რედაქციისგან: სტატია ქვეყნდება გაცნობისა და შესწავლის თვალსაზრისით.
არის ისეთი საკითხები, რომლებიც პერიოდულად იბრუნებს აქტუალობას, თუნდაც ათასჯერ იყოს განხილული.
ადამიანთა ყოველ ჯგუფს აქვს თავისი მარადიული თემა - ავტომობილისტები რეგულარულად დავობენ გადაცემის მექანიკური კოლოფის უპირატესობაზე ავტომატურთან შედარებით, ახალგაზრდა და არც ისე დედიკოები - პატარების ბუნებრივ და ხელოვნურ კვებაზე, ხოლო მართლმადიდებელი ქრისტეანები - გამოცხადების წიგნში დაპირებული "ანტიქრისტეს ბეჭდის" მოცემის დროზე, ადგილზე და მეთოდზე.
დავობენ იმდენს, რამდენიც არსებობს დავის საგანი. ამასწინათ კი მართლმადიდებლური დავა ახალ წრეზე გავიდა... მიზეზი გახდა თავისი "მართლმადიდებლური" ექსტრავაგანტურობით ცნობილი ბიზნესმენი ბასილი ბოიკო-დიდი, რომელმაც განმარტა, რომ "ანტიქრისტეს ბეჭედი" სწორედ შტრიხ-კოდებშიაო მოცემული, რომლებსაც მისი კომპანია იძულებით აკრავს თავის პროდუქციას, რათა გაყიდოს ის მაღაზიებში. მაგრამ იმისთვის, რათა აჩვენოს, რომ მისთვის მიუღებელია ამგვარი "ბეჭედი", ფაბრიკა "Русское Молоко"-ს პროდუქციაზე შტრიხ-კოდი წითელი, ე. წ. "ანდრიას ჯვრით" არის გადახაზული.
ტექსტში საკმაოდ ბევრია ტექნიკური დეტალები და ამიტომ აზრი ჰქონდა მოგვეწვია ტექნიკური სპეციალისტი და მისი კომენტარი მოგვესმინა.
პავლე ბელოუსოვი მუშაობს კომპანიაში "VMC", რომელიც სწორედ შტრიხ-კოდების სკანერთა შემუშავებით არის დაკავებული და წერს უზარმაზარ პროგრამულ უზრუნველყოფას იმ მოწყობილობებისთვის, რომლებიც წრიპინებენ სუპერმარკეტების სალაროებთან. შესაბამისად, პავლემ, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, კარგად იცის თუ რას წარმოადგენენ შტრიხ-კოდები. მან ამ საგანზე იცის ყველაფერი. სწორედ მის კომენტარ ვიმოწმებთ ქვემოთ, უმნიშვნელო ტექნიკური შესწორებებით:
"როგორც შტრიხ-კოდების სფეროს სპეციალისტმა, გადავწყვიტე ჩემთვის გამერკვია მთელი ეს ისტორია რიცხვ 666-თან დაკავშირებით, რომელიც თითქოსდა კოდირებულია ნებისმიერ შტრიხ-კოდში. მე ახლა არ დავიწყებ იმის გარკვევას, თუ რამდენად კორექტულია გამოცხადების წიგნის ესა თუ ის კომენტარი, აღვნიშნავ მხოლოდ ტექნიკურ ფაქტს: სამართლიანია თუ არა შტრიხული კოდირების თვალსაზრისით მტკიცება, რომ შტრიხ-კოდებში ყოველთვის არის დაფიქსირებული ეს რიცხვი. ჩემი დასკვნები იხილეთ ქვემოთ. ტექსტი გრძელია და მოსაწყენი, მაგრამ, ჩემის აზრით, ამომწურავი. სულ ბოლოს კი გელოდებათ ბონუსი - საშინელი მხილება!
1) უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკი არ არის ყველა შტრიხ-კოდზე, რომლებიც ათეულობით ტიპისაა, არამედ მხოლოდ ორ ყველაზე მსგავს ტიპებზე (სიმბოლოებზე), რომლებსაც უწოდებენ EAN–13 და UPC–A. ესენი არიან ყველაზე გავრცელებული ტიპები. სწორედ მათით აღბეჭდავენ ყველა საგანს. ისინი აღწერილია ვიკიპედიაში აქ და აქ (დაწვრილებით სტრუქტურის შესახებ). ჩემი მსჯელობა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ ამ სტატიების მიხედვით.
2) შტრიხკოდმოძულეთა ძირითადი თეზისია: "სტანდარტის მიხედვით ყველა შტრიხ-კოდში არსებობს სამი ზოლი: ორი კიდეებზე და ერთიც შუაში. დანარჩენი ზოლები შეესაბამებიან ინდივიდუალურ ციფრულ კოდირებას და უდრიან ციფრებს 0-დან 9-მდე. ამრიგად, ეს სამი უნივერსალური ზოლი, რომლებიც ინდივიდუალურებზე უფრო გრძელია, შეესაბამებიან ერთსა და იმავე ციფრს, კერძოდ - ექვსიანს. რადგან უნივერსალური ზოლი სამია - გამოდის, რომ სამი გამოყოფილი უნივერსალური ზოლი ნიშნავს 666-ს". გასაოცარი სურათი შეგიძლიათ იხილოთ "რუსული რძის" საიტის ტექსტზე:
II) Основной тезис штрихкодоненавистников: «По стандарту во всех штрих-кодах присутствуют три полосы: две с краев и одна посередине. Остальные полосы соответствуют индивидуальному цифровому кодированию и отвечают цифрам от 0 до 9. Так вот, три универсальные полосы, более длинные, чем индивидуальные, соответствуют одинаковой цифре, а именно: шестерке. Так как универсальных три – получаются выделены именно три шестерки». Поясняющую картинку можно посмотреть в тексте на сайте «Русского Молока».
3) რამდენად სწორია ეს შეხედულება? პასუხი - არა, ეს არ არის სწორი შეხედულება. მაგრამ თავიდან მოდი, ორიოდ სიტყვით ვისაუბროთ შტრიხ-კოდ EAN–13/UPC–A-ს სტრუქტურაზე. სტანდარტში არ არის არავითარი "ზოლები".
შტრიხ-კოდი შედგება ელემენტებისგან, შტრიხებისა და გამოტოვებული ადგილებისგან (პრობელი - Пробел. შემდგომში ჩვენ ასეც დავწერთ "პრობელი" - რედ.), რომლებიც თანაბრად მონაწილეობენ ინფორმაციის კოდირებაში და შეიძლება გააჩნდეთ სიგანის 4 ვარიანტი: ერთმაგი, ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ( შემდგომში მე შესაბამისად დავწერ 1-, 2-, 3-, და 4-). ხაზს გავუსვამ, რომ ელემენტის ფერს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, არამედ მხოლოდ მის სიგანეს.
ნებისმიერი ციფრი 0-დან 9-მდე შეესაბამება ოთხი ელემენტიდან თავის ნაკრებს (პრობელი-შტრიხი-პრობელი-შტრიხი ან შტრიხი-პრობელი-შტრიხი-პრობელი), სიგანეთა ჯამი მკაცრად უნდა უდრიდეს შვიდ მინიმალურ სიგანეს. ელემენტთა სიგანის თანმიმდევრულობა ასეთ ნაკრებში განსაზღვრავს კიდევაც, თუ რომელი ციფრი არის მათში კოდირებული.
მაგალითად, შტრიხ-კოდის მარჯვენა ნახევარში ციფრი 5 კკოდირებულია ასე: "1-შტრიხი - 2-პრობელი - 3-შტრიხი - 1-პრობელი", ხოლო ავადსახსენებელი 6 ასე: "1-შტრიხი - 1-პრობელი - 1-შტრიხი - 4-პრობელი".
4) ნებისმიერი EAN–13 შტრიხ-კოდის სტრუქტურა ასეთია (მარცხნიდან მარჯვნივ): ა) მარცხენა დამცავი შაბლონი სამი ელემენტისგან (1-შტრიხი - 1-პრობელი - 1-შტრიხი); ბ) 6 ბოლოკი 4 ელემენტისგან (პრობელი - შტრიხი - პრობელი - შტრიხი), პირველი 6 ციფრის მომცემი; გ) ცენტრალური დამცავი შაბლონი ხუთი ელემენტისგან (1-პრობელი - 1-შტრიხი - 1-პრობელი - 1-შტრიხი - 1-პრობელი); დ) 6 ბლოკი 4-4 ელემენტით (შტრიხი - პრობელი - შტრიხი - პრობელი), რომელიც გვაძლევს მეორე 6 ციფრს; ე) მარჯვენა დამცავი შაბლონი სამი ელემენტისგან (1-შრიხი - 1-პრობელი - 1-შტრიხი);
5) სწორედ დამცავ შაბლონებში, მარცხენაში, ცენტრალურსა და მარჯვენაში ხედავს ზოგიერთი სამ ექვსიანს. ხედავენ, რადგან ყოველ მათგანში არის ნაკრები (1-შტრიხი - 1-პრობელი - 1-შტრიხი), რომელიც ბლოკებს შორის, რომელიც ციფრების კოდირებას ახდენს, გვხვდება მხოლოდ ექვსიანში (იხ. პ. 3-ე). მაგრამ შაბლონებს არ შეუძლიათ ციფების კოდირება, რამეთუ არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს აუცილებელ პირობას: ოთხი (და არა სამი ან ხუთი) ელემენტი, რომელთა სიგანის ჯამი არის მკაცრად 7. მარჯვენა და მარცხენა შბლონებს გააჩნიათ 3-3 ელემენტი, ხოლო ცენტრალურს 5 ჯამით ასევე 5.
6) ამგვარად, ეს შაბლონები არ არის ექვსიანები და საერთოდ ციფრებიც კი! უფრო ზუსტად, ისინი ისეთივე ექვსიანებია, როგორი ექვსიანიცაა, მაგალითად, ლათინური ასო "о": ეს ასო "6"-იანი რომ გახდეს, მას უნდა მივახატოთ ზემოდან პატარა რკალი. ამის გარეშე ის იქნება უბრალო "о" ან პატარა ნული.
ასევე კრებულსაც (1-შტრიხი - 1-პრობელი - 1-შტრიხი) უნდა დავამატოთ 4-პრობელი, რათა ის გახდეს ექვსიანი შტრიხული კოდირების თვალსაზრისით. მოსაზრებაზე, რომ ქვედა რკალი გვხვდება კიდე ციფრში 8-ანი, როდესაც ბლოკი "1-შტრიხი - 1-პრობელი - 1-შტრიხი" - მხოლოდ ექვსიანში, და, შედეგად, ყოველთვის წარმოადგენს მინიშნებას სწორედ მასზე, შეგვიძლია გავიხსენოთ ასო С - ასეთი სილუეტი აქვს მხოლოდ 6-ს! ასე, რომ ყველგან, როგორც კი ასო С-ს დაინახავთ იცოდეთ - ეს არის დაფარული 666!
7) მარცხენა და მარჯვენა შაბლონების გაშიფრვის "სპეციალისტები" ცდილობენ ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ შემდეგი სახით: ნახეთ, ამბობენ ისინი (არა ამ, არამედ თემასთან მიძღვნილ უფრო საფუძვლიან ტექსტებში), შტრიხკოდის მარცხნივ და მარჯვნივ ყოველთვის არის დიდი პრობელები (შტრიხულ კოდირებაში მას თავისუფალ ზონას უწოდებენ), - სწორედ მასშიაო ჩამალული ციფრ "6"-იანისთვის აუცილებელი მეოთხე პრობელი!
შევნიშნავ, რომ სტანდარტის მიხედვით თავისუფალი ზონა უნდა უდრიდეს არა უმცირეს შვიდ 1-სიგანეს. მაგრამ ცენტრალურ დამცავ შაბლონს ვერც ერთი მხრიდან ვერაფერს მიაწერ - ადგილი არ არის, ამის უფლება არ იძლევა სტანდარტი.
8) ამრიგად, მე ვთვლი, რომ 666-ის თემა დახურულად უნდა გამოცხადდეს: მტკიცება თითქოსდა ყოველ EAN-13/UPC-A შტრიხ-კოდში იყოს ეს რიცხვი ეფუძნება მნიშვნელოვან და ამავე ზომის საეჭვო დამატებით აგებულებებს.
მაშ ასე, თუ განვაზოგადებთ: EAN–13/UPC–A-ს ტიპის შტრიხ-კოდების განმეორებადი ელემენტები არ წარმოადგენენ ექვსიანებს, რადგან ისინი საერთოდ არ აკოდირებენ ციფრებს.
"ანდრიას ჯვარი" "რუსულ რძეზე"
იგივე მეთოდს, ანუ თუ სამჯერ განმეორებად ნიშანს, რომელიც შეიძლება "შევსებულ" იქნეს (მაგალითად, დამატებითი რკალით ან ნიშნულით) ექვსიანად, და ამის საფუძველზე მიღებულ იქნეს ის ამ რიცხვად, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ შტრიხ-კოდების ეს გადახაზვა რზეძე საჭიროა მხოლოდ საშინელი საიდუმლოს დასაფარად და მყიდველის თვალის ასახვევად, რომელიც "რუსულ რძესთან" არის დაკავშირებული. მაშინ გამოდის, რომ მხეცის ნიშანი 666 დაფარულია "წმიდათა წმიდაში", აგროჰოლდინგ "Русское молоко"-ს თვით სახელწოდებაში, თანაც ორჯერ!!!
თქვენ მას უკვე ხედავთ? არა? მაშინ, ასე: "РУ66К6Е М6Л6К6"? რა, არაკორექტულია ასეთი გადაკეთება? საეჭვოა დამატებითი აგებულებები? და, პირველად ვინ დაიწყო ასეთი თამაშები?
წყარო: pravmir.ru