|
ანტიქრისტეს მოსვლა და მმართველობა
შინაარსი
- დიდი ჭირი
- "და მრავალთან განამტკიცებს აღთქმას..." (დან. 9:27)
- "არჩევდეთ წერილს, ასეა თუ არა ეს" (საქმე 17:11)
- ურჩხული და მხეცი
- მხეცის ხატი
- მხეცის გამოსახულება
- "და აჰა ზეცა მეწამული გახდა, - გენიშნოთ ესეც"
- დიდი ვაება
- ეკლესია დიდი ვაების ჟამს
- "ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა" (რომ. 8:37)
დიდი ჭირი
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
1. მთელი მსოფლიო სუპერმენს ელოდება! მსოფლიო ელოდება სუპერმენს, ზეადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ყველა მათ პრობლემას, პასუხს გასცემს ყველა მათ შეკითხვას, განკურნავს ყველა მათ ეკონომიკურ სნეულებას, გააერთიანებს მათი პოლიტიკის ყველა მიმართულებას, შეწყვეტს რელიგიურ უთანხმოებებს, ბოლოს მოუღებს ომებს, დაამყარებს მუდმივ მშვიდობას და კავშირს ყველა ხალხს შორის. მსოფლიო ელოდება მსოფლიოს მბრძანებელს, სამყაროს ბელადს, დიქტატორს, ზეადამიანს!
. არნოლდ ტოინბიმ, ცნობილმა თანამედროვე ისტორიკოსმა ბრწყინვალედ გამოხატა ეს აუცილებლობა როდესაც განაცხადა:
"თავს მოახვია რა კაცობრიობას სულ უფრო და უფრო მომაკვდინებელი იარაღი, და ამავე დროს, სულ უფრო ურთიერთდამოკიდებული გახადა ეკონომიკურად მთელი მსოფლიო, ტექნოლოგიამ იმ სასოწარკვეთამდე მიიყვანა კაცობრიობა, რომ მოამწიფა იგი იმ ახალი კეისრის გასაღმერთებლად, რომელიც შესძლებს მთელი მსოფლიოს შეკავშირებას და მშვიდობის დამყარებას!
3. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, პოლ სპააკი, დასძენს: "ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი კომიტეტი, რომლებიც ისედაც მრავლად გვაქვს. ჩვენ გვჭირდება საკმაოდ ძლიერი პიროვნება, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა ეროვნების ლოიალობას და გამოგვიყვანდა იმ ჭაობიდან, რომელშიც შთავცვივდით. მოგვეცით ასეთი პიროვნება, ვინც გინდა იყოს, - ღმერთი თუ ეშმაკი, - და ჩვენ მივიღებთ მას!"
4. მაშ ასე, მათ დიდი ხნით როდი მოუწევთ ლოდინი, რადგან ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდება უკანასკნელ ჟამს და გახდება კაცობრიობის ბელადი მთელს დედამიწაზე. ის დროებით გადაარჩენს მსოფლიოს განადგურებისგან და გამოჩნდება უშუალოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ. ის (ანტიქრისტე) თავს მოაჩვენებს ანგელოზად ნათლისა, სრულყოფილ და ძლიერ პიროვნებად, უდიდეს ბელადად, რომელიც ჯერ სამყაროს არ უხილავს (თუ არ ჩავთვლით იესუ ქრისტეს)! ის იქნება საკმაოდ გონიერი და მოხერხებული, რათა გადაჭრას მსოფლიოს ყველა პრობლემა: ეკონომიკური, პოლიტიკური და ბოლოს რელიგიური.
5. წერილის მიხედვით, როგორც ჩანს, ეს მომავალი მსოფლიო ბელადი ხელისუფლებაში მოვა მშვიდობიანი მეთოდით, მოტყუებითა და მზაკვრობით (დან. 11:21, 24). ზებუნებრივი მოხერხებულობის, სიბრძნისა და პოლიტიკური მანევრირების წყალობით, ის მართლაც, პოლიტიკურ-რელიგიური პაქტის მეშვეობით გადაწყვეტს ყველა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემას და დაამყარებს მშვიდობას ერთმანეთს გადამტერებულ ზესახელმწიფოებს შორის, იდეოლოგიებსა და რელიგიებს შორის.
6. ცხადია, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის სასოწარკვეთილი აუცილებლობა აიძულებს კაცობრიობას ხელი მოაწეროს ასეთ პაქტს! მხოლოდ სრულიად სასოწარკვეთილნი, რომლებმაც აღარ იციან რა გზას დაადგნენ მშვიდობისა და თანხმობის დასამყარებლად, მაგალითად, არაბები და ისრაელი, რომელთაც ვერ გაუყვიათ იერუსალემი, ან კაპიტალიზმი და კომუნიზმი შეთანხმდებიან მშვიდობიანი გზით დაიყონ მსოფლიო დაძაბულობის საყოველთაო განმუხტვის მისაღწევად. მაგრამ, იმის გამო, რომ უკანასკნელ დროს ომის კერები სულ უფრო ხშირად ინთება და ზესახელმწიფოებს შორის ბირთვული ომის საშიშროებაც იზრდება, მსოფლიომ უკვე მიაღწია ისეთ დონეს სასოწარკვეთილებისა, რომ მზად არის უკვე ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს ერთიანი მსოფლიო მთავრობა, რათა თავიდან აიცილოს მესამე მსოფლიო ომი და ბირთვული განადგურება.
7. ეს მძლავრი და მოხერხებული მსოფლიო მთავრობა ამჟამინდელი ქაოტური სისტემაზე ბევრად უკეთესი იქნება. მსოფლიოში დამყარდება მშვიდობა, ეკონომიკა გახდება კონტროლირებადი და გაანგარიშებული იქნება მშვიდობაზე და არა ომზე. სიმდიდრე გადანაწილდება სამართლიანად: აიღებენ მდიდართაგან, რათა დააპურონ ღარიბები, და ა. შ. იდეალური ბელადი და მსოფლიო მთავრობა ბოლოს და ბოლოს დაამყარებენ მსოფლიო რესურსების სამართლიან გადანაწილებას. "თითოეულს უნარის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით", საწვავი, საკვები და სხვა აუცილებელი საგნები... ბოლო მოეღება მსოფლიო რესურსების ამჯამინდელ უგუნურ გახარჯვას.
8. კაცობრიობის უკანასკნელი მთავრობა იქნება ყველაზე სრულყოფილი მთავრობათაგან, რომელზეც კი შეიძლებოდა ოდესმე ეოცნება თავმოყვარე გულს კაცისა: ყველაზე იდეალისტური, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე თანამგრძნობი, ყველაზე თანასწორი და გულუხვი. ეს იქნება მცდელობა ჰქონდეთ ქრისტეანობა ქრისტეს გარეშე! მაგრამ, ცხადია, ისინი მიხვდებიან, რომ ქრისტეც საჭიროა, - ზეკაცი, რომ ეს ყოველივე განახორციელონ. სწორედ ამაზე ექნება პრეტენზია ზეკაცს: იყოს ქრისტე, მესია, მსოფლიოს გადამრჩენელი! არსებითად ის, ბოლოს და ბოლოს, პრეტენზიას განაცხადებს თვით ღვთაებრიობაზეც! მაშინ, როდესაც სინამდვილეში იქნება შარლატანი და თვითმარქვია, შენიღბული ეშმაკი, თვით სატანა, რომელიც ღებულობს ნათლის ანგელოზის სახეს (2 კორ. 11:14), - ანტიქრისტე!
9. გარკვეული დროის განმავლობაში ისეთი ჟამი დადგება, რომ დედამიწა სამოთხედ მოეჩვენებათ, მაგრამ ამ "სამოთხის" საფასური იქნება არა მარტო მსოფლიო მთავრობისადმი მორჩილება, არამედ ყოველ პიროვნებაზე, პირად თავისუფლებასა და რელიგიაზე სრული კონტროლი და ა. შ. მტარვალისა და ეშმაკის, რომელიც მეთაურობს ყოველივე ამას, საბოლოო მიზანი იქნება: "დაემხეთ და თაყვანისმეცით მე, სხვაგვარად ვერ დატკბებით დიადი ზეცით დედამიწაზე, რომელიც მე შევქმენი! იხილეთ, მე გაძლევთ თქვენ დედამიწის სამეფოს, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიხადოთ საფასური, უნდა დაემხოთ და თაყვანისმცეთ მე (ლუკა 4:5-7)! და აი აქ, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება უდიდესი უსიამოვნება!
2. ერთიანი წარღვნამდელი ცივილიზაცია
წინა<----- დასაწყისში ----->შემდეგი
10. ბიბლიის წინასწარმეტყველების მიხედვით, ანტიქრისტეს საერთაშორისო არენაზე გამოსვლის საბოლოო აქტი და მისი შვიდწლიანი მმართველობის დასაწყისი იქნება სახელგანთქმული შვიდწლიანი პაქტი, ანუ აღთქმა, რომელიც აღწერილია დანიელის წიგნში. ეს აღთქმა მრავალჯერ არის ნახსენები ბიბლიაში და იქნება რელიგიური თავისუფლების მიმნიჭებელი ერთგვარი პირობა. სწორედ ამიტომაც იწოდება იგი "წმიდა აღთქმად" (დან. 11:30); ეს არის რელიგიური პაქტი - რელიგიური შეთანხმება, რომელიც ეხება ღვთისმსახურების, განსაკუთრებით კი ებრაული ღვთისმსახურების აღდგენას. ის ებრაელებს მისცემს შესაძლებლობას ააშენონ თავიანთი ტაძარი იერუსალემში და აღადგინონ მსხვერპლშეწირვა ამ ტაძრის საკურთხეველში - ჩვეულება, რომელიც, ფაქტიურად, იყო მათი რელიგიური წეს-ჩვეულების სული, სანამ ორი ათასი წლის წინათ არ წაერთვათ იგი ღმრთის განაჩენის შესაბამისად.
11. სწირავენ თუ არა ამჟამად ებრაელები მსხვერპლს თავიანთ უფალს? არა! რადგან დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ერთი ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ მსხვერპლშეწირვის განახლება: ეს არის მორიას მთა იერუსალემში, სადაც განთავსებული იყო ძველი საკურთხეველი. ჩვენი წელთაღრიცხვის 70-ე წელს, რომაელი ლეგიონერები შეიჭრნენ იერუსალემში და მთლიანად დაანგრიეს ტაძარიც და საკურთხეველიც. ძველი ტაძრის საკურთხევლის საფუძვლად მორიას მთის წვერზე მიიჩნეოდა ლოდი, რომელზეც აბრაამს ღმთისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირა ისააკი. ამ მიზეზით არაბებიც და მუსლიმებიც ეთაყვანებიან ამ უდიდეს ქალაქს, ძველ და წმიდა იერუსალემს, განსაკუთრებით კი მორიას მთას, რადგან აბრაამი იყო აგრეთვე ისმაელის მამაც, რომლისგანაც მომდინარეობენ არაბი ხალხები.
12. ფაქტობრივად, ჩვენი წელთაღრიცხვის 60-იან წლებში, როდესაც ისლამი საყოველთაოდ გავრცელდა მსოფლიოში, დიდმა მუსლიმმა ხალიფამ ომარ დიდმა თავაზიანად შესთავაზე ებრაელებს აეშენებინათ ტაძარი იერუსალემში, მორიას მთაზე. მაგრამ ებრაელებმა უარყვეს ეს წინადადება და განაცხადეს, რომ ტაძარი უნდა აშენდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოვა მათი მესია და, ცხადია, ის არ შეიძლება აშენდეს ისეთი "წარმართის" მიერ, როგორიც იყო ომარი! მაშინ, იმის გამო, რომ მორიას მთა განსაკუთრებულ სიწმიდეს წარმოადგენს ყველა მუსლიმისთვის, რომელთა მამაც იყო აბრაამი ისევე, როგორც ებრაელთა, უდიდესმა მუსლიმმა ბელადმა ომარმა გადაწყვიტა: "კეთილი, მაშინ ამ უდიდეს ქვაზე, მორიას მთაზე რომ მდებარეობს, მე ავაშენებ მეჩეთს ჩემი ხალხისთვის, ჩვენი უდიდესი მამის, აბრაამის საპატივცემოდ!"
13. ამრიგად, იმ დროიდან, 1300 წლის წინათ, ვიდრე ჩვენს დრომდე, უდიდესი მუსლიმური მეჩეთი "გუმბათი მთაზე", ანუ ომარის მეჩეთი, დგას სწორედ იმ ქვაზე, რომელზეც ოდესღაც იდგა ძველი ებრაული საკურთხეველი. და სრულიად ცხადია, რომ დღეს არაბები არასდროს მისცემენ ებრაელებს უფლებას შემოვიდნენ არაბების ტერიტორიაზე და გააშენონ იქ თავიანთი ტაძარი! სრულიად ცხადია ისიც, რომ ებრაელები, ალბათ, არასოდეს დაუშვებენ მის აშენებას არაბთა რაიმენაირი მფარველობითა თუ შემწეობით!
14. ამიტომაც მათ უნდა შეიმუშაონ თავიანთ შორის რაღაც შეთანხმება ან კომპრომისი, და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ გარეშე, მესამე ძალის პირდაპირი ჩარევით, როგორიცაა მაგალითად, მსოფლიო პოლიტიკური მთავრობა. და ამ კომპრომისზე, ანუ შეთანხმებაზე ისევ და ისევ ნათქვამია დანიელის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში, რომლებშიც ის აღთქმად იწოდება.
15. საჭირო გახდება საკმაოდ დელიკატური მუშაობის ჩატარება და ბრწყინვალე დიპლომატია იმისთვის, რათა გამოიძებნოს შესაძლებლობა აშენდეს ებრაელთა ტაძარი და აღდგეს მსხვერპლშეწირვა საკურთხეველზე, რომელზეც ახლა ომარის მეჩეთია აგებული; მეჩეთი "გუმბათი მთაზე" ხომ მექასთან და მედინასთან ერთად, ყველა მუსლიმის წმიდა ადგილია მთელს საუდის არაბეთში! და რადგან ის პირდაპირ იმაზე დგას, რაც ოდესღაც ებრაელთა ტაძრის საკურთხეველი იყო, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რას მოიმოქმედებენ ისინი ებრაული ტაძრის აღსადგენად.
16. შესაძლოა ასეთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, როდესაც ანტიქრისტე დადებს ამ ხელშეკრულებას, ებრაელები დათანხმდებიან კომპრომისს და ისინი ტაძარს ააშენებენ სადმე ამ ადგილის ახლოს. ან, შესაძლოა, ეს ბრწყინვალე მეჩეთი დაინგრეს რაღაც მანქანებით? მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ვიცით, რომ მორიას მთა იერუსალიმში ებრაელთათვის არის ყველაზე უწმიდესი ადგილი მთელს დედამიწაზე. საუდის არაბეთის გარეთ ის ასევე ყველაზე წმიდა ადგილია დედამიწაზე მუსლიმებისთვისაც, და თვით ქრისტეანებისთვისაც კი! ამიტომაც, ეს 7 წლიანი შეთანხმება იქნება ოსტატური კომპრომისი და, უეჭველად, შეეხება არა მარტო იმ ტაძარს, მორიას მთაზე, არამედ მთელს ქალაქ იერუსალემს! ფაქტიურად, დღეს იერუსალემი წარმოადგენს უდიდეს გადაუჭრელ პრობლემას - ებრაელები იფიცებიან, რომ არასოდეს დაუთმობენ მას ვინმეს, რადგან ის არის მათი მარადიული დედაქალაქი!
17. არაბები ამბობენ, რომ არც ისინი დაუშვებენ ოდესმე, რომ ებრაელები დაეპატონონ მას, ებრაელები კი ამბობენ, რომ ისინი არასოდეს დაიხევენ უკან! დევიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი იფიცებოდა: "ჩვენ ავიღეთ იერუსალემი და უკვე არასოდეს დავთმობთ მას, სანამ ცოცხალი იქნება თუნდაც ერთი მამაკაცი ან დედაკაცი, რომელიც დაიცავს მას! რაც უნდა დაგვიჯდეს, სანამ ცოცხალი იქნება თუნდაც ერთი ებრაელი, არასოდეს მივცემთ მას სხვას! და ასე ფიქრობს მთელი ჩვენი ერიც!
18. ამრიგად, დედამიწის ზურგზე არ არსებობს იერუსალემზე უფრო დიდი ადგილი, სადაც საჭიროა გენიალური კომპრომისი! ამ პრობლემის გადაწყვეტა უფრო რთულია, ვიდრე პალესტინის საკითხი, რადგან ორივე მხარე, უკიდურეს შემთხვევაში, შეთანხმდა მოლაპარაკებებზე განსაზღვრულ კომპრომისებზე პალესტინელებთან დაკავშირებიტ, მაგრამ იყვნენ სრულიად უკომპრომისონი და შეურყეველნი იერუსალემის საკითხთან დაკავშირებით! ორივე მხარე კატეგორიულად აცხადებს, რომ აბსოლუტურად არ წავა არავითარ კომპრომისზე! ებრაელები ამბობენ, რომ ისინი არასოდეს დაიხევენ უკან, ხოლო არაბები აცხადებენ, რომ არც ისინი დათანხმდებიან იმას, რომ ებრაელები დაეპატრონონ მას. ამიტომაც, რაღაც კომპრომისი უნდა იქნეს მიღწეული ამ ძალზედ ძნელი პრობლემის გადასაწყვეტად.
19. და ყოველი, ვინც გადაწყვეტს ამ უმძაფრეს პალესტინურ კრიზისს, განსაკუთრებით იერუსალემის საკითხს, იქნება გენიოსი, გონებათა მპყრობელი, სუპერმენი და ყოველგვარ ეჭვ გარეშეა, რომ მიიპყრობს მთელი მსოფლიოს ყურადღებას! რადგან, აქამომდე ვერავინ იყო შემძლებელი გადაეწყვიტა ეს შუღლი და ანტაგონიზმი ებრაელებსა და არაბებს შორის! ამიტომაც, ყოველი, ვინც რაიმე სახით შეძლებს მათ შერიგებას და შეწყვეტს ომს მათ შორის (მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ რელიგიურად ეს არის ყველაზე მეომარი ხალხი დედამიწაზე, რომლებმაც გააჩაღეს ყველაზე მეტი ომი კაცობრიობის ისტორიაში, ვიდრე სხვა ხალხებმა), ყოველი, ვინც გადაჭრის მათ წინააღმდეგობას და აიძულებს მათ შეთანხმდნენ ერთმანეთთან, იქნება ნამდვილი გენიოსი, ზეადამიანი! და სწორედ ასეთი აღმოჩნდება ანტიქრისტე!
20. შეგვიძლია ბიბლიის საფუძველზე დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ ის გადაწყვეტს იერუსალემის საკითხს! როგორ? ბიბლია ამბობს, რომ ანტიქრისტე დაიპყრობს და გახდის მას ინტერნაციონალურ ქალაქად. არსებითად, ბიბლიის მიხედვით, მსოფლიო მთავრობის ეს საყოველთაო დიქტატორი ამ ქალაქს გადააკეთებს საკუთარ დედაქალაქად! მისი პოლიტიკური კაპიტალი მისსავე მსოფლიო მთავრობაში იქნება იერუსალემი (დან. 11:45). მაშ, როგორ არის შესაძლებელი ის ეკუთვნოდეს რომელიმე ერთ ქვეყანას ან რელიგიას? იერუსალიმი არ იქნება არც არაბების, არც ებრაელების, არც პალესტინელების, არც მუსლიმების და არც ქრისტეანების, არამედ ყველასი! ყველაზე მეტად კი ის იქნება ანტიქრისტესი!
21. ამიტომაც, იმისთვის, რათა მიაღწიოს მყარ ძალაუფლებას და მტკიცე კონტროლს, ამ შვიდწლიანი აღთქმის, ანუ შეთანხმების მეშვეობით პირობას დადებას, რომ იერუსალემი გახდება ინტერნაციონალური ქალაქი. უეჭველად, ეს იქნება ერთგვარი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც მხარს დაუჭერენ გაერო ან მსოფლიო მთავრობა - შეთანხმება, რომელიც ყველა რელიგიას თავისუფლებისა და კულტის შესრულების გარანტიას მისცემს; ააშენებინებს თავის ტაძრებს, სალოცავებს და ა. შ. აღასრულებინებს ღვთისმსახურებას და მისცემს მათ იერუსალემში თავისუფლად შესვლის უფლებას.
22. სწორედ ამ დროს, როდესაც ანტიქრისტე მოახდენს იერუსალემის ინტერნაციონალიზაციას და პირობას დადებს, რომ ყველა რელიგიას მისცემს თავისუფლებას, სავარაუდოდ, ებრაელები ააშენებენ თავიანთ ტაძარს. ეს მისცემს მათ შესაძლებლობას ბოლოს და ბოლოს აღადგინონ იგი და განაახლონ მსხვერპლშეწირვა, რომელსაც მათი რელიგია თითქმის 2000 წელი მოკლებული იყო.
23. როდესაც 1967 წელს ისრაელმა დაიპყრო ძველი იერუსალემი, ჟურნალმა "ტაიმმა" დაიმოწმა მცხოვანი ებრაელი ისტორიკოსი ისრაელ ეიდადი, რომელმაც თქვა: "ჩვენ ახლა იმ სტადიაში ვიმყოფებით, რა სტადიაშიც იყო დავითი, როდესაც მან გაათავისუფლა იერუსალემი. იმ დროიდან სოლომონის ტაძრის აღდგენამდე გავიდა მხოლოდ ერთი თაობა. იგივე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც"! შეიარაღებული ებრაელი ფანატების მიერ 1983 წლის მარტში მორიას მთის "სიმბოლური ოკუპაცია", კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მძლავრი რელიგიური დაჯგუფებები ისრაელში უეჭველად იზრახავენ ებრაული ღვთისმსახურების აღდგენას მორიას მთაზე.
24. ომის წინ ზუსტად ორი კვირით ადრე, როდესაც 1967 წლის 21 მაისს ებრაელებმა მოახდინეს ტაძრის რაიონის ოკუპაცია და ძველ იერუსალემში დაამყარეს საკუთარი ძალაუფლება, გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" და "ნიუ-იორკ ტაიმსი" მსხვილი ასოებით აქვეყნებენ შემდეგ ანონიმურ განცხადებებს:
ებრაული ეროვნების ყველა ადამიანს მთელს მსოფლიოში:
"ისრაელში დაიწყო ღმრთის ტაძრის აღდგენის პროექტი. ღმრთის შეწევნით და რწმენით ტაძარი აშენდება. ის მოასწავებს იუდაიზმის ახალ ერას. ებრაელები შთაგონებულნი იქნებიან ისეთ ზნეობრივ გმირობებზე, რომ ჩვენი შემოქმედი შესაძლებლად ჩათვლის გვეწვიოს აქ, დედამიწაზე. ღმერთი მრავალი ადამიანის სულს, რომლებიც ებრაული საზოგადოების სხვადასხვა ფენებს განეკუთვნებიან, შთააგონებს მიიღონ მონაწილეობა ამ მუშაობაში. საჭიროა: ტალანტის მქონე, ნიჭიერი ხელმძღვანელები, ადმინისტრატორები და ყველა დონის მუშები. ყველა მიღწევა იქნება ანონიმური. ღმერთს ეცოდინება ყველა, ვინც კი მოისურვებს მონაწილეობა მიიღოს ამ საქმეში. ღმრთის ნება აღსრულდება!"
25. გახსოვთ, რა უთხრეს ებრაელებმა დიდ ხალიფას, ომარს, როდესაც მან 60-იან წლებში შესთავაზა მათ ტაძრის აშენება? მათ უთხრეს: "არა, მას აღადგენს მესია". კარგი, მაშინ რატომ აღადგენენ ებრაელები თავიანთ ტაძარს ანტიქრისტეს მეფობის პირობებში? იმიტომ, რომ ისინი სწორდ მას ჩათვლიან თავიანთ მესიად! არსებითად, ვეჭვობ, წმიდა წერილისა და სხვა წყაროების საფუძველზე, ეს თვითმარქვია მესია, ებრაელი იქნება! სხვაგვარად ისინი მას არ მიიღებენ!
26. მრავალი ადამიანი, ვინც სწავლობს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, მიიჩნევს, რომ ანტიქრისტე ებრაელი იქნება, რადგან წინასწარმეტყველი დანიელი ბრძანებს, რომ "არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას" (დან. 11:37). გარდა ამისა, ებრაელთა უმეტესობა განწყობილია საკმაოდ ანტიქრისტეანულად! ისინი აგერ უკვე 2000 წელია რაც ებრძვიან ქრისტეანობას! მათ უარყვეს ჭეშმარიტი მესია, და უარყვეს ის, ვინც მოვიდა მათ საცხოვნებლად - ამიტომაც, როდესაც მოვა ეს თვითმარქვია მესია (ასე გაგვაფრთხილა ღმერთმა თავის სიტყვაში): " ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:10-12).
27. ასე, რომ სრულიადაც არ იქნება გასაკვირი თუ თვით ანტიქრისტე დაეხმარება ებრაელებს ააშენონ თავიანთი ტაძარი, რადგან ისინი იფიქრებენ, რომ ის არის მათი ჭეშმარიტი მესია! ისინი ტაძრის აღდგენას ჩათვლიან უსაფრთხოდ, როდესაც მათი ახალი მესია, ანტიქრისტე, ეტყვის მათ, გააინტერნაციონალურებს დედაქალაქს და ყველა რელიგიისა და ხალხისთვის მისაწვდომს გახდის მას და ეტყვის მათ: "ო'კეი, აი ახლა თქვენი ტაძრის აღდგენა უკვე უსაფრთხოა"!
28. მენაჰემ ბეგინი, ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომლის ექსპანსიური, ტერიტორიული ამბიციები ძველი ისრაელის დიდების დაბრუნებასთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი, ამბობდა: "ერთადერთი საბოლოო გამოსავალი ჩვენი ამჟამინდელი კრიტიკული მდგომარეობიდან - ეს არის მესიის მოსვლა, რომელიც გვიხსნიდა"! ცხადია, ჭეშმარიტი მესია უკვე იყო, რათა ეხსნა ისინი, მაგრამ მათ უარყვეს მისი სულიერი ხსნა და სიყვარულის გზავნილი, რომელსაც მატერიალური და პოლიტიკური ძალაუფლება ამჯობინეს! "რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან" (1 თესალონიკ. 2:14-16).
29. დოქტორი მოზინსონი იაფეს ებრაული კოლეჯიდან აცხადებდა: "მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა დიადი რელიგიურ ლიდერი აღმოსავლეთიდან მოვიდა: მოსე, ბუდა, იესუ და ა. შ. ჩვენ დარწმუნებულები გეუბნებით, დასავლეთის ხალხებო, რომ თუ თქვენ აღადგენთ ებრაელებს მათი წინაპრების სახლში, უმოკლეს დროში ჩვენ მოგცემთ თქვენ სხვა დიად რელიგიურ ლიდერს, რომელმაც, შესაძლოა, დაჩრდილოს მანამდე არსებული ყველა რელიგიური წინამძღოლი! და უეჭველად, ისინი წარუდგენენ კიდევაც მსოფლიოს ახალ ლიდერს! ანტიქრისტეს!
30. ებრაელები პირველები გამოაცხადებენ და მიიღებენ მას თავიანთ მესიად, საწინააღმდეგოდ იმისა, რაც მათ გააკეთეს ჭეშმარიტ მესიასთან, იესუსთან მიმართებაში, რომელმაც მათ უთხრა: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). ისინი მიიღებენ ამ ცრუმესიას, ანტიქრისტეს, სიხარულით ჩაეხუტებიან მას და მადლობელნი იქნებიან, რომ, ბოლოს და ბოლოს, მათი მესია მოევლინათ! გვირგვინსაც დაადგამენ და აიძულებენ მთელს მსოფლიოს თაყვანისცენ მას! მსოფლიოც ფეხქვეშ გაეგება მტარვალს, გარდა იმ მართლებისა, რომელთაც ჭშმარიტად უყვართ ქრისტე და იცის მისი სიტყვების ძალა და ჭეშმარიტება; ვინც ებრაელთა "მესიაში" ამოიცნობს "მხეც-ანტიქრისტეს" და ამხელს მას.
"არჩევდეთ წერილს, ასეა თუ არა ეს" (საქმე 17:11)
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
31. ახლა მივმართოთ წინასწარმეტყველ დანიელის წინგს და განვიხილოთ ზოგიერთი სპეციალური ადგილი, რომლებიც ეხება ამ ანტიქრისტეს, მის ებრაელებთან შეთნხმებას და ა. შ. "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში" (დან. 9:27). თუ ყურადღებით შევისწავლით წინასწარმეტყველებებს მესიის პირველი მოსვლის ზუსტი თარიღისა და მისი ჯვარცმის შესახებ, რომელიც გადმოცემულია ამ თავის 24-26 მუხლებში, შევიტყობთ, რომ აქ "ერთი შვიდეული" აღნიშნავს შვიდ წელს. აი როგორ უნდა იქნეს წაკითხული ეს მუხლი:
32. "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში". როგორც უკვე განვმარტეთ და როგორც ეს ჩანს წმიდა წერილის სხვა წიგნებიდან, ამ აღთქმას ის მსოფლიო ხელშეკრულებად გადააქცევს და ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება: ის აღადგენს მშვიდობას და შეეცდება ყველას გაბედნიერებას, და ის ნამდვილად შესძლებს მშვიდობის დამყარებას - სანამ საკუთარი ხელმწიფებისა და ზეგავლენის ქვეშ არ მოაქცევს ყოველს. როდესაც ის დაამყარებს მსოფლიო მმართველობას, იტყვის: "მშვიდობა და უსაფრთხოება! ამიერიდან ყოველივე იქნება მშვიდობიანი და უსაფრთხო! არავითარი ომი, ყველა იქნება უზრუნველყოფილი, ყოველივეში იქნება სიუხვე, რადგან ჩემი მეუფება იქნება ჩემი სუფევა ცასა და დედამიწაზე, ეს იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების სასუფეველი!" (შეად. 1 თესალონიკ. 5:3).
33. რადგან "იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს" (დან. 11:21). ადამიანები დაიწყებენ ლაპარაკს: "ნახე, რა მშვენიერია! ის გადაარჩენს მსოფლიოს! მან გვიხსნა ჩვენ ატომური საფრთხისგან, მან იხნსა ეკონომიკა, მან გადაწყვიტა ახლო-აღმოსავლეთის კრიზისი, იერუსალემი გახადა ინტერნაციონალური ქალაქი, ებრაელებს აუშენა ტაძარი და ა. შ." მას ჩათვლიან ყველაზე გონიერ და ჭკვიან ადამიანად, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე; უდიდეს ძალად, უდიდეს სიბრძნედ, რომელსაც ძალუძს გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, შეაჩეროს ნებისმიერი ომი და ყველა აიძულოს დაამყარონ მშვიდობა. მაგრამ, უეცრად, იმ დროს, როდესაც ყველაფერი მოგვარებული ეგონებათ, ეს საჰაერო ბუშტი გასკდება, როდესაც ანტიქრისტე აკრძალავს და გააუქმებს ყოველგვარ ღვთისმსახურებას, საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად და მოითხოვს მთელ მსოფლიოში მისდამი თაყვანისცემას. ამ მიზნით არ მოერიდება არც დევნას, არც შევიწროებას, არანაირ ზეგავლენას და მრავალს მოჰკლავს კიდევაც, ვინც არ მიაგებს მას საღმრთო პატივს!
34. "შვიდეულის ნახევარში - ანუ 31/2 წელიწადში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს" (დან. 9:27). მიაქციეთ ყურადღება: თუკი "მსხვერპლი და ძღვენი შეწყდება", მაშასადამე ჯერ ის უნდა დაიწყოს. და თუკი ის დაიწყება, ებრაელებს უნდა გააჩნდეთ ტაძარი, ამიტომაც, ეს აღთქმა, რომელსაც ანტიქრისტე ებრაელებთან დადებს, დაკავშირებული იქნება მათი ტაძრის აღდგენასთან და მსხვერპლშეწირვის განახლებასთან. წმიდა წერილის მრავალი სხვა ადგილი, რომელთაც ასევე შევეხებით, ადასტურებენ, რომ ებრაელთა ეს აღდგენილი ტაძარი უდიდეს როლს ითამაშებს სამყაროს აღსასრლის მოვლენებში, რომლებიც მალე დადგება.
35. ანტიქრისტე შეიცვლება, გააუქმებს ებრაელთათვის აღდგენილ ღვთისმსახურებას, შებილწავს საკურთხეველს და განადიდებს საკუთარ თავს ვითარც ღმერთს შვიდეულის ნახევარში, ანუ სამნახევარი წლის გასვლის შემდეგ დადებული აღთქმის შვიდწლეულიდან. "იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა" (დან. 8:11, 12).
36. "წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვეტენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ" (დან. 11:31). ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და საკვანძო ადგილი, რადგან გვაუწყებს, რომ ამ მომენტში, ებრაელებთან დადებული შვიდწლიანი აღთქმის სამნახევარი წლის შემდეგ, - "შვიდეულის ნახევარში" - ის არა მარტო ძალადობით შეიჭერება იერუსალიმში, მორიას მთაზე ახლად აშენებულ მათ ტაძარში, და "შეწყვეტს მუდმივ შესაწირავს", არამედ "გატიალების სიბილწეს დაამყარებს"!
37. ხუთასი წლის შემდეგ, რაც აღსრულდა დანიელის ეს წინასწარმეტყველება, იესუმ თავის ქადაგებაში (მათე თ. 24) ბრძანა: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს) - წმიდა მამათა აზრით, აქ იერუსალიმის ტაძარი იგულისხმება, - მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ" (მათე 24:15, 21).
38. უკანასკნელი ჟამის საშინელი პერიოდი დანიელის წინასწარმეტყველებაში ასეა აღწერილი: "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დან. 12:1). - დედამიწაზე ადამიანის მმართველობის დასასრულია ანტიქრისტეს შვიდწლიანი მმართველობის ბოლო სამწელიწად ნახევარი. ამის შესახებ ბრძანებენ, წინასწარმეტყველნი: დანიელი, ისაია, იერემია და ეზეკიელი, მოციქულთაგან ამას გვამცნებს წმიდა პავლე და თვით უფალმაც გვიწინასწარმეტყველა, ხოლო იოანემ ბოლო ჟამისა კაცობრიობისა და ეკლესიის ბედს მთელი წიგნი, აპოკალიფსისი მიუძღვნა, რომელიც მას, პატმოსზე გადასახლებისას, ღმერთმა გამოუცხადა.
39. ღმრთის თითქმის ყველა წინასწასრმეტყველი ლაპარაკობს ბოლო ჟამის ჭირსა და ვაებაზე. იმ უდიდეს გადატრიალებებსა და უმძიმეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რყევებზე, იმ დროინდელ მსფოლიოს რომ შეიპყრობს. და ეს ძალიან მალე მოხდება! ბიბლიური წინასწარმეტყველებით, ანტიქრისტეს გამოჩენის და გამეფების შემდეგ, პირველი სამწელიწადნახევრის შემდეგ დაწყებული ეს გრანდიოზული და გლობალური კატასტროფა სამწელიწად ნახევარს, ანუ 42 თვე, ანუ 1260 დღე გაგრძელდება (დან. 7:25; 9:27; გამოცხ. 11:2, 3; 12; 6, 14; 13:5).
40. მაგრამ რა ბრძანა იესუმ იმ ნიშნანზე, რომლითაც გავიგებთ როდის დაიწყება ეს საშინელი უბედურება? უფალმა თქვა: "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" მაშინ იქნება დიდი უბედურება! როგორც ჩანს "გაპარტახების სიბილწის" დასაწყისი განსაზღვრავს უდიდესი ჭირვების პერიოდს და როდესაც დაინახავთ, რომ ის იწყება "გაპარტახების სიბილწე", უწყოდეთ - უდიდეს ჭირვების პერიოდიც იწყება.
41. მაგრამ, რას ნიშნავს "გაპარტახების სიბილწე"? იესუმ თქვა, რომ მას ვიხილავთ "წმიდა ადგილას". დანიელიც ამბობს, რომ "გატიალების სიბილწეს დაამყარებს" (დან. 11:31). სხვა მუხლში დანიელი ამბობს, რომ "მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა" (დან. 12:11). ის დაამყარებს გატიალების სიბილწეს წმიდა ადგილას, რაც აპოკალიფსისის 13-ე თავის მიხედვით უფლის ტაძარში თვით ანტიქრისტეს კერპის (ხატების) შეტანას და მის თაყვანისცემას ნიშნავს. და ეს მხეცის ხატი, სავარაუდოდ, იქნება არა მუნჯი კერპი გამოკვეთილი ხისგან ან ქვისგან, არამედ ყველაზე გასაოცარი მანქანა, რომელიც ოდესმე ადამიანის ხელს უქმნია და რომელსაც "სული ჩაედგმება, რათა იმეტყველოს" და იქნება, რომ "მოკლავენ ყველას, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).
42. წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "იუდეველებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისა და თავად ღმერთი, ამიტომაც მიიღებენ მტყუვარს, რომელიც საკუთარ თავს თვითონ გამოაცხადებს ღმერთად. ამის შესახებ იუწყება ანგელოზიც, რომელიც ასე მოძღვრავდა დანიელს: "არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება" (დანიელი 11:37). და მოციქულიც ამბობს: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4). როდესაც მოციქული ამბობს "ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება", გულისხმობს არა ჩვენს, არამედ იუდეველთა ძველ ტაძარს, რადგან ჩვენთან კი არ მოდის, არამედ იუდეველებთან; ქრისტეს გამო კი არ მოდის, არამედ ქრისტესა და ქრისტეანთა წინააღმდეგ, ამიტომ იწოდება კიდეც იგი ანტიქრისტედ".
43. ამგვარად, იერუსალიმში, მორიას მთაზე, იმის შემდეგ, რაც გააუქმებს ყველა დანარჩენ რელიგიას, ანტიქრისტე საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად და ებრაელთათვის მთელს დედამიწაზე ყველაზე უწმიდეს ადგილას, თავის მაგიურ ხატებას - "გატიალების სიბილწეს" აღმართავს, რათა, როგორც ღმერთს, თაყვანი სცეს მას მთელმა ქვეყანამ.
44. ამრიგად, ვიცით, რომ ანტიქრისტე არა მარტო დადგამს თავის ხატს, ამ "გატიალების სიბილწეს" ებრაელთათვის აღდგენილ ტაძარში საზოგადო თაყვანისცემისთვის, არამედ თვით ექნება პრეტენზია ღვთაებრიობაზე და აიძულებს ყველას მის თაყვანისცემას. მოციქული პავლე წერს: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:1-2). აი, რა უნდა მოხდეს იესუს მეორედ მოსვლის წინ. წმ. მოციქული პავლე სრულიად ცხადად ამბობს, "არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე", - ძე ჯოჯოხეთისა! ძე ეშმაკისა! - ანტიქრისტე! – "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად".
45. ამრიგად, ის არა მარტო აღმართავს თავის ხატს იერუსალიმში, "გატიალების სიბილწედ" რომ იწოდება წმიდა წერილში, არამედ შევა და დაჯდება ებრაელთა მიერ განახლებულ სოლომონის ტაძარში, და ღმერთად გამოაცხადებს საკუთარ თავს. "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ 2:7). აი, რა არის ანტიქრისტე და მისი სამეფო! საიდუმლო, რომელიც იმდენად დემონურია, ბოროტი და ველურია, რომ ეს იქნება სამყაროს ისტორიაში ბოროტების ყველაზე უდიდესი საიდუმლო, რომელიც "უკვე მოქმედებს". ცხადია, ეშმაკი მოქმედებდა მოციქულ პავლეს დროს და მოქმედებს ჩვენს დროშიც. მართალია "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). მაგრამ, ვინ უშლის ხელს ანტიქრისტეს და ეშმაკს დაიპყროს ძალაუფლება მთელს მსოფლიოში? ცხადია, ღმერთი და მისი წმიდა სული. ღმერთი აკავებს ანტიქრისტეს და ეშმაკს და შეაკავებს ბოროტების ძალებს, რომლებიც დაიპყრობენ მსოფლიოს, როდესაც გამეფდება ანტიქრისტე.
47. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი და მისი წმიდა სული, მათი შემაკავებელი ზეგავლენა ჯერ ჯერობით აკავებენ სატანას და არ უშვებენ ანტიქრისტეს შემოსვლას სამყაროში. ჯერ ჯერობით უფალი აკონტროლებს მთელს სამყაროს. ღმერთი ყოველთვის აკავებდა ბოროტ ძალთა შემოსევას, სატანური ძალების აგრესიას! მაგრამ, ძალიან მალე, კაცობრიობისთვის ერთ ერთ ყველაზე უმძიმეს დღეს, როდესაც "აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7) და სულიწმიდის შემკავებელი ძალი დაუშვებს მის შემოსვლას სამყაროში, უსჯულოების ნიაღვარი წალეკავს მთელს მსოფლიოს თვით სატანისა და მისი პირმშოს, ანტიქრისტეს სახით. უსჯულოება და ბოროტება ისე შემოიღვრება მთელს დედამიწაზე და წალეკავს მას, როგორც საკუთარი კალაპოტებიდან გადმოსული ადიდებული და აბობოქრებული მდინარეები წალეკავენ ხოლმე მათ ახლოს მდებარე სოფლებს.
48. "და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:8-9). ბიბლია აღგვიწერს მას, როგორც სატანის პირმშოს, რომელიც მოვა ადამიანის სახით. წმიდა იოანე დამასკელის თქმით: "ის სიძვისგან იშვება. აღზრდიან საიდუმლოდ, შემდეგ უეცრად აღზევდება, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უკეთ კი ტირანიის დასაწყისში, თავს მოაჩვენებს წმინდად და სამართლიანად, ხოლო როდესაც განმტკიცდება, დაიწყებს ეკლესიის დევნას და გადმოანთხევს მთელ თავის ბოროტებას (2 თესალონიკ. 2:9). ხოლო მოვა იგი ცრუ ნიშებითა და სასწაულებით, რაც მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი და აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი მქონეთ ისე, რომ თუკი შესაძლებელი იქნება აცთუნოს რჩეულნიც (მათე 24:24)". ეშმაკი ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს იმას, რისკენაც ყოველთვის მიილტვოდა: სამყაროს დამონებისკენ! ანტიქრისტეს მეშვეობით მას მიეცემა უკანასკნელი შანსი განახორციელოს თავისი გეგემა. ქრისტეს მაცხოვნებელი ვნებების მიერ დამარცხებული სატანა გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდება კაცობრიობას, განსაკუთრებით კი ქრისტეანებს.
ურჩხული და მხეცი!
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
49. ღმრთის სიტყვა გამოცხადებაში გვამცნებს, რომ ეს იქნება შვიდეულის მეორე ნახევარში. ეს არის შუალედური მომენტი, როდესაც ანტიქრისტე დაარღვევს აღთქმას და გადაწყვეტს თავისი საკუთარი ხატის დადგმას, რათა აჩვენოს მთელს მსოფლიოს და მისი თაყვანისცემა აიძულოს. ამ დროს ანტიქრისტეს შეიპყრობს თვით სატანა! მასში შესახლდება ეშმაკი და შემდგომ სამნახევარ წელიწადში იბატონებს მსოფლიოზე, როგორც ეშმაკი, რადგან ის თვითონ იქნება მართული მასში შესახლებული სატანის მიერ.
50. ამრიგად, არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი უფლის განკაცებისებრ (ნუ მოხდება ეს!), არამედ იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი.
51. ამრიგად, როგორც ვთქვით, სიძვისგან იშვება იგი, აღიზრდება ფარულად, წარმოდგება ანაზდეულად, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უფრო კი ტირანობის დასაწყისში სამართლიანობას იპირფერებს იგი, ხოლო როცა მპყრობელი გახდება, განდევნის ღვთის ეკლესიას და გამოაჩენს მთელ თავის უკეთურებას. ხოლო იგი მოვა „სიცრუის ნიშნებითა და სასწაულებით“, რაც ზმანებითია და არა ჭეშმარიტი, აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს იმათ, რომლებსაც წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი აქვთ, ისე რომ, თუ შესაძლებელი იქნება, ცთუნდებიან რჩეულნიც (შდრ. მათე 24,24).
52. ამიტომაც, ზეციერი ხმა გვაფრთხილებს: "ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12). ამიტომაც, მსოფლიო ისტორიის ეს უკანასკნელი და მოკლე პერიოდი, დიდი ჭირვების 3-1/2 წელიწადი, არის მსოფლიო ისტორიის ყველაზე ბნელი და კატასტროფული პერიოდი, რომლის დროსაც იმეფებს თვით ეშმაკი, განლაღდება და გაბატონდება მთელს დედამიწაზე. მაგრამ, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან მისგან. და მოვა უფალი ციდან იმ სახით, რა სახითაც იხილეს იგი წმინდა მოციქულებმა აღმავალი ცისკენ, ღმერთი სრული და ადამიანი სრული, დიდებითა და ძალით. და მოსპობს იგი ურჯულოების ადამიანს და წარწყმედის ძეს თავისი პირის სულით. ამიტომ, ნურავინ მოელის უფალს მიწიდან, არამედ - ციდან, როგორც თვით გვაუწყა ჩვენ.
53. რაკიღა უწყის, რომ დრო ცოტა აქვს (მხოლოდ 3-1/2 წელიწადი), ის შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ეს დრო და შთააგონებს ანტიქრისტეს, რომელშიც შესახლდება ვითარც დემონი. ანტიქრისტე გახდება სატანით შეპყრობილი! და მაშინ იხილავს მთელი დედამიწა, რომ ის არის ცრუმესია! და ებრაელებიც, რომლებიც თავიდან აღიარებენ მას, როგორც თავიანთ მესიას, მიხვდებიან, რომ მოტყუვდნენ! და ზეციური სუფევის ნაცვლად, რომელსაც ჰპირდებოდა იგი თავის თაყვანისმცემელთ, ჯოჯოხეთს აღმოიყვანს დედამიწაზე!
54. "და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო დედაკაცს, რომელმაც შვა ვაჟი" - ჭეშმარიტი ეკლესია, ქრისტეს უბიწო პატარძალი, ისინი, ვინც ქრისტე აღიარა თავის მაცხოვრად. "მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" (გამოცხ. 12:14). წმიდა მამათა განმარტებით აქ ნაგულისხმევია 3-1/2 წელიწადი.
55. ამ ბოლო 3-1/2 წელიწადში ის უკვე უშუალოდ დაუპირისპირდება ქრისტეანებს და დაიწყებს მათ ფიზიკურ განადგურებას. "მაშინ განრისხდა ურჩხული დედაკაცზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა" (გამოცხ. 12:17). შემდგომ პარაგრაფებში ჩვენ დავინახავთ, როგორ გაიბრძოლებს ეშმაკი და გადმოანთხევს თავის ღვარძლს ეკლესიის წინააღმდეგ ბინძური ანტიქრისტეს, მსოფლიო დიქტატორის მეშვეობით, რომელშიც შესახლდება!
56. "დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი" (გამოცხ. 13:1). თუ წაიკითხავთ დანიელის წინასწარმეტყველებას, თქვენ კვლავ იხილავთ უზარმაზარ მხეცს მის სხვადასხვა გამოვლინებებში, და შეიტყობთ, რომ ის წარმოადგენს სხვადასხვა მსოფლიო იმპერიებს, რომლებიც დედამიწაზე ბატონობდნენ. გამოცხადების 17-ე თავში ნათქვამია, რომ "შვიდი თავი შვიდი მეფეა" - ანუ სამეფოა - "რომელთაგან ხუთი დაემხო" - ესენია: ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდო-სპარსეთი და საბერძნეთი - ყოველი მათგანი ჩნდებოდ და ქრებოდა. "ერთი არის" - როდესაც წმ. იოანე ამ სიტყვებს წერდა გაძლიერებული იყო რომის იმპერია, "სხვა კი ჯერაც არ მოსულა", ანუ ანტიქრისტეს უკანასკნელი ბატონობა! "მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს" (გამოცხ. 17:10). ამგვარად, ეს შვიდი თავი არის შვიდი მსოფლიო იმპერია, რომლებიც გამოჩნდებიან ისტორიის სცენაზე და ქრებიან ეგვიპტიდან დაწყებული ანტიქრისტეს ბატონობით დამთავრებული, რომელიც ძალას სწორედ ჩვენს დროში იკრებს.
57. "ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით" (გამოცხ. 17:12). "მხეცთან ერთად" ანუ ანტიქრისტესთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას "ერთი საათით", ანუ ძალიან მოკლე დროით. რადგან ამ ათ მეფეს, ანუ სახელმწიფოს ჯერაც არ მიეღო ხელმწიფება წმ. იოანეს დროში, რომელიც ცხოვრობდა მეექვსე თავის პერიოდში, ანუ რომის იმპერიაში, ცხადია ხდება, რომ 10 რქა, ყველა მათგანი, მეშვიდე, ანუ ანტიქრისტეს თავზეა! "ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს" (გამოცხ. 17:13). ხოლო დანიელის წინასწარმეტყველებაში ის ათი მსოფლიო სახელმწიფო, რომლებმაც ერთმანეთთან თანამშრომლობით ხელი შეუწყვეს ანტიქრისტეს მოსულიყო ბოლო ჟამინდელი მსოფლიოს სათავეში, უფრო დეტალურად არის აღწერილი (დან. 2:34, 41-43 და დან. 7:7, 8, 20-24).
58. "მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2). ეს უზარმაზარი წითელი დრაკონი, რომელიც წინა პარაგრაფში ვიხილეთ, არის თვით სატანა, რომელიც გადმოაგდეს ციდან, რომელიც საშინელი მძვინვარებით დევნის ეკლესიას და ებრძვის მას 3-1/2 წლის განმავლობაში. რას მისცემს ის ამ მეშვიდე თავს, მსოფლიოს უკანასკნელ იმპერიას, რომლის იმპერატორიც იქნება ანტიქრისტე? მისცემს მას ურჩხული "თავის ძალას, თავის ტახტს და უსაზღვრო ხელმწიფებას" (გამოცხ. 13:2). ძველი გველი თვით შესახლდება ამ ურჩხულში, ამ მხეცში, ადამიან-ანტიქრისტეში!
59. დანიელის წინასწარმეტყველებიდან ცნობილი ხდება, რომ ანტიქრისტეს ეს უდიდესი ძალაუფლება სულაც არ არის მისი: "მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით", - არამედ სატანის შემწეობით, - "შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით" (დან. 8:23-25).
60. შემდეგ, გამოცხადების 13-ე თავში ვკითხულობთ: "ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (გამოცხ. 13:3, 4).
61. არ არის გასაკვირი, რომ ანტიქრისტე ასე ძლიერია, ასეთი სუპერმენია და ასეთი "სასწაულთმოქმედი". სატანა, რომელიც გადმოაგდეს ციდან, გაცოფებულია, რადგან იცის რომ დრო ცოტა აქვს, შესახლდება ანტიქრისტეში, ამ მხეცში და გახდის მას სუპერმენს, ადამიან-ეშმაკს.
62. ამგვარად, ცხადია, რომ ანტიქრისტეს მმართველობის პირველი 3-1/2 წლის განმავლობაში ის უეჭველად შთაგონებული იქნება ეშმაკის მიერ და მიიღებს სატანის სიბრძნეს, მაგრამ თავისი შვიდწლიანი მმართველობის პირველი სამწელიწადნახევრის გასვლის შემდეგ, ამ კრიტიკულ მომენტში, შვიდეულის მეორე ნახევრის დასაწყისში, ის დაარღვევს აღთქმას, შეწყვეტს მსხვერპლშეწირვას, დადგამს საკუთარ ხატს და მოითხოვს მის თაყვანისცემას. ანუ, ამ მომენტში, ის გახდება ეშმაკეული! ამიტომაც, როდესაც ანტიქრისტე დგამს თავის ხატს და მსოფლიოს განუცხადებს: "თაყვანის მეცით მე", სინამდვილეში ლაპარაკობს ეშმაკი, "ამა სოფლის თავადი" (2 კორ. 4:4). ეს არის ის, რაც მას ყოველთვის სურდა! რათა მთელს სამყაროს მისთვის ეცა თაყვანი! და ის მიაღწევს ამას, ოღონდ მცირედი დროით! მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი მოყვარული ქრისტეანენი არ მიაგებენ მას არავითარ პატივს, შეეწინააღმდეგებიან მას და თავსაც გაწირავენ ქრისტესათვის.
63. " მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" (გამოცხ. 13:5). აქ ჩვენ ისევ ვხედავთ დიდი ჭირვების სამწელიწადნახევარს. "და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:6, 7).
64. "ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ" (გამოცხ. 13:3). არსებობს ღვთისმეტყველთა ვარაუდი, რომ ანტიქრისტე შეიძლება მოკლან, გაანადგურონ "სასიკვდილოდ მოწყლან", მაგრამ ის გაცოცხლდება საიდუმლო სახით, ეშმაკის ზებუნებრივი მანქანებით! ვარაუდობენ, რომ ის შესახდება ანტიქრისტეში და თითქოსდა გააცოცხლებს მას მკვდრეთით! "აღდგომა" არის ის სასწაული, რომელიც გამოადგება მას თავისი "ღვთაებრიობის" სამტკიცებლად. ის უკვე აღარ იქნება ის, ვინც იყო: ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს მოუტანა მშვიდობა და გადაწყვიტა მისი პრობლემები, დადო აღთქმა იერუსალიმზე და ა. შ. ის იქნება იგივე ახალგაზრდა კაცი, თუმცა გახდება ეშმაკის ჭურჭელი.
68. ის ჯერ კიდევ დარჩება მეშვიდე თავად, მაგრამ ამავე დროს "იქნება მერვე შვიდიდან". არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიო ვერ მიხვდება ამ განსხვავებას, იფიქრებენ, რომ ეს იგივე მთავრობაა, იგივე კაცია - მაგრამ მას ეშმაკი დაეუფლება! ამით აიხსნება ის შემაძრწუნებელი ცვლილებები, რის გამოც ის უეცრად გაწყვიტავს აღთქმას, შებილწავს საკურთხეველს, შეიტანს შიგნით "მოოხრების სისაძაგლეს", მხეცის ხატს და ყველას აიძულებს მის თაყვანისცემას! ის იქნება სატანის ჭურჭელი, განხორციელებული სატანა, იმის მსგავსად, როგორც ქრისტე იყო ღმერთკაცი! ამის შედეგად, ანტიქრისტე დაამყარებს ნამდვილ ჯოჯოხეთს დედამიწაზე მისი მმართველობის ბოლო სამწელიწად ნახევარში.
"მხეცის ხატი"
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
69. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტიქრისტე, ეს არის "მხეცი", რომელსაც ჰყავს ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც გახდება მისი უდიდესი მფარველი და პოპულარიზატორი. ის ყველას უქადაგებს, რომ თაყვანი სცენ ანტიქრისტეს. მისი შემწეობით აღმართავენ ამ გრანდიოზულ კერპს, მხეცის გიგანტურ ქანდაკებას, ამ ურჩხულს, რათა თვით სიკვდილის შიშით, მსოფლიომ მუხლი მოიყაროს მის წინაშე და თაყვანი სცეს მას.
70. "მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (გამოცხ. 13:11). აქ უკვე ლაპარაკია ცრუწინასწარმეტყველზე. კრავში კი ქრისტეს კრავი კი არ იგულისხმება, არამედ ეშმაკისა! "ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს", - ანტიქრისტეს, - ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:12-14).
71. "და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი."
72. ანტიქრისტე მოკლავს ყველას, ვინც უარს იტყვის მის ("მხეცის") თაყვანისცემაზე. როგორც ჩანს, აქედან იწყება დიდი მწუხარება. არსებობს ვარაუდი, რომ მხეცის ხატი დაიდგმება "წმიდა ადგილას", რაც შეირაცხება "მოოხრების სისაძაგლედ". ებრაელთათვის, მუსლიმთა და ქრისტეანთათვის არაფერია კერპთთაყვანისცემაზე უსაძაგლესი, ამიტომაც, ვვარაუდობთ, რომ სწორედ ასე იმოქმედებს ანტიქრისტე და ებრაელთა ტაძარში, როგორც ამას წმიდა მამები განმარტავენ, დადგამს მოოხრების ამ სისაძაგლეს (მათე. 24:15).
73. ანტიქრისტეს თანაშემწე, ცრუწინასწარმეტყველს "მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა" (გამოცხ. 13:15). ეს შეიძლება იყოს ელექტრონული ან სულიერი, დემონური ძალა. 74. დღეს ძალზედ განვითარდა მეცნიერება და ტექნიკა. მსოფლიო დაიპყრო კომპიუტერულმა ტექნიკამ, თუმცა, რაც უნდა მაღალგანვითარებული და მაღალტექნოლოგიური უნდა იყოს, ტექნიკას მაინც აკლია ერთი თვისება: ის უსულოა და არაგონიერი. მაგრამ მხეცის ხატი, რომელიც, ჩვენი მოკრძალებული აზრით, იქნება ერთგვარი ზე-კომპიუტერი, ნამდვილად შთაგონებული იქნება დემონური ინტელექტით, უფრო მეტით, ვიდრე ეს შეიძლება დააპროგრამოს ადამიანმა. ამიტომაც იქნება ის ნამდვილი სასწაული და მას ნამდვილად სცემენ თაყვანს! ეს იქნება კერპთაყვანისცემის მწვერვალი: ადამიანი დაიწყებს თაყვანისცემას იმისა, რაც თვითონ შექმნა!
75. ადამიანი შექმნის საკუთარ ღმერთს, რომელსაც შეეძლება ლაპარაკი, გადაწყვეტილებების მიღება და ა. შ. და ეს იქნება "მხეცის ხატება"! მოვლენებიც აქეთკენ ვითარდება. თუ მიაქციეთ ყურადღება ვინ აირჩია ჟურნალმა "ტაიმმა" 1982 წელს "წლის ადამიანად"? პირველად ჟურნალის არსებობის განმავლობაში არჩეულ იქნა არა ადამიანი, არამედ კომპიუტერი! იხილე, როგორ ამზადებენ მსოფლიოს მექანიკური "ღმერთის", ელექტრონული ტვინის, ამ გაღმერთებულ კომპიუტერის მისაღებად!
76. ამრიგად, ცრუწინასწარმეტყველს მიეცემა "იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:5). უეველია, რომ ეს ხატი იქნება ერთგვარი კიბერნეტიკული რობოტი, განსაკუთრებული სახის ავტომატი, რომელიც თავის მხრივ მართული იქნება სხვა კომპიუტერებისგან და, რომელსაც ისე დააპროგრამებენ, რომ დაიწყებს ლაპარაკს, განმარტებების მიცემას, მოძრაობას და მოქმედებასაც კი ვითარც ცოცხალი არსება და მოიზიდავს მსოფლიოს თაყვანისცემად! იფიქრეთ ამაზე! მას შეეძლება არა მარტო ლაპარაკი, არამედ მოკვლაც! ან რაიმე სახით ზიანის მიყენება. იქნებ ის გამოიტანს სასიკვდილო განაჩენს? ამას მომავალი გვიჩვენებს!
მხეცის გამოსახულება
წინა <----- დასაწყისში -----> შემდეგი
77. "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:16, 17). ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ქაღალდის ფული გამოვა მიმოქცევიდან და მას საკმაოდ ეფექტური, საკრედიტო სისტემა შეცვლის: ყოველს, ვინც მსოფლიო სისტემას ეკუთვნის, ექნება თავისი საკრედიტო ნომერი, რომლის გარეშე ის ვერაფერს იყიდის და ვერც გაყიდის. ამ ბარათში ჩაერიცხება მას თანხა თავისი ნამუშევრისა თუ ნაწარმისთვის და ამ ბარათით აწარმოებს ისიც ვაჭრობას თუ საბანკო ოპერაციებს შესაბამის ორგანიზაციებში.
78. ადამიანებს უკვე აღარ ექნებათ შესაძლებლობა იყიდონ და გაყიდონ ქაღალდის ფულის მეშვეობით. ყველა საბანკო ოპერაცია განხორციელდება სპეციალური ნომრის მეშვეობით, რომელსაც სამუდამოდ მისცემენ ყოველ მოქალაქეს და რომლის გაყალბება ან შეცვლა, სხვადასხვაგვარი მანიპულაციებისა და მოტყუებისთვის, შეუძლებელი იქნება, რადგან აღიბეჭდება ყოველ ადამიანზე: " მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე" (გამოცხ. 16:16). მსოფლიო სისტემის ყოველ მოქალაქეს ექნება საკუთარი რიცხვი, ყოველ მოქალაქეზე, როგორც დასაკლავ პირუტყვზე, ამოდაღული იქნება (შესაძლოა ტატუირების სახით) მხეცის გამოსახულება; და თითოეულს აიძულებენ თაყვანი სცენ მხეცს და მის ხატს და ვინც ამას არ იზამს დასჯიან სიკვდილით!
79. "აქაა სიბრძნე", - ბრძანებს წერილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "აი ნამდვილი თავსატეხი, გამოცანა თქვენთვის, აბა გამოიცანით!" – "ვისაც აქვს გონება", - ვინც ჭეშმარიტად მიხვედრილია და სიბრძნის მფლობელი, - და ცხადია, რომ მხოლოდ სულიწმიდას ძალუძს მოგვანიჭოს ასეთი სიბრძნე, - "გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18). მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ცდილობს ამ სიტყვების განმარტებას, უნდა ვაღიაროთ, რომ ზუსტად როდი ვიცით ამ სიტყვების მნიშვნელობა. ცხადია, მთელი ბიბლიის განმავლობაში რიცხვი 6, რომელსაც ცოტა აკლია ღმრთის სრულყოფილ რიცხვ შვიდამდე, როგორც კაცობრივი რიცხვი, განსაკუთრებული შინაარსით არის მოსილი. მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ მოვა დრო და როდესაც ეს უკანასკნელი მთავრობა ხელთ ჩაიგდებს ხელისუფლებას, ღმერთი ყოველივე ამის გულისხმისყოფის უნარს მოგვცემს (შეად. დან. 12:10).
80. საოცარია, მაგრამ მოვლენები უკვე ვითარდება ამ მიმართულებით! არსებითად, ზოგიერთმა უკვე მიაღწია იმას, რომ თავს იწონებს და მედიდურობს ამ რიცხვით! 1974 წელს, დოქტორმა ჰენრიხ ედელმანმა, ევროპის ეკონომიკური საზოგადოების მთავარმა კომენტატორმა, ბრიუსელში საზეიმოდ გახსნა გიგანტური, სამი სართულის სიმაღლის ზე-კომპიუტერი, რომელსაც მისმა შემქმნელებმა "მხეცი" უწოდეს. ცნობილი კანადელი მეცნიერი დრ. პატრიკ ფიშერი და სხვები, აცხადებენ, რომ ინდუსტრიალურად მოვაჭრე ერების ყოველი ინდივიდუუმი, რომელსაც ოდესმე მისცემია დაბადების მოწმობა, სოციალური დაზღვევის ნომერი, საკრედიტო ბარათი ან პასპორტი, უკვე მიბმულია ამ კომპიუტერზე. ხოლო 1977 წელს, დ-რმა ედელმანმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ის მზად არის დაიწყოს ყოველი ადამიანის დანომრვა მთელს მსოფლიოში; და რომ ის "აპირებს გამოიყენოს სამგზის ექვსციფრიანი ერთეული, ანუ ციფრი 18". რაღაცას გვაგონებს არა?
81. ეს არის ის, რაზეც ისინი მუშაობდნენ მრავალი წლის განმავლობაში და მთელი ეს საკრედიტო სისტემა უკვე მოქმედებს! მთელი მსოფლიო ძალიან მალე დაიწყებს ვაჭრობას ამ საკრედიტო სისტემით ვალუტის, ბარათების, ქაღალდის ფულის გარეშე, და თქვენ უკვე აღარ დაგჭირდებათ არანაირი საკრედიტო ბარათი, რადგან თქვენ თვითონ იქნებით საკრედიტო ბარათი! თქვენ გექნებათ საკუთარი უხილავი ელექტრონული ნომერი თქვენს ხელში ან შუბლში, რომელსაც ტექნიკური მოწყობილობის დახმარებით წაიკითხავს მოლარერ, ან ის, ვისთანაც იყიდით საქონელს, შემდეგ თქვენს ნომერს შეიყვანს კომპიუტერში, რომ დარწმუნდეს ნამდვილად გაგაჩნიათ საკმარისი კრედიტი თუ არა და ა. შ.
82. დოქტორმა რ. კიმ, ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან შეიმუშავა ის, რასაც "უნივერსალურ უცვალებელ ნიშანს" უწოდებენ და რომელიც შინაურ ცხოველებსა და პირუტყვებზე ლაზერით ამოიტვიფრება. ეს ტექნოლოგია უკვე მრავალგან მოქმედებს. დოქტორის თქმით, ამ ტექნოლოგიის საყოველთაო გამოყენების პირობებში, დედამიწის ყოველი პირუტყვის იდენტიფიცირება გახდება შესაძლებელი. "ეს კეთდება სწრაფად და უმტკივნეულოდ, და თეორიულად შესაძლებელია ადამიანის ჩართვაც ამ ცხოველთა შორის", განაცხადა დოქტორმა და დაამატა, რომ მან პირველად საკუთარი თავი დაიდაღა ექსპერიმენტის სახით.
83. "ჟურნალი "ნიუსვიკი" მოგვითხრობს, რომ რამოდენიმე ხნის წინათ შემუშავებულ იქნა სხვა, ანალოგიური, ოღონდ იდენტიფიკაციის უფრო რთული სისტემა: ეს არის ID სისტემა, რომელიც გულისხმობს მინიატურული ელექტრონული ნაწილაკის შეყვანას ცხოველის კუნთებში, სადაც შემდეგ მას აღმოაჩენს მასკანირებელი ინსტრუმენტი. ყოველი ნაწილაკი ცხოველში შეჰყავთ შპრიცის დახმარებით. შემდეგ ხდება მისი კოდირება ყოველი ცხოველისთვის გამოყოფილი 12 ციფრიანი რიცხვის მეშვეობით. როდესაც საჭირო გახდება პირუტყვის იდენტიფიცირება (მაგალითად მისი მოპარვის შემთხვევაში), პირუტყვის კანს მიადებენ სკანერს, რათა გაააქტიურონ ნაწილაკის სიგნალი. მოწყობილობამ უკვე გაიარა გამოცდა და დადგენილია, რომ ის არის სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო".
84. ამასწინათ გამოჩნდა კიდევ ერთი შეტყობინება: ბანკებმა აშშ-ს მთავრობასთან ერთად დაასრულეს მსუბუქი პლასტიკატის გამოცდა, რომელიც განკუთვნილია საინექციოდ ადამიანისთვის და შემუშავებულია ფლორიდის შტატის ქ. ორლანდოს ლაბორატორიაში. ინექციის შემდეგ ეს თხევადი სუბსტანცია გაიწოვება კანქვეშ ბრტყელ ფართობზე დაღვრილი წყლის მსგავსად და გახდება ნახევრად მყარი, წარმოქმნის მუდმივ კანქვეშა ფარს, რომელზეც ტატუირების ოსტატი ამოტვიფრავს ნიშანს ან რიცხვს ლაზერის დახმარებით.
85. ამგვარად, მათ უკვე შემუშავებული აქვთ სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ადამიანის სხეულზე უხილავად ამოტვიფრულ იქნას ეს რიცხვი მის მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. მთელი სისტემა უკვე მოქმედებაშია! და ცხადია, რაკიღა ის უკვე დანერგილია, ადვილად შეიძლება გაკონტროლდეს მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრიდან, რომელიც გახდება მსოფლიო მთავრობა. იქნება ერთიანი მსოფლიო ეკონომიკა, და უკვე აღარ იქნება ვალუტებს შორის განსხვავება, ეს საშინელი ქაოსი და დავიდარაბა ქაღალდის ფულთან დაკავშირებით, ვალუტების გაცვლა-გამოცვლებში, რომელსაც დღეს ვაწყდებით. მთლი მსოფლიო გადავა გადახდის ერთიან საკრედიტო სისტემაზე, რომელიც უნივერსალური იქნება. ამბობენ, რომ ის გაამარტივებს ეკონომიკურ სისტემას და, რომ მისით ძალიან ადვილი იქნება მართვა და ცხადია კონტროლიც.
86. სენატორმა ფრანკ ჩერჩმა, რომელიც არის აშშ-ს სადაზვერვო საქმიანობის გამოძიების კომიტეტის თავმჯდომარემ წინასწარ განჭვრიტა თუ როგორ საშინელ ძალას მოიპოვებს მსოფლიო მთავრობის ამგვარი საკრედიტო სისტემა. მან თქვა: "მთავრობას გააჩნია ტექნოლოგიური საშუალებები დაამყაროს სრული ტირანია, როდესაც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში დიქტატორი. დასამალი ადგილი არსად იქნება!". და ის მართალია! არ იქნება! მხოლოდ უფალი და მისი მადლი თუ დაგვიფარავს!
"და აჰა ზეცა მეწამული გახდა, - გენიშნოთ ესეც"
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
87. არსებობს შეხედულება, რომ ანტიქრისტე იქნება რუსეთიდან ან აქტიურად ითანამშრომლებს რუსეთის კომუნისტურ პარტიასთან და კომუნისტურ სამყაროსთან. შესაძლოა, რომ თავიდან ის გამოვიდეს ეგვიპტიდან, მაგრამ შესაძლოა იყოს მოსკოვში, მიიღოს მომზადება, აღზევდეს ერთ ერთ წამყვან თანამდებობაზე და მოვიდეს ხელისუფლებაში. ამის შემდეგ ის გამოიყვანს თავის ჯარს ისრაელის წინააღმდეგ და დაიპყრობს მას. იერუსალემს გამოაცხადებს ინტერნაციონალურ ქალაქად და ა. შ. მოდი, ყურადღებით შევხედოთ დანიელის წინასწარმეტყველების 11-ე თავს, რომელიც გვაძლევს საინტერესო ცნობებს ანტიქრისტეს მოძრაობებისას და მანევრების შესახებ.
88. "მას შემდეგ, რაც მას შეუერთდება, მზაკვრულად იმოქმედებს; აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით" (დან. 11:23). ჩვენის აზრით ეს "კავშირი" არის აღთქმის ახალი სახელი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ანტიქრისტე მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი გახდება იმის შემდეგ, რაც მსოფლიო მიიღებს ანტიქრისტეს ამ "აღთქმას".
89. მშვიდსა და ნაყოფიერ ქვეყნებში შევა იგი და ისეთ რასმე ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაანაწილებს. ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ერთ ხანამდე" (დან. 11:24). ჩვენი აზრით ეს ძალიან წააგავს წითელი კომუნიზმის სურათს. ყოველ შემთხვევაში, ანტიქრისტე გამოიყენებს კომუნიზმის ტაქტიკას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ძალიან ეფექტურად მოქმედებს.
90. ის მშვიდობით შევა ნაყოფიერ ქვეყნებში, მოიპოვებს მასების გულს, მატერიალური თანასწორობის იდეის ქადაგებით მიდრეკს ერებს საკუთარი პოლიტიკისკენ, ანუ "უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს". ცხადია, შესაბმელი ქვეყნები და "წამლეკავი ურდოები", როგორებიც არიან აშშ და სხვა ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ ბაბილონის თანამედროვე მეფის უღელს დაემორჩილონ (შეად. იერ. 27) "წაილეკებიან მის წინაშე და შეიმუსრებიან" (დან. 11:22) ატომური ბომბით (?). ის დაიწყებს მშვიდობიანი პროპაგანდით და დაამთავრებს დიქტატურითა და ძალადობით.
91. სხვა მიზეზი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ანტიქრისტე იქნება რუსეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი და მოღვაზე, არის ის, რომ წერილი მას "ჩრდილოეთის მეფეს" უწოდებს (დან. 11:40). ის ჩრდილოეთის ქვეყნებიდან მოვა. სავარაუდოდ დაიწყებს სამხრეთში, აფრიკის ჩრდილოეთით, ეგვიპტეში, მაგრამ საბოლოოდ ამ დიქტატორის ძალაუფლება კონცენტრირებული იქნება ჩრდილოეთში, რადგან ის ისრაელში შეიჭრება ჩრდილოეთიდან. ეზეკიელ წინასწარმეტყველი მას უწოებს "გოგს, როშის (ძვ. ქართ. "როსის" მეფეს" (ეზეკ. 39:1-2), რაც რუსეთის უძველესი სახელწოდებაა. ამიტომაც, არსებობს ვარაუდი, რომ ის დაკავშირებული იქნება რუსეთთან.
92. დასავლეთის კაპიტალისტური ეკონომიკის მომავალმა ფიასკომ შესაძლოა მისცეს რუსეთს და ანტიქრისტეს შესაძლებლობა და შანსი აღადგინოს წესრიგი და ეკონომიკა, ასევე მსოფლიო სტაბილურობა და დაამყაროს მსოფლიო მთავრობა. ამის შემდეგ დადგება დანიელის წინასწარმეტყველების (9:27) შვიდწლიანი პაქტისა და იერუსალიმის ინტერნაციონალიზაციის დროც. იერუსალიმში მოწესრიგდება ურთიერთობა ებრაელებსა და არაბებს შორის, წერილ არს, რომ "დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეყანაში, მაგრამ გულში წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა ექნება. შეისრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება" (დან. 11:28). ის მოდის, აწესრიგებს ისრაელსა და იერუსალიმს, უეჭველად მიიხვეჭს იქ უდიდეს სიმდიდრეს მანამ, სანამ დაბრუნდებოდეს უკან, ჩრდილოეთში.
93. "დათქმულ დროს კი კვლავ გაილაშქრებს სამხრეთზე" (შეად. დან. 11-29); ცხადია, ჩრდილოეთიდან, მაგრამ "ამჯერად ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იქნება" რადგან "ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. მერე გაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ. წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვედენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ" (დან. 11:29-31).
94. ეს ის დროა, როდესაც გამძვინვარდება იგი და სრულიად დაიპყრობს ისრაელს, მთელს ახლო აღმოსავლეთს, მოიწყობს სასახლეს იერუსალიმში და დააყენებს თავის ხატს ტაძრის შემოგარენში, რათა აიძულოს მთელი მსოფლიო თაყვანისცენ მას ვითარც ღმერთს. ის გამოაცხადებს, რომ ყველა, ვინც კი პატივს არ მიაგებს მას, მოკლულ იქნება; და ასევე აიძულებს ყველას მიიღოს მხეცის გამოსახულება, 666, თავის მარჯვენა ხელსა და შუბლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერც ვერაფერს იყიდიან და ვერც გაჰყიდიან რამეს (გამოცხ. 13:15-18).
95. ის შეწყვეტს არა მარტო ებრაულ ღვთისმსახურებას, არამედ მუსლიმურსა და ქრისტეანულს! თავის "ხატს" დადგამს იქ, სადაც ადრე იყო იერუსალიმის ტაძარი, რომელსაც კვლავ ააშენებს და ებრაელებს განაახლებინებს ღმრთისმსახუებას, მათი ძველი, რელიგიური ტრადიციების მიხედვით, მაგრამ შემდეგ შებილწავს მას თავისი კერპით.
96. წმიდა წერილი, კიდევ რამდენიმე დეტალს გვამცნობს ახლო აღმოსავლეთში მტარვალის შეჭრაზე მისი მბრძანებლობის შვიდწლეულის მეორე ნახევარში. "ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება". შესაძლოა ეს იყოს ისრაელის მმართველი, ან კიდევ დასავლური ორიენტაციის ეგვიპტელი მმართველი, - ამას უფრო დეტალურად ვიხილავთ თავის დროზე. მაგრამ, როდესაც ეს შეტაკება მოხდება, სამხრეთის მეფეს "ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის" (დან. 11:40).
97. ეს ძალზედ წააგავს ეზეკიელის წინასწარმეტყველებას ისრაელში ანტიქრისტეს მასირებული ინტერვენციის შესახებ, სადაც ღმერთი მას " გოგ მაგოგელს", "როშის, მეშექის და თუბალის მთავარს" უწოდებს (ეზეკ. 38:2). "გოგში" იგულისხმება ანტიქრისტე, "როში" კი უძველესი ებრაული სახელწოდებაა მიწისა, რომელსაც დღეს რუსეთს უწოდებენ; "მეშექი და თუბალი" კი იგულისხმება მოსკოვისა და ტობოლსკის მიწები. უფალი ეუბნება მას: "უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს" (ეზეკ. 38:3, 4).
98. "სპარსნი", - ანუ ირანელნი, - "და ეთიოპელნი, და ლჳდნი, ლიბიელნი, და ფუთნი მათ თანა, ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი, გომერ და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა. "გომერი" არის "გერმანია" – "და ყოველნი გარემოისნი მისნი, სახლი თერგამოჲსი", - თურქეთი, - "დასასრულისგან ჩრდილოჲსა, და და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა". თუ გინდათ იცოდეთ, რომელ მხარეს დაიკავებს ირანი, უწყოდეთ, რომ ის მალე უეჭველად მიუბრუნდება რუსეთს. ეთიიოპია კი ახლაც კომუნისტურია, ლიბიაც დიდი ხანია თანამშრომლობს რუსეთთან! გერმანიის ნახევარი, ცხადად რუსების ხელშია, თურქეთი კი ბოლოს და ბოლოს, ასევე აღმოჩნდება კომუნისტების ბანაკში.
99. "მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში" - აქ ის მიმართავს გოგს, ანტიქრისტეს, როშის, ანუ კომუნისტური რუსეთის მეფეს. "შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე" (ეზეკ. 38:8). დიახ, მრავალი ხალხისგან გამოკრებილი ებრაელები უკვე დაბრუნებულნი არიან მრავალი ტანჯვისა და დევნის შემდეგ მთელს მსოფლიოში.
100. "აღიძრები და ქარიშხალივით შეხვალ, ღრუბელივით დაფარავ ქვეყანას მთელი შენი ურდოთი და ურიცხვი ხალხით, შენთან რომ არის. მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი". არის თუ არა შემდგარი რუსეთის დღევანდელი იმპერია მრავალ ხალხთაგან? შედგება თუ არა კომუნისტური სამყარო სხვადასხვა ერთაგან? და რას წარმოადგენენ თანამედროვე ცხენები? ტანკები, ქვემეხები, თვითმფრინავები და ა. შ. "წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ" (ეზეკ. 38:9, 15, 16). როდის? ამ ბოლო ჟამს!
101. დევიდ ბენ-გურიონმა, ისრაელის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, თავისდაუნებურად დაადასტურა ეზეკიელის წინასწარმეტყველება, როდესაც თქვა: "მალე რუსები და არაბები შემოიჭრებიან ჩვენს ქვეყანაში. მე შინაგანად ვგრძნობ ამას, და ვიცი თუ რაზე ფიქრობენ რუსეთის მმართველი წრეები. მათ უნდათ მკვდარი ზღვის მინერალები და ახალი აღმოსავლეთის ნავთობი. მაგრამ, ამაზე უმეტესად აინტერესებთ მათ ისრაელის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რომლის დაპყრობაც სურთ.
102. "ისრაელის პატარა ქვეყანა წარმოადგენს მინიატურულ ხიდს სამ კონტინენტს შორის. ჩვენ ვართ ხიდი აზიას, ევროპასა და აფრიკას შორის. ვინც გააკონტროლებს დედამიწის ამ პატარა მონაკვეთს, ის გააკონტროლებს სამ კონტინენტს, რადგან ეს არის დედამიწის ცენტრი. ჩვენი პორტებიდან წითელი ზღვის გავლით თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ ინდოეთის ოკეანეში, ხმელთაშუა ზღვაში, იქიდან კი ევროპასა და ამერიკაში. თქვენ ეს ყოველივე გაქვთ, რუსებს კი არა, მაგრამ ძალიან სურთ რომ ჰქონდეთ".
103. ის, რომ რუსეთი ემზადება ასეთი ინტერვენციისთვის, განაცხადა ჰენრი კისინჯერმაც თავის წიგნში "ჩემი წლები თეთრ სახლში". ამ წიგნში, კისინჯერს მოჰყავს საბჭოთა ელჩის, ანატოლი დობრინინის სიტყვები, რომელმაც მას უთხრა: "თუ ისრაელი დაგვემუქრება, ორ დღეში აღვგვით მას პირისაგან მიწისა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი გეგმები ითვალისწინებს ასეთ აღსასრულს".
104. "იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში; მრავალი მხარე დაეცემა, ხოლო ედომი, მოაბი და ყამონიანთა მთავარი ნაწილი გადურჩება მის ხელს" (დან. 11:41). ედომი, მოაბი და ყამონი - ეს არის დღევანდელი იორდანია, რომლის მიმართაც რუსეთი არ არის მტრულად განწყობილი.
105. "ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს; თვით ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება" (დან. 11:42). ის ამბობს, რომ იმას რასაც იორდანია გადაურჩება, ვერ გადაურჩებაო ეგვიპტე. რაზე მიგვანიშნებს ეს სიტყვები? როდესაც ყოველივე გამოააშკარავდება და გამოჩნდება რუსეთი პოლიტიკური ზრახვები, ეგვიპტე არ დაიჭერს რუსეთისთვის საჭირო პოზიციას და შეეწინააღმდეგება მას და ანტიქრისტეს.
106. "დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი" (დან. 11:43). ლიბია და ეთიოპია არცთუ დიდი ხნის წინ გახდნენ რუსეთის მოკავშირენი და როდესაც ანტიქრისტე გამოვა ასპარეზზე, ისინი მას გაჰყვებიან.
107. "მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად" (დან. 11:44). მაშასადამე ყველაფერი მშვიდად, ნათლად და ტკბილად როდი იქნება ანტიქრისტეს სამეფოში. მას თავისი პრობლემები აქვს, როგორც ყველა დიქტატორს და ყველას როდი უყვარს იგი. მას დაუპირისპირდებიან აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნები და თვით თავის ქვეყანაშიც კი, ჩრდილოეთში, ექნება დიდი უსიამოვნებები.
108. "გაშლის თავის სამეფო კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაწევს თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას" (დან. 11:45). სად დასცემს ის თავის კარავს და რომელ ქალაქს გამოაცხადებს დედაქალაქად? რომელ ზღვებს შორის გაჭიმავს თავის სამფლობელოს? და რომელია ის წმიდა მთა სადაც დაიბუდებს ეს მტარვალი? ებრაელთათვის არსებობს მხოლოდ ერთი წმიდა მთა, რომელსაც "დიადსა და წმიდას" უწოდებენ და ეს მორიას მთაა იერუსალიმში, სადაც ამჟამად აღმართულია ომარის მეჩეთი, "კლდის გუმბათი", სადაც ადრე სოლომონის ტაძარი იყო. ხოლო იერუსალემი ძევს სწორედ მკვდარ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის! გახსოვდეთ, მოციქულ პავლეს სიტყვები, რომელმაც ანტიქრისტესთვის ბრძანა: "ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4).
"დიდი ვაება!"
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
109. როდესაც დრო მიუახლოვდება "შვიდეულის ნახევარს" და ანტიქრისტე შეეცდება ყველა რელიგიის განადგურებასა და საკუთარი მსოფლიო რელიგიის დანერგვას, რაც გულისხმობს მის ღმერთად აღიარებასა და თაყვანისცემას, ამ დროს მას სერიოზული უსიამოვნებანი დაეწყება როგორც მსოფლიო ხალხებთან, ასევე მსოფლიოს რელიგიებთან და მის მიმდევრებთან: ის დაიწყებს ყოველგვარ ომსა და ბრძოლას. მაგალითად, იმგვარ ომს, რომელთა შესახებაც ვკითხულობთ დანიელის წინასწარმეტყველებაში (თ. 11). ის ომობს სხვადასხვა რეგიონებთან, ერებთან და ხალხებთან - უეჭველად მათთან, რომლებიც უფრო რელიგიურნი არიან. ღმრთის დაშვებით მას ექმნება მთელი რიგი პრობლემები თავისი მმართველობის ამ ბოლო პერიოდში.
110. ანტიქრისტეს მმართველობის ბოლო სამწელიწადნახევარი იქნება ყველაზე მძიმე. როგორც თვით იესუმ ბრძანა: "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21). მრავალი არ მიიღებს მხეცის გამოსახულებას, არ დაემორჩილება მას და თაყვანს არ სცემს მის გამოსახულებას, რის გამოც მრავალი ადამიანი დაიხოცება. დანიელთან ნათქვამია, რომ "გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა" (დანიელი 11:33). ამ ბრძოლასა და შეჭირვებაში, უეჭველად დაიხოცებიან მილიონები! ეს იქნება 3 ½ წლიანი საშინელება... დაიწყებს ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის დევნას: "თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია, უნდა აღსრულდეს. არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება" (დანიელ. 11:36-37).
111. როდესაც ის პირველად აღზევდება, როგორც მსოფლიო ლიდერი, მთელი ქვეყნიერება მიიღებს მას და განადიდებს, ცხადია, მათ გარდა, ვინაც ისმენს წმიდა წერილის გაფრთხილებას, რადგან იცნობენ მას და შეიტყობენ მის ვინაობას. მილიონები დაუჯერებენ ანტიქრისტეს და გაჰყვებიან მას. როგორც ნათქვამია: "განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ" (გამოცხ. 13:3). დიახ, დაიწყებენ მის გაღმერთებასა და განდიდებას, მაგრამ ყველა მათგანი მოტყუვდება.
112. მაგრამ, როდესაც ის უეცრად შეიჭრება ისრაელში, დადგამს თავის კერპს ყველაზე წმიდა ადილას და დაჯდება ტაძარში ვითარც ღმერთი, თავს გამოაცხადებს ღმერთად და იტყვის: "დაემხეთ ჩემს წინაშე და ილოცეთ ჩემდა მიმართ, თაყვანი ეცით ჩემს კერპს და მიიღეთ ჩემი ბეჭედი, თუ არა - ყველანი დაისჯებით!" ამ დროს, როგორც ჩანს, მილიონები უარყოფენ მხეცის გამოსახულებას, უარს იტყვიან მის თაყვანისცემაზე და აუჯანყდებიან მის სატანურ მმართველობას. ამ დროიდან, ბიბლიის თანახმად, ქვეყნიერებაზე უბედურების მეტი არაფერი იქნება.
113. მილიონობით ადამიანი უარყოფს მხეცის გამოსახულებას. ისინი უარს იტყვიან მხეცის კერპის თაყვანისცემასა და მისდამი ლოცვაზეც. ერები აღუდგებიან ანტიქრისტეს და დაიწყებენ ბრძოლას მის წინააღმდეგ, რაზეც მეტყველებს დანიელის წინასწარმეტყველება. ამრიგად, მთელი მსოფლიო ომისა და უბედურების ქარცეცხლში გაეხვევა კაცობრიობის არსებობის ბოლო სამწელიწად ნახევარში. გამეფდება ქაოსი და საშინელება. გამოვლენ ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ ქადაგებას და სხვათა დამოძღვრას, რომ ანტიქრისტე არის თვით ეშმაკის ჭურჭელი და ყველაზე დემონური და უსაძაგლესი არსება, რომელიც კი ოდესმე ცოდნია ისტორიას! ისინი აუჯანყდებიან მას და უარყოფენ მის განკარგულებებს. ისინი არ მიიღებენ მხეცის გამოსახულებას.
114. გახსოვთ გამოცხადების 12-ე თავი, სადაც ნათქვამია, რომ სატანა საბოლოოდ დამხობილ იქნა ციდან და უკვე იცის, რომ "ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:2). და რა მოიმოქმედა მან, როდესაც დაინახა, რომ ჩამოემხო ციდან? "როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი...და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა" (გამოცხ. 12:13, 17). ანუ, ის განსაკუთრებული მძვინვარებით დაუწყებს დევნას ქრისტეს ეკლესიას და მათ ვისაც აქვს ქრისტეს ბეჭედი, - წმიდა ნათლისღება.
115. ბიბლია ამბობს, რომ ყოველი, ვინც მიიღებს მხეცის ბეჭედს, წყეულ იქნება, ამიტომაც არცერთი ჭეშმარიტი ქრისტეანი არ მიიღებს მას! "მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:9-11).
116. ამიტომაც, არც ერთ ჭეშმარიტ ქრისტეანს, რომელსაც გულწრფელად სწამს ღმრთისა, სიკვდილზე წავა, მაგრამ არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და პატივს არ მიაგებს მის გამოსახულებას! ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ, ვისაც გვიყვარს ქრისტე, უკვე აღბეჭდილნი ვართ უფლის უხილავი ბეჭდით, რომელიც არის ქრისტესადმი ჩვენი რწმენისა და სიყვარულის ნიშანი. დანარჩენი კაცობრიობა, ვინც გაჰყვება ანტიქრისტეს, ამ საძაგელ მხეცს, მიიღებს მის ბეჭედს თავის შუბსა და ხელზე, რადგან ისინი ეთაყვანებიან მას. ჩვენ კი არ ძალგვიძს მივიღოთ ბეჭედი ანტიქრისტესი, და არც მივიღებთ! თუ ხარ მართლმადიდებელი ქრისტეანი, თუ ხარ ღმრთის ერთგული და გიყვარს ქრისტე, თუ გსურს საკუთარი სულის ცხოვნება, შენ უარს იტყვი ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებაზე, რადგან ქრისტეს ბეჭდით ხარ აღბეჭდილი (იხ. გამოცხ. 7:2-3; 9:3-4).
117. მართალია, მხეცი დაამყარებს სასტიკ დიქტატურას, ისეთს, რომ მათგან ვინც არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ვერავინ შეძლებს ვერც რაიმეს ყიდვას და ვერც გაყიდვას, ყველა, ვინც უარს იტყვის მის თაყვანისცემაზე სიკვდილით დაისჯება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ანტიქრისტეს თაყვანისცემასა და მისი ბეჭდის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ! როდესაც უარს ვიტყვით მხეცის ბეჭდის მიღებასა და მის თაყვანისცემაზე, მისი მსახურები შეეცდებიან ჩვენს ფიზიკურ განადგურებას, აღმოვჩნდებით უკიდურეს გაჭირვებაში, რადგან არ შეგვეძლება რაიმეს ან ყიდვა ან გაყიდვა, არ გვექნება თავშესაფარი, ან სხვა ნივთები, რომლებიც ნორმალური ცხოვრებისთვის არის აუცილებელი. ამიტომაც, უეჭველად, მოგვიწევს ჩვენ "უდაბნოში" გაქცევა, რათა ვიხსნათ ჩვენი სიცოცხლე, გავექცეთ მარადიულ სიკვდილს და როგორმე გავძლოთ ამ შემაჭირვებელ ვითარებათა მიუხედავად. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი არ მიატოვებს თავის შვილებს!
118. ანტიქრისტეს სისასტიკის არ უნდა შეგვეშინდეს! არც მისი მუქარებისა! ეშმაკი ათასწლეულების განმავლობაში ცდილობდა ღმრთის ერის განადგურებას, მაგრამ ეს ვერასოდეს მოახერხა. ის ახერხებდა მხოლოდ ცალკეული ადამიანების განადგურებას, ზოგჯერ მრავალიც დაუხოცავს, მაგრამ ვერასოდეს მოუხერხებია ყველას განადგურება! ასე, რომ ფიზიკურად შეიძლება მოერიოს ცალკეულ ჩვენთაგანს, მაგრამ მთელს ეკლესიას ვერასოდეს! თანაც, თუ მტკიცედ ვიდგებით და არ შევასრულებთ მის მოთხოვნას უარი ვთქვათ ქრისტეზე და თაყვანი ვცეთ მხეცის ხატს, შეიძლება მოგვკლან ფიზიკურად, მაგრამ სული გადარჩება.
119. ამ პერიოდში შეუძლებელი იქნება გადარჩენა ღმრთის შეწევნისა და წმიდა რწმენის გარეშე. ჩვენ იძულებული ვიქნებით ვიარსებოთ უმძიმეს პირობებში, იატაკქვეშ, და შევეცადოთ შევინარჩუნოთ ქრისტეანობა ისე, როგორც ინარჩუნებდნე მას კატაკომბებში პირველი საუკუნის ქრისტეანნი, რომელთაც დევნიდა რომის ხელისუფლება.
120. ამ უმძიმესი განსაცდელისა და ჭირვების ჟამს, მცირედმორწმუნე ქრისტეანები ვერ შეძლებენ ემსახურონ "ღმერთსაც და მამონასაც" (მათე 6:24), რადგან მათთვის, ვინც არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ცხოვრება გაუჭირდება. ისინი იძულებულნი იქნებიან დადგნენ ან ღმერთის ან ანტიქრისტეს მხარეს, რომელიც მათ გადაბირებას მატერიალური კეთილდღეობითა და ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების უზურპირებით შეეცდება. როგორი სულიერი სიმტკიცე უნდა ჰქონდეს ადამიანს იმ დროს, რომ უარყოს ნორმალური ცხოვრების პირობები და "უდაბნოში" (დაფარულ და მიუწვდომელ ადგილებში) გაიქცეს სულის შესანარჩუნებლად. ღმერთიც მოგვიწოდებს: "გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ" (2 კორ. 6:17). მაგრამ, რაოდენ უკეთესი იქნება თუკი ისინი: "უარყოფენ ყოველივეს, აიღებენ თავიანთ ჯვარს და გარდაიქმნებიან მათი გონების განახლებით" (ლუკა 14:33; 9:23, 24; რომ. 12:1-2).
121. თუ ჩვენ, ქრისტეანები, თავს არ შევაფარებთ "კატაკომბებს", როდესაც მსოფლიო დაინთქმება ანტიქრისტეს ახალი, ბნელი ერის ქაოსში, ვერ გადავრჩებით! ჩვენ უნდა გადავრჩეთ! უნდა წავიდეთ იატაკქვეშეთში, "კატაკომბებში", "უდაბნოში"! წარმართ რომაელ იმპერატორთაგან პირველქრისტეანთა ტანჯვა-წამება და დევნულება ძალიან წააგავს იმას, რაც მოხდება სამყაროს აღსასრულის წინ, ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდში. ამიტომაც, თუ გსურთ შეიტყოთ რა მოხდება ანტიქრისტეს პერიოდში, უბრალოდ წაიკითხეთ პირველდაწყებითი ეკლესიის ისტორია, როდესაც ქრისტეანებს ცხოვება და მოღვაწეობა უწევდათ რომის ანტიქრისტეანული იმპერიის პირობებში.
122. ძალიან მცირედი იქნება განსხვავება იმ პირობებს შორისაც, როდესაც მართლმადიდებლებს უწევდათ არსებობა კომუნისტური რეჟიმის პირობებში. ღმერთმა ასწავლა ქრისტეანებს და მისცა გამოცდილება როგორ გადაირჩინონ თავი ტოტალიტარული რეჟიმების დროს, სადაც ადამიანები სწავლობდნენ გადარჩენას, ცხოვრობდნენ, არსებობდნენ, სწავლობდნენ და ქრისტეანობასაც კი ავრცელებდნენ. თუ შენ გულწრფელად მისდევ უფალს, თვით შენი ცხოვრება, შენი შეხედულებები და შენი ცხოვრებისეული მაგალითი, არის ის ლამპარი, რომელიც სხვასაც უნათებს გზას და სასოებითა და იმედით აღავსებს. უნდა გაითვალისწინო შენი მისია: "მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები" (მათე 10:16).
ეკლესია ვაების ჟამს
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
123. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათ არ უნდა გაიარონ ვაების პერიოდი. ისინი ამბობენ, რომ როგორ შეიძლება უფალი იყოს ისეთი სასტიკი, ბოროტი და ულმობელი, რომ დაუქვემდებაროს თავისი შვილები მცირედ განსაცდელს; ჭეშმარიტად, უფალი სიყვარულია და არა ბოროტება (შორს ჩვენგან ამგვარი აზრი!), მაგრამ განა არ გვსმენია წმიდა მოციქულ პეტრესგან, რომ მცირედნი განსაცდელნი სასარგებლოა ჩვენთვის: "შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით, რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე" (1 პეტრე. 1:6-7).
124. რა უყვარს ყველაზე მეტად ვაჟკაც მეომარს? ცხადია, მედგარი ბრძოლა! და რა უყვარს კარგ მორბენალს? კარგი სარბიელი! ეკლესიის მსახურთა და მორწმუნეთა უმრავლესობას კი, რომლებიც მისცემიან უდებებას, მცონარებას, გულგრილობას; შეშინებულებსა და დამფრთხალთ არ სურთ დაექვემდებარონ მცირედ განსაცდელსაც კი; არ სურთ ბრძოლა, არ სურთ "რბოლა", არ სურთ გამოწრთობა... ამიტომაც შეთითხნეს მომხიბლავი, მაგრამ თვისი არსით საძაგელი თეორია, რომლის მიზანია ადამიანების სიფხიზლისა და შინაგანი სიმტკიცის მოდუნება. ეს არის სწავლება "ვაებამდე ეკლესიის ზეცად ამაღლებისა". ამ დოქტრინის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა და ეკლესიის ამაღლება იქნება დიდი ვაების დადგომამდე. ისინი იმედოვნებენ, რომ სანამ დადგება საშინელი ვაება; მანამ, სანამ ისინი დაამოწმებენ თავიანთ სიყვარულსა და რწმენას უფლის მიმართ, სანამ მათი ერთგულება დაექვემდებარებოდეს მკაცრ გამოცდას, უფალი მათ ყვავილებით მოქსოვილ რბილ, ვარდისფერ ხალიჩაზე აიტაცებს...
125. მაგრამ ვერც ამ ყალბი დოქტრინის შემთხზველები აიცილებენ დევნასა და ჭირვებას! წმიდა წერილში ამგვარი რამ არსად წერია! როგორც უნდა ვცდილობდეთ ამ ვაების თავიდან აცილებას, სურვილი მაინც სინამდვილე ვერ გახდება! რამდენიც უნდა ეცადონ და თეორიულად განმარტონ თუ რატომ უნდა აიცილოს ეკლესიამ ეს ვაება, მაინც ასე არ იქნება! მთავარია ის, რასაც წმიდა წერილი და წმიდა ეკლესია გვეუბნება!
126. თვით მაცხოვარმა თავისი მეორედ მოსვლის შესახებ ბრძანა: "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მათე 24:29-31). ასე, რომ დღესავით ნათელია და პატარა ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ იესუ მოვა, რათა შეჰკრიბოს მისი ერთგულნი, ისინი ვინც ცხოვნების ღირსია, ვინც არ მიირო ანტიქრისტეს ბეჭედი და ამა სოფლის სიამეებს არ დაემონა, ვინც ირჩია ღმერთი და არა მამონა. და ეს ანტიქრისტეს აღსასრულისა და დიდი ვაების შემდეგ მოხდება.
127. ამგვარად, ბიბლიის მრავალი კომენტატორის, მრავალი ცრუ-წინასწარმეტყველისა და ყალბი თეორეტიკოსის მეზღაპრეობისდა საწინააღმდეგოდ, წმიდა წერილი ასწავლის, რომ ეკლესია დიდი ვაების ჟამს აქ, დედამიწაზე იქნება! ასე თქვა დანიელმა, ასე ბრძანა მაცხოვარმა, ასე გადმოგვცეს იოანე ღვთისმეტყველმა, ყველა მოციქულმა და წმიდა მამამ! ეკლესიამ უნდა განვლოს ეს ჭირი და ვაება! მთელი ეკლესია, წმინდანები, ქრისტეანები, ღმრთის ერი, უეჭველად აქ იქნებიან დიდი ვაების დროს და ანტიქრისტეს დაუპირისპირდებიან! უფალს შენი დაცვა ამ უმძიმეს ჟამსაც შეუძლია!
128. მოდი შევხედოთ წმიდა წერილს, რას ამბობს ის ამ პერიოდისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ამ უმძიმეს ჟამს, როდესაც სატანა ანტიქრისტეს მეშვეობით დაიწყებს მის რეპრესირებას: "მე ვიხილე, რომ ეს რქა, - ანუ, ანტიქრისტე, - წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ... უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დანიელი 7:21-22, 25).
129. რას ნიშნავს სიტყვები: "წმიდანებს ებრძოდა და ჯაბნიდა მათ..."? ნუთუ ანტიქრისტე დაჯაბნის და გაიმარჯვებს წმინდანებზე? როგორ ფიქრობთ, კომუნისტებმა დაჯაბნეს და გაიმარჯვეს ეკლესიაზე? ნიშნავს კი ეს რომ ეკლესია მოკვდა და გაქრა? ცხადია, არა! ეს ნიშნავს, რომ ანტიქრისტე (ისევე როგორც ნებისმიერი ანტიქრისტეანული ხელისუფლება) ძლიერ შეავიწროვებს და დაჩაგრავს ეკლესიას, რადგან ეს დროებით ასე დაუშვა უფალმა. "განმტკიცდება მისი (ანტიქრისტესი - მთარგმნ.) ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს... წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (დანიელი 8:24; 12:7).
130. "ლაოდიკიის" ეკლესიის გადგომილების აღწერა (შვიდი ეკლესიის მნიშვნელობის შესახებ იხ. აპოკალიფსისის განმარტება), რომელიც მოცემულია იოანეს გამოცხადებაში (გამოცხ. 3:14-19) წარმოადგენს დღევანდელი, გაბატონებული საეკლესიო ხელისუფლებებისა და სისტემის ნათელ სურათს. ეს არის გულგრილი, თვითკმაყოფილი ეკლესია, რომელიც ამბობს: "მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო", და ის კი არ იცის, რომ ღმრთის თვალში "უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველია" (შეად. გამოცხ. 3:14-19). ამიტომაც დასჯის მას ღმერთი და მის ცხოვრებას სიყვარულისა და მოწყალებისკენ წარმართავს.
131. დროებით მთელი მსოფლიო მიუბრუნდება ეშმაკს და ის დაიპყრობს მთელს ქვეყნიერებას. აღზევდება ყოველივე წმიდასა და წმინდანებზე. მიეცემა მას "პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" და მიეცემა ძალა "წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:5, 7).
"ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა" (რომ. 8:37)
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
132. მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეს მიეცემა უფლება ფიზიკურად დაჯაბნოს ყველა, სულიერად ის ვერ მოერევა ეკლესიას! უფალი ამბობს: "და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა" (გამოცხ. 12:11). დიდება უფალს! ერთადერთი ძალაუფლება, რომელიც ჩვენზე დარჩება უფლის ძალაუფლებაა, და გვწამს, რომ მაშინ უფლის ძალა უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე ეს ოდესღაც უგრძვნია კაცობრიობას.
133. არსებობს ვარაუდი, რომ იმ დროს ეკლესიას ექნება მეტი ძალა, ვიდრე გააჩნდა ადრინდელ ეკლესიას. სახარება ქადაგებულ იქნება მთელს მსოფლიოში და ექადაგება იგი ყველა ხალხს (მათე 24:14). და უდიდესი უსჯულოების ყველაზე ბნელ ჟამს, ქრისტეანები ისე გაძლიერდებიან როგორც არასდროს. "აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს" (ეს. 60:2).
134. ანტიქრისტე "პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფეღთ; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს" (დან. 11:32). მიუხედავად ანტიქრისტეს მთელი ძლიერებისა, მიუხედავად მხეცის ხატისა, მიუხედავად საშინელი დევნულებისა, ადამიანები, ვინაც ჭეშმარიტად უწყიან უფალი და სწამთ ქრისტესი, გაძლიერდებიან! რაც უფრო გაუარესდება ქრისტეანთა მდგომარეობა, მით უფრო მეტი მადლი გადმოიღვრება ქრისტეანთა თავზე და მით უფრო შეეწევა მათ სულიწმიდა, რათა შეუძლონ მათ ბოროტების ძალთა წინააღდგომა: "ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი" (მეორე რჯლ. 33:25).
135. "გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ" (დან. 11:33). ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება გავუძლოთ ანტიქრისტეს საცთურებს და დევნას. ვიყოთ მოწმენი უფლისა, როგორც ეკლესიის, ასევე მთელი სამყაროს წინაშე და განვუმარტოთ მათ თუ რა ხდება; წარვუძღვეთ მათ და განვაბრძნოთ ისინი ვიდრე აღსასრულამდე. ხალხის მასა მდინარესავით დაიძვრება ეკლესიიკენ განსანათებლად და იტყვიან: "რა ხდება? რა იქნება მომავალში? რა უნდა ვაკეთოთ?" როგორც შეჰღაღადებდნენ მოციქულებს: "რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?... ბატონებო, რა უნდა ვქნათ, რომ ვცხონდეთ?" (შეად. საქმე 2:37; 16:30).
136. მაშინ ადამიანებს დაეუფლება ისეთი სასოწარკვეთა, რომელიც არასოდეს ყოფილა ადრე, მსგავსი იმისა, როგორიც ეუფლება მათ კერძო უბედურებების, უბედურ შემთხვევათა, სასიკვდილო სნეულებათა და უკიდურეს პირად განსაცდელთა დროს; ასეთ ჯამს ისინი უფრო ყურადღებიანნი არიან, ვიდრე სხვა დროს. ისინი დაინახავენ, რომ არსაიდან არის შეწევნა, რომ მსოფლიო ჭაობშია და ჯოჯოხეთში იძირება, ჯოჯოხეთში დედამიწაზე რომ გაუჩაღეს! ღმრთის სიტყვა გვამცნებს, რომ ისინი მივლენ ქრისტეანებთან და სთხოვენ მათ აჩვენონ გზა უფლისა. მიუხედავად სასიკვდილო საფრთხისა, ისინი მივლენ ქრისტეანებთან, როგორც ნიკოდიმოსი, "რომელიც ღამით მივიდა იესუსთან" (იოანე 3:2).
137. მრავალ სულს გადაარჩენენ მაშინ ქრისტეანები, რადგან ხალხის მასები დაუჯერებენ მათ და მრავალი ადამიანი იგრძნობს სულის ცხოვნების აუცილებლობას. დაიწყებენ ეკლესიის ძიებას, შეეცდებიან იპოვონ სიმართლე და პასუხები მრავალ შეკითხვაზე; ეკლესიის მიერ ისინი ჰპოვებენ უფალს.
138. "ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო" (დან. 11:35). რისთვის იყო საჭირო ვაება? რა მიზნით დაუშვა ის უფალმა? რათა გამოგცადოს, გამოგახურვოს ვითარც ოქრო ცეცხლში, განგწმინდოს და სიბინძურე ჩამოგბანოს! რათა მოამზადოს თავისი უბიწო პატარძალი, ეკლესია, მისი მოსვლისთვის. "უკანასკნელი ჟამისთვის" და ეს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება, რათა როცა მოვა, თავისი უბიწო პატარძალი წაიყვანოს.
139. ანტიქრისტეს შეეცდება ქრისტეანთა აღხოცვას პირისაგან მიწისა, რადგან სწორედ ისინი იტყვიან იმ სიმართლეს, რომელიც ამხელს მის უსჯულოებას. ისინი შეაგონებენ მრავალთ და აუწყებენ მათ თუ ვინ არის სინამდვილეში ანტიქრისტე, რომელიც საკუთარ თავს მესიას და ღმერთს უწოდებს. ქრისტეანები იტყვიან მაშინ რათა არავინ მიიღოს ანტიქრისტეს ბეჭედი "მარჯვენა ხელსა და შუბლზე", რომ არავინ შევიდეს მის სამეფოში, არავინ გახდეს მისი მორჩილი, არავინ დაეცეს მის წინაშე და თაყვანი სცეს მას. ამის გამო გააფთრდება იგი და ქრისტეანთა სრულ განადგურებას მოინდომებს.
140. იმ მძიმე ჟამს მრავალი ქრისტეანი თავს დადებს ქრისტეს სახელისთვის, საკუთარი სარწმუნოებისთვის. მძიმე იქნება სატანჯველნი, მაგრამ ქრისტეანნი თავს იმით გაიმხნევებენ, რომ "არ შეამთხვევთ იმას რისი ატანაც მათ ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც აპოვნინებს, რათა შეიძლონ ატანა" (შეად. 1 კორ. 10:13).
141. ამიტომაც, რადგან მოწოდებულნი ვართ "თავი დავდოთ მოყვასისთვის" (იოანე 15:13), ჩვენ ვცხოვრობთ და ვკვდებით უფლისთვის, სიყვარულისთვის, მოყვასისთვის! და ასე უნდა ვიყოთ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა! უფლის სიტყვების თანახმად, ზოგიერთი ჩვენთაგანი დედამიწაზე დარჩება თვით ყველაზე უმწარეს აღსასრულამდე და ცოცხლად შეხვდება უფლის მეორედ მოსვლას. "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:16, 17). მრავალი ჩვენგანი გაუძლებს უფლის მოსვლამდე, სხვაგვარად არავინ დარჩებოდა ასატაცებლად. ამიტომაც, ქრისტეანები კიდევ დარჩებიან და იქადაგებენ უფლის მოსვლასა და სახარებას. ანტიქრისტეს გარეშე, მისი წყეული ბეჭდის გარეშე! დიდება უფალს!
142. გარდა ამისა, ღმერთი დაგვიცავს და დაგვიფარავს. მართალია მრავალი შესწირავს თავს ქრისტეს აღმსარებლობას, მართლმადიდებლობას, მაგრამ უძლურთ უფალი სასწაულებრივად, მრავალი გზით და სხვადასხვაგვარად დაიფარავს. ეს იქნება ყველაზე უარესი დღეები რომელიც კი ოდესმე მსოფლიოს უხილავს და განუცდია; ეს იქნება საშინელი დევნისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის პერიოდი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მრავალი ქრისტეანი მაინც გადარჩება.
143. უფალი თვითონ დაიცავს თავის ერთგულთ ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მძლავრი ნიშებისა და სასწაულების მეოხებით, თვით ურჩხულთაც კი აღმოიყვანს უფსკრულიდან ბოროტეულთა დასასჯელად და მათ ბუნებრივ კატაკლიზმებსა და სხვადასხვა უბედურებებს დაატეხავს. გამოცხადების 8-ე და 9-ე თავებში ლაპარაკია საყვირთა დაცემაზე, უმძიმეს გაჭირვებებსა და საშინელებებზე, რომლებიც თავს დაატყდებათ უკეთურთ. მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც ანტიქრისტეს და მისი მომხრეები დაიწყებენ ჭეშმარიტ ქრისტეანთა დევნასა და შევიწროვებას, ღმერთი უკეთურ მდევნელთ მოუვლენს მრავალგვარ სნეულებასა და ჭირვებას. რაც ერთგვარად შეამცირებს დევნულების სიმწარეს, რადგან თვით უკეთურთაც კი მრავალი ექნებათ საზრუნავი თავი დაიცვან ამ საშინელებათაგან, "რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ" (2 თესალონიკ. 1:6).
144. ამიტომაც, საყვარელნო, ნუ გეშინიათ ანტიქრისტეს მიერ მოწევნული ჭირვებისა. ნუ შეგეშინდებათ 3 ½ წლიანი ვაებისა! დიახ, ანტიქრისტე ჩვენზე გამოაცხადებს ნადირობას და ანტიქრისტეს დაგეშილი ძაღლები ფეხდაფეხ დაგვიწყებენ დევნას, მაგრამ პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათ კუდებზე ფეხის დაბიჯება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ეკლესიის ფეხდაფეხ დევნა. რადგან ღმერთი უფრო ძლიერია, ვიდრე მტრები ღმრთისა. ქრისტეანთა გასაძლიერებლად მოივლინებიან წინასწარმეტყველნი ენოქ და ილია, რომლებიც უფლის მადლითა და ძლიერებით განამტკიცებენ მრავალთ და თვით ებრაელებსაც კი მოაქცევენ ქრისტეანობად.
145. ანტიქრისტე მათ ვერაფერს დააკლებს ისევე, როგორც ვერაფერს დააკლებს ეკლესიას, ვერ გაანადგურებს მათ მთელი ამ 3 ½ წლის განმავლობაში. და როდესაც მას მიეცემა ძალმოსილება მოკლას ისინი, რათა აღივსოს საწყაული მისი უსჯულოებისა, უეცრად თავს დაატყდებათ მათ უბედურება. სამყარო დაიწყებს რღვევას და აღსასრული მოახლოვდება. გამოჩნდება უფალი თავისი ზეციური მხედრიონით, ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად. აღსდგებიან მიცვალებულნი და ცოცხლად დარჩენილებთან ერთად ზეცად აღიტაცებიან. ეს იქნება მძლავრი და ბრწყინვალე ტრიუმფი, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ღმერთმა სიკვდილი დაამარცხა.
146. და მაშინ, ადამიანები იხილავენ ჯოჯოხეთს და იხილავენ სამოთხესაც. ეს იქნება ჟამი უდიდესი გამარჯვებისა სატანაზე, რომელიც თავის მომხრეებთან ერთად შთაგდებულ იქნება ცეცხლოვან ტბაში სამარადისო სატანჯველად, ხოლო მართალნი შეუერთდებიან უფალს და დაიმკვიდრებენ ახალ იერუსალემს, რომელიც ოდითგანვე გაამზადა ღმერთმა მართალთათვის. რომელშიც "ვერ შევა ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში", სადაც არის "ღვთისა და კრავის ტახტი", რომლიდანაც მოედინება "სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 21:27 – 22:5).
147. "ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში. ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან... ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ! მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ" (გამოცხ. 22:14-15, 20, 21). |
|