უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მირქმის დღესასწაულზე ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 თებერვალი, 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მირქმას. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა.

მართალი სვიმეონი ამბობს: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით.“ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მშვიდობით მიდის ამქვეყნიდან, რომელიც მომზადებული გადის ამასოფლიდან.

ერთ ფილოსოფოსს ჰკითხეს: რა არის ფილოსოფიაო. თქვენი იცით, ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული. იმ ფილოსოფოსმა კი ასე უპასუხა: ფილოსოფია არის მომზადება გარდაცვალებისათვისო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. და იხარეთ ორთავ სოფელსა შინა - აქაც და იქაც.

ჩვენთან არს ღმერთი!