემელ მსოფლიოს მმართველთა ამ შეკრებაზე მიღებულ იქნა მსოფლიოს დაპყრობის გამანადგურებელი პროგრამა სამი მსოფლიო ომის ორგანიზების გზით (მათგან ორი უკვე იყო; მესამისთვის მზადებას კი უკვე აკვირდება მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სულიერი დიქტატურის ქვეშ მყოფი მსოფლიო; თვით ტერმინი "მსოფლიო ომი" სატანისტმა მასონებმა დაამკვიდრეს). "მსოფლიოს უმაღლესი საბჭო" შედგება თერთმეტი მასონისგან, რომელთაგან ერთი არის "უზენაესი მღვდელმთავარი" (თავმჯდომარე) და ათი "უხუცესი" (მრჩეველი) – "სამყაროს უდიადესი მნათობები" (როგორც უწოდებენ საკუთარ თავს), რომლებიც თავიანთი მნათობის, ლუციფერის (ლათ. lucifer - ნათელმოსილი), ანუ სატანის დავალებებს ასრულებენ.
მსოფლიო მასონობის იმდროინდელმა უზენაესმა მღვდელმთავარმა, ალბერტ პაიკმა (თანამედროვე "თავისუფალ ქვისმთლელთა" ერთ ერთი უმთავრესი ავტორიტეტი, "მასონური ბიბლიის" ავტორი, რომელიც, როგორც თვითონ აღიარა, სატანის კარნახით დაწერა), შეიმუშავა (უნდა ვივარაუდოთ, ჯოჯოხეთის კურატორის შთაგონებით) მსოფლიოს დაპყრობის ხსენებული პროგრამა. პაიკი წერდა: "მასონობის სრული ზეიმისთვის დაგვჭირდება სამი მსოფლიო ომი; მესამე გაანადგურებს მუსლიმურ სამყაროს, რომლის შემდეგაც მოვახდენთ გიგანტურ სოციალურ რყევას, რომლის საშინელებანი ყველას დაანახვებენ ურწმუნოების დამღუპველობას. რევოლუციური უმცირესობა განადგურებული იქნება, ხოლო იმედგაცრუებულ ქრისტეანობაში უმეტესობა... ჩვენგან მიიღებს ლუციფერის სწავლების ნათელს".
ამრიგად, ორი გარდასული და მომავალი მესამე მსოფლიო ომი - სატანური პროექტის ნაწილია.
7. კოლაიდერი, HAARP-ი და "პარალელური სამყარო"
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ "დიდი ადრონული კოლაიდერის" (შემდგომში დაკ-ი - მთარგმნ.) დანიშნულება, რომელიც ევროპის ცენტრშია აშენებული და მრავალი "თანამედროვეობის უდიადეს პროექტს" უწოდებს, თავისი დანიშნულებით წარღვნამდელი პირამიდების მსგავსია. შესაძლოა, დაკ-ი თავისი 27 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბების სისტემით, რომელიც წრეშია ჩაკეტილი, - არის კიდევაც პირამიდა, ოღონდ დამალული მიწისქვეშ. ეგვიპტურ პირამიდებსაც ხომ ასეთივე კონსტრუქცია გააჩნიათ, რომელიც აშენების დასრულების შემდეგ, მასში შიგნით შეღწევას გამორიცხავს.
მართლაცდა, არის თუა რა გონივრული დავიჯეროთ, რომ მხოლოდ მეცნიერების გულისთვის და მხოლოდ "ნაწილაკების დაჩქარების" მიზნით დაიხარჯა ამდენი მილიარდი დოლარი, მიწისქვეშ გაიყვანეს ასეთი სირთულის გვირაბთა სისტემა და მასში ასობით ტონა ძვირადღირებული მოწყობილობები დააყენეს, რომელიც კოლოსალურ ელექტროენერგიას ხარჯავს? არადა, ამერიკული პროექტი HAARP-იც საზოგადოებას წარუდგინეს არა როგორც გეოფიზიკური იარაღი, არამედ როგორ სამეცნიერო პროექტი...
რამოდენიმე სიტყვით HAARP-ის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მიწისქვეშა ბიძგებისა და ბუნების სხვა კატასტროფების სიხშირე განუწყვეტლივ იზრდება. მაგალითად, 2010 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მიწისძვრები ხუთჯერ უფრო მეტი იყო ჩვეულებრივთან შედარებით. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ღმრთის დაშვებით, ამ უბედურებებს სპეციალურად აწყობენ ბოროტების მსახურნი. დამოუკიდებელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელი მრავალი სტიქიური უბედურება (მიწისძვრები, ქარბორბალები, ცუნამი, წყალდიდობები, გვალვა და სხვა) წარმოადგენს საიდუმლო სპეციარაღის (გეოფიზიკური, ტექტონური, პლაზმური, კლიმატური და ატმოსფერული...) გამოყენების შედეგს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1960 წლიდან, როდესაც მწყობრში ჩადგა ამერიკული გეოფიზიკური იარაღი HAARP-ის პროგრამით (ამ "პროექტის" ობიექტები განლაგებულია ალიასკაზე, იაპონიაში და ავსტრალიაში), მთელს მსოფლიოში გაიზარდა სტიქიური უბედურებების რიცხვი, აღინიშნება ტექნოგენური კატასტროფების რიცხვის ზრდა, რომელშიც დამნაშავენი არიან ადამიანები, რომელთა კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს.
განვითარებულ ქვეყნებში იზრდება ფსიკიურად დაავადებულ ადამიანთა რიცხვი (არსებობს ცნობები, რომ HAARP-ი ითვალისწინებს ფსიქოტრონულ გამოყენებასაც, რაც ადამიანთა უზარმაზარ მასებზე ზემოქმედებას გულისხმობს). სპეციალისტთა აზრით, ეს ზეიარაღი ბირთვულ იარაღზე უფრო საშიშია). უნდა ვივარაუდოთ, რომ ზეიარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია კულისებსმიღმიერი მსოფლიო "ზემთავრობის" მიერ.
მაგრამ, მოდი, კვლავ "დიდ ადრონულ კოლაიდერს" (დაკ) დავუბრუნდეთ. უკანასკნელი ცნობების მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ეს მეტად საეჭვო ღონისძიებაა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები "ელემენტარული ნაწილაკების გიგანტურ დამაჩქარებელთან" დაკავშირებით გვაუწყებენ, რომ ადრონული კოლაიდერის მეშვეობით შესაძლებელია მივიღოთ ახალი ცნობები მატერიის აგებულებასთან დაკავშირებით; შესაძლებელია აღმოაჩინონ ერთგვარი ეგზოტიკური მატერია; ასევე, მეცნერები აპირებენ შექმნან პირობები, რომლებიც არსებობდა 13 მილიარდი წლის წინათ "დიდი აფეთქების" დროს; სურთ მოიპოვონ ცნობები "შავი ხვრელის" შესახებ, რომელსაც შეუძლია ჩაყლაპოს მთელი სამყარო. ასევე იუწყებიან, რომ არავინ იცის როგორ მოიქცევა თვით კოლაიდერი, უნდათ მისი მეშვეობით შეისწავლონ "ბნელი ენერგია", რომელიც "დედამიწას უახლოვდება" და "ფლობს ანტიგრავიტაციას", ასევე განსაზღვრონ სივრცე-დროის ბუნება, აღმოაჩინონ დამატებითი განზომილება (ანუ, ზოგიერთი დაფარული და პარალელური სამყარო), ასევე გვირაბები, რომელთაც "თახვების ბუდეს" («кротовыми норами») უწოდებენ (ასტროფიზიკოსებს აინტერესებთ, შეუძლიათ თუ არა "თახვების ბუდეებს" "შეერწყან" შავ ხვრელს). კოლაიდერის მეშვეობით აპირებენ ან დაადასტურონ ან კიდევ უარყონ "ღმრთის ნაწილაკების" არსებობა და ა. შ.
ზოგიერთი მართლმადიდებელი ავტორის აზრით, "დაკ"-ი ჩაფიქრებულია ბოროტების მსახურთა მიერ, როგორც პორტალი ინფერნალურ (ჯოჯოხეთურ), ანუ დაცემულ სულთა სამყაროში, რომლებიც, როდესაც შემოაღწევენ ჩვენს სივრცეში, მასონურ ზემთავრობას დაეხმარებიან მსოფლიოში დაამყარონ ეშმაკის ძალაუფლება.
არადა, როგორც მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, პირამიდებიც ხომ "კოსმოსთან" კავშირისთვის, სინამდვილეში კი, - როგორც სრულიად საფუძვლიანად აღნიშნავენ ქრისტეანი მკვლევარები, - დემონურ, ინფერნალურ სამყაროსთან კონტაქტებისთვის იყო გამიზნული. ეგვიპტური სფინქსის თავზე მკვლევარებმა აღმოაჩინეს ე. წ. "მესამე თვალი", რომელიც მიმართულია "კოსმოსისკენ". ხეოფსის პირამიდაში აღმოაჩინეს ოთხი ვიწრო სენაკი (მაღარო), რომელთა მეშვეობითაც ფარაონთა სულები მიდიოდნენ "ვარსკვლავეთს". ეს დასკვნა, კერძოდ, ეფუძნება 1870 წ. აღმოჩენილ ძველ ტექსტებს, რომლებიც პირამიდების კედლებზე აღმოაჩინეს და რომელთაც დღეს "პირამიდების ტექსტებს" უწოდებენ. მათ შორის არის შემდეგი შინაარსის ტექსტიც (რომელსაც რ. ბიუველის და ე. ჯილბერტის წიგნის "პირამიდების საიდუმლოს" მიხედვით მოგვყავს): "ო ფარაონო, ზეცა შეგიწყნარებს შენ, ვითარც ორიონს, ცისკრის ვარსკვლავის ნათება აღგიტაცებს მისკენ... შენ რეგულარულად აღემართები ორიონისკენ, რომელიც არის აღმოსავლეთის ცის კიდეზე, შენ რეგულარულად ეშვები ორიონიდან ზეცის დასავლეთ კიდეზე... და თანამეგზურობას სოტისი გიწევს..."
როგორც ვიცით, "ცისკრის ვარსკვლავი" (მთიები) - დაცემული ქერუბიმის, ანუ ეშმაკის სახელია, რომელიც ოდესღაც (ღმრთისგან განდგომამდე) ერთ ერთი უმაღლესი დასის ანგელოზი იყო. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ, ზოგიერთის აზრით, მონადირე-გიგანტი ორიონი ბერძნულ მითოლოგიაში (ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მითის მიხედვით, ორიონი ზევსმა თანავარსკვლავედად გარდააქცია) - ეს არის ნებროთი, პირამიდების (ბაბილონის გოდოლის) მშენებლობის წარღვნისშემდგომი ორგანიზატორი. იმ არხების მიხედვით, რასაც ქმნიდნენ პირამიდები, სულები ვარსკვლავეთს მიდიოდნენ, იბადება კითხვა: ასტრალური ხომ არ იყო ეს არხები ("ასტრალში" გასასვლელად)? რადგან სიტყვა "ასტრალური" ბერძნულიდან თუ ვთარგმნით - ვარსკვლავურს ნიშნავს.
კავშირი, რომელსაც უზრუნველჰყოფდა პირამიდული სისტემა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იყო ის "კოსმოსი", რომელთანაც არის დაკავშირებული წმიდა წერილის შემდეგი ადგილი: "რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ" (ეფეს. 6: 12-13).
სხვაგვარად რომ ვთქვათ, კავშირი მყარდებოდა ბოროტ სულთა სამყაროსთან, რომელიც საჰაერო სივრცეში ბუდობს. მოციქულ პავლეს იმავე ეპისტოლეში ლაპარაკია "ჰაერის ძალთა მთავარზე" (ეფეს. 2:2), ანუ ეშმაკზე, რომელიც არის "ამა სოფლის თავადი". საჰაერო სივრცეს იუდეველები უწოდებდნენ სფეროს, რომელშიც დაცემულ სულებს ნებადართული ჰქონდათ მოქმედება (სიტყვა "ჰაერი" მათ უხილავობაზე უთითებდა). მოციქული ისე გამოხატავს თავის სათქმელს, როგორც ეს იუდეველთათვის იყო დამახასიათებელი: მესამე ცის ქვეშ ის გულისხმობდა ზეცას, სადაც თვით უფალი და წმიდა ანგელოზები მყოფობენ, ხოლო პირველ ცაში - სივრცეს, რომელსაც ჩვენს ჰაერს ვუწოდებთ.
ძველთა წარმოდგენით, ჰაერის ძალნი მართავდნენ მნათობებს და მათი მეშვეობით მთელს სამყაროს. როგორც ზოგიერთი კომენტატორი უთითებს, გამოთქმა "ამა სოფლის მთავარნი", რომელსაც მოციქული იყენებს ბოროტ სულთა სულიერი არსის საჩვენებლად, ძველ ასტროლოგიაში განეკუთვნებოდა პლანეტებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენდნენ ადამიანის ბედზე. ერთ ერთ ინგლისურ თარგმანში, დამოწმებული ადგილი იკითხება ასე: "cosmic powers of this dark age" - აი, ის "კოსმოსი", რომელთანაც აკავშირებდნენ ადამიანს პირამიდები.
ხოლო "შავ (ან ბოროტ) დღედ", სავარაუდოდ, უნდა გავიგოთ ისტორიის უკანასკნელი პერიოდი, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მოსვლის წინა ჟამი, როდესაც ბოროტების ძალნი ძალზედ გააქტიურდებიან - ანუ, როდესაც ისინი სრული სიძლიერით აამოქმედებენ მათ მიერ მომზადებულ მექანიზმს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ძალზედ მიუახლოვდებიან (ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება მათი შეხედულებით) თავიანთი ღმრთისსაწინააღმდეგო ჩანაფიქრის (პროექტის) განხორციელებას. და ხომ არ უთითებს აქ გამოთქმა "შავი დღე" "ბნელ ენერგიაზე" ან "შავ ხვრელებზე", რომლის შესახებაც ლაპარაკია "დიდ ადრონულ კოლაიდერთან" დაკავშირებით?
არსებობს მოსაზრება, რომ კოლაიდერი სხვა არაფერია თუ არა აპოკალიფსისის 9-ე თავში ნახსენები "უფსკრულის ჭისა". "ჭა" აქ არხს, გვირაბს, პორტალს ხომ არ გულისხმობს?... ხომ არ გველაპარაკება აპოკალიფსისი დემონთა ("კალიების") გასასვლელზე პორტალ-კოლაიდერის მეშვეობით. აი, რას ამბობს აპოკალიფსისი: "მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა (ხომ არ არის ეს ქვესკნელის ძალთა დედამიწის ზედაპირზე ამოსასვლელი არხის გასაღები?). გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ("შავი ენერგია" - ?) ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ" (გამოცხ. 9:1-11).
ბოლო ჟამს დემონები თავიანთი შეგნებული მსახურებისა და მოტყუებული "კონტაქტიორების" მეშვეობით აქტიურად ნერგავენ აზრს კაცობრიობაში რაღაც "პარალელური სამყაროების" არსებობის თაობაზე, საიდანაც, ჩვენთან, ჩვენს მიწიერ სამყაროში, თითქოსდა მალე უნდა მოვიდნენ უცხოპლანეტელები, უმაღლესი რასისა და ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომელიც ჩვენი სამყაროს პარალელურად არსებობს, მაგრამ ბევრად უფრო ძველია ჩვენსაზე და ა. შ. ეს იდეა პირდაპირ არის ფორმულირებული მაგალითად, დემონებისა და ადამიანების კონტაქტებში, რომლებიც ნდობით ეკიდებიან ეშმაკთ და ისინი "უმაღლესი გონის" წარმომადგენლები ჰქონიათ.
იგივე იდეა აქტიურად ინერგება აგრეთვე ამ მიზნისთვის სპეციალურად გადაღებული ჰოლივუდური ფილმებით. მათში გადმოცემულია იდეა ქრისტეანული ერის დასრულებაზე და უფრო განვითარებული, "მერწყულის" ერის დაწყებაზე; ავრცელებენ იდეას 2012 წელს, რომ თითქოსდა მაიას ტომის კალენდრის მიხედვით, კაცობრიობის ვიღაც იმქვეყნიური გადამრჩენლები ახალი ეპოქის დაწყებას გვახარებენ და ა. შ. ასევე ამბობენ, რომ "დიდ ადრონულ კოლაიდერს", თითქოსდა შეუძლია გამოიწვიოს რაღაც ცვლილებები სივრცობრივ-დროით კონტინიუმში და გახსნას ახალი, სივრცულ-დროებით განზომილება და ა. შ.
ამ რამოდენიმე ხნის წინათ ფრანგმა ჟურნალისტმა ეტიენ კასსემ დაწერა წიგნი - "პლანეტის მკვლელი. ადრონული კოლაიდერი", რომელიც თითქოსდა მიზნად ისახავს "დიდი ადრონული კოლაიდერის" ჭეშმარიტი დანიშნულების გამორკვევას. დასკვნა, რომელთანაც ხიფათებით აღსავსე თავგადასავლებისა და მთელი რიგი ისტორიების შემდეგ მივიდა "დამოუკიდებელი" გამოკვლევის ავტორი (და რომელთანაც, შესაბამისად, მზაკვრულად მიჰყავთ მკითხველიც), მდგომარეობს შემდეგში: "პარალელური სამყაროდან ვიღაცას სურს შემოაღწიოს ჩვენს სამყაროში და ამისთვის, როგორც კარი, გამოიყენოს შავი ხვრელი, რომელსაც შექმნის კოლაიდერი", როდესაც მას ჩართავენ "სრული სიძლიერით" (ეტიენ კასსეს წინა წიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ "ატლანტებს ჰქონდათ დროის მანქანა, რომელიც დიდი პირამიდების რაიონში მდებარეობს").
ხოლო, ამ ბოლო დროს გამოცემულ ზოგიერთ ოკულტურ წიგნებსა და "კონტაქტორების" მიერ დაწერილ "მემუარებში", სადაც გადმოცემულია მათი მოთხრობები (მოგონებები) კონტაქტები "პარალელურ სამყაროთა" წარმომადგენლებთან და მათ მიერ ნაუწყები "ინფორმაცია" და "მიმართვები". მათში გადმოცემულია ასეთი აზრი: "ამ პლანეტის ღმერთი უნდა გადავაყენოთ", ხოლო მისი "თანამდებობა" მივცეთ სხვა ძალებს. მხოლოდ მათ შეუძლიათ გადაარჩინონ კაცობრიობა გარდაუვალ დაღუპვას და ბოროტგანმზრახველ კოსმიურ ძალთა დამპყრობლურ გეგმებს. ან (სხვა ვარიანტი) მათ სურთ გადაარჩინონ თავიანთი "უმაღლესი რასა" დედამიწაზე მისი ჩამოსახლებით. და ა. შ. ყოველი ამგვარი მკრეხელობის უკან დგას დემონური ბოდვა და როგორც ხვდებით, იმალება ისევ და ისევ უაზროდ ამპარტავნული მისწრაფება "ძველი გველისა და დრაკონისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა" (გამოცხ. 12:9; 20:2); გახდეს ის, ვინც არის ზემოთ - "დედამიწის ღმერთი".
დემონები დღეს კაცობრიობას უხსნიან "ატლანტიდის (ანუ წარღვნამდელი კაცობრიობის) საიდუმლოს" - ოღონდ, ბუნებრივია, თავისებური, წინასწარგანზრახულად ყალბი ინტერპრეტაციით, სადაც მზაკვრულად არის გადაწნული სიმართლე და სიცრუე, რაც მეტად დამახასიათებელია მათთვის. აი მაგალითიც:
გაზეთში "Ступени" (2010 წლის # 17) გამოქვეყნდა სტატია "ატლანტთა სამი რასა", რომელიც ეკუთვნის ვინმე ალექსანდრე ვორობიოვს - დემონების მიერ გაცურებულ მორიგ "კონტაქტორს". "სხვა რეალობაში" მისი მოგზაურობის შედეგად გამოჩნდა შემდეგი "ინფორმაცია" (რომელიც მან ხელმძღვანელი დემონისგან მიიღო, როგორც ჩანს, კაცობრიობაში გასავრცელებლად); ამ "ინფორმაციას" აქ მოვიტანთ თეზისური სახით, ჩვენი შესაბამისი კომენტარებით (რომლებიც ფრჩხილებში იქნება მოთავსებული):
"ატლანტები იყვნენ არა რომელიღაც კუნძულის, არამედ მთელი დედამიწის მეპატრონეები (დიახ, წარღვნამდელი ცივილიზაციამ თავისი კვალი დატოვა მთელს დედამიწაზე); ცივილიზაცია, რომელსაც დედამიწაზე, ორი მილიონი წლის წინათ ატლანტიდა ერქვა (ორი მილიონი წელი - ეს რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრია, ხომ საჭიროა დასახატ სურათს მიეცეს გრანდიოზული ხასიათი); იმ დროს არ არსებობდა საზღვრები, დედამიწა საერთო სახლი იყო (დიახ, კაცობრიობის დაყოფა ერებად და სახელმწიფოებად წარღვნამდე არ იყო); სახელმწიფოების ნაცვლად არსებობდნენ ადმინისტრაციული ცენტრები, რომლებიც ორგანიზებული იყო კონცენტრული ნაგებობის (ე. ი. პირამიდების) სახით; კონცენტრული საზღვარი კეთდებოდა მეტალის დუღაბისგან და განკუთვნილი იყო მზის ორი ბატარეის განსალაგებლად.
(შენიშვნა: როგორც ჩანს, აქ ლაპარაკია პირამიდების სარკისებურ მოპირკეთებაზე, რომელსაც შეეძლო პირამიდების მომარაგება ენერგიით მათი ფუნქციონირებისთვის; გავიხსენოთ სარკისებრი მოპირკეთება ბერმუდის სამკუთხედის არეალში ჩაძირული პირამიდისა; ხოლო იმ პირამიდებს, რომლებსაც დედამიწის ზედაპირზე ვხედავთ, როგორც ჩანს, მოპირკეთებული ზედაპირი წარღვნამ მოურღვია, რის გამოც მოაკლდა ენერგიას და შეწყვიტა მუშაობა), ამავე დროს წარმოადგენდნენ შორი და ახლო კოსმიური კავშირის მიმღებ და გადამცემ ანტენებს (გავიხსენოთ, რომ პირამიდების მრავალი მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათ გააჩნდათ კავშირგაბმულობითი ფუნქცია, მხოლოდ ეგ არის საკითხავი, "კოსმოსთან" მყარდებოდა კავშირი თუ დაცემულ ანგელოზთა სამყაროსთან? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "შორეულ" კავშირში იგულისხმება დემონური, ინფერნალური სამყარო, ხოლო "ახლოში" - კავშირი დედამიწის მასშტაბით, კომუნიკაციის თანამედროვე და ჩვეულებრივი საშუალებების მსგავსად; "ანტენების" მიმღები ფუნქცია ალბათ მდგომარეობად კავშირის არხით გადმოსვლა ინფერნალური სამყაროდან ჩვენს, მიწიერ სამყაროში, ხოლო "ანტენის" გადამცემი ფუნქცია - პირიქით: აქედან იქით); საწარმოო საამქროები და ლაბორატორიები ძირითადად წარმოადგენდნენ მიწისქვეშა ნაგებობებს; ატლანტებში მეტალისა და შენაერთების წარმოება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული (გავიხსენოთ თუბალკაენი - "სპილენძისა და რკინის მჭედელი"; უმაღლეს ტექნოლოგიებს ფლობდნენ პირამიდების მშენებლებიც); ისინი, საშუალოდ 3 მეტრის სიმაღლისანი იყვნენ; დასავლეთის ნახევარსფეროს ატლანტები (არიელები) ქერათმიანები და თეთრკანიანები იყვნენ, ხოლო აღმოსავლეთისა (ნეგროიდები) - მუქკანიანები; გარდა ამისა, მათ შორის განსხვავება მდგომარეობდა თავის ქალის აღნაგობაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეგვიპტური სფინქსი არის ატლანტის, პირამიდების მშენებლის, სკულპტურული გამოსახულება; ანუ ეს არის წარღვნამდელი კაცობრიობის წარმომადგენელი.
საქმე იმაშია, რომ სფინქსის დეტალების შესწავლამ ცხადყო, რომ ასეთი პროპორციები და სახის ასეთი კუთხე თანამედროვე ადამიანს არ ახასიათებს; პროფ. ე. მულდაშევის მონაცემებით, "ატლანტები" აგმოსახულნი არიან ტიბეტურ ტაძრებზეც); ატლანტთა ორი რასის (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) შერეული ქორწინების შედეგად აღმოცენდა მესამე, ჰიბრიდული რასა (აქ, ალბათ, ნეფილიმებზეა ლაპარაკი), რომლებიც იშვებოდნენ შეთისა და კაენის მოდგმის წარმომადგენელთა ქორწინებით". (ამგვარად, ა. ვორობიევის სტატიაში ნახსენები "ატლანტთა" სამი რასა - ესენი არიან წარღვნამდელი შეთიტები, კაინიტები და ნეფილიმები); ის უფრო სრულყოფილი აღმოჩნდა, გააჩნდა უფრო ძლიერი ფსი-ენერგია და ამიტომაც მიიღო უპირატესობა რასების მამამთავრებს შორის; მამამთავარ ატლანტთადმი დაუმორჩილებლობა ითრგუნებოდა ფსიქოლოგიური (ანუ ფსიქოტრონული) ზემოქმედებით; 1,5 მლნ. წლის წინათ მოხდა აჯანყება ჰიბრიდული რასის ბატონობის წინააღმდეგ, რომელიც გადაიზარდა ბირთვულ ომში; შემდეგ, 1 მლნ. წლის განმავლობაში ჰიბრიდული და მამამთავრული საწყისის ატლანტები ცხოვრობდნენ განცალკევებით და ამასთან კავშირი ჰქონდათ პირველ, ადამიანურ ცივილიზაციასთან, რომელიც მეცნიერებამ დღემდე არ იცის; დაახლოებით 15 წლის წინათ მოხდა მეორე ატომური ომი; ხუთი ათასი წლის წინათ ჰიბრიდულმა და მამამთავარმა, საწყისმა ატლანტებმა დატოვეს დედამიწა (მთელი ეს ისტორიები ბირთვულ ომებზე და ჰიბრიდული რასის გაქრობაზე, როგორც ჩანს, არის ნამდვილი, პლანეტარული კატასტროფის, წარღვნის მიჩქმალვის მცდელობა, რომელიც ღმერთმა მოუვლინა იმდროინდელ ღმრთის უარმყოფელ და ღმრთისმბრძოლ სისტემას, რომელშიც ჩართული იყო მთელი კაცობრიობა; წარღვნის დროს, ნამდვილად განადგურდა ჰიბრიდული რასა - გიგანტები (ნეფილიმები) და საერთოდ კაენის მთელი მოდგმა); მათ, ვინც ცოცხალი დარჩა, ეკუთვნით წყალქვეშა და მიწისზედა "თეფშები" (დემონების მიერ ორგანიზებული ამო-ს ფენომენი ამჯერად ეწერება "პარალელური სამყაროების" შესახებ შემუშავებული იდეის საერთო სქემაში), რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდება თანამედროვე ადამიანთა მხედველობის არეში; ატლანტების პარალელური რასა კაცობრიობასთან კონტაქტს არ ამყარებს, რადგან განიხილავს მას როგორც გონივრული ცხოვრების უკიდურესად აგრესიულ ფორმად დედამიწაზე (ცხადია, დემონებს სჭირდებათ დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ "ატლანტების პარალელური რასაა" (სინამდვილეში კი დემონები, როგორც ვითომცდა გონივრული ცხოვრების უმაღლესი ფორმა, კაცობრიობას მშვიდობას და სრულყოფილ ცოდნას მოუტანს).
8. ბნელეთის ლოგიკა
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
თანამედროვე ცხოვრების მრავალი მოვლენა, რომელიც ქაოტურად ან აბსურდულად გვეჩვენება, ლოგიკური ხდება კაცობრიობაზე სრული ძალაუფლების მოპოვების ერთიანი, სატანური პროექტის კონტექსტში.
პრიმიტიული "მასობრივი კულტურის"-ა და სამომხმარებლო იდეოლოგიის ყოველდღიური დანერგვა, რეკლამა, როკ და პოპ მუსიკა, "იუვენალური იუსტიცია" და ოჯახის დანგრევის მასშტაბური ხერხები, პირუტყვულ ვნებათა დაკმაყოფილების კულტი, გარყვნილების, აბორტების, კონტრაცეფციების, სოდომიისა და სხვა უკუღმართობების; ნარკოტიკებისა და სატანიზმის შეფარვითი და პირდაპირი პროპაგანდა. "სქესობრივი აღზრდის" სასკოლო პროგრამები, საყოველთაო ვაქცინაცია, "სასწაულთმოქმედი" წამლები მთელი რიგი გვერდითი მოვლენებით, გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტები, ასევე, პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კანცეროგენებს, შხამიანი საკვები დანამატები, კლონირება, ფეტალური თერაპია, ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგია, ვირტუალური რეალობის დანერგვა, ფსიქიკისა და ჯანმრთელობის დამანგრეველი კომპიუტერული თამაშები, მასობრივი ცნობიერების მართვა ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის მეშვეობით, ადამიანზე ფსიქოტრონული ზემოქმედება, გამაუსახურებელი ნუმერაცია და "ახალი ბიოტექნოლოგიების" დანერგვა ადამიანთა საიდენტიფიკაციოდ, ომებისა და "მართვადი" ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზაცია, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისები, მასობრივ ცნობიერებაში "საერთაშორისო ტერორიზმის" ცნების დანერგვა, გეოფიზიკური იარაღი, "ეთნიკურად ერთგვაროვან" ელიტის ხელში მსოფლიო ძალაუფლების მოქცევა, - ეს ყველაფერი შემთხვევითი და გაბნეული ეპიზოდები როდია, არამედ მიზანმიმართული და თანამიმდევრული პოლიტიკა მართვად ნახირად გადააქციონ კაცობრიობა და საბოლოო სულიერ გაპირუტყვებამდე დაიყვანონ იგი.
ყველა ზემოთჩამოთვლილი მოვლენა, სულიერი თვალსაწიერიდან თუ გადავხედავთ, მეტყველებს იმ საშინელ ომზე, კაცობრიობის წინააღმდეგ რომ სწარმოებს. საფუძვლად ამ ომს უდევს ცვალებადობის, ანუ ადამიანის მხეცად გარდაქმნის ტრანსფორმაციის პრინციპი. მიზანმიმართულად, გემგმაზომიერად და შეუქცევადად მიმდინარეობს ყველაფრის განადგურება (ჩვენ ვიცით, რომ პირველი და უმთავრესი გამანადგურებელი არის - ეშმაკი) - ყველაფრისა, ადამიანის გენოტიპიდან დაწყებული, მისი გარემოთი და მენტალიტეტით დამთავრებული. ნადგურდება ადამიანთა ცნობიერება, მათი ტრადიციული, ბუნებრივი და ჩვეული სტერეოტიპული ქცევა.
მძლავრი სარეკლამო ინდუსტრია თანამედროვე ადამიანს აიძულებს შეიძინოს სულ უფრო ახალი და ახალი საგნები, რითაც აქეზებს მას მთელი თავისი ცხოვრება იზრუნოს შენაძენისთვის. ადამიანთა ცნობიერებაში ინერგება ასეთი პოზიცია: მათი ცხოვრების უმთავრესი საქმე მდგომარეობს იმაში, რომ შეიძინო და გამოიყენო საქონელი. ტრაგედიას ის ამძიმებს, რომ მოხმარების საგანი ხდება ყოველივე, რისგანაც შედგება ადამიანის ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრება, ნივთი გახდა თვით ადამიანიც. როგორ არ უნდა გავიხსენოთ აქ აპოკალიფსისის წინასწარმეტყველბა, რომ ახალ ბაბილონში (ანუ თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში) ნივთი გახდება "კაცთა ხორცი და სული" (გამოცხ. 18:13). მაგალითად, საიდუმლო არ არის, რომ რუსეთში თანამედროვე მონით მოვაჭრენი აქტიურად ვაჭრობენ "ცოცხალ ნივთებით" (ეს ტერმინი უკვე საკმაოდ ჩვეული გახდა თანამედროვეობისთვის): რუსი გოგონები გაჰყავთ საროსკიპოების შესავსებად, ბავშვებს ჰყიდიან ამერიკასა და სხვა ქვეყნებში უცხოელების მიერ მიშვილების სახით; ცნობილია აგრეთვე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ფაქტები.
აპოკალიფსისის 18-ე თავში წმ. იოანე ღვთისმეტყველი ჩამოთვლის საქონლის მრავალ სახეობას - "ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს, დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს" (გამოცხ. 18:12-13). ვფიქრობთ, ეს შემთხვევითი არ არის. საქონლის ასეთი დეტალური სიით, რომელიც "კაცთა ხორცითა და სულით" მთავრდება, ღმრთის სიტყვა მიგვანიშნებს, რომ ბოლო ჟამს ადამიანები მომხმარებლობით პროცესს მიანიჭებენ უდიდეს მნიშვნელობას.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, აპოკალიფსისის ეს სიტყვები წარმოადგენენ წინასწარმეტყველებას სამყაროს აღსასრულის წინ "მომხმარებელი საზოგადოების" შექმნის შესახებ, როდესაც საქონლის შეძენასა და მოხმარებას დაექვემდებარება მთელი კაცობრიობა და როდესაც საქონლად გარდაიქმნება ყოველივე და ყველაფერი, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს საღ აზრს და ელემენტარულ ზნეობრივ ნორმებს. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს აპოკალიფსისის შემდეგი სიტყვები: "შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ" (გამოცხ. 18:14). ძნელი არ არის ამ მუხლში დავინახოთ მითითება იმაზე, თუ როგორ დაემონებიან ბოლო ჟამის ადამიანები "სულის სასურველ ხილს" და "ყოველივე ბრწყინვალესა და პოხიერს".
მრავალი ფილოსოფიურ-იდეოლოგიური მიმართულება მიისწრაფვოდა დაეკარგა ადამიანისთვის მისი პიროვნულობა და ყველაფერში, თვით ფიქრებშიც კი, გადაექცია ის მანქანად, რომელიც ყოველივეში ბრმად დაემორჩილეობოდა მმართველთ. ფურიერისტები, მარკისტები, სოციალისტები... მაგრამ, ადრე ადამიანის გაუსახურება წარმოებდა იდეოლოგიური "დაპურების" შემდეგ, რასაც მაინცა და მაინც სასურველი შედეგი არ მოჰქონდა. მართალია ადამიანი ბევრად უფრო გაუსახურებულიიყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ კარგავდა თავისუფალი არჩევანის უფლებას, ჯერ კიდევ შეეძლო გაეკეთებინა არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, შედეგად, ჯერაც არ დაეკარგა თავისი პიროვნება. ამჯერად კი ადამიანის გაუსახურების საქმეში ვაწყდებით რაღაც სრულიად ახალს: გაუსახურება განივთებით. "ნივთიზმი" დღეს ახალი იდეოლოგიის ქვაკუთხედად არის დაყენებული. ნივთის მატერია ახალი წარმართობის კერპებად არის დასახული. "დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული" (გამოცხ. 9:20).
მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, გამოთქვამს თავის შეშფოთებასა და აღშფოთებას ნარკოტიკების მოხმარების გავრცელებასთან დაკავშირებით. პრესა, რადიო და ტელევიზია მომხმარებელს ამარაგებს სამართალდამცავი ორგანოების "გმირული ბრძოლის" ამსახველი კადრებით ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ. მაგრამ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეძებს თავდავიწყებას მოჩვენებით, ნარკოტიკულ სამყაროში. სპეციალისტთა შეხედულება ნარკოტიკის მოქმედებაზე ცნობილია: ნარკოტიკი არა მარტო ანგრევს ჯანრმთელობას, არამედ (რაც ყველაზე საშინელია) დეგრადირებამდე (ანუ, გამხეცებამდე) მიჰყავს ადამიანის პიროვნება, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარს.
ნარკოტიკების მოხმარებას ადამიანი მიჰყავს ნებისყოფის დაქვეითებამდე და გონების სიფხიზლის მოდუნებამდე; უძლუს ხდის ადამიანის პიროვნებას სხვის ნების ძალადობის წინაშე, ართმევს ადამიანს კრიტიკული აზროვნების უნარს. ასეთივე ზემოქმედება გააჩნია ალკოჰოლის უზომო მიღებას. აი, რატომ არიან ღმრთისმბრძოლი ძალები დაინტერესებულნი იმაში, რომ ფართოდ გაავრცელონ ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და თამბაქოს მოწევა. სუსტი ნებისყოფის ადამიანები გონებადაბინდულნი არიან და მათი მართვა ადვილია.
ჯონ კოლემანი თავის წიგნში "კომიტეტი 300", რომელიც უდიდესი ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით არის დაწერილი, აჩვენებს, რომ ნარკოტიკები, "მსოფლიო ელიტის" ხელში წარმოადგენს უმძლავრეს იარაღს ადამიანის გამოდებილებისა და მასების მართვის თვალსაზრისით. განსაკუთრებით კი "მომავლის შოკის" გამოყენების დროს. ეს მეთოდი ითვალისწინებს მოვლენათა სერიას (რომლითაც დღეს გადატენილია მსოფლიო), რომლებიც იმდენად სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, რომ ადამიანის ტვინი უძლურია გააანალიზოს ინფორმაცია, რადგან ცნობიერებას გააზრების ზღვრები გააჩნია.
განუწყვეტელი შოკის შემდეგ მოსახლეობის მიზნობრივი ნაწილი მიდის ისეთ მდგომარეობამდე, რომ უკვე აღარც კი სურს გაიაზროს სწრაფად ცვალებადი ვითარებანი. მათ ეუფლებათ აპათია, რომელსაც ხშირად წინ უძღვის უაზრო ძალადობა. ასეთი ჯგუფი ადვილად სამართავი ხდება. ხდება ფსიქიკის ნგრევა, და ზუსტად აქ, ისინი მიმართავენ ნარკოტიკებს, როგორც შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალს. "მომავლის შოკი" არის პროგრამის ნაწილი, რომელსაც ასეც ეწოდება - "ადამიანის შეცვლა" (მოხსენება ამგვარი სათაურით მომზადდა რეიგანის ადმინისტრაციაში 1981 წელს).
ჯონ კოლემანი გვაჩვენებს, რომ როკ და პოპ მუსიკის კულტი, ასევე ნარკოტიკები, არასოდეს შეიძლება დაემყნას საზოგადოებას, თუ მასში არ არსებობს წინასწარ და დეტალურად დამუშავებული გეგმა შეიტანონ ადამიანის ცხოვრებაში ეს დამანგრეველი ელემენტი, რომელიც ცვლის ადამიანის ცნობიერებას. ეს ტალღა, რომელმაც მოიცვა 60-იანი წლების დასავლეთი, მიანიშნებდა ტრადიციული კულტურისა და მორალის ნგრევას. ახალგაზრდობა "გადაპროგრამებულ" იქნა. ახალგაზრდობის ცნობიერებაში განსაკუთრებული სერიოზული ცვლილებები მოხდა 1968-1969 წლებში, როდესაც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯგუფ "ბითლზის" სიმღერები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ნარკოტიკებს, გამოჩნდა უამრავი ნაწარმოები, რომლებიც აქებ-ადიდებდნენ გარყვნილებას, როგორც ამბოხის უნივერსალურ ფორმას. სწორედ ამ დროს ჩნდება მასობრივი ინტერესი ე. წ. პორნოკულტურისადმი, სამეცნიერო ენით რომ ვთქვათ, მოხდა "კულტურული პარადიგმის მუტაცია". ცნობიერების ამ ცვლილებაში წამყვანი როლი დაიკავა რეკლამის ინდუსტრიამ (ეს არის "მეცნიერულად დასაბუთებული" სტატიები, თოქ-შოუები, ფილმები, სხვადასხვა გადაცემები და სანახაობები, რომლებიც ხოტბას ასხამენ, მაგალითად, ადამიანის გამბედაობას, რომელიც გარდადის აკრძალვებს, ან კიდევ აღწერს საოცნებო სამყაროს, რომელიც იშლება ნარკომანის თვალწინ და ა. შ.).
ეშმაკის მსახურები - ქვისმთლელი მასონები, ანტიქრისტეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" (მხეცის სამეფოს) მშენებლები - აქ, დედამიწაზე ახორციელებენ სატანის იდეას ადამიანის ციფრული გაუსახურებისა და მისი ბიორობოტად გარდაქცევის შესახებ, რომელიც დაკარგავს უნარს წარმატებით გასწიოს შინაგანი, სულიერი ცხოვრება და მიიღოს ღმრთის მადლი. კაბალისტების აზრით, ციფრი და სახელი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია მატერიალურ და სულიერ სამყაროზე. კაბალის თანახმად, სახელი განსაზღვრავს საგნის არსს. ამას პირდაპირ მივყავართ ციფრულ იდენტიფიკაციასთან, რომელიც მოიცავს ორივე ამ ინსტრუმენტს. თუ ადამიანს მიენიჭება უსახური ნომერი, მაშასადამე, ის, მასონთა და კაბალისტთა ლოგიკით, სინამდვილეში არის არა ადამიანი, არამედ ნივთი, საგანი, პირუტყვი. ციფრულ სახელწოდებათა დახმარებით მასონები აპირებენ კაცობრიობის მართვას.
რაც შეეხება ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზაცია, აქ ჯეროვანი დავიმოწმოთ ციტატა "სიონელ ბრძენკაცთა ოქმებიდან": "ჩვენ არ მივცემთ მათ (ანუ "გოების" სახელმწიფოებს - ავტ.) მშვიდობას, სანამ ისინი აშკარად და მორჩილებით არ აღიარებენ ჩვენს ინტერნაციონალურ ზემთავრობას" (ოქმი N 9).
აი, სატანური აბსურდის კიდევ ერთი მაგალითი. 1995 წ. შედგა "გორბაჩოვის ფონდის პირველი მსოფლიო ფორუმი", რომელზეც განიხილებოდა გლობალიზაციის პროცესების ხელმძღვანელობისა და მართვის საკითხები და "მოსახლეობაზე მისი კონტროლის ეფექტური რეგულირების გზები", ასევე "გლობალური გონებრივი სამმართველოს" შექმნის საკითხები.
ფორუმზე გამომსვლელთა მოხსენებების არსი ასეთი იყო: მსოფლიო მოსახლეობის ნამატი საფრთხეს უქმის "კაცობრიობის ოქროს მილიარდის" კეთილდღეობას, ამიტომაც, მოსახლეობა უნდა შემცირდეს. "მოსახლეობის პრობლემა" დანაშაულად ჩაეთვალა ქრისტეანობას. ფორუმის რეზოლუციაში აღნიშნულია: "არსებობს ერთი აზრი (მონაწილეთა შორის), რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მოსახლეობის ზრდის მიმართ. ჩვენ უფრო მკაფიოდ უნდა ვილაპარაკოთ სექსუალურობის პრობლემასთან დაკავშირებით, კონტრაცეფციებთან, აბორტთან დაკავშირებით. ეკოლოგიური კრიზისი, ეს არის მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებული კრიზისი. შეამცირეთ დედამიწის მოსახლეობა 90%-ით და არავინ მიაყენებს სერიოზულ ზიანს ეკოლოგიას".
დღეს სულაც არ არის ძნელი (და, მრავალი, რომელმაც სულაც არ იცის ეკლესიის სწავლება ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ, კარგად ხვდება ამას), რომ ე.წ . "საერთაშორისო ტერორიზმი" გამოიყენება, როგორც მიზეზი "ცხოვრებაში განხორციელდეს" "ახალი მსოფლიო წესრიგის" არქიტექტორის გეგმები, მათ შორის ტოტალური ელექტრონული კონტროლის მხრივ. "ტერაქტები", როგორც წესი, მათ მიერ კი არ არის ორგანიზებული, ვისზეც ლაპარაკობენ უკანასკნელ ცნობებში, არამედ სპეცსამსახურების მიერ - მასონური ცენტრის ("არწივის შუა თავის", ეზრას მესამე წიგნიდან) მიერ. ამაში მდგომარეობს ადამიანებისადმი სატანური სიძულვილის არსი - სატანის თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრებას ფასი არა აქვს.
ვაქცინაცია - ესეც სატანური გეგმის შემადგენელი ნაწილია. აცრები - ეს, არსებითად, ბიოლოგიური იარაღია. ბოროტების მსახურები მსოფლიო მასშტაბით შლიან ადამიანის იმუნურ და გენეტიკურ სისტემას. სწორედ იმუნური სისტემის მოშლის ფონზე უშვებენ ონკოლოგიურ პროცესებს (როგორც ცნობილია, ონკოლოგიური დაავადებებს დღეს მილიონობით ადამიანი ეწირება). დიდება ღმერთს, სადღეისოდ მაინც არსებობენ სტატიები, წიგნები და დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ააშკარავებენ ვაქცინაციის ჭეშმარიტ არსს. სატანის მსახურთათვის და მომავალი ანტიქრისტესთვის ვაქცინაცია - ეს არის ბრძოლა დეპოპულაციისთვის, უმძლავრესი იარაღი ადამიანთა მასობრივი (პლანეტარული მასშტაბით) ხოცვა-ჟლეტისთვის. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ "დაავადებათა აცრები" (სიონელ ბრძენთა ოქმები: ოქმი N 10) არის ნახსენები. ნიშანდობლივია, რომ თვით სიტყვა "ვაქცინაცია" გადაითარგმნება როგორც "გაპირუტყვება" (ლათინურში vасса ნიშნავს ძროხას).
ოქმი 10
მოჩვენებითი პოლიტიკური უნამუსობის "გენიალობა". რას გვპირდება მასონური სახელმწიფო გადატრიალება? საყოველთაო კენჭისყრა. მასონთა ლიდერები. მასონობის გენიალური ხელმძღვანელი. დაწესებულებები და მათი ფუნქციები. ლიბერალიზმის შხამი. კონსტიტუცია - პარტიულ განხეთქილებათა სკოლა. რესპუბლიკანური ერა. პრეზიდენტი - მასონების კლიენტურა. პრეზიდენტთა პასუხისმგებლობა "პანამა". დეპუტატთა პალატის და პრეზიდენტის როლი. მასონობის კანონმდებლობითი ძალა. ახალი რესპუბლიკური კონსტიტუცია. მასონურ თვითმპყრობელობაზე გადასვლა. "მსოფლიო მბრძანებლის" გამოცხადების მომენტი.
დღეს დავიწყებთ უკვე ნათქვამის განმეორებას და გთხოვთ დაიხსომოთ, რომ მთავრობაც და ხალხიც პოლიტიკაში კმაყოფილდებიან მოჩვენებითობით. მათთვის ყველაზე მთავარი მხიარულებაა.
ჩვენი პოლიტიკისთვის კი ფრიად მნიშვნელოვანია ამ მომენტის გამოყენება. ის ჩვენ დაგვეხმარება სხვადასხვა საკითხების განხილვაში, მაგ.: სიტყვის, პრესის, რელიგიის თავისუფლება, ასოციაციის უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობის, საკუთრების ხელშეუხლებლობის, საცხოვრებლის გადასახადის საკითხები. ამ საკითხების ხალხის წინაშე პირდაპირი და ღია განხილვა საჭირო არ არის. დაწვრილებით კი არ უნდა ჩამოვთვალოთ, არამედ ზოგადად განვიხილოთ.
ხალხი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობა პოლიტიკოსებს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ყველა ერი ჩავრთოთ ჩვენს მიერ დაპროექტებული ახალი ფუნდამენტალური შენობის მშენებლობაში. აი რისთვის გვჭირდება გაბედულების და სულის სიძლიერის მოკრება. სწორედ ამით მოვახერხებთ ჩვენს გზაზე ყოველგარი წინააღმდეგობის გადალახვას.
როცა მოვახდენთ სახელმწიფო გადატრიალებას, ხალხს ვეტყვით ყველაფერი ცუდად იყო, ყველა იტანჯებოდა, ჩვენ აღმოვფხვრით თქვენი ტანჯვის მიზეზს: ეროვნულ თავისებურებას, საზღვრებს, ფულის ნიშნის სხვადასხვაობას. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გვისაყვედუროთ, მაგრამ განა სამართლიანი იქნება ეს საყვედური, თუ არ გასინჯავთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ბედნიერებას?!". მაშინ ისინი ჩვენ ხელში აგვიტაცებენ იმდისა და სასოების აღტაცებით. ჩვენი გამეფების მთავარი იარაღი - კენჭისყრა - თავის საქმეს შეასრულებს და ამჯერად ითამაშებს ბოლო როლს - მიგვიყვანს ერთპირობამდე. ამისთვის საჭიროა ყველა, განურჩევლად კლასისა და ცენზისა ჩავაბათ არჩევნებშო, რათა მივაღწიოთ უმრავლესობის აბსოლუტიზაციას, რომელსაც ინტელიგენტთა კლასებში ვერ მივაღწევთ. ამ გზით, ანუ ბრბოში თვითშეგნების არსებობის ფიქრით, ჩვენ დავაქვეითებთ გოების ოჯახების მნიშვნელობას და მათ აღმზრდელობით მიზანს, გამოვრიცხავთ ინდივიდუალური გონების გამოყოფას, ჩვენს ხელმძღვანელობას დამორჩილებული ბრბო მოგვისმენს მხოლოდ ჩვენ, რადგან ვუხდით მორჩილებისთვის და ყურადღებისთვის. ამ გზით ჩვენ შევქმნით ისეთ ბრმა ძალას, რომელსაც არ შეეძლება არაფრის გაკეთება ჩვენი აგენტების ხელმძღვანელობის გარეშე. ხალხი დაემორჩილება ამ რეჟიმს, რადგან ეცოდინება რომ მის ლიდერებზე იქნება დამოკიდებული მათი ანაზღაურება და ყოველგვარი სიკეთის მოიღება.
მართვის გეგმა უნდა შეიმუშაოს ერთმა გონებამ, რადგან ვერ შეაკავშირებ თუ დაუშვებ მათ დანაწილებას მრავალრიცხოვან გონებაში. ამიტომაც ხელთ უნდა გვქონდეს მოქმედების გეგმა, მაგრამ არ განვიხილოთ, რათა არ დავარღვიოთ მისი გენიალობა, კავშირი შემადგენელ ნაწილთა შორის, ყოველი აგენტის მნიშვნელობის პრაქტიკული ძალა. თუ მას განვიხილავთ და შევცვლით მრავალრიცხოვანი კენჭისყრით, დაეტყობა გაუგებრობის კვალი, ჩვენთვის საჭიროა, რომ ჩვენი გეგმები იყოს ძლიერად და მიზანშეწონილად ჩაფიქრებული, არ უნდა დავუშვათ ჩვენი ხელმძღვანელი გენიალური ნამუშევარი ბრბომ ან თუნდაც განსაზღვრულმა საზოგადოებამ დაფლითოს.
ეს გეგმები ჯერჯერობით თავდაყირა არ დააყენებს თანამედროვე დაწესებულებებს, მხოლოდ შეცვლის მათ ეკონომიკას, შემდეგ კი მისი სვლის კომბინაციას, რომელიც ჩვენი გემგების შესაბამის მიმართულებას მიიღებს.
სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ ყველა ქვეყანაში ერთიდა იგივე სისტემა მოქმედებს - წარმომადგენლობა, სამინისტრო, სენატი, სახელმწიფო საბჭო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი კორპუსი. საჭირო არ არის ავხსნათ ამ დაწესებულებების ურთიერთდამოკიდებულების მექანიზმი. ეს თქვენთვის კარგადაა ცნობილი, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თითოეული დაწესებულება რაღაც მნიშვნელოვან სახელმწიფო ფუნქციას ასრულებს. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ სიტყვა "მნიშვნელოვანი" ვიხმარე არ დაწესებულებთან, არამედ ფუნქციასთან მიმართებაში. ე. ი.ი მნიშენლოვანია არა დაწესებულება, არამედ მისი ფუნქცია, დაწესებულებებმა გადაინაწილეს მათთვის საჭირო ყველა ფუნქციები - ადმინისტრაციული, საკანონმდებლო, აღმასრულებელი. ამიტომ, ისინი სახელმწიფოს ორგანოში ისევე მოქმედებენ, როგორც ორგანოები ადამიანის სხეულში. თუ დავაზიანებთ სახელმწიფო მანქანის ერთ ნაწილს, სახელმწიფო დაავადდება, როგორც ადამიანის სხეული და მოკვდება.
როდესაც სახელმწიფოს ორგანიზმში შევიყვანეთ ლიბერალიზმის შხამი, მთელი მისი პოლიტიკური კომპლექცია შეიცვალა. სახელმწიფო დაავადდა სახელმწიფო ავადმყოფობით, - სისხლის დაშლით. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ აგონიას. ლიბერალიზმისგან იშვა კონსტიტუციური სახელმწიფო, რომელმაც შეცვალა გოების მხსნელი თვითმპყრობელობა, კონსტიტუცია კი, როგორც ვიცით, განხეთქილების, უთანხმოების, კამათის, უნაყოფო პარტიული აგიტაციის, პარტიული ტენდენციის სკოლაა. ტრიბუნამ პრესის მსგავსად მთვრობა მოამზადა უმოქმედობისა და უღონობისთვის და აქცია ზედმეტად და უსარგებლოდ, რის გამოც ბევრ ქვეყანააში დაემხო; მაშინ მოგვეცა რესპუბლიკური ენის დამყარების შესაძლებლობა და ჩვენც სახელმწიფოს მმართველი შევცვალეთ მთავრობის კარიკატურით - პრეზიდენტით, რომელიც ამოვიყვანეთ ბრბოდან, ჩვენი კლიენტურის, ჩვენი მონების წრიდან. ახლო მომავალში დავიწყებთ პრეზიდენტთა პასუხისმგებლობას, მაშინ არავის მოვუბოდიშებთ ჩვენი გადაწყვეტილების გამო, რა გვენაღვლება თუ შეთხელდება ხელისუფლებისთვის მბერძოლთა რიგები, თუ დაიწყება დაბნეულობა პრეზიდენტების არარსებობის გამო, დაიწყება დაბნეულობა, რომელიც საბოლოოდ შეიტანს დეზორგანიზაციას ქვეყანაში. ჩვენი გეგმა ასეთ შედეგამდე რომ მივიყვანოთ, წამოვატივტივებთ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატებს, რომელთაც წარსულში ჰქონდათ რაღაც გაუხსნელი ბნელი საქმე. მაშინ ისინი იქნებიან ჩვენი სურვილების ერთგული შემსრულებლები. ჯერ ერთი, მხილების შიშით და, მეორეც, ხელისუფლების სათავეში ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისების გამო - პრეზიდენტის წოდებასთნ დაკავშირებული პრივილეგიების, უპირატესობებისა და პატივის შენარჩუნების სურვილით.
დეპუტატთა პალატა დაიცავს და აირჩევს პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენ მას წავართმევთ კანონების შემოთავაზების შეცვლის უფლებას, რადგან ეს უფლება ჩვენგან გადაეცემა პასუხისმგებელ პრეზიდენტს, რომელიც ჩვენი მარიონეტი იქნება. მაშინ პრეზიდენტის ძალაუფლება გახდება სამიზნე ყოველგვარი თავდასხმისთვის, მაგრამ ხალხისადმი მიმართვის საშუალებით, მას ჩვენ მივცემთ თავდაცვის უფლებას. გარდა ამისა პრეზიდენტს მივცემთ სამხედრო მდგომარეობის გამოცვხადების უფლებასაც, რაც მოტივირებული იქნება იმით, რომ პრეზიდენტს ქვეყნის არმია უნდა ჰყავდეს თავის განკარგულებაში ახალი რესპუბლიკური კონსტიტუციის დასაცავად, რომლის უფლებაც მას აქვს, როგორც კონსტიტუციის პასუხისმგებელ წარმომადგენელს. გასაგებია, რომ ამ პირობებში ტაძრის გასაღები ჩვენს ხელშია და ჩვენს გრდა ვერავინ უხელმძღვანელებს საკონომნმდებლო ძალას.
გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციის მიღებით ჩვენ პალატას წავართმევთ სამთვრობო ღინისძიებების შეკითხვის წესით გადაწყვეტის უფლებას. ამასთანავე მინიმუმამდე შევამცირებთ წარმომადგენელთა რიცხვს. ამით შემცირდება პოლიტიკური ციებ-ცხელება და სწრაფვა პოლიტიკისკენ. თუ ეს ვნებები გამძაფრდება ამ პირობებშიც, ჩვენ ყოველივე ამას მივმართავთ ხალხის უმრავლესობისკენ.
პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული პალატისა და სენატის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა. პარლამენტის მუდმივ სესიებს შვამცირებთ რამდენიმე თვემდე. გარდა ამისა, პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, უფლებები შეუნარჩუნდება პარლამენტის შეკრების დანიშვნამდე, მაგრამ ყოველი უკანონო მოქმედების შედეგი არ უნდა მოეკითხოს პრეზიდენტს ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტების შესრულებამდე. მინისტრებისა და პრეზიდენტის გარშემო მყოფ სხვა ჩინოვნიკებს მივცემთ საშუალებას საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართონ მოვლენები. ამ როლს ჩვენ განსაკუთებით დავაკისრებთ სენატს, სახელმწიფო საბჭოს ან მინისტრთა საბჭოს და არა ცალკეულ პირს.
პრეზიდენტი განმარტავს იმ კანონთ აზრს, რომელიც არაერთსახოვანი იქნება. ამასთნავე საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ბრძანების შესაბამისად, ანულირებას გაუკეთებს მათ. გარდა ამისა, უფლება ექნება წამოაყენოს დროებითი კანონები და სახელმწიფო კონსტიტუციის ახალი ცვლილებებიც კი, ქვეყნის უმაღლესი სიკეთის მოტივით.
ამ ხერხით ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც თავიდან ჩვენი მიზნების შესანიღბავად შევიტანეთ კონსტიტუციაში. შემდეგ, როცა დადგება დრო ყველგვარი მართვა მოვაქციოთ ჩვენი თვითმპყრობელობის სადავეებში, შეუმჩნევლად გაუქმდება ყოველგვარი კონსტიტუცია.
ჩვენი თვითმპყრობელობის აღიარება შეიძლება მოხდეს კონსტიტუციის გაუქმებამდეც. ეს აღიარება მოხდება მაშინ, როცა უწესრიგობით და მმართველთა სისუსტით დატანჯული ხალხი იყვირებს, მოგვაშორეთ ესენი და მოგვეცით ერთი საყოველთაო მეფე, რომელიც გაგვაერთიანებს და მოსპობს უთანხმოების მიზეზს - საზღვრებს, ეროვნულობას, რელიგიას, მოგვცემს მშვიდობას, რომელიც ვერ ვპოვეთ ჩვენს მმართველობაში".
თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ მსგავსი სურვილების საჯაროდ გამოცხადებისთვის აუცილებელია ყველა ქვეყანაში განუწყვეტლივ ირეოდეს ხალხთა ურთიერთობა და მთავრობა, რათა ხალხი გადაიღალოს გათიშულობით, მტრობით, ბრძოლით, სიძულვილით, ტანჯვით, შიმშილით. ასეთ შემთხვევაში გოებს სხვა გამოსავალი არ ექნებათ გარდა ჩვენი დახმარების იმედისა.
ჩვენ თუ ხალხს ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ, ჩვენი გეგმების შესრულების სასურველი დრო აღარ დადგება.
9. ტექნოტრონული მაგია
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
ჩვენი გამოკვლევის ამ თავში დავიმოწმებთ ამონაწერებს იმ მასალებიდან, რომლებსაც თანამედროვე ტექნოგენო-მაგიურ და სხვა საშუალებებსა და მეთოდებს ეძღვნება, რომლებსაც ბოროტების ძალნი ერთიანი, წარღვნამდელი სატანური პროექტის თანამედროვე "რემეიკის" განსახორციელებლად იყენებენ.
ჟურნალში "Первый и Последний" (№7/2010) გამოქვეყნებული იყო მასალა სათაურით ""ბლუ ბიმის" სატანური პროექტი", რომელშიც მოთხრობილია მსოფლიო, სატანური რელიგიის დაფუძნების გეგმაზე. აი ამ მასალის ძირითადი მტკიცებულებები:
"... ეს არის სატანური პროექტი, რომელიც რეალურად არსებობს. როგორია მისი მიზანი? - დაანგრიოს ტრადიციული რელიგიები, განსაკუთრებით კი ქრისტეანობა...
ამ პროექტში პირველი ნაბიჯი მიმართულია დღემდე არსებული ყველა რელიგიური ცოდნის დისკრედიტაციის ან განმეორებითი გადაფასებისკენ. პლანეტის კონკრეტულ ადგილებზე ხელოვნური მიწისძვრების შექმნით, სადაც, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ცნობები არსებობს, ისინი ისეთი არქეოლოგიური აღმოჩენების განადგურებას ცდილობენ, რომლებიც დაამტკიცებდა წარსული ცივილიზაციების სიდიადეს და სიცრუედ გამოაცხადებდა ცნობებს ამის შესახებ (როგორც ჩანს, აქ მხედველობაში აქვთ სიმართლის შეგნებული დაფარვა წარღვნამდელი ცივილიზაციისა და მისი სატანური პროექტის შესახებ*).
დედამიწის მოსახლეობის გაბრიყვების ამ გლობალურ პროექტში, ჩართულნი არიან არა მარტო მეცნიერები და პოლიტიკოსები. მსოფლიო მთავრობის ელიტაში შედიან რეჟისორებიც, რომლებსაც შეუძლიათ ცაზე გადაიტანონ სწორი გამოსახულებები, რომელსაც შეუძლია ადამიანები დაარწმუნოს მიმდინარე ილუზიის სინამდვილეში. მსოფლიო მთავრობის შემადგენლობაში ასევე შედიან ზოგიერთი რელიგიური ხელმძღვანელები. რომლებმაც უკვე შეიმუშავეს ერთიანი მსოფლიო რელიგიის კონცეფცია.
... კულისებს მიღმა არსებულმა მსოფლიო მთავრობამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი პლანეტის დაპყრობის ბოლო ეტაპს. ამოქმედებულია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები, ყველაზე პროფესიული ოსტატები, ყველაზე თვალსაჩინო პიროვნებები და, ბუნებრივია, ყველაზე დიდი ფინანსები. ასე, რომ ხელგაშლილები უნდა ველოდოთ სასწაულებს ციდან. მოაწყობენ "იესუს" მოსვლას, ან "ჰუმანოიდების" შეტევას, ან კიდევ მსგავს რამეს, რომელსაც "ახალი მსოფლიო წესრიგის" გენიალური სცენარისტები მოიფიქრებენ. უცნაური მხოლოდ ის არის, რომ მათ ღმერთის არ ეშინიათ...
"პროექტი "Blue Beam" ("ცისფერი სხივი" - ავტ.) გულისხმობს NASA-ს მიერ ორგანიზებულ უზარმაზარ შოუს ცაში. ეს სანახაობა ისე იქნება კონსტრუირებული, რომ ჰოლოგრამები, რომლებიც ააწყობენ "მესიის" მოსვლას ადვილად დასანახი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტალღების გამოსხივება, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ადამიანის ტვინზე, შეაღწევენ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში.
ამ ჰოლოგრამით ყოველი იხილავს თავისი რელიგიის "მაცხოვარს" და მის მიმართვას საკუთარ ენაზე მოისმენს. მძლავრი კომპიუტერის მეშვეობით მოახდენენ შოუს კოორდინირებას, ხოლო დედამიწის ირგვლივ მოძრავი თანამგზავრების დახმარებით, დედამიწაზე გადასცემენ დაბალი სიხშირის შეტყობინებებს. ჰოლოგრამების პროეცირებისთვის, რომლებიც ასევე ძალზედ დაბალ სიხშირეზე იქნება, გამოიყენებენ 100 კმ. სიმაღლეზე არსებულ ნატრიუმს, რომელიც გარს აკრავს დედამიწას.
მაშინ, იესუს, მუჰამედის, ბუდას, კრიშნას და ა. შ. პროექციები "მაცხოვრის" ერთ ხატად უნივერსალური მესია იქადაგებს "გამოცხადებას" ყველა ხალხთა ენაზე. ვარაუდობენ, რომ ეს ეშმაკის ნაშიერი, ილაპარაკებს იმაზე, რომ სხვადასხვა რელიგიური წმიდა წერილი სიცრუეა და, რომ ძველი რელიგიები პასუხისმგებელნი არიან ყველა იმ ბოროტებაზე, რაც პლანეტაზე არსებულა. ამიტომაც, ისინი უნდა გაუქმდნენ, რათა ადგილი დაუთმონ ახალ, ანტიქრისტეს რელიგიას, რომელიც ყველას უხელმძღვანელებს, თუკი, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ხვალინდელ დღეს მიაფურთხებს...
სხვადასხვა დაზვერვა აჩვენებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე აშშ-ს ქვეყნებში დაგროვდა მრავალი თანამედროვე კომპიუტერული ინფორმაცია ადამიანის ტვინის ელექტროქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესახებ. ცნობილია, რომ ამ ქვეყნებში შესაბამისი ექსპერიმენტები მილიონობით ადამიანს უტარდებოდა. ეს მონაცემები ადამიანის სმენითი და ვიზუალური მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა.
ყოველ ჩვენგანს შეუმჩნევია, რომ ზოგჯერ აზრები თითქოსდა სხვისგან მოდის. ზოგჯერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს სპონტანური იდეები და ადამიანი, რომელიც მათით ხელმძღვანელობს, შეიძლება ისეთ საქციელზე წავიდეს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი არ არის. როგორ შეიძლება ეს ავხსნათ?ი
პროექტ "ბლუ ბიმის" შემუშავების დროს გამოყენებოდა მიზანმიმართული ტელეპატიური კავშირის ტექნოლოგია ელექტრომაგნიტური ტალღების დახმარებით. სადაც, კომპიუტერულს სიგნალს, რომელსაც თანამგზავრი გადმოსცემს, შეუძლია კონტაქტში შევიდეს აზროვნების ბუნებრივ მექანიზმებთან...
გამოაშკარავდა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ამგვარი მოწყობილობები აღმოაჩნდათ ცსს-სა (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და გფბ-ს (გამოძიების ფედერალური ბიურო), რომლებიც ვითომცდა ამ მოწყობილობებს იყენებდნენ ადამიანთა სამკურნალოდ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ექსპერიმენტებს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება ჰქონდათ. პრესაში ამ თემის წამოჭრის მცდელობისას სისტემის წინააღმდეგ გამომსვლელ ადამიანებს ან კლავენ ან კიდევ ქმნიან ე. წ. "მანჯურიელ კანდიდატს". ჩვენს გვაქვს ცნობები, რომლებიც ადასტურებს, რომ ასეთი ექსპერიმენტები ტარდება ინგლისში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ფინეთში. სახელმწიფო დაწესებულებები და კორპორაციები, თავიანთი მიზნის მისაღწევად ხელდახელ თანამშრომლობენ მათთან და მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა მიაღწიონ საბოლოო შედეგს: დაამყარონ საყოველთაო სოციალური კონტროლი.
რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი: საკუთარი უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შენარჩუნებით დაშინებულ და დატერორებულ მოსახლეობაში უფრო ადვილია მისი განიარაღების გეგმების განხორციელება. მეორეც: ეს ხელს უწყობს ძველის სანაცვლოდ, რომელიც უკვე აღარ მუშაობს, ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი წყობის დამყარებას.
ცხადია, რომ ამგვარ ალტერნატივას ამუშავებდნენ დიდი ხნის განმავლობაში და, შესაძლოა, უკვე მზად არის კიდეც. ეს არის - "ახალი მსოფლიო წესრიგი". შიში ყოველთვის იყო მასებზე ელიტის კონტროლის საუკეთესო ინსტრუმენტი. ძველი ანდაზა: "დაჰყავი და იბატონე" ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში. ის, რაც ახლა ხდება დსთ-ს ქვეყნებში, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს ეშინიათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის და უფრთხილდებიან მატერიალურ კეთილდღეობას. ეს გონების მართვის ერთ ერთი ფორმაა.
2001 წლის 11 სექტემბერი... სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ტერორის გლობალური სისტემა - "ანტი-ტერორი", რომელიც თვალყურს ადევნებს აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მოსახლეობას. თუმცა, ამჯერად გონების კონტროლი მექანიზმების უფრო მეტ სპექტრს მოიცავს...
აი, რას წერდა 1970 წელს ფსიქოლოგი Genev McConnell-ი თავის სტატიაში "ფსიქოლოგია დღეს":
"დღეს შესაძლებელია სენსორული დეპრივაციის კომბინირება, ნარკოტიკები, ჰიპნოზი და გონებით მანიპულირება, რათა თითქმის სრულიად ვაკონტროლოთ ბრბოს ქცევა. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ სწრაფად და საკმაოდ ეფექტურად. "ტვინების გამორეცხვას" მივყავართ პიროვნების ქცევის რადიკალურ ცვლილებებამდე. ამან უნდა მოგვცეს საზოგადოების ახალი ფორმა, დაბადებიდან შეგვასწავლიან იმის კეთებას, რასაც საზოგადოება ითხოვს ჩვენგან. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, რათა ეს უკვე დღესვე განვახორციელოთ. არავინ იქნება საკუთარი პიროვნების ბატონ-პატრონი".
პროექტ "Blue Beam"-ის შემდეგი ნაბიჯი არის კონტროლის დაწესება მთელს დედამიწაზე. ეს განხორციელდება უცხოპლანეტელთა შემოჭრისა და მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში თავდასხმის მოდელირებით. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც ფლობენ ბირთვულ იარაღს, საკუთარი თავდაცვისთვის მას არ გამოიყენებენ.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციების შეტევის თემას მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებზე, პრაქტიკულად თავს გვახვევენ ჰოლივუდური ფილმებით. მათში ამგვარი თავდასხმის შემდეგ, ყველა დიდი სახელმწიფო, რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ა. შ. დაიწყებენ ურთიერთთანამშრომლობას, შეიმუშავებენ თავდასხმისგან დაცვის გეგმას. მაგრამ ყველა მათი მცდელობა ამაო აღმოჩნდება და როდესაც სიტუაცია კრიტიკული გახდება, გამოჩნდება ქვეყნიერების მსხნელი, დიადი გმირი და "მესია". ასეთი ფილმებით პრაქტიკულად თავს გვახვევენ ამგვარ სტერეოტიპულ აზროვნებას. უკვე გვაშინებენ უცხოპლანეტელებით და ჩვენს სამყაროში რაღაც უცნობის შემოჭრის პანიკას თესავენ. ჩვენ უკვე მომზადებულები ვართ წარუმატებელი წინააღმდეგობისთვის და "მაცხოვრის" მოლოდინით ვართ შეპყრობილნი, რომელსაც ერთს ძალუძს ძირს დაანარცხოს უცხოპლანეტელთა მთელი ურდო.
ეს ყველაფერი ადამიანის გონების მართვის კიდევ ერთი ფორმაა. პლანეტის დაპყრობის წინმსწრობი ეტაპი გახდება "ახალი მსოფლიო წესრიგის" ოპოზიციის განადგურება... სპეციალურად გენერირეუბული ელექტრონული ტალღები გადაიცემა ოპტკურბოჭკოვანი არხებით, საკაბელო ტელევიზიით, სატელევიზიო ხაზით, რადიოთი და ა. შ. არ უნდა დავივიწყოთ რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო ჩიპებიც, რომელთა იმპლანტირება მრავალ ადგილას უკვე დაიწყო. ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა, რომელიც მომართულია სიგნალების მიღება-გადაცემაზე, გახდება სატრანსლაციო ინსტრუმენტი.
ამგვარად, ტელეპატიურ სეანსს დაექვემდებარება მთელი პლანეტის მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. გადაცემული იქნება ინფორმაცია, რომელიც მოუწოდებს თვითმკვლელობისკენ, ძალადობისა და ამბოხისკენ.
როდის განახორციელებენ ისინი თავიანთ ბოროტ ზრახვებს პრაქტიკაში? როგორც კი მათ მიერ შექმნილი ეკონომიკური კრიზისი გამოფიტავს დედამიწის მოსახლეობას, გამოწოვს მას უკანასკნელ დანაზოგს. მაშინ დამყარდება ელექტრონული გადასახადების საყოველთაო, მსოფლიო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება რადიოსიხშირულ იდენტიფიკაციაზე. მიზანი - მოხდეს გადამცემების იმპლანტაცია მთელი პლანეტის მოსახლეობაში მისი კონტროლის მიზნით. შემდეგ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება. მოაწყობენ სამხედრო კონფლიქტებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს, თვითმკვლელობათა ტალღებს და ქაოსს, ამას კიდევ დაემატება "უცხოპლანეტელთა" შემოსევა. ამგვარი უბედურებების შემდეგ, კაცობრიობა უბრალოდ ინატრებს "მაცხოვარს", რათა მან, რაც უნდა დაუჯდეს დაამყაროს მშვიდობა დედამიწაზე (источник материала в интернете).
ბროშურაში "ტექნოტრონული მაგია", რომელიც რამოდენიმე წლის წინათ გამოიცა, ასევე მოთხრობილია თანამედროვე ფსიქოტრონულ - ოკულტურ ტექნოლოგიებზე, რომლითაც ცდილობენ ადამიანთა ცნობიერების მართვას. აი, რამდენიმე აბზაცი ამ წიგნიდან:
"აღმოსავლეთსა და დასავლეთში (უმთავრესად აშშ-ში) - უმკაცრესი გასაიდუმლოების პირობებში, უკვე დიდი ხანია მუშავდება შემტევითი ფსიქოტრონული იარაღის სხვადასხვა სახეობები. ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა - კომპიუტერული მაგია. სწორედ მას დაეფუძნება კონტროლის საყოველთაო სისტემა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა სპეციალურ, მიწისქვეშა მრავალსართულიან ცენტრებსა და გაერთიანებული გვირაბების ქსელებს. აქ მუდმივად აქვთ კავშირი "ამო"-სთან. ზოგჯერ ხდება პირდაპირი და ვიზუალური ურთიერთობა "ნაცრისფერ ჰუმანოიდებთან", "უცხოპლანეტელ რეპტილიებთან" და "უცხოპლანეტური ცივილიზაციების" სხვა წარმომადგენლებთან, იქნება ეს "ამაღლებულ მოძღვართა საძმო", "კოსმიური კლონირების ოსტატები" თუ "ნათლის ძალები", რომელთა ბელადი არის - "სანანდა ქრისტე". ანუ, ლაპარაკია ბოროტ ძალებთან, დაცემულ ანგელოზებთან მეტად საშიშ კონტაქტებზე, რომელთაც სატანა მეთაურობს!
ჯეისონ ბიშოპ მესამის ერთ ერთ თხზულებაში, მოთხრობილია უზარმაზარ მიწისქვეშა ცენტრზე, რომელიც ნიუ-მექსიკის შტატში მდებარეობს. "გამოკვლევები მოიცავენ ცდებს ადამიანის ენერგეტიკაზე, ასევე ძილის სხვადასხვა ასპექტებზე, ჰიპნოზზე და ტელეპატიაზე. მათთვის ცნობილია როგორ უნდა მოახდინონ ადამიანის ბიოპლაზმით მანიპულირება; მათ შეუძლიათ დელტა ტალღებით შეანელონ თქვენი პულსი ღრმა ძილის დროს, შეგიყვანონ სტატიკური შოკის მდგომარეობაში, შემდეგ კი თქვენს ტვინს მიუერთონ კომპიუტერი და დაგაპროგრამონ. მათ შეუძლიათ შეიყვანონ ინფორმაცია და დამაპროგრამებელი განკარგულებები თქვენს ტვინში (დატვირთვა ინფორმაციით - "ძილის ბიბლიოთეკა")... სადაზვერვო სამსახურებს უკვე ჰყავთ "დისტანციური მართვის" ადამიანები, რომლებსაც არ ახსოვთ, როგორ დააპროგრამეს, მაგრამ ხმოვანი ან ვიზუალური სიგნალის მიცემისთანავე ასრულებენ მიცემულ განკარგულებებს.
მიწისქვეშა ობიექტები არა მარტო აშშ-შია. დიდი ამერიკული მიწისქვეშა კომპლექსი განლაგებულია პაინ-გელის ხევში, ალის-სპრიგნსთან ახლოს, ავსტრალიაში. არსებობს პუერტო რიკოს გამოქვაბულთა ღრმა სისტემა, რომელიც, ამერიკელი სამხედროების მოწმობით იდეალური სამალავია ამოს-თან კონტაკტებისთვის. შესაძლოა სწორედ გამოქვაბულთა სიღრმეებში მიმდინარეობდეს ცდები "სხვა განზომილებებთან" და დროულ-სივრცობრივ კონტინიუმთან" დაკავშირებით (ეს ძალიან მოგვაგონებს "დიდ ადრონულ კოლაიდერს" და პირამიდებს - ავტ.). ამ ექსპერიმენტების გვერდითი მოვლენებია ე. წ. "თხის ვამპირები" - მონსტრების მსგავსი, საიდუმლო არსებები, რომლებიც ასახიჩრებენ თხებს და ცხვრებს და სისხლს სწოვენ მათ. ზოგიერთი მონაცემებით, აქ აწარმოებენ ცდებს ზესაიდუმლო ტექნო-მაგიური იარაღის გამოსაცდელად (შესაძლოა ეს იყოს "ადრონული ბომბი", რომლის შესახებაც არის ნათქვამი ეტიენ კასეს წიგნში "პლანეტის მკვლელი - ადრონული კოლაიდერი" - ავტ.).
მაშ ასე, მიწისქვეშა კომპიუტერული ლაბორატორიები ბნელ ძალთა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და, სავარაუდოდ, ისეთი ზეთანამედროვე ელექტრონული აპარატურით არის აღჭურვილი, რომელთან შედარებით ჩვენი ვირტუალური "სკაფანდრების" უკანასკნელი მოდელები ბავშვის სათამაშო გეგონება!... კიბერსივრცის დაუსრულებელ და მომაჯადოვებელ ლაბირინთებს უცილობლივ შევყავართ დემონურ ბნელში. კომპიუტერით გატაცებულებს, რომლებიც ვერ გამოდიან აზრობრივი ტყვეობიდან, მზაკვარი დემონები საბოლოო და გამანადგურებელ დარტყმას აყენებენ. ღიად გვეცხადებიან ბოროტ ან კეთილ უცხოპლანეტელთა სახით და პირდაპირ და ვიზუალურ კონტაქტებს ამყარებენ. ბოროტები დრო და დრო ვიღაცეებს იტაცებენ, შემდეგ საკუთარ მსხვერპლს აქცევენ ბიომასალად საშინელი ცდებისთვის. "კეთილები" ვითომ ებრძვიან ბოროტებს, და ეხმარებიან გაჭირვებაში ჩავარდნილ "დედამიწელებს". როგორც წესი, არავის ეეჭვება, რომ "ნათელი მუტანტები", "თეთრი ჰუმანოიდები", "ბრძენი კონსტრუქტორები" და მათი პირდაპირი მმართველობა - "განათლებულ სამყაროთა მბრძანებლები" – "შავი კოსმოსის" ეს შეურიგებელი მტრები - ჩვენი კეთილისმყოფელები არიან, რომლებსაც სწყურიათ მხარი დაუჭირონ დატანჯულ კაცობრიობას და იხსნან დედამიწის ცივილიზაცია "უცხოპლანტური ბოროტებისგან". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სპეციალისტები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან რომ დაამყარეს მეგობრული კავშირი უმაღლესი კოსმიური რასების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ოდითგან, კაცობრიობის ჭაღარა წარსულიდან ანგელოზებს უწოდებდნენ...
აი, საიდან აღმოცენდა "პლანეტარული ცნობიერება" და "ახალი აზროვნება". აი სად უნდა ვეძებოთ ინტერნეტის ოკულტური წყაროები! აი ვინ ახალისებს მსოფლიო ვირტუალური ტირანიის მშენებლებსა და თეორეტიკოსებს.
ცრუმესია - ანტიქრისტე, ყველა დროისა და ხალხის უდიდესი მოგვია. ის არის მოჩვენებითი ღმერთკაცი, "კოსმიური ქრისტე", - რომელიც აღასრულებს ცრუ სასწაულებს და მოვა "სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:9-10). "ახალი რელიგიური ცნობიერება, რომელიც ესოდენ აქტიურად ფორმირდება დღეს, ადვილად მიიღებს მას და სიხარულით შეიწყნარებს სიცრუეს სიმართლედ, ბნელს მიიღებს ნათლად და სიკვდილს სიცოცხლედ.
მებრძოლი მონდიალისტები - "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლები - მაქსიმალური ეფექტით გამოიყენებენ გლობალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებ, ინტერნეტს, საყოველთაო რეკლამას და "ტვინის ჩამორეცხვის" სხვა სისტემებს. განახორციელებენ მთელ რიგ საინფორმაციო-ოკულტურ დარტყმებს. მასებზე განახორციელებენ დახვეწილ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მოახდენენ ლიბერალურ-მასონური ინტელექტუალური ელიტის მობილიზებას და წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებათა "ნაყოფიერი" მუშაობის" შედეგების დემონსტრირებას, რითაც მოამზადებენ საზოგადოებრივ აზრს. გამოაქვეყნებენ სოციალური გამოკითხვების შედეგებს. დაარწმუნებენ დედამიწის მოსახლეობას მიჰყვნენ უმრავლესობას. დააფრქვევენ ათასგვარ დაპირებებს და ყოველ კანონმორჩილ ადამიანს დაჰპირდებიან კეთილდღეობას. დაუმორჩილებელთ კი დაემუქრებიან უბედურებებით და მათი გამოუვალი მდგომარეობით.
ცხადია, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ კოდირებულიმა, უნებისყოფო და ადვილად სამართავმა ბრბომ, რომელიც მიჩვეულია სულიერ კომპრომისებს და უკვე ერთგვარ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს, გაუძლოს უკანასკნელ, საბედისწრო ნაბიჯს და არ მიიღოს "მხეცის ნიშანი" (გამოცხ. 13:16-18)... (მხეცის ბეჭედი უკვე მოქმდებს - ეს არის ტოტალური, ელექტრონული კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს: საიდენტიფიკაციო ნომრებს, პირადობის დამადასტურებელ ელექტრონულ ბარათებს, ადამიანში ჩასანერგ მიკროჩიპებს და სხვა... - ავტ.).
შესაძლოა, მომავალში, ერთხელაც, რომლის დღე და რიცხვი მხოლოდ ღმერთმა იცის, "მსოფლიო ტრანსნაციონალურმა ტელევიზიამ" გაკვირვებულ ადამიანებს, "ეკრანის ნარკომანებს" (ანუ მხეცის ხატის თაყვანისმცემლებს (იხ. გამოცხ. 13) აჩვენოს როგორ ჩამოდიან დედამიწაზე "კეთილი ანგელოზები" შორეული, მეგობრული, მამობრივი მეტაგალაქტიკიდან და მოუწოდებს დედამიწელებს თაყვანი სცენ თავიანთ "კოსმიურ მეუფეს" და "ღვთაებრივ განმანათლებელს" («Технотронная магия», Львов, «Путь православных», сс. 15-19).
დასკვნა
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობდა სატანისა და მის ქმედებებზე ანტიქრისტეს მეშვეობით: "სიცრუის მამა, ის ცრუ სასწაულთა მიერ შეეცდება აცდუნოს წარმოსახვა".
ხოლო ღირ. ეფრემ ასურელი თავის ჰომილიაში "უფლის მეორედ მოსვლის, სამყაროს აღსასრულის შესახებ" მსჯელობს:
"დიდი იქნება, ძმანო, ღვაწლი იმ ჟამს, განსაკუთრებით მართალთათვის, როდესაც თვით გველი თავისი უდიდესი ძალაუფლებით აღასრულებს ნიშებსა და სასწაულებს, როდესაც საშინელი მოჩვენებებით ღმერთად მოაჩვენებს თავს ყველას; იფრენს ჰაერში და დემონებთან ერთად, ვითარც ანგელოზი ამაღლდებიან მტარვალის წინაშე. დიდის ძლიერებით შეჰკივლებს, შეიცვლის სახეს და უზომოდ შეაშინებს ყველა ადამიანს. მაშინ დაატყდება, ძმანო, მას წმიდა და საშინელი მეორედ მოსვლა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი... ვინც ამ დღეებს გადაიტანს, ვინც დაითმენს დაუთმენელ გასაჭირს, ვინც იხილავს ერთა აღრევას, რომლებიც ქვეყნიერების კიდეებიდან მოვლენ მტარვალის (ანტიქრისტეს) სანახავად და თაყვანს სცემენ მას და თრთოლვით ეტყვიან: "შენ ხარ ჩვენი მაცხოვარი"!... ხოლო, უსირცხვილო იგი, მიიღებს მაშინ ძალაუფლებას და ქვეყნიერების ყველა კიდეზე დააგზავნის თავის დემონებს რათა იქადაგონ: "აჰა, მოვიდა დიადი მეფე თავისი დიდებით, იხილეთ იგი!"
ვის ექნება მაშინ ადამანტივით სული, რათა ვაჟკაცურად გადაიტანოს ეს საცთურები? გველის მარტო ერთი ხსენებითაც კი ვთრთი და ვძრწი, როდესაც გონებაში ვფიქრობ იმ ჭირვების შესახებ, რომელიც იმ დროინდელ ადამიანებს დაატყდებათ თავზე; ვფიქრობ იმის შესახებ, რამდენად სასტიკი იქნება კაცობრიობისთვის ეს მტარვალი გველი და როგორ გასასტიკდება უფლის წმინდანებზე (ანუ ჭეშმარიტ ქრისტეანებზე - ავტ.), რომლებსაც შეეძლებათ მისი მოჩვენებითი სასწაულებისადმი წინააღმდეგობა. რადგან მაშინ, მრავალი ღმრთისმოყვარე შეაფარებს თავს მთებსა და ხევებს ლოცვებითა და გულის შემუსვრილობით. ხოლო წმიდა ღმერთი, იხილავს რა მათ გამოუთქმელ გლოვას და ცრემლებს, ჭეშმარიტ და გულწრფელ რწმენას, მოიღებს მათზე მოწყალებას და ვითარც მზრუნველი მამა დაიცავს მათ იქ, სადაც თავს შეაფარებენ, მაშინ როდესაც ყოვლადბილწი და მზაკვარი გველი ყოველ ღონეს იხმარს მოძებნოს წმინდანები მიწასა და ზღვაზე რათა დარწმუნდეს, რომ უკვე გამეფდა მთელს დედამიწაზე და ყოველივე მის ფერხთქვეშაა. მაგრამ, ვერ გულისხმაყოფს უბედური თავის უძლურებას და იმ ამპარტავნებას, რომლისგანაც დაეცა, და განიზრახავს უბადრუკი, შებრძოლებას, როდესაც უფალი თავისი ძლიერებით გამოჩნდება ურიცხვ ანგელოზებთან ერთად. თუმცა, აღაშფოთებს მთელს დედამიწას, დააშინებს ყველას ცრუ და ჯადოქრული სასწაულებით.
იმ დროს, როდესაც გველი მოვა, მშვიდობა არ იქნება დედამიწაზე; გამეფდება საყოველთაო ჭირი, ქაოსი და გაურკვევლობა, სიკვდილი და შიმშილი ისუფევებს ყველგან, ყოველ კუთხეში. რადგან თვით უფალმა თავისი წმიდა ბაგეებით გვიწინასწარმეტყველა, რომ: "რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება" (მარკ. 13:19). როგორი მტკიცე სული უნდა ჰქონდეს იმ დროს ადამიანს, რომ შეინარჩუნოს სული ესოდენ საცთურთა შორის. რადგან, თუკი ადამიანი ოდნავ უდები და დაუდევარი აღმოჩნდება საკუთარი სულის ცხოვნების მიმართ, ადვილად მოექცევა ეშმაკის თავდასხმის ქვეშ და მტარვალის ცრუ სასწაულები დაატყვევებს".
შესაძლოა წმიდა მამის ეს წინასწარმეტყველებანი ზუსტად ეხებოდეს "Blue Beam" – ის სატანურ პროექტს და უფსკრულის ჯურღმულიდან ამომავალი კვამლიდან ("ბნელი მატერიიდან", იგივე პორტალ-კოლაიდერიდან) აპოკალიფსური კალიის (აპოლიონის, იგივე დემონთა) გამოსვლის შემდეგ, კაცობრიობას საკუთარ თავს კოსმოსიდან, პარალელური სამყაროდან მოვლენილ უცხოპლანეტელებად შემოასაღებენ... არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) ერთ ერთ თავის ქადაგებაში ამბობდა: "ბოლო ჟამს, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, სამყაროს დემონები შეიპყრობენ".
დე, დაგვიცვას უფალმა ყოველგვარი დემონური ხიბლისა და საცთურისგან!
ნუ დავივიწყებთ როგორი იქნება სატანური, ღმრთივმბრძოლი პროექტის აღსასრული (რომლის განხილვასაც მიეძღვნა ეს ნაშრომი): "წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ. 11:18).
"როდესაც უწმინდურის სამწელიწადნახევრიანი ძალაუფლება ამოიწურება და დედამიწის ცდუნება დასრულდება, - გვამცნებს წმ. ეფრემ ასურელი, - წინასწარმეტყველების თანახმად, ვითარც ელვა, ზეციდან მოვა ჩვენი უფალი: წმიდა, უბიწო, საშინელი, დიდებული ჩვენი ღმერთი მისი შეუდარებელი ბრწყინვალებითა და სიდიადით, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა დასებთან ერთად, რომლებიც არიან ალნი ცეცხლისანი; და აღტყდება ცეცხლის მდინარე, ხოლო ქერუბიმები და სერაფიმები, ქვეყნიერების მხედველნი, რომლებიც სახესა და ფეხებს ცეცხლოვანი ფრთებით იფარავენ, თრთოლვით შესძახებენ: "აღსდეგით, მკვდარნო, სიძე მოვალს!" და გაიხსნებიან საფლავნი და ერთ წამში აღსდგება მკვდრეთით ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ სიძის სილამაზეს. უთვალავნი ანგელოზნი და მთავარანგელოზნი - იხარებენ უდიდესი სიხარულით; წმიდანი და მართალნი, და ყოველნი ისინი, ვინც არ მიიღო გველის ბეჭედი, განიხარებს. ხოლო მტარვალი თავის დემონებთან ერთად, შეკრულ იქნება ანგელოზთა მიერ, ასევე ყველა, ვინც მიიღო მხეცის ბეჭედი, უკეთურნი და ცოდვილნი შეკრულ იქნებიან და წარსდგებიან საშინელი სამსჯავროს წინაშე. და მოისმენენ ზეციური მეფის განაჩენს, რომელიც არის სამარადისო წარწყმედა და ცეცხლის გეჰენა, - ტანჯვა დაუშრეტელი და მატლი დაუცხრომელი. ხოლო ყველა ისინი, ვინც არ მიიღო ბეჭედი ანტიქრისტესი, ყველა, ვიცნ იმალებოდა გამოქვაბულებსა და ხეობებში, განიხარებს სიძესთან ერთად მის მარადიულ და ნეტარ სანახებში ყველა წმინდანთან ერთად უკუნითი უკუნისამდე. ამინ". |
|