|
ლეგენდარული მსახიობის მერილინ მონროს 19 ყველაზე გულახდილი გამონათქვამი საკუთარ თავზე
გთავაზობთ ლეგენდარული მსახიობის ყველაზე გულახდილ გამონათქვამებს საკუთარ თავზე:
"საკუთარ თავს გამორჩეულად არასდროს მივიჩნევდი. გულახდილად რომ ვთქვა, აქამდე ამაზე საერთოდ არ მიფიქრია" – 1952
"ვფიქრობ, ადამიანებად მხოლოდ ორი რამ გვაქცევს: მარტოობის სურვილი და პარალელურად გადაულახავი ლტოვა მეორე ნახევრის პოვნისკენ" – 1960
"მხოლოდ ერთი რამ ვიცი: მინდა დიდებული ადამიანი ვიყო" – 1960
"შიში - სისულელეა. ვნანობ, რომ მეშინოდა" – 1960
"ვფიქრობ, სიყვარული და სამსახური ერთადერთია, რასაც ჩვენთვის აზრი აქვს" – 1960
"მინდა გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა საუკეთესო ვიყო კამერის ჩართვიდან, მის გამორთვამდე" – 1960
"სასიამოვნოა, როცა ფანტაზიის ნაწილი ხარ, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, როცა ისეთი უყვარხარ, როგორიც სინამდვილეში ხარ" – 1962
"მე თავს საქონლად არ მივიჩნევ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ასე აღმიქვამს" – 1962
"თუ ვარსკვლავი ვარ, ე.ი. ხალხმა მაქცია ამად" – 1962
"ვფიქრობ, რომ სექსუალურობა მიმზიდველი მხოლოდ მაშინაა, როცა ის ბუნებრივი და სპონტანურია" – 1962
"იმის გამო არ განვიცდი, რომ გლამურულად და სექსუალურად აღმიქვამენ. მაგრამ იმაზე ფიქრი, თუ რა მოვუხერხო ამას, ჩემს აღელვებას იწვევს" – 1962
"არ არსებობს ისეთი ვინმე, ვინც ტანსაცმლის გარეშე მგავს" – 1960"
"არასდროს ვისწრაფოდი იმისკენ, რომ მერილინი გავმხდარიყავი - უბრალოდ ასე მოხდა. მერილინი ნიღაბივითაა, რომლის მიღმა ნორმა ჯინი იმალება" - 1960
"ვისურვებდი დავამტკიცო, რომ შიშველი სხეულის დემონსტრირებისა და მსხვილ კინოპროექტებში მონაწილეობის გარეშე შემიძლია საინტერესო ქალი ვიყო" – 1960
"მე მამაკაცებისთვის ვიცმევ. ქალები ჩემს გარდერობს ყოველთვის აკრიტიკებენ. და მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ რეალულად მისი შეფასება" – 1952
"მე ნამდვილი ქალი ვარ და ამით სიამოვნებას ვიღებ"- 1952
"ასე მგონია გულუბრყვილობისა და კომპლექსებისგან შევდგები, მაგრამ ამას მხოლოდ ახლა მივხვდი" – 1956
"ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის მანძილზე საკუთარ თავს გავურბოდი" – 1956
"თავდაპირველად ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე პიროვნება ვარ. შემდეგ კი თავს ვარწმუნებდი, რომ მსახიობი ვარ" – 1962
| |