რას აღნიშნავს ავტომობილის ხელსაწყოების დაფაზე გამოსახული ნიშნები

თუ მძღოლი ხართ, მაშინ თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი იქნება შემდეგი სიტუაცია: ავტომობილის ხელსაწყოების პანელზე მოულოდნელად იწყებს ციმციმს რაღაც სიმბოლო, რომელიც მანამდე არ გინახავთ და რომლის მნიშვნელობაც არ იცით. თქვენდაუნებურად აღმოჩნდებით გამოუვალ სიტუაციაში: ახლომახლო არავინაა, რომ ჰკითხოთ სიმბოლოს დანიშნულება, მაგრამ იქნებ ეს სასწრაფოა და ხვალამდე გადადებას არ იცდის? იქნებ ექსტრემალური სამსახური გამოგეძახებინათ? ამ პოსტში ჩამოთვლილია სხვადასხვა ავტომობილის ხელსაწყოების პანელზე გამოსახული სიმბოლოების მნიშვნელობები. ახლა თქვენ არამარტო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს საჭესთან, არამედ სხვებსაც გაუზიარებთ შეძენილ ცოდნას.

მაშ ასე, დაიხსომეთ:

1. ნისლის საწინააღმდეგო ფარები (წინა)

2. საჭის მექანიზმის გამაძლიერებლის გაუმართაობა

3. ნისლის საწინააღმდეგო ფარები (უკანა)

4. მინების სარეცხი სითხის ნაკლებობა

5. სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთა

6. ჩართული კრუიზ-კონტროლის ნიშანი

7. ჩართულია მოსახვევი სიგნალები

8. წვიმის და სინათლის მაუწყებელი

9. ზამთრის რეჟიმი

10. საინფორმაციო შეტყობინების ინდიკატორი

11. სანთლების მუშაობის ინდიკატირი

12. ყინვაა

13. უკონტაქტო გასაღების ინდიკატორი

14. გასაღები არ ჩანს

15. გასაღების ბატარეა შესაცვლელია

16. დისტანციის სახიფათო შემცირება

17. დააჭირეთ გადაბმულობის (იმედია "სცეპლენია" სწორად ვთარგმნე) პედალს

18. დააჭირეთ სამუხრუჭე პედალს

19. საჭის მექანიზმის (''კალონკის'') ბლოკირება

20. შორი შუქები

21. დაბალი წნევაა საბურავებში

22. გარე განათების ჩართვის ინდიკატირი

23. გარე განათების გაუმართაობა

24. არ მუშობს სტოპ-სიგნალი

25. გაფრთხილება ჭვარტლის ფილტრის შესახებ

26. გაფრთხილება მისაბმელი მოწყობილობის შესახებ

27. გაფრთხილება პნევმატური საკიდის შესახებ

28. მოძრაობის ზოლის შეცვლა

29. კატალიზატორი გადახურებულია

30. უსაფრთხოების ღვედი შეკრული არაა

31. გააქტიურებულია სადგომი მუხრუჭი

32. აკუმულატორის გაუმართაობა

33. დახმარე სისტემა პარკირების დროს

34. საჭიროა ტექნიკური მომსახურეობა

35. ადაპტური წინა ფარები

36. ფარების ავტომატური დახრის გაუმართაობა

37. უკანა სპოილერის გაუმართაობა

38. კაბრიოლეტის სახურავის გაუმართაობა

39. უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობა

40. ხელის მუხრუჭის გაუმართაობა

41. საწვავის ფილტრში წყალია

42. უსაფრთოების ბალიშია დეაქტივირებულია

43. გაუმართაობა

44. ახლო შუქის ფარები

45. საჰაერო ფილტრის დაბინძურება

46. საწვავის ეკონომიის რეჟიმი

47. მთიდან დაშვების რეჟიმის სისტემა

48. მაღალი ტემპერატურაა

49. მუხრუჭების ანტობლოკირების სისტემის გაუმართაობა

50. საწვავის ფილტრის გაუმართაობა

51. კარებია ღია

52. კაპოტი ღიაა

53. საწვავი მთავრდება

54. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა

55. სიჩქარის ავტომატური შემზღუდველი

56. ამორტიზატორების გაუმართაობა

57. ზეთი დასამატებელია

58. საქარე მინის გათბობა

59. საბარგულია ღია

60. სტაბილიზაციის სისტემა გამორთულია

61. წვიმის მაუწყებელი

62. ძრავის გაუმართაობა

63. უკანა მინის გათბობა

64. საქარე მინის ავტომატური გაწმენდა

იმედია, ცოტათი მაინც გამოგადგებათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმბოლოების განმარტებები.


გისურვებთ მწვანე შუქს და უსაფრთხოდ სიარულს!